imedi /  29 ნოემბერი 2021, 16:59 / სანდო წყარო

ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთის ელჩთან კინოინდუსტრიის განვითარების შესახებ იმსჯელა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ონლაინ ფორმატში საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს პიერ კლუესა და რეგიონულ ატაშეს გილენ ვიდალ ჟიროს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კინოინდუსტრიის განვითარების საკითხზე იმსჯელეს.

„ბატონი კოლასი გვეწვევა მალე, რომ შევჯერდეთ კინოინდუსტრიის განვითარების პროექტთან დაკავშირებით და განვიხილოთ კოვიდ პანდემიით გამოწვეული პრობლემებიდან კინოინდუსტრიის გამოსვლისა და განვითარების ინოვაციური მეთოდები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: ამ კაცს სამონასტრო არაფერი ეტყობა - ათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა

დანაშაულის ეს ხარისხი შინაპატიმრობას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომელიც სახელმწიფოს სთავაზობს, რომ სააკაშვილი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში იყოს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: რა სახის ფსიქოთერაპია უნდა ჩაუატარო ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ექსპრეზიდენტს სურს, რომ ციხიდან ძალის გამოყენებით დაიხსნან და სისხლი დაიღვაროს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:38

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პოროშენკოს არ დაურღვევია და არ გადაუკვეთავს ტრაილერით კიევის საზღვარი, სააკაშვილი კი ამბობს, რომ ძალიანაც კარგი ქნა, რომ საზღვარი გადმოკვეთა არაჟნის ჭიქით ხელში

ყოფილი პრეზიდენტი [პეტრო პოროშენკო] ჩავიდა კიევში, არ გადაუკვეთავს ტრაილერით საზღვარი და არ დაურღვევია საზღვარი, მეორე არის პრეზიდენტი, [მიხეილ სააკაშვილი] რომელიც ამბობს, რომ ძალიანაც კარგი და სწორი ქნა, რომ საზღვარი გადმოკვეთა ისე, როგორც გადმოკვეთა - არაჟნის ჭიქით ხელში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სულხან მოლაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შედარება არის სარკაზმი და ხალხის დაცინვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სულხან მოლაშვილის და მიხეილ სააკაშვილის შედარება არის რაღაც სარკაზმი და ხალხის დაცინვა. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

19 იანვარი 2022, 17:23

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ვერ გათვალეს, თუ რა აღქმები არსებობს ჩვენ საზოგადოებაში „ნაცმოძრაობის“ მმართველობის მიმართ და კონკრეტულად სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით

როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ თუ ასეთ პარალელებს გაავლებდნენ, უფრო მეტი რეზონანსი ექნებოდა სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, - ამის შესახებ ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის და გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის საქმეების შედარების საკითხს.

გელა ნიკოლაიშვილი

19 იანვარი 2022, 17:20

საზოგადოება

გელა ნიკოლაიშვილი: სულხან მოლაშვილთან მიხეილ სააკაშვილის შედარება უბრალოდ აბსურდია

ექსპერტ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სულხან მოლაშვილთან მიხეილ სააკაშვილის შედარება უბრალოდ აბსურდია.

ლევან ნიკოლეიშვილი

19 იანვარი 2022, 16:49

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ივან ნეჩეპურენკო სად იპოვეთ, იქნებ აღტკინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ, ვინ არის ეს ყმაწვილი?!

„ეს ივან ნეჩეპურენკო, სად იპოვეთ? თან როგორ გაგახარათ?! იქნებ აღტკინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ ვინ არის ეს ყმაწვილი?! ის ნეჩეპურენკო ხომ არაა, რომელსაც საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ არაერთხელ აქვს დარღვეული და როგორც კრემლის რუპორი გამორჩეულად ანტიდასავლურ მოსაზრებებით გამოირჩევა, რომ არაფერი ვთქვათ თუ როგორ უჭერს მხარს სეპარატისტების დამოკიდებულებას! ყოჩაღ თქვენ თუ ეს ტიპიური ვიგინდარა თქვენი მოკავშირეა! „ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

პეტრო პოროშენკო

19 იანვარი 2022, 16:45

მსოფლიო

სასამართლომ პეტრო პოროშენკოს პირველი მოთხოვნისთანავე პროცესზე ან დაკითხვაზე გამოცხადების ვალდებულება დაუწესა

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პირადი თავდებობით გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სერგეი რიაბკოვი

19 იანვარი 2022, 16:41

მსოფლიო

სერგეი რიაბკოვი: ნატოს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს

ნატოს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

19 იანვარი 2022, 16:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

„შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდგომ ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით“.

19 იანვარი 2022, 16:06

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გია გაბრიჭიძე

19 იანვარი 2022, 16:03

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება

„ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, რომლის ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელიც არა მხოლოდ პროდასავლელ პოლიტიკოსებს ვერ იტანს, არამედ დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პრინციპში ამ ე.წ. ტელევიზიებისგან ეს გასაკვირი არ არის, უბრალოდ საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება“,- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

აჰმედ ნასერ ალ-რაისი

19 იანვარი 2022, 16:00

მსოფლიო

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს, გენერალ აჰმედ ნასერ ალ-რაისის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ABC News-ი წერს.

19 იანვარი 2022, 15:55

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილისა და ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4000 კვ.მ მიწა გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწა გადაეცა.

სატურნინო დე ლა ფუენტე გარსია

19 იანვარი 2022, 15:54

მსოფლიო

ესპანეთში მსოფლიოს უხუცესი კაცი გარდაიცვალა

სატურნინო 1909 წლის 11 თებერვალს დაბარა. რეკორდსმენად ის გასული წლის სექტემბერში აღიარეს. ესპანელს და მის ცოლს ანტონინა 7 ქალიშვილი, 14 შვილიშვილი და 22 შვილთაშვილი ჰყავთ.

თამთა მეგრელიშვილი

19 იანვარი 2022, 15:43

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური მედია დააფრიალებს ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაკვეთილ კრიტიკულ სტატიას და თვალს ხუჭავს იმაზე, რომ სტატიის ავტორი დაუფარავად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას

დაკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომლის ჰობი პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებაა და რომელიც დაუფარავად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, - ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას.

გია აბაშიძე

19 იანვარი 2022, 15:25

პოლიტიკა

გია აბაშიძე: New York Times-ში ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილი სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია

„New York Times-ში 17 იანვარს გამოქვეყნებული სტატია ივანიშვილზე, სადაც მისი მხოლოდ გიგანტური ხეებისადმი გატაცებაა ყურადღების ცენტრში, საინტერესოა ავტორის კუთხით. როგორც ყოველთვის, სააკაშვილის რადიკალთა ქმედებებში (ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეკვეთილისტატია) მუდმივად რუსული ფაქტორია. სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია, იმყოფებოდა გაგრაში. სანქტ-პეტერბურგელი ნეჩეპურენკო იტალიელი სოციალისტებისადმიც [რა საინტერესო დროშაა] არ მალავს სოლიდარობას და День Победы-საც აღნიშნავს წითელ მოედანზე. მის სოცქსელებში კიდევ სხვა საინტერესო ფოტოები იძებნება...“ - წერს აბაშიძე Facebok-ზე.

ენტონი ბლინკენი

19 იანვარი 2022, 15:17

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების დაუსჯელობა პანდორას დიდ ყუთს გახსნის

თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია რეაქციის გარეშე დარჩება, ეს მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შერყევას გამოიწვევს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 იანვარი 2022, 15:06

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგასთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კენეტ ფორსლუნდთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემას წარმოადგენდა ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემო, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ნატოსა და რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და ეუთოს ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები.

19 იანვარი 2022, 15:06

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელმა დმიტრო კულებასთან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა.