ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

ფოტო: Shutterstock.com
პანდემიის დროს ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა. კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსიახლეებსა და იხილონ ვიდეოები ფილმების გადასაღები მოედნებიდან.
კინოკლუბის წესების გაცნობის შემდეგ, მასში გაწევრიანება შეუძლია ქართული კინოს ყველა გულშემატკივარს მოცემულ ბმულზე. პირველი კინოჩვენებები უკვე შედგა. კინოცენტრი შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას და მაყურებელს შემდეგი თემატური ქართული ფილმების ჩენებები შესთავაზა:
„სანამ მამა დაბრუნდება“ (რეჟისორი მარი გულბიანი, პროდიუსერი – თეკლა მაჭავარიანი);
„გაიღიმეთ“ (რეჟისორი და პროდიუსერი რუსუდან ჭყონია);
„დედე“ (რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, პროდიუსერი – ვლადიმერ კაჭარავა);
ონლაინ კინოჩვენებები იმართება Facebook-ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართველ პროდიუსერებთან და რეჟისორებთან მომდევნო კინოჩვენებების დაგეგმვასთან დაკავშირებით.
ყველა სიახლე

27 თებერვალი 2021, 10:14
რეგიონი
ცნობილმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა, ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო
„ბრისტოლიდან - ბეიჯინამდე“ - ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც, ლუკი ველოთი 30 ქვეყნის გავლასა და სიმსივნით დაავადებულთათვის 300,000 ევროს შეგროვებას გეგმავს. მისი მოგზაურობა შთამაგონებელი და მაგალითის მიმცემია, მათთვის ვინც ლუკის მსგავსად, სიმსივნეს ებრძვის. პროექტმა ევროპული მედიის ყურადღებაც მიიპყრო და ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად, თვალს ადევნებენ ჟურნალისტებიც.

27 თებერვალი 2021, 10:00
ეკონომიკა
სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა.

27 თებერვალი 2021, 09:55
რეგიონი
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ამჯერად კასპის მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

27 თებერვალი 2021, 09:51
თავდაცვა
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შენარჩუნების ფაზაში კულმინაციური სწავლება ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდეგ, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი შენარჩუნების ფაზას საკუთარი ძალებით გადის. ქვედანაყოფმა კულმინაციური სწავლება ჩაატარა და დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

27 თებერვალი 2021, 09:49
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ნორვეგიის ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

27 თებერვალი 2021, 09:46
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი: ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს უპასუხოდ არ დავტოვებთ
სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიშით აშშ ნათლად მიანიშნებს ყველას, რომ ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განუცხადა.

27 თებერვალი 2021, 09:31
COVID19
გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 9 762 ადამიანს დაუდასტურდა
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 369 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

27 თებერვალი 2021, 09:23
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საბავშვო ბაღები 1-ლი მარტიდან გახსნისთვის მზადაა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საბავშვო ბაღები 1-ლი მარტიდან გახსნისთვის მზადაა. ამასთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაციაში მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ შეხვედრა გამართა დუშეთის, მცხეთის, ახალგორის, თიანეთის და ყაზბეგის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან.

27 თებერვალი 2021, 09:15
COVID19
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 65 169 ადამიანს დაუდასტურდა
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 65 169 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 337 ადამიანი კი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2021, 09:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 27 თებერვალს ქუთაისში მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს და მზიან ამინდის პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება და მოსალოდნელია წვიმა.

27 თებერვალი 2021, 08:55
COVID19
ტერეზა მეიმ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

27 თებერვალი 2021, 08:34
პოლიტიკა
გიტანას ნაუსედა: მზად ვართ მედიაციისთვის კრიზისის გადასაჭრელად, თუმცა თავიდან უნდა ავიცილოთ არასათანადოდ მომზადებული ქმედებები
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის მედიაციისთვის საქართველოში შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად, თუმცა თავიდან უნდა იყოს აცილებული სპონტანური და არასათანადოდ მომზადებული ქმედებები, რასაც, სამწუხაროდ, წარსულში ჰქონდა ადგილი.

27 თებერვალი 2021, 08:19
პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი პავილიონისის ვიზიტზე: მისია ვერ შესრულდა
ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ასტა სკაისგირიტე აცხადებს, რომ საქართველოში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტის მისია ვერ შესრულდა. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.

27 თებერვალი 2021, 08:08
საზოგადოება
დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ.

27 თებერვალი 2021, 08:06
საზოგადოება
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

27 თებერვალი 2021, 01:46
მსოფლიო
საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს კატეგორიულად უარყოფს
საუდის არაბეთის სამეფო ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს კატეგორიულად უარყოფს.

27 თებერვალი 2021, 00:38
COVID19
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 25 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 286 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 თებერვალი 2021, 00:13
ტაბლოიდი
აშშ-ის კონსერვატიული ძალების კონფერენციაზე დონალდ ტრამპის „ოქროს“ ქანდაკება დადგეს. ვიდეო
აშშ-ის კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) დონალდ ტრამპის „ოქროს“ ქანდაკება დადგეს.

27 თებერვალი 2021, 00:01
მსოფლიო
ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ლუკაშენკო მისმა ვაჟმა ჩაანაცვლა
ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ლუკაშენკო მისმა ვაჟმა ჩაანაცვლა. ამის შესახებ სააგენტო Belta წერს.

26 თებერვალი 2021, 23:54
COVID19
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 427 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 427 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 093 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.