imedi /  15 აგვისტო 2017, 17:32 / სანდო წყარო

ეროვნული მუზეუმი გიგო გაბაშვილის საიუბილეო გამოფენას უმასპინძლებს

გიგო გაბაშვილი

ეროვნული მუზეუმი მხატვარ გიგო გაბაშვილის 155 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენისთვის ემზადება. გამოფანას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.

გამოფენაზე, რომელიც ნოემბრის თვეშია ჩანიშნული, სხვადასხვა კოლექციებში დაცული ნამუშევრები პირველად იქნება წარმოადგენილი. ფონდებში დაცულ ფერწერულ და გრაფიკულ ნახატებთან ერთად, გაბაშვილის მემორალური ნივთებიც გამოიფინება.

ხელოვნების მუზეუმში მხატვრის 100-ზე მეტი ნამუშევარის რესტავრაციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

კომენტარები ()