IMEDI /  07 ოქტომბერი 2021, 15:54 / სანდო წყარო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად. კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ირმა რატიანმა კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, გარდა ნომინაციისა „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“, სადაც განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს).

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 ნომინაციაში და გაიცემა 11 პრემია. ესენია:
1. საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
2. საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა სამი პრემია):
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
გ) ყმაწვილებისთვის, 13 + ;
3. საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია):
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
4. საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია);
5. საუკეთესო დებიუტი (გაიცემა ერთი პრემია);
6. საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
7. საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია);
8. საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (გაიცემა ერთი პრემია).

თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით).

კონკურსანტმა ნაწარმოები უნდა წარმოადგინოს როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ნაბეჭდი წიგნის სახით, სამ ეგზემპლარად სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში (მისამართი: ვ. დოლიძის # 28), ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ კონკურსანტს მიეცემა შესაძლებლობა, პიესები და ინოვაციური პროექტები წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ელ.ფოსტაზე - competition@creativegeorgia.ge.

საკონკურსო პირობები და ფორმულარები იხილეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

ვან ი

28 ოქტომბერი 2021, 12:54

მსოფლიო

ჩინეთი მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, ავღანეთის აღდგენის მიზნით დაფინანსება განაახლონ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, ავღანეთის აღდგენის მიზნით დაფინანსება განაახლონ.

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2021, 12:54

პოლიტიკა

ნათია თურნავამ ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამინისტროს სახელით, ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა.

გიორგი გამსახურდია

28 ოქტომბერი 2021, 12:54

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: პაატა ბურჭულაძე არის რუსული ბანი, ვოვას პირადი ლაქია, მისი სიტყვა ჩალის ფასია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია, 30 ოქტომბერს 20-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურის მოგება, რადგან „ნაცმოძრაობას“ ხალხის დაზარალების საშუალება არ უნდა მივცეთ

პრინციპულად მნიშვნელოვანია 30 ოქტომბერს 20-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურის მოგება, რადგან არცერთ მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობას“ ხალხის დაზარალების საშუალებას არ მივცემთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

28 ოქტომბერი 2021, 12:46

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: ტყუილია, თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როცა ბურჯანაძესთან ერთად ქმნი კოალიციას, ამით დასრულებულია „ნაციონალების“ რიტორიკა იმაზე, რომ ყველაფერ რუსულზე „აჟრიალებთ“

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა რიტორიკა, რომ ყველაფერ რუსულზე „აჟრიალებდათ“ და დღეს მათ შექმნეს კოალიცია ბურჯანაძესთან ერთად. როცა ბურჯანაძესთან ერთად ქმნით პარტიას და მერე კიდევ ვიღაცებს იხსენებ, მაგალითად პოზნერს, გავრილოვს და ა.შ. საკუთარ თავსა და გულში ჩაიხედეთ. ამით დასრულებულია “ნაციონალების“ რიტორიკა იმაზე, რომ „აჟრიალებთ“ ყველაფერ რუსულზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

28 ოქტომბერი 2021, 12:42

ეკონომიკა

საქართველოს პრაქტიკა კოვიდის რეალობაში, ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი აღდგენის დინამიკის შესახებ მსოფლიო ტურიზმის წარმომადგენლებმა მოისმინეს

ესპანეთში, ბარსელონაში მიმდინარე ტურიზმის მსოფლიო სამიტი „Future of Tourism“ დღეს ოფიციალურად დასრულდა. საერთაშორისო სამიტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენდნენ.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებლობა მანვე უნდა აიღოს, ციხე არაა კურორტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებელია თვითონ მოშიმშილე. ასე უპასუხა მან მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ შიმშილობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ერთადერთი პასუხისმგებლობაა - იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, მეტიც, მას სხვა პატიმრებზე ბევრად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი

„ჩვენ მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით გვექნება რაღაც პატარა შოუ, მაგრამ გარწმუნებთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არცერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და უფრო მეტიც, ის არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე 30 ოქტომბრიდან საერთოდ გაქრება ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2021, 12:37

ეკონომიკა

ნათია თურნავამ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის მმართველთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის მმართველთან ტადაში მაედასთან დისტანციურ ფორმატში შეხვედრა გამართა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: IPSOS-მა რეალურად დაადასტურა, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები იგებენ

IPSOS-მა რეალურად დაადასტურა, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები იგებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

28 ოქტომბერი 2021, 12:27

სამართალი

სუსი: ენგურის ხიდზე გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბრის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა.

28 ოქტომბერი 2021, 12:26

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ცოცხების კადრები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ეს არის ის მწარე სინამდვილე, რომელსაც კიდევ ერთხელ უთხრა უარი ქართულმა საზოგადოებამ 2 ოქტომბერს

ცოცხების კადრები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ეს არის ის მწარე სინამდვილე, რომელსაც კიდევ ერთხელ უთხრა უარი ქართულმა საზოგადოებამ 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს ბიომასა უწოდა, ეს არის მათი ღირებულება

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის მთავარია ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ღირებულებები და მათი ღირებულებებია ხალხისთვის ბიომასის წოდება, ხალხზე ძალადობის მცდელობა და ასე შემდეგ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს ბიომასა უწოდა.

ცაი ინ-ვენი

28 ოქტომბერი 2021, 12:21

მსოფლიო

ტაივანის პრეზიდენტი: პეკინის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება

ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ პეკინის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მე ვთქვი, რომ შეკრებაზე ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენი მხარდამჭერიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე და ასეც მოხდა

შეკრებაზე ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენი მხარდამჭერიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე. ეს არ იყო ნათქვამი მარტო სიტყვის მასალად, სწორედ ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენი მომხრეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი. დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპონენტების სასოწარკვეთილი რიტორიკა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი გუშინდელი შეკრების წარმატებას

გუშინ, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

28 ოქტომბერი 2021, 12:03

კულტურა

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მისაღებად კონკურში განაცხადების მიღება ხვალ დასრულდება

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მისაღებად კონკურში განაცხადების მიღება გრძელდება, - ამის შესახებ აღნიშნულია კულტურის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადდა.

28 ოქტომბერი 2021, 11:26

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძემ საგზაო უსაფრთხოების თემაზე ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ინიციატივით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყება.