imedi /  19 აგვისტო 2017, 20:03 / სანდო წყარო

ოსკარ უაილდის რომანის ახალ ეკრანიზაციაში დორიან გრეი ქალი იქნება

ენი კლარკი

მომღერალი ენი კლარკი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით St.Vincent, ოსკარ უაილდის რომანის "დორიან გრეის პორტრეტი" ახალი ეკრანიზაციის რეჟისორი იქნება. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

ჩანაფიქრის თანახმად, ფილმში მთავარი გმირი არა კაცი, არამედ ქალი იქნება. ვინ ითამაშებს ამ როლს, ჯერ უცნობია.

სცენარის ავტორია დევიდ ბრიკი, რომელიც მუშაობდა ასევე პოლ ვერჰოვენის ფილმზე "ის". ფილმს კინოკომპანია Lionsgate გადაიღებს.

ეკრანიზაცია კინოში ენი კლარკის მეორე ნამუშევარი იქნება. სანდენსის 2017 წლის ფესტივალზე მან მოკლემეტრაჟიანი ფილმი "დაბადების დღის წვეულება" წარადგინა.   ​

"დორიან გრეის პორტრეტი" ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანია. ფილმის 30-ზე მეტი ეკრანიზაცია არსებობს. ამ რომანის მოტივებზე ბოლო ფილმი 2014 წელს გამოვიდა, სახელწოდებით "საშიში ზღაპრები".

კომენტარები ()