03 ივნისი 2021, 18:04 / სანდო წყარო

კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების ახალი წესი და საკონკურსო პროცედურები დამტკიცდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დღეს გამოიცა ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“.

ახალი წესის დამტკიცების შედეგად, გამარტივდა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის პროცედურები და შემცირდა ვადები, რაც სამინისტროს მიერ სხვადასხვა სფეროს ხელშეწყობისა და განვითარების წინაპირობაა. კერძოდ, პროექტის დაფინანსების თაობაზე საკონკურსო განცხადების მიღების, განხილვის, კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 კალენდარულ დღეს, ნაცვლად აქამდე განსაზღვრული 45 კალენდარული დღისა.

ამასთან, ახალი წესის შესაბამისად, კულტურის ხელშეწყობის პროცესის მოქნილობისთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, საქმის წარმოებაში გამოიყენება ელექტრონული ფოსტა და საბუთების ხელზე ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. ელექტრონულად წარმოებული მიმოწერა და მიღებული/გაგზავნილი დოკუმენტაცია სამინისტროს მიერ დაარქივდება მატერიალური სახით, ზოგადი წესების შესაბამისად.

ახალი წესის მიხედვით, ასევე გაუქმდა ე.წ. მოხსენებითი ბარათების ინსტიტუტი, რადგან ეს ბიუროკრატიული მექანიზმი სამინისტროს შიგნით პროცედურებს ართულებდა და ვადებს ახანგრძლივებდა.

ახალი ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა დღემდე მოქმედი ორი სხვადასხვა ბრძანება, რომელიც კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების საკითხებს არეგულირებდა. ამიერიდან, დაინტერესებული პირები ერთიანი აქტით იხელმძღვანელებენ, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სამინისტროსთან ურთიერთობას გაუადვილებს. ახალი ბრძანებით, ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული, გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა, ნაცვლად აქამდე მოთხოვნილი ყველა ენაზე სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანებისა. მოცემული შეღავათიც სისტემის მოქნილობას შეუწყობს ხელს.

ახალი წესის თანახმად, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე დამტკიცდა. კერძოდ, დაფინანსების ახალი წესი ეხება ყველას, განურჩევლად პროექტის განმახორციელებელი პირის სტატუსისა, მათ შორის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს. შესაბამისად, კონკურსის ან ექსკლუზიური პროექტის დაფინანსების დროს, ამ უკანასკნელთათვის აღარ იარსებებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პროცედურები და სამინისტროს ორგანიზაციებიც ზოგად წესებს დაექვემდებარებიან (ხელშეკრულების გაფორმება; ანგარიშგება და სხვ.).

ინფორმაციისთვის, დაფინანსების ახალი წესი ორ პროგრამას შეეხება - კულტურის ხელშეწყობისა და მუზეუმების ხელშეწყობის პროგრამებს და არეგულირებს მათ ფარგლებში საკონკურსო და არასაკონკურსო - ექსკლუზიური ან სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსების პროცედურებს.

საკონკურსო პროექტის შესაფასებლად, სამინისტროში დგება საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაში თითოეული კონკურსის სპეციფიკის გათვალისწინებით, წევრის სტატუსით უნდა მონაწილეობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტი.

საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება ხორციელდება 30 ქულის ფარგლებში, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან და სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან;

პროექტის მოსალოდნელი შედეგის გაზომვადობა (მდგრადობა);

ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზანთან მიმართებაში;

შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება;

პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის რეალურობა.

აღსანიშნავია, რომ კომისიამ შეიძლება პროექტის სრულად, ან ნაწილობრივ დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღოს.

ახალი წესი ძალაშია ხელმოწერისთანავე.

დაინტერესებულ პირებს მიმდინარე წლის 10 ივნისიდან შეეძლებათ, მომართონ სამინისტროს სხვადასხვა პროექტის დაფინანსების თაობაზე განცხადებით. სამინისტრო მათ მოუწოდებს, დღეიდანვე გაეცნონ ახალი წესით გაწერილ პროცედურებს და შესაბამისად მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია. თუ რომელი კონკრეტული მიმართულებების პროექტებს დააფინანსებს კულტურის სამინისტრო, ცნობილი გახდება 9 ივნისს, რასთან დაკავშირებითაც კულტურის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

ყველა სიახლე

ალექსანდრე მხარგრძელი

13 ივნისი 2021, 11:19

საზოგადოება

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას განმარტავს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკის რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან ორ პაციენტთან, მათ შორის არასრულწლოვანთან ოპერაციული ჩარევა დღეს იგეგმება. მისი თქმით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არც ერთი პაციენტი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

13 ივნისი 2021, 11:04

სამართალი

შს სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. ქუთაისში დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 11:00

საზოგადოება

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 6 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

13 ივნისი 2021, 10:52

სამართალი

პოლიციამ მაღაზია „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული გ.რ., ქურდობის ბრალდებით, შიდა ქართლში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:42

რეგიონი

კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, სოფელ კისისხევის ტყეში და სოფელ ოზაანის მიმდებარედ, მოქალაქეები, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული წიფლის, რცხილასა და თელას სახეობის, I და II ხარისხის - ჯამში - 3 მ3-მდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.

ნათია თურნავა

13 ივნისი 2021, 10:38

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა

ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს „იმერს“, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა. პროგრამაში მონაწილეობით მოხდა საწარმოს გადაიარაღება. დღეს „იმერი“ წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გზავნის, უშუალოდ საწარმოში კი 400 ადამიანია დასაქმებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ქუთაისში სამკერვალო საწარმო „იმერის“ საწარმოო პროცესს გაეცნო.

13 ივნისი 2021, 10:23

საზოგადოება

საქართველოს კულტურის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვა გრძელდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არქიტექტორ-რესტავრატორებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია 50-მდე პრაქტიკოს ოსტატს გაესაუბრა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

13 ივნისი 2021, 10:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატოს სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

„ნატოს სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ძალიან აქტიური დიპლომატიური საქმიანობაა გაწეული ყველა დედაქალაქში, ყველა პარტნიორთან, იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით, შესაბამისად აისახოს ნატოს დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზაკლალიანი.

13 ივნისი 2021, 10:17

რეგიონი

შიდა ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა მზადაა პროდუქციის მისაღებად, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:10

COVID19

ერთ დღეში, თურქეთში კოვიდვაქცინით 450 ათასამდე ადამიანი აიცრა

12 ივნისს თურქეთში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 449 684 ადამიანი აიცრა. ეს იმ ადამიანთა 99.485%-ია, რომელთაც ამ დღეს ვაქცინაცია ჰქონდათ ჩანიშნული, - ამის შესახებ Anadolu ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს. „ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ნორმალურ ცხოვრებას“, - აცხადებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.

13 ივნისი 2021, 10:09

თავდაცვა

საპარაშუტო მომზადების სკოლაში სასწავლო პროგრამა პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის დასრულება პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით აღინიშნა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომა შეასრულეს და ჰაერში საქართველოს სახელმწიფო და ბოლნისის ჯვრის დროშები გაშალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:04

პოლიტიკა

საგარეო უწყება: ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი ადეკვატურად აისახება

2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ნატო-ს სამიტი, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

13 ივნისი 2021, 09:38

მსოფლიო

ფრანგული მედია, აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის მოქალაქეების გადაცემის პროცესში, ირაკლი ღარიბაშვილის როლზე წერს

როგორც „ფიგარო“ წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

13 ივნისი 2021, 09:13

COVID19

საფრანგეთში კოვიდვაქცინის პირველი დოზით უკვე 30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე 30.14 მილიონმა ადამიანმა გაიკეთეა, - ამის შესახებ France 24 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

13 ივნისი 2021, 09:01

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 11 905 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 174 მილიონს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 3 782 490 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 174 918 667 ადამიანი დაინფიცირდა.

13 ივნისი 2021, 08:37

მსოფლიო

შვეიცარიაში, პესტიციდების აკრძალვის შესახებ, რეფერენდუმი ტარდება

შვეიცარიელები მონაწილეობენ რეფერენდუმში, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, გახდება თუ არა ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორე, სადაც სინთეზური პესტიციდები აიკრძალება. ერთი ინიციატივა ითვალისწინებს სუბსიდირების შეწყვეტას ამ პესტიციდების მომხმარებელი ფერმერებისთვის, მეორე კი - 10 წლის განმავლობაში, მათი გამოყენების აკრძალვას ყველასთვის.

13 ივნისი 2021, 08:19

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 ივნისს ქუთაისში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი და +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

13 ივნისი 2021, 08:01

საზოგადოება

13 ივნისის სტიქიიდან 6 წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 6 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

13 ივნისი 2021, 00:53

ტექნოლოგიები

ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გამგზავრების მსურველი $28 მილიონს გადაიხდის

Amazon-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გამგზავრების მსურველი $28 მილიონს გადაიხდის. კოსმოსურ ხომალდზე ბეზოსის გვერდით ადგილი აუქციონზე ამ ფასად გაიყიდა. ინფორმაციას ორგანიზაცია Blue Origin ავრცელებს, რომელმაც აუქციონი გამართა.

13 ივნისი 2021, 00:31

ტაბლოიდი

ამერიკელ კაცს სამი კვირა საფულეში მილიონი დოლარი ჰქონდა და არ იცოდა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ქალაქ კოტსში მცხოვრებმა კაცმა მილიონი დოლარის მოგების შესახებ სამი კვირის შემდეგ შეიტყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო UPI წერს.