IMEDI /  24 სექტემბერი 2021, 20:25 / სანდო წყარო

ილია ჭავჭავაძის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

კახა კალაძე

კახა კალაძე

ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი დამთვალიერებელს ჯავახიშვილის N7-ში ხვალიდან უმასპინძლებს.

მუზეუმის გახსნის ღონისძიებას მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კახა კალაძემ შესრულებული მასშტაბური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა თბილისის განვითარების ფონდს, ასევე, ხაზი გაუსვა თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელთა დამსახურებას თითოეული სამუზეუმო ექსპონატის გადარჩენისა და ზრუნვის საქმეში.

„ამ კედლებში უდიდესმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ, მწერალმა, პოეტმა და პუბლიცისტმა ილია ჭავჭავაძემ თავისი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. აქ იმართებოდა ცნობილი „ხუთშაბათობები“, აქ იბადებოდა და იწერებოდა ილიას ნააზრევი, რაც დღეს ჩვენი ეროვნული საგანძურია. აქ იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა.

„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს“ - ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ თბილისის წარსული, საქართველოს საუკეთესო მამულიშვილების წარსული, რომელსაც სწორედ ეს შენობები ინახავენ, არ დაიკარგოს და არ გაცამტვერდეს. ამიტომ, ჩვენი დამოკიდებულება ძველი თბილისის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულია და იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომლებიც მრავლადაა ქალაქში, მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად ჩავუტარებთ რეაბილიტაციას და გალამაზებულს გადავცემთ მომავალ თაობას.

ის, რასაც დღეს თქვენ აქ ხედავთ, გულანთებული ადამიანების სამწლიანი შრომის შედეგია. შრომის, რომლის მიზანი არა მადლობა ან პატივია, არამედ საქართველოსთვის, თბილისისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის წარსულის, ჩვენი დიდი წინაპრების ისტორიის შემონახვაა.

თქვენ იცით, რომ თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს თბილისის განვითარების ფონდთან და ათეულობით მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთან ერთად, რომლებიც თავდადებით მუშაობენ როგორც მუზეუმების, ასევე, სხვა ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას და მის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის.

ასევე, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო თბილისის მუზეუმების გაერთიანების, თითოეული მუზეუმის, მათ შორის, ამ მუზეუმის თანამშრომლების როლი. ადამიანების, რომლებმაც იტვირთეს უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე და რუდუნებით, სიყვარულით უვლიან და უფრთხილდებიან არამარტო თითოეულ ექსპონატს, არამედ ყველაფერს, რასაც ჩვენი დიდი წარსულის კვალი ატყვია. მადლობა თითოეულ მათგანს ამ საქმიანობისთვის.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა, როდის დასრულდებოდა ამ მუზეუმის რეაბილიტაცია და ეჭვი არ მეპარება, რომ დამთვალიერებელი არ მოაკლდება ამ მუზეუმს. განსაკუთრებით გამიხარდება, თუ აქ და საერთოდ, მუზეუმებში ყველაზე ხშირად მომავალი თაობა ივლის, რათა იცოდნენ, საიდან მოვდივართ, როგორი ქართველები აშენებდნენ ჩვენს ქვეყანას და ჰქონდეთ რწმენა იმისა, რომ ამ ქვეყანას აქვს მყარი საძირკველი მომავალი განვითარებისა და წინსვლისთვის.

მინდა, კვლავ ილიას ნათქვამი მოვიშველიო, რომლიც ამბობდა, რომ „ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს ადამიანის პროგრესი, წინსვლა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია“. მე მჯერა ამის და მინდა, სწორედ ამის სჯეროდეს ჩვენს მომავალ თაობასაც, რომ თბილისის და საქართველოს ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება უფრო ნათელი, უფრო მზიანი და ბედნიერი. ჩვენ ამისთვის ერთად ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

დავით სერგეენკო

22 ოქტომბერი 2021, 17:59

პოლიტიკა

დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილზე: ადამიანურად და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოვუწოდებდი, რომ შიმშილობას თავი დაანებოს - არ მგონია, ამან არჩევნების მეორე ტურზე რაიმე გავლენა იქონიოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს. მისი შეფასებით, მისი შიმშილობა არჩევნების მეორე ტურზე რაიმე გავლენას ვერ იქონიებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:53

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: 10-მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში ძველ ბათუმში ავარიული სახლების რეაბილიტაციას დავიწყებთ

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ძველ ბათუმში 20-30 ლოკაციაა, სადაც შენობებს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებათ. მისი თქმით, 10 მილიონი ლარის დაფინანსების ფარგლებში ამ შენობების რეაბილიტაცია ეტაპობრივად დაიწყება.

დავით სერგეენკო

22 ოქტომბერი 2021, 17:52

პოლიტიკა

დავით სერგეენკო სააკაშვილზე: ეს არაა ის ფაქტორი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური სივრცე უნდა შეცვალოს

ქვეყანაში ექსპრეზიდენტის ასეთი გზით შემოსვლა ყურადღებას იმსახურებს და არჩევნების წინა დღეს მისმა ჩამოსვლამ გადაწყვეტილებების მიღებაში გარკვეული დისონანსი შეიტანა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს არაა ის ფაქტორი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური სივრცე უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:43

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: დღეიდან დავიწყებთ საბინაო ფონდის გამოყენებას, რომ ყველაზე კრიტიკულ ლოკაციებზე მცხოვრები 630-ზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილოთ

დღეიდან უკვე დავიწყებთ საბინაო ფონდის გამოყენებას, რომ ყველაზე კრიტიკულ ლოკაციებზე მცხოვრები ადამიანები დავაკმაყოფილოთ. ეს იქნება 630-ზე მეტი ოჯახი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკემ რიჟვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:38

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე ავარიულ სახლებზე: დღეიდან ყველა შესაბამისმა უწყებამ მიიღო დავალება და არსებული ფონდით უკვე 600 ოჯახს დასრულებულ, გარემონტებულ ბინას შევთავაზებთ

„არსებული ავარიული სახლებიდან 99%-ის რეაბილიტაცია ან მათი გამაგრებითი სამუშაოები შეუძლებელია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიდგომები იქნება ისე, როგორც ეს ესაჭიროება ამ კონკრეტული პრობლემის გადაჭრას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკემ რიჟვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

22 ოქტომბერი 2021, 17:37

COVID19

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია. აღნიშნულ მონაცემებს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

22 ოქტომბერი 2021, 17:33

კულტურა

არემჯის მხარდაჭერით, მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნი გამოიცა

თურმანი - ასე ეწოდება მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნს, რომელიც მის შემოქმედებას, გასულ საუკუნეში გამოქვეყნებულ და დღემდე უცნობ ნაწარმოებებს აერთიანებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:31

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: 2025 წლისთვის ავარიული სახლების პრობლემა ბათუმში სრულად უნდა აღმოვფხვრათ

უკვე რამდენიმე წელია, რაც დავიწყეთ ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის პრობლემის მოგვარება. თუმცა ეს იყო ლოკალური, მუნიციპალური პროგრამა. ავარიული სახლების რაოდენობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ამ პროგრამას მიეცეს სამთავრობო პროგრამის სახე შესაბამისი დაფინანსებით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ფლორანს პარლი

22 ოქტომბერი 2021, 17:22

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: უფრო ძლიერი ევროპა ხელს შეუწყობს გაძლიერებულ და უფრო მდგრად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს

უფრო ძლიერი ევროპა ხელს შეუწყობს გაძლიერებულ და უფრო მდგრად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან ქარუმიძე

22 ოქტომბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე: ათენში ვიზიტისას, პარტნიორებს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები გავაცანით

ათენში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დღეს დასრულდება. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ „ქრონიკასთან“ ვიზიტის შედეგები შეაფასა. „სრულდება ვიზიტი საბერძნეთში. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან. ათენში გამართულ შეხვედრებზე დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე“, - აღნიშნა ქარუმიძემ.

მიხეილ დუნდუა

22 ოქტომბერი 2021, 17:13

ეკონომიკა

SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე

SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შეფასებისას, რომელიც ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა SolAbility გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ ინდექსში.

22 ოქტომბერი 2021, 17:05

COVID19

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა. ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 614 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

22 ოქტომბერი 2021, 16:58

სპორტი

ლუკა კურტანიძე, რომელიც ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის, საქართველოში დაბრუნდა

ქართველი მოჭიდავე, ლუკა კურტანიძე, რომელიც, საბერძნეთში, ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანთა შორის, სამშობლოში დაბრუნდა. ქალაქ ლუტრაკში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

22 ოქტომბერი 2021, 16:51

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

22 ოქტომბერი 2021, 16:46

რეგიონი

National Geographic Traveller აჭარაზე: აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის

„საქართველოს ზღვისპირა და მთიანი რეგიონი აჭარა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა“ - ასე იწყებს აჭარაზე მომზადებულ სტატიას National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა. სტატიაში, რომელსაც მილიონობით მკითხველი ეცნობა, საუბარია აჭარის ეკოტურისტულ შესაძლებლობებსა და იუნესკოს მიერ აღიარებულ ეროვნულ პარკებზე.

22 ოქტომბერი 2021, 16:44

კულტურა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ლია შველიძის გამოფენა გაიხსნა

20 ნოემბრის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ხელოვან ლია შველიძის ნამუშევრებს მასპინძლობს. ნამუშევრების სერია „მზერის“ („The Gaze”) სათაურით ერთიანდება.

22 ოქტომბერი 2021, 16:39

ეკონომიკა

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

ლუქსემბურგი, 22 ოქტომბერი 2021 – EFSE-მ (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) თიბისი ლიზინგს, მის ახალ პარტნიორს საქართველოში 6 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის.

22 ოქტომბერი 2021, 16:21

საზოგადოება

თიბისი ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია

23-26 ოქტომბერს საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება. კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა. სავალდებულოა, რომ გუნდის ორივე მონაწილე წარმოადგენდეს კრეატიულ სფეროს. გუნდების წევრთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

22 ოქტომბერი 2021, 16:20

პოლიტიკა

ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფლის მეურნეობაში ბავშვების შრომის გამოყენების საკითხი იყო.

22 ოქტომბერი 2021, 16:11

პოლიტიკა

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის, თვითიზოლაციასა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ

ცესკო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ.