imedi /  28 ივნისი 2017, 21:21 / სანდო წყარო

ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს

23 ივლისს ურეკში, Black Sea Arena-ზე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. 

“ზაფხულის დღესასწაული“,  - ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ქეთი მელუას აკომპანირებას გაუწევს ინგლისური ბენდი   (Tim Harries - ბასგიტარა, Mark Edwards - კლავიში, Simon Lea - დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer - გიტარა). სპეციალური მოწვევით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გორის ქალთა კაპელა.

ამსათან, შშმ პირთა ბილეთი ითვალისწინებს ერთი თანმხლები პირის დასწრებას კონცერტზე. თანმხლები პირი ისარგებლებს შშმ პირის მიმდებარედ განთავსებული ადგილით.  

ქეთი მელუას კონცერტი Check in Georgia-ში ფარგლებში გაიმართება.

ყველა სიახლე

გურამ კაშია

18 ივნისი 2024, 08:24

სპორტი

გურამ კაშია: ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა

ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან ემოციური იყო, ეს კადრები ყველამ ნახა. ძალიან ამაყები ვიყავით, მთელი საქართველო ზეიმობდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ზეიმის დრო აღარ არის. გვსურს, რომ შევასრულოთ ის გეგმა, რისთვისაც ვართ ჩამოსულები, - ამის შესახებ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა.

18 ივნისი 2024, 08:18

სპორტი

რეგიონებში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის სპეციალური საქომაგო სივრცეები ეწყობა

საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ემზადებიან რუსთავშიც, სადაც თურქეთთან მატჩის ღია ჩვენება, რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ „ოქსიგენ ფესტის“ სივრცეში გაიმართება. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის 18.00 საათიდან მოწყობილი იქნება კვების, ლუდის და დასასვენებელი სივრცეები. ზუსტად 20.00. საათზე, კი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, რუსთაველები ერთად შეასრულებენ საქართველოს ჰიმნს.

18 ივნისი 2024, 08:12

სპორტი

„იმედი“ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაშისთვის ემზადება

დღევანდელი ისტორიული საფეხბურთო მატჩისთვის ტელეკომპანია „იმედში“ განსაკუთრებული სამზადისია. ცენტრალური შენობის ეზოში მოწყობილია სივრცე, სადაც „იმედელი“ ქომაგები შეიკრიბებიან და დიდ ეკრანზე ერთად უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებს.

18 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს⚽

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ოთარ კიტეიშვილი.

18 ივნისი 2024, 01:49

მსოფლიო

იერუსალიმში, ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ბილ ბლერი

18 ივნისი 2024, 01:09

მსოფლიო

კანადის თავდაცვის მინისტრი: ახლა არ არის შესაფერისი დრო უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გასაგზავნად

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ კანადამ გადაწყვიტა, შეაჩეროს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.

18 ივნისი 2024, 00:50

ტაბლოიდი

Asap Rocky ბრენდ Bottega Veneta-ს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში შვილებთან ერთად გამოჩნდა. ფოტოგალერეა 📸

Asap Rocky ბრენდ Bottega Venetaს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში შვილებთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.

იანოშ ბოკა

18 ივნისი 2024, 00:26

მსოფლიო

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი: უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ანჯელინა ჯოლი

18 ივნისი 2024, 00:16

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლი, ქალიშვილ ვივიენთან ერთად Tony Awards-ზე გამოჩნდა

ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ქალიშვილ ვივიენთან ერთად Tony Awards-ზე გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

ჯონ კირბი

18 ივნისი 2024, 00:00

მსოფლიო

ჯონ კირბი: აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

17 ივნისი 2024, 23:38

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ კურდღლის ნიღაბი მორგებული

„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოვა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:59

მსოფლიო

სტოლტენბერგი: შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:24

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.

17 ივნისი 2024, 22:01

სპორტი

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ანალენა ბერბოკი

17 ივნისი 2024, 21:21

მსოფლიო

ბერბოკი: თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინის ჯარი პოლონეთის საზღვართან შეიძლება აღმოჩნდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპისთვის სერიოზული შედეგების შესახებ ისაუბრა, თუ უკრაინა არ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად.

17 ივნისი 2024, 20:27

საზოგადოება

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება - ეს განათლების მინისტრის დაპირებაა. გადაწყვეტილება ანაზღაურების ზრდის შესახებ ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა და ჯამში 52 ათას ადამიანს შეეხება.

17 ივნისი 2024, 20:21

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე თავის გზას იწყებს - პირველ სადებიუტო მატჩამდე 24 საათი რჩება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი გერმანიიდან

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები უკვე დორტმუნდშია. ფეხბურთელები საბრძოლო განწყობაზე არიან და ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან. მეტიც, უნდათ „ევრო 2024“ - ზე ქართული კვალი დატოვონ.

17 ივნისი 2024, 20:11

მსოფლიო

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

17 ივნისი 2024, 20:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გახარიას „ლელოსთან” თანამშრომლობის სურვილზე: ათასი სისაძაგლე მიიზილა გახარიამ პოლიტიკური ჯგუფისგან, ვისაც ახლა უვაზელინოდ ეტენება, შეიძლება სულ არ სიამოვნებს, მაგრამ ასე უთხრეს „დიდმა ძმებმა” და რა ქნას, ასეთია მონის ბედი!

ამ კაცზე მეტად უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი, მეორე არ ჰყავს ოპოზიციას, - ასე აფასებს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი „ლელოა”.

ნათია სონღულაშვილი

17 ივნისი 2024, 20:05

საზოგადოება

ნათია სონღულაშვილი: „იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად

„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად, - ასე ეხმიანება „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „ტელეიმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თამარ შარიქაძის განცხადებას.