imedi.ge /  21 აგვისტო 2017, 14:24 / სანდო წყარო

მანჰეტენის კინოფესტივალზე ფინალისტებს შორის ქართული ფილმი მოხვდა

მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ჟიურიმ 10 ფინალისტი დაასახელა. ფესტივალის 20-წლიან ისტორიაში პირველად ფინალისტებს შორის ქართული ფილმი „8 წუთი“ მოხვდა. ასევე, ამ ფილმისთვის მსახიობი სლავა ნათენაძე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაშია წარდგენილი. ინფორმაციას 1tv.ავრცელებს.

ფილმი აპოკალიფსური თემატიკისაა. 8 წუთი, მზის ჩაქრობის შემთხვევაში, დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება.

„8 წუთი“ Sibler Films-ის პროექტია, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებს - გიორგი გოგიჩაიშვილს, დათო აბრამიშვილს, სცენარისტებს - მარი ბექაურს, ზაზა კოშკაძესა და პროდიუსერებს - გეგა ხმალაძეს, მაგდა დათუაშვილს აერთიანებს.

ფილმში მთავარ როლებს ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე ასრულებენ.

კომენტარები ()