imedi /  06 აგვისტო 2017, 18:25 / სანდო წყარო

ვერბიეს ფესტივალის ანალოგი წინანდალსაც ექნება

წინანდლის ფესტივალის და ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლებმა "წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის და მუსიკალური აკადემიის დაარსების" მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ვერბიე (შვეიცარია) კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის სამშობლოა. მისი ანალოგი წინანდალში 2019 წლიდან ყოველწლიურად, აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.

კომენტარები ()

არქივი

17 ოქტომბერი 2017, 15:19

საქართველო

მდინარე ჩხერიმელამ საავტომობილო გზის ნაწილი გამორეცხა. ვიდეო

მდინარე ჩხერიმელამ ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მეშვიდე კილომეტრის სავალი ნაწილი გამორეცხა. ამის შესახებ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი დოღონაძემ განაცხადა. ამ მონაკვეთზე მანქანების მოძრაობა დროებით აკრძალულია.

17 ოქტომბერი 2017, 15:12

საქართველო

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების ტაძრიდან გაასვენეს

25 გმირიდან 20-ს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, მამია ალასანიას ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხოლო დანარჩენ ოთხს სხვადასხვა ადგილზე. აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან 25-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

17 ოქტომბერი 2017, 15:12

კულტურა

სანდრო კობერიძის ფილმი ვალდივას კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელია

რეჟისორ სანდრო კობერიძის ფილმმა "Let The Summer Never Come Again" ჩილეში, ვალდივას საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მიიღო. სრულმეტრაჟიანი ფილმი გერმანულ-ქართული პროდუქციაა და ის სანდრო კობერიძის სადებიუტო სურათია.

17 ოქტომბერი 2017, 15:05

მსოფლიო

ნავალნი 2028 წლამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსეი ნავალნი საკუთარ კანდიდატურას ნასამართლეობის გამო ვერ წამოაყენებს.

17 ოქტომბერი 2017, 14:59

საქართველო

სილქნეტი ამ ეტაპზე 6 ტელეარხს ქსელიდან არ გათიშავს

კომპანია "სილქნეტი", ამ ეტაპზე, 6 ქართულ ტელეარხს საკუთარი ქსელიდან არ გათიშავს, თუმცა მისთვის მიუღებელია 6 არხის ერთიან სატრანზიტო გადასახადზე მსჯელობა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ერთ პაკეტად 6 სხვადსხვა რეიტინგის მქონე არხის შესყიდვა.

17 ოქტომბერი 2017, 14:58

საქართველო

ოპოზიციამ თაბორის მთის და პუშკინის სკვერის საკითხზე საკრებულოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ოპოზიცია აცხადებს, რომ ვიდრე ადმინისტრაციულ სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ გახდება, მანამდე შესაბამისი აქტები უნდა გაბათილდეს, რადგან კომპანიებს გასხვისებულ ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვა არ მიეცეთ.

17 ოქტომბერი 2017, 14:53

საქართველო

საპატრიარქოს სოფელ კლდეისში 26 773 კვ.მ. მიწა უსასყიდლოდ გადაეცემა

მთავრობის განკარგულებით, საპატრიარქოს სოფელ კლდეისში 26 773 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი (ნანგრევი) საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.

17 ოქტომბერი 2017, 14:48

მსოფლიო

გერმანიაში მუსლიმური დღესასწაულების დაკანონების წინააღმდეგ გამოვიდნენ

გამოკითხულთა გერმანელების 70,1%-ი, ქვეყნის შსს-ს მინისტრის თომას დე მეზიერის წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელმაც ხელისუფლებას საკანანომდებლო დონეზე, მუსლიმური დღესასწაულების აღნიშვნა შეთავაზა.

17 ოქტომბერი 2017, 14:46

მსოფლიო

ბანგლადეშის სასამართლომ „ლურჯი ვეშაპის“ თამაში აკრძალა

ბანგლადეშში არ დაფიქსირებულა „ლურჯი ვეშაპის“ თამაშთან დაკავშირებული თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, ამ ონლაინთამაშში ჩართული ახალგაზრდების გამოვლენის თაობაზე.

17 ოქტომბერი 2017, 14:42

ძალოვნები

26 მაისის აქციის დაზარალებულს შსს 30 000 ლარის კომპენსაციას გადაუხდის

2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. მათი თქმით, ამ აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გ.გ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაურკვეველი იარაღის გამოყენებით მძიმედ დაუზიანეს ფეხი.

17 ოქტომბერი 2017, 14:38

მსოფლიო

სტრასბურგმა ძმები ნავალნების საქმეში პოლიტიკური მოტივები გამორიცხა

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ოფიციალურმა მოსკოვმა ძმებს 10-10 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, გარდა ამისა, რუსეთმა 73 ათასი ევროს ოდენობის სამართლებრივი ხარჯებიც უნდა დაფაროს.

17 ოქტომბერი 2017, 14:32

ძალოვნები

კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ექსო კობაიძის თქმით, გორაძეს წინასწარი პატიმრობის კანონით გათვალისწინებული ვადები ამოეწურა და ამის გამო გათავისუფლდა.

17 ოქტომბერი 2017, 14:26

კულტურა

ლარს ფონ ტრიერმა ბიორკის ბრალდება სექსუალური შევიწროების შესახებ უარყო

რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი, მომღერალი ბიორკის მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებას უარყოფს. "ეს ასე არ იყო, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით მეგობრები, ეს ფაქტია", - განაცხადა რეჟისორმა.

17 ოქტომბერი 2017, 14:25

ვიდეო

"გამჭვირვალობა-საქართველოს" შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

17 ოქტომბერი 2017, 14:22

საქართველო

პრემიერი: ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად შევრიგდებით

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 პირს პატივი მიაგო. პრემიერის თქმით, ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად შევრიგდებით და "საერთო სახლს ავაშენებთ".

17 ოქტომბერი 2017, 14:16

კულტურა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ბლუმსბერის საკვების ბიბლიოთეკის“ ციფრული ვერსიაა წარმოდგენილი

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, 16 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე ბიბლიოთეკის ყველა კორპუსში ჩართულია საერთაშორისო გამომცემლობის უახლესი ციფრული ბიბლიოთეკა „ბლუმსბერის საკვების ბიბლიოთეკა“.

17 ოქტომბერი 2017, 14:16

საქართველო

რამდენიმე უღელტეხილზე გადაადგილება შეზღუდულია

ჯვრის უღელტეხილზე გადაადგილება აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის. თოვლის გამო ამ ეტაპზე ჩაკეტილია გოდერძისა და ასევე ყველა მაღალი უღელტეხილი. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

17 ოქტომბერი 2017, 14:12

ეკონომიკა

საკაბელო კომპანიების ნაწილმა 6 ქართული არხი გათიშა

მიზეზად ტელეკომპანიების: იმედის, მაესტროს, ჯი-დი-ეს-ის, რუსთავი 2-ის, მარაოსა და კომედი არხის გადაწყვეტილებას ასახელებენ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ტელევიზიებს სიგნალის გავრცელებისთვის, საკაბელო კომპანიებმა თანხა უნდა გადაუხადონ.

17 ოქტომბერი 2017, 14:09

საქართველო

ძლიერმა წვიმამ და ქარმა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა დააზიანა

აჭარაში 18 ოჯახს შეექმნა საფრთხე, ყველა ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადყვანილი. შუახევში მეწყრის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაშალა 6 მეტრი სიგრძის ბეტონის ხიდი. სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტების ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

17 ოქტომბერი 2017, 14:08

კულტურა

ვინსენტ ვან გოგის შესახებ ანიმაციური ფილმი გადაიღეს

ჰოლანდიელ მხატვარ ვინსენტ ვან გოგზე, მისი ნამუშევრების მიხედვით, ანიმაციური ფილმი Loving Vincent-ი გადაიღეს. ფილმის 65 000 კადრი, პროფესიონალი მხატვრების მიერ ხელით დაიხატა, რომელთა უმრავლესობა კომპანია Studio Bauhaus-მა შეარჩია.