30 ივნისი 2022, 15:45 / სანდო წყარო

„მიხაილოვის“ ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აშენდება

შალვა ბრეუსი

შალვა ბრეუსი

თბილისის ისტორიულ უბანში, „მიხაილოვის“ ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აშენდება.

საუბარია არა მხოლოდ მუზეუმზე კლასიკური გაგებით, არამედ კულტურის ახალ, თანამედროვე კერაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო და დასასვენებელი ფუნქციებით.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტის კონცეფციის ავტორი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთა შორის ცნობილია, როგორც თანამედროვე ხელოვნების ექსპერტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის, მათ შორის, მარსელ დუშანის პრემიისა და გერლენების მხატვრობისა და გრაფიკის პრემიების ჟიურის წევრი, გამომცემელი, კოლექციონერი და ფილანტროპი. საქვეყნოდ აღიარებულია თანამედროვე მხატვრობის მისი კოლექციაც, რომლის ბირთვიც გერმანელი ექსპრესიონისტების ნამუშევრებია. კოლექცია მდიდარია თანამედროვე ქართული მხატვრობის ნიმუშებითაც. შალვა ბრეუსს დაფუძნებული აქვს საკუთარი სახელობის საერთაშორისო ფონდი, რომლის მიერ დაარსებული კანდინსკის პრემიაც, ბრიტანული ტერნერისა (Turner Prize) და ფრანგულ მარსელ დუშანის (Marcel Duchamps Prize) ჯილდოებთან ერთად, თანამედროვე ხელოვნების მსოფლიოს 3 წამყვან პრემიას წარმოადგენს.

შალვა ბრეუსი გერლენების პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე

ბიზნესმენი დიდი ხანია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის უნიკალურ პროექტზე მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. ასევე, წლებია, მიმდინარეობს მუზეუმისთვის ადგილის შერჩევა. განიხილებოდა ვენეციის, მოსკოვის, ბრიუსელისა და თბილისის არქიტექტურულად საინტერესო ადგილები და ძეგლები, მაგრამ ბრეუსმა არჩევანი თბილისზე გააკეთა.

„მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, მიყვარს საქართველო, მიყვარს ხელოვნება და ამ ორი ვექტორის გადაკვეთის ემოციამ გადამაწყვეტინა, პროექტი თბილისში განმეხორციელებინა“, - აღნიშნა შალვა ბრეუსმა.

მის სახელს უკავშირდება არაერთი საქველმოქმედო პროექტი საქართველოში, რომელთა შორის აღსანიშნავია ნეველის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია აბასთუმანში და ნესტეროვის მიერ დაწერილი უნიკალური ფრესკების გადარჩენა; ბათუმში, სამების მთაზე წმინდა სამების საეკლესიო კომპლექსის აშენება, რომელიც უკვე იქცა ქალაქის სავიზიტო ბარათად და რომლის გამოც იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმაღლესი საეკლესიო ორდენით, წმინდა გიორგის ჯვრით დააჯილდოვა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში საეკლესიო მოზაიკის დაკარგული ტრადიციის აღდგენაც.
„ასეთი ადამიანი სჭირდება დღეს ქართველ ხალხს“, - ამ სიტყვებით აფასებს მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე შალვა ბრეუსს და ამბობს, რომ შალვა ბრეუსმა გადაწყვიტა ამ პროექტით საქართველოს ისეთი რამ გაუკეთოს, რაც მთელ მსოფლიოში სამარადისოდ გაუთქვამს სახელს თბილისს და ზოგადად, ქვეყანას.

„შალვა ბრეუსს 10 თეთრი არ უშოვია საქართველოში. ფული იშოვა რუსეთში, თავისი ჭკუით, თავისი გონებით. ამ უნიჭიერესმა კაცმა, დიდმა მეცნიერმა, დიდმა საზოგადო მოღვაწემ, საოცარმა პიროვნებამ, როგორი ხალხიც სჭირდება დღეს ჩემს ერს და რომელიც სანთლით არის საძებნელი, გადაწყვიტა, საქართველოს გაუკეთოს ისეთი რამ, რაც სამარადისოდ მთელ მსოფლიოში გაუთქვამს სახელს ჩვენს თბილისს და ჩვენს ერს. რაც მთავარია, ეს პირველი და უკანასკნელი არ არის. ამ კაცმა, რამდენიმე ხნის წინ სამების ეკლესია აჩუქა ქალაქ ბათუმს და საქართველოს. სამების ეკლესია - ეს არის შედევრი. შიგნით, რომ შევედი ამ ეკლესიაში, მე მაგალითად მუხლებზე დავიჩოქე და ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ ასეთი შედევრი ვნახე. ეს არის, უკანასკნელი რაც შეიძლება იყოს მოზაიკაში გაკეთებული: ხატები, ნახატები, ღვთიური ქმნილებები“, - ამბობს გივი სიხარულიძე.

სამების სამონასტრო კომპლექსი სამების მთაზე ბათუმში

4 მარტის ობიექტისთვის უკვე მეოთხე აუქციონზე „მიხაილოვის“ ყოფილი საავადმყოფოს შენობა შალვა ბრეუსის ფირმამ შპს „ჰანსამ“ 16 მილიონ ლარად შეიძინა. პრეტენდენტები აუქციონზე არ ყოფილან, რადგან პროექტი იმთავითვე ობიექტის კულტურულ დანიშნულებას ითვალისწინებდა და ბიზნესმენებისთვის კომერციულად საინტერესო არ აღმოჩნდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, რისთვისაც 5 წელიწადში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ეს მუზეუმი იქნება, ქართული სულიერების აღზევება, რომელიც შეაყვარებს ახალგაზრდობას მსოფლიოს ყველა მხატვარს, როგორც მოდერნისტებს, ისე ძველ მხატვრებს. ეს იქნება კლასიკური ნიმუში, რომლის მაგალითზე უნდა გაიზარდოს ჩვენი, ქართველი ახალგაზრდობა. ეს არის კაცი მოღვაწე - ეროვნული ღირსებით დაჯილდოებული კაცი, რომლის დედა არის შალვა იოსელიანის შვილიშვილი. საქართველოში ერთ-ერთი დიდი ვაჟკაცის და რაინდული თვისებების მატარებელი კაცის. ის ამაყობს ამით და თუკი რამე შეუძლია, ყველაფერს საქართველოს უკეთებს“, - აღნიშნა გივი სიხარულიძემ.

ხელოვნების არცერთი მუზეუმი მსოფლიოში არ არის და ვერ იქნება მოგებიანი. ეს არის წმინდა სოციალური და კულტურული ტვირთის მატარებელი პროექტი, რომელშიც 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება. ასევე, შენარჩუნდება „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ისტორიული ძეგლის იერსახე და ისტორიული პარკის მწვანე საფარი.

პროექტის ავტორი ამ სირთულის გადაჭრას კონკურსში მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების ჩართვით აპირებს. ამ მიზნით კონკურსი უკვე გამოცხადებულია და ივლისში საქართველოს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული და საუკეთესო არქიტექტორების ჯგუფი ეწვევა, რომლებიც ობიექტს ადგილზე გაეცნობიან და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურაზე დაიწყებენ მუშაობას.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2022, 00:51

კულტურა

„კუნგ-ფუ პანდა 4“ ეკრანებზე 2024 წელს გამოვა🐼

სურათი ეკრანებზე 2024 წლის 8 მარტს გამოვა. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტი და პროექტის სხვა დეტალები უცნობია.

ჯოან როულინგი

15 აგვისტო 2022, 00:19

მსოფლიო

ჯოან როულინგმა Twitter-ზე სალმან რუშდიზე თავდასხმის შესახებ დაწერა, რის შემდეგაც დაემუქრნენ. პოლიციამ გამოძიება დაიწყო

12 აგვისტოს როულინგი Twitter-ზე ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმას გამოეხმაურა და დაწერა: „ახლა ძალიან ცუდად ვარ. დაე ის კარგად იყოს“. კომენტარებში კი მომხმარებელმა MeerAsifAziz1, რომელიც თავს საზოგადოებრივ მოღვაწეს უწოდებს, დაწერა: „ნუ ღელავ, შენ შემდეგი ხარ“.

ილია დარჩიაშვილი

14 აგვისტო 2022, 23:25

რეგიონი

ილია დარჩიაშვილმა ქართული მხარის ხელშეწყობით აჭარაში დასასვენებლად მყოფ უკრაინელ ბავშვებს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული მხარის ხელშეწყობით აჭარაში დასასვენებლად მყოფ უკრაინელ ბავშვებს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა. მინისტრმა და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, უკრაინელ ბავშვებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობას და უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

14 აგვისტო 2022, 23:18

მსოფლიო

ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, დაშავებულია 60 ადამიანი. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

14 აგვისტო 2022, 22:24

მსოფლიო

ვაშინგტონში კაცი ავტომობილით კაპიტოლიუმთან ჯებირს შეეჯახა და შემდეგ თავი მოიკლა

შემთხვევა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა. კაცმა თავი მაშინ მოიკლა, როდესაც მას პოლიციელები მიუახლოვდნენ. კაცის ვინაობა და მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

14 აგვისტო 2022, 21:05

სპორტი

საქართველოს 7-კაცა World Rugby-ის მსოფლიო სერიის შესარჩევის ფინალში გავიდა🏉

საქართველოს 7-კაცამ World Rugby მსოფლიო სერიის შესარჩევის ნახევარფინალში მასპინძელ ჩილეს 31-14 მოუგო და ფინალში გავიდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

14 აგვისტო 2022, 20:10

ტექნოლოგიები

ტელესკოპმა The Gemini North ორი გალაქტიკის შეჯახება დააფიქსირა

მეცნიერების ვარაუდით, ანალოგიური ბედი ჩვენს ირმის ნახტომს ელის, რომელიც გალაქტიკა ანდრომედას შეეჯახება. NASA-ს სპეციალისტების გათვლით, ეს 4-5 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება.

14 აგვისტო 2022, 19:19

მსოფლიო

ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩავიდა

დელეგაციაში კონგრესის 5 წევრი შედის, მათ დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს. ორშაბათს დელეგაციის წევრები ტაივანის პრეზიდენტს შეხვდებიან. ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის განცხადების თანახმად, ვიზიტი დელეგაციის რეგიონული ტურის ფარგლებში ხორციელდება.

სალმან რუშდი

14 აგვისტო 2022, 18:30

მსოფლიო

სალმან რუშდი ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნეს, მწერალს ლაპარაკი შეუძლია

ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. სცენაზე, სადაც სალმან რუშდი ლექციას კითხულობდა, შევარდა კაცი და მწერალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, რუშდი დაჭრილია ღვიძლში, მას დაზიანებული აქვს ნერვები ხელსა და თვალში. შესაძლოა მწერალმა ტრავმირებული თვალი დაკარგოს.

14 აგვისტო 2022, 18:01

სამართალი

პროკურატურამ ქობულეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აგვისტოს, ქ. ქობულეთში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თან ნაქონი დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა რ. ლ.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, რ. ლ. სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2022, 17:47

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა - თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

ილია დარჩიაშვილი

14 აგვისტო 2022, 17:20

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება

„ევროკავშირთან ჩვენ ღია დიალოგი გვაქვს. ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ გამოწვევის გასამკლავებლად, რომელიც არსებობს. ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით დინამიკური პროცესი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, ძალიან მჭიდრო კოორდინაციით საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება და საქართველო გააგრძელებს აქტიურ სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

სერგო ჩიხლაძე

14 აგვისტო 2022, 17:19

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: სასამართლოს სჭირდება დეკლანიზაცია, „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ სასამართლოში ყველაფერი რიგზეა; ამ ფუნდამენტური განსხვავების გამო, შეხების წერტილი მათთან ამ საკითხში ვერ გვექნება

კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო შეხვედრები გრძელდება. სასამართლო რეფორმაზე პარლამენტში მომავალ კვირას იმსჯელებენ. სამუშაო შეხვედრებში ისევ არ ერთვება ოპოზიციის ნაწილი, რადგან მათი აზრით, ეს შეხვედრები ფორმალურია. ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტს სექტემბერში წარუდგენენ.

14 აგვისტო 2022, 17:10

სამართალი

პოლიციამ თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი და მისი მეგობარი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას - 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემანუელ მაკრონი

14 აგვისტო 2022, 16:58

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა, - განცხადებას ელისეის სასახლე აქვეყნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 აგვისტო 2022, 16:42

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ზაპოროჟიეს ქარხანას ესვრის ან სროლის დროს საფარად იყენებს, უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი დაზვერვის აგენტების, სპეცსამსახურების, ჩვენი არმიის განსაკუთრებული სამიზნე ხდება

„უკრაინის სამიზნეები არიან რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ესვრიან ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურს ან იყენებენ მას, როგორც ბაზას“, - წერს Al Jazeera უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით.

14 აგვისტო 2022, 16:32

საზოგადოება

ოთარ შამუგიამ სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ სოფელ ფარცხანაყანევში, სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

14 აგვისტო 2022, 16:15

მსოფლიო

მარიუპოლის მუნიციპალური საბჭო: მაღალი ხელფასების დაპირებით, რუსეთიდან მუშები ჩამოიყვანეს, თუმცა ანაზღაურებას არ აძლევენ

„რუსეთიდან მაღალი ხელფასის დაპირებით ჩამოყვანილ მუშებს ხელფასი არ მიუღიათ“, - წერს უკრაინული მედია მარიუპოლის მუნიციპალურ საბჭოზე დაყრდნობით.

14 აგვისტო 2022, 15:58

თავდაცვა

მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს

ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლებით კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს. საველე სწავლებაში მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ.

14 აგვისტო 2022, 15:44

მსოფლიო

ერევანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ, სომხური მედია მსხვერპლის შესახებ პირველად ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარ ძლიერ აფეთქებას, წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი მძიმედ დაშავდა.