23 ოქტომბერი 2020, 13:50 / სანდო წყარო

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Doclisboa საქართველოს მასშტაბურ რეტროსპექტივას უძღვნის

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა, Doclisboa-მ წელს მეთვრამეტედ აიღო სტარტი. კორონავირუსის პანდემიის გამო, იგი წელს განსხვავებული ფორმატით, ონლაინ ტარდება. ამასგარდა, სიახლეა ისიც, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა Doclisboa-ს პროგრამა ექვს ნაწილად დაყვეს და კინომოყვარულებს ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდებიან.

ფესტივალი 22 ოქტომბერს გაიხსნა და კინომოყვარულებს პროგრამის პირველ ნაწილს 1-ლი ნოემბრის ჩათვლით შესთავაზებს. სწორედ ამ პერიოდში ყურადღება საქართველოს მიმართ იქნება მიპყრობილი.

უწყვეტი მოგზაურობა – ამაღელვებელი ქართული კინოს რეტროსპექტივა – ასე უწოდეს ორგანიზატორებმა იმ მასშტაბურ რეტროსპექტივას, რომელსაც კინოფესტივალი წელს საქართველოს მიუძღვნის. რეტროსპექტივა დააკავშირებს წარსულსა და აწმყოს და ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებს ქართულ ფილმებს დაწყებული უხმო კინოს პერიოდიდან, დასრულებული თანამედროვე ნამუშევრებით.

ქართული კინოს მრავალწლიანი ისტორია მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი. ის გააერთიანებს შემდეგ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს:

„ლექსი ვეფხვისა და მოყმისა” (2014), რეჟისორი მარიამ კანდელაკი;

„ელისო“ (1928), რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;

„ბუბა“ (1930), რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე;

„ჯიმ შვანთე“ (მარილი სვანეთს) (1930), რეჟისორი მიხეილ კალატოზოვი;

„გოგონა და შადრევანი“ (1967), რეჟისორი კარლო სულაკაური;

„გრძელი ნათელი დღეები“ (2013), რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი;

„უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933), რეჟისორი სიკო დოლიძე;

„კოლმეურნის ჰიგიენა“ (1934), რეჟისორი ვახტანგ შველიძე;

„დილის რომანსი“ (1996), რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი;

„როცა დედამიწა მსუბუქია“ (2015) – რეჟისორები: სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი;

„კომუნარის ჩიბუხი“ (1929) – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;

„ჩემი ბებია“ (1929) – კოტე მიქაბერიძე;

„წუნა და წრუწუნა“ (1955) – რეჟისორი არკადი ხინთიბიძე;

„კომბლე“ (1979) – რეჟისორი გივი კასრაძე;

„ბებო“ (2013) – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი;

„ლი.ლე“ (2017) – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი;

„მეთევზე და გოგონა“ (2018) – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი;

„ქრისტინე“ (1916) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;

მზაღო და გელა“ (1934) – რეჟისორები: ლევ პუში და შალვა ხუსკივაძე;

„სიმინდის კუნძული“ (2014) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;

პონტო – შავი, შავი ზღვა“ (2001) – ნოდარ ბეგიაშვილი;

„მოცურავე“ (1981) – რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე;

„მოგზაურობა სოპოტში“ (1980) – რეჟისორი ნანა ჯორჯაძე;

„უკანასკნელნი“ (2006) – რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი;

„არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ (1985) – რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი;

„ფიროსმანი“ (1969) – რეჟისორი გიორგი შენგელაია;

„არაჩვეულებრივი გამოფენა (1968) – რეჟისორი ელდარ შენგელაია;

რა-ნი-ნა“ (1974) – რეჟისორი მიხეილ ბახანოვი;

„ძველი ქართული სიმღერა“ (1969) – რეჟისორი ოთარ იოსელიანი;

„ნერგები“(1972) – რეჟისორი რეზო ჩხეიძე;

„ქოლგა“ (1966) – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;

„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978) – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე;

„ჭირი“ (1983) – რეჟისორი დავით თაყაიშვილი;

ბო-ბო“ (1985) – რეჟისორი ლევან ჭყონია;

„სხვისი სახლი“ (2016) – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე;

„მეკვლე“ (1981) – რეჟისორი გოდერძი ჩოხელი;

ჩასარბენი ციხე“ (2018) – რეჟისორი სალომე ჯაში;

„მე გადავცურე ენგური“ (2016) – რეჟისორი ანუნა ბუკია;

„ერთი ნახვით შეყვარება“ (1975) – რეჟისორი რეზო ესაძე;

„ომის იავნანა“ (2019) – რეჟისორი იანა უგრეხელიძე;

დედე“ (2017) – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;

„ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“ (1925) – რეჟისორი ივანე პერესტიანი;

„გზაზე“ (2003) – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;

„ოქროს ძაფი“ (2019) – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე;

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის ინდუსტრიული სექცია Nebulae საქართველოს, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, მოწვეული ქვეყნის სტატუსით უმასპინძლებს. ფოკუსში ყოფნა გულისხმობს ქართული ფილმების 8 პროექტის პრეზენტაციას უცხოელი კინემატოგრაფისტების წინაშე და არაერთი საინტერესო პანელ დისკუსიის მოწყობას ქართველი კინემატოგრაფისტების მოაწილეობით. ასევე, 1-ელ ნოემბერს გაიმართება დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში ქართული კინოს გარშემო.

ყველა სიახლე

ლიონელ მესი

24 ნოემბერი 2020, 11:04

სპორტი

„ბარსელონა“ უკრაინაში კიევის „დინამოსთან“ სათამაშოდ ლიონელ მესის გარეშე გაემგზავრა

„ბარსელონა“ უკრაინაში კიევის „დინამოსთან“ სათამაშოდ ლიონელ მესის გარეშე გაემგზავრა. კატალონიური კლუბის ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის თქმით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი თამაშის მოგების შემდეგ, მან გადაწყვიტა არგენტინელი კაპიტანი ერთი თამაშით დაასვენოს. მესისთან ერთად დაისვენებს ფრენკი დე იონგი, რომელსაც „ატლეტიკოსთან“ ხერარდ პიკეს დაშავების შემდეგ ნახევარდაცვის მაგივრად, დაცვაში მოუხდა თამაში. მესი - დე იონგის დუეტის გარდა, "ბარსას" კიევში ტრავმირებული ფეხბურთელები, ხერარდ პიკე, სამუელ უმტიტი, სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი და ანსუ ფატი ვერ დაეხმარებიან.

24 ნოემბერი 2020, 11:02

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კოორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 ადამიანი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 11:02

COVID19

კახეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 726-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ახმეტაში 158 კოვიდინფიცირებულია, თელავში - 790, ყვარელში - 240, ლაგოდეხში - 297, გურჯაანში - 571, სიღნაღში - 179, დედოფლისწყაროში - 234 და საგარეჯოში - 257.

24 ნოემბერი 2020, 10:58

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული 24 საათში განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ინფორმაცია StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.

24 ნოემბერი 2020, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 504 თბილისში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 3 128 შემთხვევიდან, 1 504 თბილისში , აჭარაში კი 576 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 10:23

საზოგადოება

თბილისში იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხეს

თბილისში, ქავთარაძის 40 ნომერში იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხეს. ეკლესია ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა აკურთა. დღეიდან ტაძარში უკვე წირვა-ლოცვები აღევლინება. ტაძრის მშენებლობა 2015 წელს უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწო

24 ნოემბერი 2020, 10:09

საზოგადოება

უსინათლო მოსწავლეებს პირველად აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები ექნებათ

სამინისტროს მხარდაჭერით აუდიო ფორმატში ინტეგრირდება IV-VII კლასების ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო. შედეგად, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდება.

24 ნოემბერი 2020, 09:57

ტაბლოიდი

დიდი ბრიტანეთის დედოფალი საკუთარი ბრენდის ჯინის წარმოებას იწყებს

დედოფლის ბრენდს Sundringham Celebration Gin-ი ერქმევა და 0,5 ლიტრი სასმელის ღირებულება 50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კოვიდპანდემიის დასრულებამდე მას ადგილზე მიტანის სერვისი გაყიდის, პანდემიის დასრულების შემდეგ კი ჯინი დედოფლის რეზიდენციის სიახლოვეს მდებარე სუვენირების მაღაზიაში გაიყიდება.

24 ნოემბერი 2020, 09:29

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 881 მძიმე პაციენტია

გუშინ კორონავირუსს კიდევ 36 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში 6 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს, 4 ათასამდე მოქალაქე მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 500-ზე მეტი კი, მკურნალობის კურსს შინ გადის. საკარანტინო სივრცეში 2-ათასზე მეტი მოქალაქეა მოთავსებული. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 ათასზე მეტი ადამიანი.

დონალდ ტრამპი

24 ნოემბერი 2020, 09:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ამის მიუხედვად, ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილის და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია პროტოკოლის მიხედვით. ანალოგიურ რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდს“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“გვერდზე.

24 ნოემბერი 2020, 08:49

საზოგადოება

დღეს საქართველოში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები 24 ნოემბერს ქუთაისში მცირე მოღუბლულობას პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთშიც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. მზიანი ამინდია ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +17 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 08:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო განცხადებები სიტუაციის ზუსტ შეფასებას ემყარება

მისივე თქმით, ეს არის განცხადებები, რომელიც ემყარება სიტუაციის ზუსტ ანალიზს. „ეს არის ის სურათი, რომელიც ამბობს რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. თუნდაც ის ამბავი, რომ ოპოზიცია უარს ამბობს გადათვლაზე, ვიდეოთვალის გახსნაზე, ეს მეტყველებს იმაზე რომ ამ განცხადებებს საფუძველი გააჩნია“, - აღნიშნავს ვოლსკი.

ლინკოლნ მიტჩელი

24 ნოემბერი 2020, 08:11

პოლიტიკა

ლინლკოლნ მიტჩელი: ტრამპის გადაწყვეტილებებმა ბევრ ამერიკელ მოკავშირეს შეუქმნა პრობლემები, მაგრამ საქართველო ამას გადაურჩა

ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, როდესაც 2016 წელს, დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, საქართველოსთვის, ათწლეულების მანძილზე ამერიკასთან ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობები საფრთხის წინაშე დადგა, რადგან ტრამპმა აირჩია ამერიკის იზოლაციური როლი მსოფლიო პოლიტიკაში.

შარლ მიშელი

24 ნოემბერი 2020, 01:05

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჯო ბაიდენი 2021 წელს ევროკავშირის სპეციალურ სამიტზე მიიწვია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საიუბარი გამართა.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ზუსტად გამოიკვეთა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს უნდა, რომ წარმოაჩინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორის ჯონსონი

24 ნოემბერი 2020, 00:44

COVID19

ბორის ჯონსონი: დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

24 ნოემბერი 2020, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

24 ნოემბერი 2020, 00:10

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს

39 წლის შვედი ფორვარდი იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში, „ნაპოლისთან“ მატჩის დროს დაშავდა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ზლატანს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომლის მკურნალობასაც სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

23 ნოემბერი 2020, 23:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 501 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

23 ნოემბერი 2020, 23:54

COVID19

ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

ლევან რატიანის თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფება.