imedi /  23 ნოემბერი 2021, 20:39 / სანდო წყარო

წელს საქართველო ​„ოსკარზე“ ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ წარადგენს

ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე, საქართველოს სახელით, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის, ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს. ფილმის ოსკარზე ნომინაციის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი.

ოჯახური დრამა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიც ემიგრაციაში წასული ქართველებია. ამერიკაში, თამაშდამოკიდებული შვილის გადასარჩენად ჩასული მამის მთავარ როლს, ლეგენდარული ქართული მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი - ლევან თედიაშვილი ასრულებს.

ფილმში ასევე მონაწილეობენ მსახიობები - კახი კავსაძე, გიორგი ტაბიძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე, ლაურა რეხვიაშვილი, თორნიკე ბზიავა. კახი კავსაძის პერსონაჟი, არტისტის ბოლო კინოროლია. სწორედ ამიტომ, „მეოთხე ბრაიტონი“ ლეგენდარული მსახიობის ხსოვნას ეძღვნება.

„მეოთხე ბრაიტონისთვის“ სცენარი ბორის ფრუმინმა დაწერა. ფილმის დამდგმელი ოპერატორი კი, „ოსკარზე“ საუკეთესო კინოოპერატორის ნომინაციაში ორგზის ნომინირებული ფედონ პაპამაიქლია.

„მეოთხე ბრაიტონის“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის ივნისში, ნიუ-იორკში, ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ნამუშევარი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციებში, მთავარი ჯილდოების მფლობელი გახდა.

პრემიერის შემდეგ, ფილმმა სხვადასხვა ფესტივალზე არაერთი აღიარება და პრიზი მოიპოვა. მათ შორის, ლოს-ანჯელესში, აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

ფილმის შესახებ დადებითი რეცენზიები არაერთ მნიშვნელოვან ამერიკულ გამოცემაში დაიბეჭდა. ფილმის აშშ-სა და კანადაში გაქირავების უფლებები ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა სადისტრიბუციო კინო კომპანიამ - „კინო ლორბერმ” შეიძინა.

თბილისის რიგით 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს, გაიმართება „მეოთხე ბრაიტონის” პრემიერა.

თიბისი კონცეპტი, როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, ქართული კინოს პოპულარიზაციას მიზნით, კინომოყვარულებსა და მომხმარებლებს, ფილმის ექსკლუზიურ ჩვენებასა და საინტერესო შეხვედრებს პირდება.

ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოება 2022 წლის 27 მარტს გაიმართება.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 18:58

საზოგადოება

დღეს თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დღეს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, კომპანია გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. გადაუდებელი სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

27 ნოემბერი 2021, 18:42

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, გარკვეული რეგულაციები წესდება

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 18:36

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ბრიტანეთშიც დაფიქსირდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ერთი შემთხვევა ქალაქ ჩელმსფორდში, მეორე კი ნოტინგემში გამოვლინდა. მისივე თქმით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირშია და ორივე ინფიცირებული, თავიანთი ოჯახების წევრებთან ერთად, უკვე თვითიზოლაციაშია.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ნოემბერი 2021, 18:23

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მადრიდში გამართულ შეხვედრებზე ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და მცოცავ ანექსიაზე

მადრიდში ვიზიტის მთავარი ამოცანაა მსოფლიოს ისეთ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც ნაკლებად გვაქვს ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის მობილიზება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

27 ნოემბერი 2021, 18:13

საზოგადოება

ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში, მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, ის ახლომდებარე საავადმყოფოში გადაჰყავთ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მეორე მოქალაქის სამძებრო სამუშაოს აგრძელებენ.

ლევან მახაშვილი

27 ნოემბერი 2021, 18:06

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაზე კახა კუჭავა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე ისაუბრებს

„ორმხრივი შეხვედრებს ორი მთავარი მიზანი აქვს: პირველი ის, რომ ჩვენს პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, ვესაუბროთ რუსულ ოკუპაციაზე და იმაზე, თუ რა ნეგატიური შედეგები აქვს მას და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დასრულდეს რუსული ოკუპაცია. და მეორე - ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია, როგორც გაცხადებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ვხვდებით ჩვენს მეგობრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და რაც ძალიან სასიამოვნოა, არის ის, რომ ევროინტეგრაციის პროცესში, ამ ქვეყნებიდან გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა როგორც ფინანსური, ასევე, ტექნიკური და ცოდნის გაზიარების მიმართულებით“,- აღნიშნა მახაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ნოემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მალტურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება ​აღმოგვიჩინონ ​დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო

აზიასა და აფრიკაში მდებარე ქვეყნები ყოველთვის არიან რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის მსხვერპლი. ჩვენთვის განსაკუთრებეულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვესაუბროთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე იმყოფება.

27 ნოემბერი 2021, 17:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ბერაიამ ლიეტუვის სეიმში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან (სეიმი) მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ლიეტუვას სეიმში შეხვედრები გამართეს.

27 ნოემბერი 2021, 17:16

თავდაცვა

მერის განცხადებით, ტყიბულში, სადაც მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა

ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით, ტყიბულში, სადაც დღეს ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა და მოსახლეობის ნაწილი, თავისი ინიციატივით აწარმოებდა სამუშაოს.

კახა კუჭავა

27 ნოემბერი 2021, 17:03

პოლიტიკა

ესპანეთში სიტყვით გამოსვლისას, კახა კუჭავა დემოკრატიის განმტკიცების, პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობასა და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე გაამახვილებს ყურადღებას

ესპანეთში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. კახა კუჭავა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას სიტყვით მიმართავს. ორმხრივი შეხვედრების დროს, მთავარი თემებია: ოკუპაციის ნეგატიურ შედეგები, დეოკუპაციის აუცილებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არღიარების პოლიტიკის მხარდამჭერტა ზრდა, ევროპული და ევროატლნატიკური ინტეგრაციია.

27 ნოემბერი 2021, 17:02

რეგიონი

ტყიბულში, შახტში ჩარჩენილი ერთ-ერთი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს

ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სტივენ სონდჰაიმი

27 ნოემბერი 2021, 16:57

კულტურა

მიუზიკლების ავტორი სტივენ სონდჰაიმი გარდაიცვალა

The New York Times-ი სონდჰაიმს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე გავლენიან კომპოზიტორად ასახელებს. სონდჰაიმი 8 „ემის“, 3 „ტონის“ და ერთი „ოსკარის“ მფლობელია, როგორც ფილმისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერის ავტორი.

ელენე ხოშტარია

27 ნოემბერი 2021, 16:48

საზოგადოება

ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს

„მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა „ნიუ ჰოსპიტალსს“. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია“, - აღნიშნავს ხოშტარია.

ელისო ბოლქვაძე

27 ნოემბერი 2021, 16:31

კულტურა

ელისო ბოლქვაძემ ბელგრადში „საქართველოს დღის“ ღონისძიება გახსნა

ბელგრადის ეთნოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში „საქართველოს დღის“ ღონისძიება გაიმართა, რომელიც სერბეთის ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და ინფორმაციის მინისტრთან, მაია გოიკოვიჩთან ერთად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ფესტივალზე ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი სერბეთის პირველი ლედის, თამარა ვუჩიჩის მიწვევით იმყოფებოდნენ.

მორის ყვითელაშვილი

27 ნოემბერი 2021, 16:25

სპორტი

მორის ყვითელაშვილი გრან-პრის ეტაპის გამარჯვებულია⛸️🥇

მორის ყვითელაშვილმა რუსეთში გამართულ გრან-პრის ფინალურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 266.33 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო შედეგია მისთვის ამ სეზონში.

27 ნოემბერი 2021, 16:23

COVID19

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ამსტერდამში ჩაფრენილ 2 რეისზე 61 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნიდერლანდური ავიაკომპანია KLM-ის ერთი თვითმფრინავი აეროპორტში ადგილობრივი დროით 10:30 საათზე დაეშვა, მეორე კი - 11:00 საათზე. კოვიდინფიცირებულები აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროში, იზოლაციაში გადაიყვანეს.

27 ნოემბერი 2021, 16:00

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ჩეხეთშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ჩეხეთშიც დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ქალი, რომელიც ეგვიპტიდან დაბრუნდა.

27 ნოემბერი 2021, 15:53

სამართალი

ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების კარიერში, ნახშირის მასა ჩამოიშალა - სავარაუდოდ, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი

ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც, ნანგრევებში, სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

27 ნოემბერი 2021, 15:42

საზოგადოება

ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებლის მფლობელი კიდევ 600 დევნილი ოჯახი გახდა.

27 ნოემბერი 2021, 15:25

რეგიონი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.