imedi /  20 აგვისტო 2017, 23:06 / სანდო წყარო

ამერიკული კომედიური კინოს ლეგენდა, ჯერი ლუისი გარდაიცვალა

ჯერი ლუისი

ამერიკელი კომედიური ჟანრის მსახიობი ჯერი ლუისი ლას ვეგასში 91 წლისა გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები მსახიობის სიკვდილს ბუნებრივი მიზეზებით ხსნიან. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

ჯერი ლუისი აშშ-ში პოპულარული კომედიური დუეტის წარმომადგენელი იყო დინ მარტინთან ერთად. ის გადაღებულია ფილმებში: "ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო“ და “შეშლილი პროფესორი“. ის არაერთი პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი გახლდათ, მათ შორის “ემის“ და “ოსკარის“.

კომენტარები ()