www.imedi.ge /  05 აგვისტო 2021, 10:32 / სანდო წყარო

რიანა ოფიციალურად გახდა მილიარდერი და მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსი

რიანა

რიანა

ბარბადოსელი მომღერალი რიანა ოფიციალურად გახდა მილიარდერი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

​გამოცემის ინფორმაცით, ვარსკვლავის ქონება $1.7 მილიარდს შეადგენს, აქედან 1.4 მილიარდი მას კოსმეტიკურმა კომპანიამ Fenty Beauty მოუტანა, დანარჩენი კი საცვლების კომპანიამ Savage x Fenty და მუსიკალური და სამსახიობო კარიერით მიღებულმა თანხებმა.

მსოფლიოში გართობის სფეროში მომუშავე უმდიდრესი ქალების სიაში კი რიანას მხოლოდ ტელეწამყვანი ოპრა უინფრი უსწრებს.

ყველა სიახლე

გიტანას ნაუსედა

21 სექტემბერი 2021, 22:14

მსოფლიო

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების მოწმეები ვართ, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

21 სექტემბერი 2021, 22:04

ტაბლოიდი

რუმინეთში 30 წლის წინ გაუჩინარებული კაცი სახლში დაბრუნდა

რუმინეთის ქალაქ ბაკეუში 30 წლის გაუჩინარებული ადგილობრივი მცხოვრები სახლში დაბრუნდა. 93 წლის კაცს ის ტანსაცმელი ეცვა, რომელშიც ბოლოს, გაუჩინარების ნახეს. ამის შესახებ ადგილობრივი Adevărul წერს.

ქართული ოცნება აჭარა

21 სექტემბერი 2021, 21:35

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარაში მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ცესკო

21 სექტემბერი 2021, 21:28

პოლიტიკა

სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მოთავსებული პირები არჩევნებზე ხმის მიცემას შეძლებენ

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი პირები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

21 სექტემბერი 2021, 21:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, საქართველოსა და ქუვეითს შორის ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

21 სექტემბერი 2021, 21:08

COVID19

Johnson & Johnson-ი აცხადებს, რომ მისი ვაქცინის მეორე დოზამ კორონავირუსის ზომიერი და მძიმე ფორმების წინააღმდეგ ეფექტურობა 94%-მდე გაზარდა

კომპანია Johnson & Johnson-ი აცხადებს, რომ მისი ვაქცინის მეორე დოზამ კორონავირუსის ზომიერი და მძიმე ფორმების წინააღმდეგ ეფექტურობა 94%-მდე გაზარდა.

21 სექტემბერი 2021, 20:56

კულტურა

„ლაზიერის გამბიტის“ მეორე სეზონის გადაღება არ იგეგმება

სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ მეორე სეზონის გადაღება არ იგეგმება, - ამის შესახებ გამოცემა Deadline-ს სერიალის რეჟისორმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა, სკოტ ფრენკმა განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი; შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰი

21 სექტემბერი 2021, 20:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

შეხვედრისას აღინიშნა, რომ წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და ორმხრივი ურთიერთობა და პარტნიორობა მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის პირველი სხდომის გამართვის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში მისი ორგანიზებისთვის.

21 სექტემბერი 2021, 20:16

რეგიონი

დმანისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ორი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

დმანისში დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები შემდგომი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს.

დავით ზალკალიანი

21 სექტემბერი 2021, 20:10

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, 2021 წლის 20-26 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობს.

მამუკა მდინარაძე

21 სექტემბერი 2021, 20:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თვითმმართველობის ორგანოები დღეს ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წლების წინ იყო

თვითმმართველობის ორგანოები დღეს ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წლების წინ იყო, თუმცა, ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, მეტი დამოუკიდებლობაც შეიძლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2021, 20:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დიპლომატების მოსმენის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, არის რაღაც გაუგებარი ქაღალდებით თავისი ტყუილ-მართლით

„რაც შეეხება დიპლომატების მოსმენას, არავითარი მტკიცებულება ამ კუთხით არ არსებობს. ეს არის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი. არის რაღაც გაუგებარი ქაღალდებით თავისი ტყუილ-მართლით და იქ ხდება სპეკულირება ამ ყველაფრით. როდესაც მტკიცებულება არ გაქვს და აგრძელებ სპეკულირებას, ეს არ არის კარგი პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

21 სექტემბერი 2021, 19:53

COVID19

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბანერების განთავსებაზე: შპს „ალმასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში სამთვიანი ვადა მოხსენიებული არ არის

„რადგან საკითხი დღეს ქვეყნისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხება, რაც თქვენს კომპანიასაც ეს სრულად აქვს გაცნობიერებული და პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ფართო მასების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოში COVID-19 პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი და ამისათვის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევთ, გიპასუხოთ თქვენს განცხადებაზე, სადაც აღნიშნავთ, რომ თქვენ ბანერების განთავსების დაპირებული სამთვიანი ვადა კეთილსინდისიერად შეასრულეთ და სახელშეკრულებო ვალდებულებები ამოწურეთ.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2021, 19:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ

„იანვარში, ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა სრული დისტანცირება პოლიტიკისგან. როდესაც მან პოლიტიკიდან პირველად გასვლის შემთხვევაში გააკეთა თავისი პოლიტიკური განცხადება, მაშინ აღნიშნა, რომ კონსულტაციებით გუნდს დაეხმარებოდა. როდესაც მეორედ გააკეთა განცხადება, თქვა, რომ არავითარი ფორმით, მათ შორის არც კონსულტაციების ფორმით იქნებოდა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, პასუხი არის უმარტივესი, ეს პასუხი გაგეცით გუშინაც, გუშინწინაც, იმის წინაც - ბოლო კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა იანვარში, იქიდან გამომდინარე, რომ მან პოლიტიკური პროცესები იანვარში დატოვა“, - განმარტა კობახიძემ.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 19:47

პოლიტიკა

კახა კუჭავა: შერიგების საკითხებში ახალგაზრდების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ჩართულობით გაცილებით დიდი შედეგების მიღწევა შეიძლება

საოკუპაციო ხაზზე რომ ჩავდივართ და ვხედავთ ოჯახებს, ახალგაზრდებს, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და ჩვენ ქვეყანას აუცილებლად გავამთლიანებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - „ახალგაზრდების როლის გაზრდა მშვიდობის მშენებლობაში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რომის პაპი ფრანცისკე

21 სექტემბერი 2021, 19:46

მსოფლიო

რომის პაპი: ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, თუმცა ზოგიერთს ჩემი სიკვდილი უნდოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ეკლესიაში ზოგიერთს იმედი ჰქონდა, რომ იგი მსხვილ ნაწლავზე გაკეთებული ბოლოდროინდელი ოპერაციის შემდეგ არ გადარჩებოდა.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2021, 19:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: ბანერზე კი არ არის სისხლი, სისხლი არის მათ ხელებსა და სახეებზე, იმიტომ რომ უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი

„სისხლი იყო ქვეყანაში 9 წელი. ბანერზე კი არ არის სისხლი, სისხლი არის მათ ხელებსა და სახეებზე, იმიტომ რომ მათ აქვთ უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩადენილი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მათ დაკარგეს ქვეყნის ტერიტორიების 20%, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა - ჩვენი ჯარისკაცები, სამოქალაქო პირები, გმირები დაიღუპნენ მათი ავანტიურისტული, სამარცხვინო ქმედებების გამო. მათ არაერთი ადამიანი მოკლეს ციხეებში და ციხეებს გარეთ. ეს არის სისხლი და არა ის სისხლი, რაც ბანერებზე არის გამოსახული. ბანერებზე რაც არ უნდა სისხლი გამოფინო, ბუნებრივია, ეს არანაირ გავლენას არავისზე არ მოახდენს, თუ კონკრეტული ადამიანები არ არიან შემჩნეულნი სისხლიან წარსულში“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე

21 სექტემბერი 2021, 19:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გაეროს გენასამბლეაზე ქვეყნები საუბრობენ მთავარ გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა კი რუსული ოკუპაცია

გაეროს გენასამბლეა ის ფორმატია, როცა ქვეყნებს აქვთ საშუალება, ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რაც მათ აწუხებთ. ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევაა რუსული ოკუპაცია და ამ გამოწვევას ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2021, 19:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია გავუშვათ კადრები, როგორიცაა, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი, არავითარი შანსი ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალას არ აქვს, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში

„ქართული ოცნება“ არავითარ კადრებს არ აანონსებს. შეგვიძლია გავუშვათ ისეთი კადრები როგორიცაა, მაგალითად, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი და ა.შ. ეს კადრები არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ არჩევნებში „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთი მძიმე მარცხი განიცადოს. მათი სახე არის საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი. როგორია „ნაცმოძრაობის“ სახე, ამაზე აქვს ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია და ამის მიხედვით მიიღებს კიდევ ერთხელ თავის გადაწყვეტილებას, როდესაც მივა საარჩევნო ყუთებთან 2 ოქტომბერს. არავითარი შანსი ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალას არ აქვს, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ჩვენ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე

21 სექტემბერი 2021, 19:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დმანისის ინციდენტზე: რაც არ უნდა პროვოკაცია ყოფილიყო, დანაშაულს გამართლება არ აქვს

მე რა ინფორმაციაც ამ დროისთვის მაქვს, დილიდან მაქსიმალურად ცდილობდნენ, რამენაირად პროვოკაციაზე წამოეგოთ კონკრეტული ადამიანები და, როგორც ჩანს, ეს გამოუვიდათ, თუმცა მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.