imedi /  20 მაისი 2021, 17:15 / სანდო წყარო

თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. თბილისის მერმა მუზეუმის რეაბილიტაციაში მონაწილე საერთაშორისო ასოციაციას აქტიური მხარდაჭერისა და ფინანსური თანამონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძის თქმით, მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის დეკემბერში იგეგმება.

„აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის რეაბილიტაციაც ჩვენ დღეს დავიწყეთ. მინდა მადლობა გადავუხადო „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა ასოციაციას“, რომლის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით ხორციელდება აღნიშნული პროექტი. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების, სადრენაჟე სისტემის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია და უკვე გადავდივართ უშუალოდ ძეგლის განახლებაზე. ეს მუზეუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი, როგორც ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამედ მასში განთავსებული ექსპონატების გამოც. ის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ ყველაფერს კი სჭირდება მოვლა-პატრონობა, გალამაზება. ბევრმა არც კი იცის, რა ხდება აქ. ვფიქრობ, განახლებული მუზეუმი საინტერესო იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისა და ტურისტებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება: შენობის კონსტრუქციული გამაგრება, დაზიანებული სახურავის შეცვლა, ექსტერიერის და ინტერიერის დეკორის რესტავრაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა და რესტავრაცია, ძველი ავეჯის რესტავრაცია, გათბობის სისტემის მოწყობა, შშმ პირებისთვის ადაპტირება, ეზოს კეთილმოწყობა, ასევე ღობის და შადრევნის რესტავრაცია.

პროექტის ბიუჯეტი 3 მლნ 300 ათასი ლარია და ის „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ (AIMF) თანადაფინანსებით ხორციელდება. მე-19 საუკუნეში აგებული შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის დეკემბერში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ტიპის უნიკალური კოლექციები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილების წარმოებასა და გამოყენებაზე ისტორიული, ხელოვნებათმცოდნეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური კუთხით.
ბიოლოგიური და იზოტოპური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური აბრეშუმის პარკებისა და ძაფების ნიმუშები. პარკების უმრავლესობა მუზეუმში მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ეს კოლექცია ინახავს დათარიღებულ, დაუმუშავებელ აბრეშუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეორე მხრივ მასში დაცულია ინდუსტრიალიზაციამდელი ჩინეთის, იაპონიის, ცენტრალური აზიის, ოსმალეთის (სირია, თურქეთი, საბერძნეთი) და დასავლეთ ევროპის მეაბრეშუმეობის ფერმებიდან წამოღებული ადგილობრივი გენეტიკური კოდი.

ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2024, 22:58

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო

დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შერაზ გასრი

17 სექტემბერი 2024, 22:46

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საქართველოს ანტი-ლგბტ კანონი კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ.

ნანა კაკაბაძე

17 სექტემბერი 2024, 22:34

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით

დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

17 სექტემბერი 2024, 22:29

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს საკანონმდებლო პაკეტი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ზურაბ ქადაგიძე

17 სექტემბერი 2024, 21:47

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!

„საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ!“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომელიც მან დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

17 სექტემბერი 2024, 21:28

კულტურა

„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად. ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად - ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი და უწყვეტი აპლოდისმენტი.

17 სექტემბერი 2024, 21:18

კულტურა

ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 ქვეყნის მიერ შერჩეული პროგრამების წლევანდელი თემა „კინო – ისტორიის მემატიანეა“. ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციები.

17 სექტემბერი 2024, 21:04

არჩევნები 2024

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - საჩხერესა და ლანჩხუთში „ქართულო ოცნების“ გზავნილების გარშემო გაერთიანდნენ.

17 სექტემბერი 2024, 20:55

სპორტი

კახა კალაძე: ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ბაიერნთან“, „მადრიდის რეალთან“, ლივერპულთან“, რომ სამომავლოდ ამხანაგური თამაშები ჩავატაროთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა „მილანთან“ მატჩის წინ, პირველი ვარჯიში ჩაატარეს.

17 სექტემბერი 2024, 20:48

პოლიტიკა

სანქციები არგუმენტების გარეშე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი.

სანქციები არგუმენტების გარეშე - მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მიერ საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქის, მათ შორის პოლიციელების სანქცირების შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე დააანონსა.

გიორგი გახარია

17 სექტემბერი 2024, 20:47

პოლიტიკა

გიორგი გახარია ხაზარაძესთან შეხვედრის დეტალებზე: ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი

ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის რის გამოც ეს გადაიდო, - განაცხადა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძესთან მისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა.

17 სექტემბერი 2024, 20:42

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

იბრაჰიმ ქალინი

17 სექტემბერი 2024, 20:40

მსოფლიო

თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე

თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ ქალინიმ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა გადაწყდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნით საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

მამუკა ხაზარაძე

17 სექტემბერი 2024, 20:37

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ: მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, ჩვენ ავიღეთ კიდევ პაუზა

ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. არის რაღაც ტექნიკური ტიპის საკითხები. შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკება არ არის დამთავრებული. ჩვენ ავიღეთ კიდევ პაუზა, ვისაუბრებთ და თქვენ პირველები იქნებით, ვისაც შეგატყობინებთ შედეგს, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ.

17 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა. გაირკვა, რომ მათ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, ტექნიკური პაუზა სჭირდებათ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეცვლის თუ არა პოლიტიკურ მტრობას პოლიტიკური ერთობა? სალომე ზურაბიშვილი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ცდილობს.

მიხაილ როთი

17 სექტემბერი 2024, 20:26

პოლიტიკა

მიხაილ როთის მისია და როლი ქართულ პოლიტიკაში - „ნაცმოძრაობაში“ ღიად თქვეს, რომ საქართველოს მომავალი, გერმანელი დეპუტატის გადასაწყვეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიცია ქვეყნის ბედს მიხაილ როთს ანდობს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღიად თქვეს, რომ საქართველოს მომავალი, გერმანელი დეპუტატის გადასაწყვეტია. უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის განცხადებებმა ეკლესიის მისამართით საზოგადოება აღაშფოთა.

17 სექტემბერი 2024, 20:14

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ თანამოაზრეებთან ერთად, კვლავ საზოგადოების მოტყუებას და ბიძინა ივანიშვილის ნათქვამის სათავისოდ ინტერპრეტირებას ცდილობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი“

მშვიდობის იდეა რადიკალების სიმშვიდეს არღვევს. „ნაციონალური მოძრაობა“ თანამოაზრეებთან ერთად, ისევ საზოგადოების მოტყუებას და ბიძინა ივანიშვილის ნათქვამის სათავისოდ ინტერპრეტირებას ცდილობს.

17 სექტემბერი 2024, 20:03

კულტურა

„ღამის სერენადების“ თბილისური კონცერტები დაიწყო

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისური კონცერტებით გრძელდება. 5 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიას დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგნენ იტალიელი დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი სანდრო ნებიერიძე. შესრულდა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები - ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“.

17 სექტემბერი 2024, 19:58

სამართალი

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

17 სექტემბერი 2024, 19:26

მსოფლიო

„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა

„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.