imedi /  03 აგვისტო 2017, 19:04 / სანდო წყარო

სამეფო კარის თამაშების გარდა HBO-ს ათასობით ფაილი მოჰპარეს

ამერიკულ ტელეკომპანია HBO-ს გაცილებით მეტი ფაილი მოჰპარეს, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ამის შესახებ, გამოცემა Variety-ს უსაფრთხოების სამსახურის IP Echelon-ის წარმომადგენლებმა უთხრეს. 

გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა არამხოლოდ სერიალის ახალი, მეოთხე ეპიზოდის სცენარი, არამედ მომდევნო სეზონის სცენარიც მოიპარეს და HBO-ს "ათასობით შიდა დოკუმენტი". 

კომპანიამ Google-ს ნებისმიერი არალეგალური ინფორმაციის წაშლის მოწოდებისკენ მიმართა, მათ შორისაა როგორც წერილობითი ცნობები, ისე ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალა. 

1 აგვისტოს, HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერენ, რომ ჯამში 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან. 

 

კომენტარები ()