imedi /  22 სექტემბერი 2021, 14:53 / სანდო წყარო

თეა წულუკიანმა ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი წარადგინა და ეროვნული პავილიონის კონკურსის თარიღი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი - მაგდა გურული წარუდგინა, რომელიც 2022 წლის ვენეციის 59-ე ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის სათანადოდ წარმოჩენის პროცესზე პასუხისმგებელი პირი იქნება.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წარდგენას ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა სიხარულიძე.

„მაგდა გურული თანამედროვე ხელოვნების კურატორი გახლავთ, რომელიც 2004 წლიდან არის „კულტურის და ხელოვნების გლობალური კოორდინირების ცენტრის" დამფუძნებელი-კურატორი, 2008 წლიდან - თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის, არტისტერიუმის დამფუძნებელი და კურატორი, 2005-2009 წლებში იყო თანამედროვე ხელოვნების ჟურნალის ARTLOOP-ის რედაქტორი, 2009 წლიდან კი - საერთაშორისო გარემოს დაცვის სიმპოზიუმის „დრაკონის ცხრა თავის“ (სამხრეთ კორეა) კურატორი.

იგი 2003 წლიდან დღემდე კურატორობს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათ შორისაა ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენები: 2007 წელს - სტამბულის მე-10 საერთაშორისო ბიენალეს ფარგლებში, 2008 წელს - ნანტის ნატიფი ხელოვნების მუზეუმში, 2017 წელს – სტამბულის მე-15 საერთაშორისო ბიენალეზე ნაჩვენები პროექტი - „ჩაის გემო“, 2018 წელს - სან პაულოს 33-ე ბიენალეს პარალელური პროექტი - „ჰორიზონტს მიღმა“.

2015 წელს, მაგდა გურული იყო კომისარი სამხრეთ კორეაში ინიცირებული საერთაშორისო საგამოფენო პროექტის - „ნახტომი შეუცნობელში“, რომელიც ვენეციის 56-ე ბიენალეს ოფიციალური პარალელური პროექტების ფარგლებში მოეწყო. 2014 წელს კი, მაგდა გურული იყო სტამბულის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის - „ისტანბულ მოდერნის“ მრჩეველი სამხრეთ კავკასიიდან გამოფენის - „მეზობლები - თანამედროვეობის ამბავი თურქეთსა და მის მიღმა“, ფარგლებში.

2022 წლის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ორ სხვადასხვა სივრცესთან დაკავშირებით და მათგან ერთ-ერთი იქნება შერჩეული. ამასთან, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტრო გამოაცხადებს კონკურსს მომავალ წელს ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შერჩევის მიზნით.

ბრიფინგზე მაგდა გურულმა ვრცლად ისაუბრა საკუთარ ხედვაზე და აღნიშნა, რომ ვენეციის ბიენალე თანამედროვე ხელოვნების მსხვილმასშტაბიანი ფორუმია, სადაც მსოფლიოს სახელოვნებო სამყარო ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნილ მნიშვნელოვან ნამუშევრებს და თანადროულ ტენდენციებს აჩვენებს. ჟურნალისტები მას ზოგჯერ თანამედროვე ხელოვნების „ოლიმპიურ თამაშებსაც“ უწოდებენ. გლობალური პანდემიის პირობებში, ვენეციის ბიენალემ მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ პირველად შეიცვალა ბუნებრივი ქრონოლოგია და 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს იმართება.

„ვენეციის ბიენალეში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ერთი მხრივ, მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების რუკაზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის და მეორე მხრივ, ეპიდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ მსოფლიო სახელოვნებო მედიის, საერთაშორისო მაყურებლის და პროფესიული წრეებისთვის ქვეყანაში მიმდინარე შემოქმედებითი, ინტელექტუალური და კულტურული ტენდენციების ჩვენების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მაგდა გურულმა.

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა და უკვე 120 წელზე მეტს ითვლის. რიგით 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე გაიმართება და მას სახელად „რძე სიზმრებისა“ (The Milk of Dreams) ეწოდა. სახელწოდება სიურრეალისტი მხატვრის, ლეონორა ქერინგტონის (1917-2011) იგივე სახელწოდების წიგნიდანაა აღებული. ამის შესახებ 2022 წლის ვენეციის ბიენალეს სამხატვრო დირექტორმა, სესილია ალემანმა მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა.

ალემანის იგივე სახელწოდების ტექსტი ასე მთავრდება: „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებმა სამყარო თითქოს გაწყვიტა და დაანაწევრა, გამოფენა „რძე სიზმრებისა“ ცვლილებების და თანაცხოვრების ახალი წესების წარმოდგენას ცდილობს. მიუხედავად მიმდინარე სიტუაციისა, გამოფენა ოპტიმიზმს ესწრაფვის და ხელოვნების მიერ ალტერნატიული კოსმოლოგიების და არსებობის ახალი პირობების შექმნის შესაძლებლობას ზეიმობს. იგი მხატვრისგან ითხოვს არა იმის გამოვლენას, თუ ვინ ვართ ჩვენ, არამედ შიშისა და წუხილის გადალახვით იმის ჩვენებას, თუ ვინ და რად შეგვიძლია გარდავიქმნათ“.

59-ე ბიენალე სამ ძირითად თემას წარმოაჩენს - „სხეულების რეპრეზენტაციასა და მათ მეტამორფოზას; კავშირებს ინდივიდებსა და ტექნოლოგიებს შორის; მიმართებებს სხეულებსა და დედამიწას შორის“. აღნიშნული იდეები წარმოიქმნა და განვითარდა გასულ წელს, ხელოვანებთან დისკუსიის დროს. ალემანის აზრით, „უსასრულო კითხვები, რომლებიც გვიჩნდება, აფიქსირებს ისტორიის ამ პერიოდს, მომენტს, როდესაც საფრთხე ემუქრება ცოცხალ არსებებს. გარდა ამისა, ეს კითხვები აჯამებს ყველა იმ ეჭვს, რომელმაც მოიცვა მეცნიერება, ხელოვნება და ჩვენი დროის მითები. როგორც იცვლება ადამიანის განსაზღვრება? რას წარმოადგენს სიცოცხლე და რა განასხვავებს ერთმანეთისაგან ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს და უსულო საგნებს? რა პასუხისმგებლობები გვაკისრია პლანეტის, სხვა ადამიანებისა და ორგანიზმების წინაშე, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობთ? როგორი იქნება ცხოვრება ჩვენ გარეშე დედამიწაზე? ეს ის კითხვებია, რომლებიც ბიენალეს ფონად გაჰყვება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

16 ოქტომბერი 2021, 15:37

პოლიტიკა

ცესკო: მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს.

დავით ოქიტაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 15:32

პოლიტიკა

დავით ოქიტაშვილი: მინდა ვუთხრა ჯალათ მიშას, რომ მისთვის ციხეში ყოფნა უკეთესია, თორემ ქუჩაში რომ გამოვიდეს, ქართველი ხალხი მას ჩაქოლავს

მინდა ვუთხრა ჯალათ მიშას, რომ მისთვის ციხეში ყოფნა უკეთესია. ქუჩაში რომ გამოვიდეს, ქართველი ხალხი მას ჩაქოლავს, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.

გია გურგულია

16 ოქტომბერი 2021, 15:25

პოლიტიკა

მსახიობი გია გურგულია: სააკაშვილი არის ერის მოღალატე, ტერიტორიების გამცემი, ჩვენი შვილების მკვლელი - ძალიან მალე დავანახებთ, რამდენ ადამიანს სძულს მისი რეჟიმი

„არ ვიცი ადამიანი, რომელსაც ვინმეს ციხეში ყოფნა უხაროდეს, მაგრამ სააკაშვილი არის ერის მოღალატე, ტერიტორიების გამცემი, ჩვენი შვილების მკვლელი. მარტო ის კი არა, ყველა ის ადამიანი უნდა გასამართლდეს, ვინც მასთან ერთად იყო“, - ამ სიტყვებით მიმართა მსახიობმა გია გურგულიამ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.

16 ოქტომბერი 2021, 15:12

სამართალი

სოცქსელში ვრცელდება პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები მსჯავრდებულ სააკაშვილის გასამართლებას ითხოვენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები მსჯავრდებულ სააკაშვილის გასამართლებას ითხოვენ.

ნანა კაკაბაძე

16 ოქტომბერი 2021, 15:09

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: პატიმრები ყოველდღიურად ხედავდნენ ციხეებიდან გატანილ გვამებს - დღეს, ამ გვამების მთავარი „შემოქმედი“ ციხეში ითხოვს იმ ფუფუნებას, რომელსაც ზოგიერთი გარეთ მყოფიც კი ნატრობს და არ აქვს

„ის, რაც თქვენ გადაიტანეთ, ის, რაც სრულიად საქართველომ გადაიტანა სააკაშვილის რეჟიმის დროს, იყო სახადი, რომელიც ჩვენ მოვიხადეთ და რომელიც აღარასდროს განმეორდება, რადგან არსებობთ ადამიანები, რომელთაც დღემდე გაქვთ განცდა, რომ ეს იყო უსამართლო რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ქუჩაში უმოწყალოდ ხოცავდა“, - ამ სიტყვებით მიმართა ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.

თორნიკე მოლაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 15:06

პოლიტიკა

თორნიკე მოლაშვილი: ჩვენი მოთხოვნაა, აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ როგორც პარტია, სააკაშვილს კი სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს

ჩვენი მოთხოვნაა, აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ როგორც პარტია, მიხეილ სააკაშვილს კი სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა.

ია მეტრეველი

16 ოქტომბერი 2021, 14:51

პოლიტიკა

ია მეტრეველი: სააკაშვილო, ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე - პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება კიდეც

გარეწარო სააკაშვილო, კიდევ პოლიტპატიმრობა გინდა? მეტი რაღა უნდა ჩაგედინა? ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე. რომელ პოლიტპატიმრობაზე გაქვს პრეტენზია, პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება კიდეც, - ამის შესახებ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ტრისტან წითელაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 14:46

პოლიტიკა

ვეტერანი ტრისტან წითელაშვილი: 2008 წელს ჩემს სახლში სპეცოპერაცია ჩაატარეს, ჩემს პატარა ბიჭს, გიორგის, წიხლი ამოარტყეს, კიბიდან გადმოაგდეს და ის დღემდე სავარძელშია, პარალიზებულია - როგორ გგონიათ, ამას სააკაშვილს ვაპატიებ?

„მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ისაა მკვლელი, რომელმაც საქართველო სისხლში აცურავა. დღეს გამოდიან მისი მხარდამჭერები და რაღაც გაურკვეველ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“, - ამ სიტყვებით მიმართა გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.

ლია კრიალაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

ლია კრიალაშვილი: ერთად უნდა დავდგეთ და გავცეთ პასუხი იმ ხალხს, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის 6 წელი ძალიან ცოტაა, ვინაიდან „მან სამშობლო გაყიდა და ტერიტორიები ჩააბარა“. ამის შესახებ მან რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ანა ჟორჟოლიანი

16 ოქტომბერი 2021, 14:29

პოლიტიკა

თემურ ჟორჟოლიანის შვილი: მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც სამართალი იქნება, სააკაშვილს კი სამართლებრივად ეკუთვნის ციხეში ჯდომა და უნდა იჯდეს

არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც თუნდაც სააკაშვილის შვილი ისეთივე პირობებში გაიზრდება, როგორც მე. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც სამართალი იქნება, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე თემურ ჟორჟოლიანის შვილმა, ანა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ზაზა დავითაია

16 ოქტომბერი 2021, 14:22

პოლიტიკა

ზაზა დავითაია: სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოცხადებას კი არ უნდა ელოდებოდეს - შიშით უნდა ძრწოდეს, მთელი საქართველო აქ მოვალთ - ილოცოს, რომ საკანი კარგად იყოს ჩაკეტილი

ჩვენი აქ მოსვლა, ასე სპონტანურად დაანონსებული აქციით, როცა ძალიან მწირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს, მიუხედავად ამისა, ერთი განცხადების შემდეგ აქ რომ ამდენი ადამიანი მოვიდა, ეს არაა ძალიან ბევრი, თუმცა ერთი დაძახების კვალობაზე არც ძალიან ცოტაა, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ზაზა დავითაიამ განაცხადა.

თორნიკე მოლაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 14:10

პოლიტიკა

სულხან მოლაშვილის ძმა: მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს გახდება პოლიტპატიმარი, ვერც საქართველოს პრეზიდენტი ვერ იქნება

„მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს გახდება პოლიტპატიმარი. ეს პიროვნება არის დამნაშავე, კრიმინალი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ტერორისტი, ისე შემოიპარა ქვეყანაში, არაჟნებში დამალული, კაცობაც კი არ ეყო“, - ამ სიტყვებით მიმართა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.

16 ოქტომბერი 2021, 14:02

პოლიტიკა

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

16 ოქტომბერი 2021, 13:33

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ელისო ვირსალაძის პროექტი „თელავის ფესტივალი მუსიკოსებს“ ჩატარდება

17-22 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ელისო ვირსალაძის პროექტი თბილისში „თელავის ფესტივალი მუსიკოსებს“ ჩატარდება. დაგეგმილ კონცერტებსა და მასტერკლასებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს.

გიგი უგულავა

16 ოქტომბერი 2021, 13:18

სამართალი

გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით 2000 ლარით დაჯარიმდა.

16 ოქტომბერი 2021, 13:17

რეგიონი

აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიდი აშენდა

აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქედაში, სოფელ წონიარისში, 72-მეტრიანი ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა.საავტომობილო ხიდი ბათუმი ახალციხის გზას-ხეობასთან აკავშირებს.

16 ოქტომბერი 2021, 13:10

მსოფლიო

აშშ-მა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ მოსახლეობის აღწერა დაგმო

ამერიკის შეერთებული შტატები ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ მოსახლეობის აღწერას გმობს. ამის შესახებ Twitter-ზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი წერს.

ლევან ნიკოლეიშვილი

16 ოქტომბერი 2021, 13:09

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რუსთავის საპატიმროსთან, გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები მიდიან იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ, რატომაა სააკაშვილი დაპატიმრებული

„დღეს რუსთავის საპატიმროსთან გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები იკრიბებიან, რომ თავის პროტესტი და გულისწყრომა გამოხატონ იმ სააკაშვილის მიმართ, რომელმაც შვილები, ძმები, მეუღლეები დაუხოცა. მიდიან იმისთვის, რომ კანონის აღსრულებას ელიან, მიდიან იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ (და შეარცხვინონ!) თუ რატომაა სააკაშვილი დაპატიმრებული“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დღეს დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში.

16 ოქტომბერი 2021, 12:46

ტაბლოიდი

აშშ-ში ირემს კისრიდან მოხსნეს მძიმე საბურავი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ატარებდა. ვიდეო

აშშ-ში, კოლორადოს შტატში ირემი გაათავისუფლეს ტვირთისგან, რომელსაც ის ორი წლის განმავლობაში ატარებდა. საუბარია საბურავზე, რომელშიც მას კისერი ჰქონდა გაჭედილი.

დევიდ ემესი

16 ოქტომბერი 2021, 12:39

მსოფლიო

BBC: ბრიტანელი პარლამენტარი დევიდ ემესი სომალელმა მიგრანტმა მოკლა

ბრიტანელი პარლამენტარი დევიდ ემესი, რომელიც ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, სომალელმა მიგრანტმა მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.