27 ივლისი 2021, 13:07 / სანდო წყარო

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ლვოვის რეზიდენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერალთა სახლთან თანამშრომლობით, თბილისისა და ლვოვის სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ პროგრამაში მონაწილეობისთვის, ქართველი ავტორების განაცხადების მიღება იწყება. პროგრამის ფარგლებში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში, უკრაინელი ავტორი იცხოვრებს და იმუშავებს, ქართველი ავტორი კი ქალაქ ლვოვში გაემგზავრება.

ქართველი რეზიდენტი ავტორი, ასევე, დაესწრება საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალ, „ლვოვის წიგნის ფორუმს“, რომელიც 15-19 სექტემბერს გაიმართება.

„მწერალთა სახლთან თანამშრომლობით, უკვე გამოვაცხადეთ ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიას სარეზიდენციო განაცხადების მიღება. ამჯერად, ლვოვის ჯერია. ამ ქალაქში, რეზიდენციის გარდა, ქართველი ავტორი ლვოვის საერთაშორისო ფესტივალსაც დაესწრება. წლის ბოლომდე, კიდევ რამდენიმე საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამას დავაანონსებთ“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური აცხადებს, რომ ეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კიდევ ერთი შესაძლებლობაა.

„ამ პროგრამის შედეგად, კიდევ ერთი ქართველი ავტორი იმუშავებს ახალ ნაწარმოებზე, მწერალთა სახლის რეზიდენციას კი მორიგი რეზიდენტი შეემატება. ასევე აღსანიშნავია, რომ, ვიზიტის ფარგლებში, ორივე ავტორი ჩაერთვება მასპინძელი ქალაქის ლიტერატურულ ღონისძიებებში“, - ამბობს ნატა ლომოური.

სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობისთვის, განაცხადის შეტანა შეუძლია ავტორს, რომელსაც გამოცემული აქვს ერთი ან მეტი წიგნი. აუცილებელი პირობაა, ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე (A2) ცოდნა.

მიიღება განაცხადები ნებისმიერი ჟანრის მხატვრულ ლიტერატურულ ტექსტზე სამუშაოდ. ფესტივალის თემატიკიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება ავტორებს, რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკურ ნაწარმოებზე მუშაობას აპირებენ (2021 წლის „ლვოვის წიგნის ფორუმი“ ფანტასტი მწერლის, სტანისლავ ლემის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება).

ავტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია: სამწერლო გამოცდილება, ტექსტის ხარისხი და სამოტივაციო წერილით იმის დასაბუთება, თუ რის მიღწევაში დაეხმარება ავტორს სარეზიდენციო პერიოდი.

აპლიკანტმა უნდა წარადგინოს:

· CV (ან მოკლე ბიოგრაფია) გამოქვეყნებული წიგნებისა თუ სხვა ნაშრომების მითითებით.

· სამოტივაციო წერილი და იმ ნაწარმოების ვრცელი სინოფსისი (ან/და ნაწყვეტი), რომელზე სამუშაოდაც სარეზიდენციო პერიოდს გამოიყენებს.

კონკურსის მონაწილეებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გაგზავნონ მისამართზე info@tbilisiwbc.ge (არასრული განაცხადები არ განიხილება). განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 აგვისტოს 18 საათი.

პროგრამისთვის შეირჩევა მხოლოდ ერთი ავტორი. გამარჯვებული 14 აგვისტოს გამოცხადდება.

სარეზიდენციო პროგრამა მოიცავს 14 დღეს და განხორციელდება მიმდინარე წლის 1-20 სექტემბრის პერიოდში.

პროექტის პარტნიორები არიან ლვოვის ქალაქის საბჭო და „ლვოვი - იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი“.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

ყველა სიახლე

დეა კულუმბეგაშვილი / კადრი კინოფესტივალის გახსნის ცერემონიიდან

21 სექტემბერი 2021, 12:36

კულტურა

სან სებასტიანის ფესტივალის ვებგვერდზე დეა კულუმბეგაშვილს „ქართული კინოს იმედის სიმბოლოდ“ მოიხსენიებენ

სან სებასტიანის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ცალკე კატეგორია დაეთმო ღონისძიების ჟიურის წევრებს. ჟიურის ქართველი თავმჯდომარის, დეა კულუმბეგაშვილის შესახებ ვკითხულობთ, რომ „ის არის იმედის სიმბოლო ქართული კინოსთვის“.

21 სექტემბერი 2021, 12:26

COVID19

საქართველოში ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 25,2%-ია სრულად ვაქცინირებული

21 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ია.

ანზორ მელია

21 სექტემბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

ანზორ მელიამ არ იცის, რამდენი სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და რამდენია ქალაქის ბიუჯეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ანზორ მელიამ, რომელსაც ზუგდიდის მერობა სურს არ იცის რამდენი სოფელია მუნიციპალიტეტში და რა მოცულობისაა ქალაქის ბიუჯეტი. „ქრონიკის“ მიერ დასმულ კითხვებს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ვერ უპასუხა.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია

„ამას უნდა მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. არ ვიცნობ ამ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდის იყო გაფორმებული და როდემდე იყო. ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისე არის, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს ძალიან ცუდია.სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

კახა კუჭავა გავრცელებულ ჩანაწერებზე: არ შეიძლება, ეს საკითხი უბრალოდ დაიხუროს და არც ის შეიძლება, რომ მას წინასაარჩევნოდ იყენებდეს ვინმე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში სხდომა ჩატარდება. ის არ გამორიცხავს, ამ საკითხზე, საგამოძიებო კომისიაც შეიქმნას.

21 სექტემბერი 2021, 12:19

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი - ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

21 სექტემბერი 2021, 12:16

საზოგადოება

დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსიდან და Ford-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსიდან ნაწილი უკვე თბილისშია. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მოსახლეობას წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 12:15

პოლიტიკა

კახა კუჭავა გავრცელებულ ჩანაწერებზე: მხოლოდ სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება, საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება. კანონის მიხედვით, როგორც წესი, სხდომები არ ტარდება. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე სხდომა არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა გაიმართოს.

ენტონი ფაუჩი

21 სექტემბერი 2021, 12:06

COVID19

ენტონი ფაუჩი: არ ვფიქრობ, რომ ოდესმე შევძლებთ კორონავირუსის აღმოფხვრას, თუმცა შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მისი კონტროლი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შესაძლებელია, თუმცა მისი გაკონტროლება ბევრად უკეთესად შეიძლება.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 12:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი მოთხოვნა იყო, რომ 16-ვე მერობის კანდიდატი ერთად დავმსხდარიყავით და საარჩევნო პროგრამაზე გვესაუბრა

„ჩემი მოთხოვნა იყო, რომ 16-ვე მერობის კანდიდატი ერთად დავმსხდარიყავით და გვქონდეს შესაძლებლობა, საზოგადოებას ვესაუბროთ ჩვენს საარჩევნო პროგრამაზე. ვესაუბროთ, ვინ როგორ ხედავს ქალაქის განვითარებას, როგორ წარმოუდგენია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რიჩარდ ბაკლი 
ტომ ფორდი

21 სექტემბერი 2021, 11:58

კულტურა

დიზაინერ ტომ ფორდის ქმარი გარდაიცვალა

ჟურნალისტი რიჩარდ ბაკლი 72 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ People წერს. ის 1986 წლიდან დიზაინერ ტომ ფორდის პარტნიორი იყო, 2014 წელს კი წყვილმა იქორწინა. ისინი ერთად 35 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

21 სექტემბერი 2021, 11:55

სპორტი

თეა წულუკიანი ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვახტანგ მეიფარიანს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

21 სექტემბერი 2021, 11:44

საზოგადოება

მიკროავტობუსების რომელი ახალი მარშრუტები დაემატება 23 სექტემბრიდან თბილისს

დედაქალაქს 23 სექტემბრიდან მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

21 სექტემბერი 2021, 11:43

რეგიონი

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. გზის მესამე ლოტზე მიმდინარეობს კიუვეტებისა და გვერდულების მოწყობა, ასევე საგზაო ნიშნების დაყენება და მონიშვნა. ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 51.5 კილომეტრია. საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების დრო 1,5 საათით მცირდება.

21 სექტემბერი 2021, 11:38

ტაბლოიდი

დემნა გვასალიამ ვიდეოთამაშის გმირები შემოსა

​​​​​​​ბალენსიაგას და ვიდეოთამაშების ამერიკული დეველოპერის, Epic Games-ის წარმატებული პროდუქტის, Fortnite-ის ახალი კოლაბორაციის ფარგლებში, დემნამ ონლაინ ვიდეოთამაშისთვის ვირტუალური ტანისამოსი და აქსესუარები შექმნა.

21 სექტემბერი 2021, 11:38

მსოფლიო

ვულკანის გამო, კანარის კუნძულებზე 6 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

კანარის კუნძულებზე მცხოვრები 80 ათასამდე ადამიანიდან, 6 ათასამდე პირს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ევაკუაციის გაფართოება ლავის მიმართულების ცვლილებამ გამოიწვია. ვარაუდობდნენ, რომ ის პირდაპირ ზღვაში ჩაედინებოდა, თუმცა, პროგნოზი არ გამართლდა.

21 სექტემბერი 2021, 11:34

რეგიონი

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისთვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისთვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ბარაბანს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 75 %-ი გაუნადგურა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 42,000 ლარს მიიღებს. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 %-იანი თანადაფინანსება მიიღო. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს, ხოლო 3,187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაა.

21 სექტემბერი 2021, 11:29

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას/ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, თავიანთი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში.

21 სექტემბერი 2021, 11:21

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელს, ქრისტიან შონენბერგერს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოში ადგილობრივი ბიოწარმოების, მეცხოველეობისა და რძის სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, ფერმერთათვის საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერისა და აგრარულ სფეროში პროფესიული სასწავლებლების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 11:19

პოლიტიკა

კახა კალაძე: წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა მათი პოლიტიკური ხედვა და პროგრამა წარუდგინოს საზოგადოებას.