02 აგვისტო 2022, 10:45 / სანდო წყარო

დმანისის თეატრის დასმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგმული სპექტაკლი „ხალდე“ წარმოადგინა

დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის - „ხალდე“ პრემიერა, რომელიც თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა, თავისუფალ თეატრში გაიმართა. სპექტაკლის პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ხალდე“ პირველი სპექტაკლია, რომელიც გიორგი სიხარულიძემ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ დადგა და ის საუკუნე-ნახევრის წინ ხალდეველების რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ აჯანყებას ეძღვნება. სვანეთის ერთმა სოფელმა ხალდემ თავისუფლებისთვის ბრძოლაში თავგანწირვის სწორუპოვარი მაგალითი აჩვენა. საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდილობდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ერის მეხსიერებიდან წაეშალა. სპექტაკლი თანამედროვეობის პერსპექტივიდან წარმოაჩენს თავისუფლებისთვის ბრძოლის სამაგალითო ამბავს.

სპექტაკლში დმანისის თეატრის ახალ დასთან ერთად, მოწვეული მსახიობები - გია აბესალაშვილი (თუმანიშვილის თეატრი) და ლილი ხურითი (სოხუმის თეატრი) მონაწილეობენ. პიესის ავტორია - ნინო სადღობელაშვილი; მხატვარი - თეო კუხიანიძე; მუსიკალური გაფორმება - ანა მურღულია.

როგორც ცნობილია, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი სიხარულიძე კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაინიშნა. სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევისას სამინისტრომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მრავალი წლის მანძილზე, თეატრს არ გააჩნდა მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა, არ ჰყავდა მუდმივმოქმედი დასი და ტექნიკური პერსონალი, თეატრის წლიური ბიუჯეტი კი 26 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა. სწორედ გიორგი სიხარულიძესთან თანამშრომლობით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს თეატრის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრაზე. კერძოდ, თეატრის ბიუჯეტი გაიზარდა და შეადგინა 408 462 ლარი, ახალგაზრდა მსახიობებისგან ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი დასი, თეატრს გამოეყო დაფინანსება სადადგმო ხარჯისათვის, მიმდინარეობს მუშაობა შენობის რეკონსტრუქციისათვის.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აგვისტო 2022, 14:14

პოლიტიკა

პრემიერის თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განკარგულების პროექტი დამტკიცდება, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი

ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომელთა მდებარეობაა - ქუთაისი, თბილისი და ზუგდიდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აგვისტო 2022, 14:08

ეკონომიკა

პრემიერი: ივლისში დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით

„ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა - 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი არის რეკორდული როგორც წინა წლის ივლისთან, ასევე სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი თითქმის 37%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ ​ თითქმის 10 მილიარდი და 200 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-ით მეტია“, - განაცხადა პრემიერმა.

15 აგვისტო 2022, 13:50

რეგიონი

ქალაქ ხაშურში სათავე ნაგებობებზე წყლის დებიტის გაზრდისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზაფხულის სეზონზე, სასმელი წყლის სარწყავად მოხმარების გამო და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დებიტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც ქალაქ ხაშურის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეზღუდულად მიეწოდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, ცხრამუხისა და ღცისის სათავეებზე, რათა უახლოეს დღეებში წყლის არსებული გრაფიკი აღდგეს.

ანდრია ბასილაია

15 აგვისტო 2022, 13:30

საზოგადოება

ანდრია ბასილაია: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე არ დაჯარიმდებიან

„როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისების სისტემური განახლება. განახლების ფარგლებში, მოხდება მომხმარებლის სახელის ახალი სისტემის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც, მუნიციპალიტეტის ყველა სერვისზე იმოქმედებს ერთი მომხმარებელი, რაც მოქალაქეებისთვის სერვისების მიღებას გაამარტივებს. ამჟამად, სისტემაში გარკვეული ხარვეზებია, რომელთა სრულად აღმოფხვრამდე, პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან“, - განაცხადა ბასილაიამ.

15 აგვისტო 2022, 13:28

მსოფლიო

ეკვადორში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ეკვადორის საპორტო ქალაქ გუაიაკილში აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 26 ადამიანი. რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სამსახურის ცნობით, გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად, რვა სახლი და ორი მანქანა განადგურდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებზე ჩანს სახლების დანგრეული ფასადები და ავტომობილების სისხლით დასვრილი ფანჯრები.

15 აგვისტო 2022, 12:56

მსოფლიო

თეთრი სახლი: FBI-მ და გენერალურმა პროკურორმა ადმინისტრაციას არ აცნობეს, რომ ტრამპის რეზიდენციაში რეიდი იგეგმებოდა - ჩვენ არ ვერევით, პოლიტიზება არაფერ შუაშია

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ არც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და არც გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა ბაიდენის ადმინისტრაციას არ აცნობეს, რომ ფედერალური საგამოძიებო უწყება ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეიდის ჩატარებას აპირებდა.

15 აგვისტო 2022, 12:49

ეკონომიკა

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46.8%-ით გაიზარდა

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 306.0 მლნ აშშ დოლარი (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ოჩიგავა

15 აგვისტო 2022, 12:17

სპორტი

ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია

ლევან ოჩიგავამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ძალოსანი ოქროს ორ და ვერცხლის ერთ მედალს დაეპატრონა.

15 აგვისტო 2022, 12:10

ეკონომიკა

საქსტატი: II კვარტალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას უცხოელთა მიერ გაწეულმა ხარჯებმა 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 922.2 ათასი შეადგინა, რაც 176.2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე,

15 აგვისტო 2022, 12:09

მსოფლიო

ტრამპის სახლში ჩატარებული რეიდის შემდეგ, FBI-მ და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მუქარის შემთხვევების ზრდა დააფიქსირეს

დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული რეიდის შემდეგ, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS) მუქარის გაზრდის შესახებ იუწყებიან.

ირაკლი შოთაძე

15 აგვისტო 2022, 12:00

პოლიტიკა

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება და აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალდობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება.

15 აგვისტო 2022, 11:44

ეკონომიკა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა - ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით მეტი.

15 აგვისტო 2022, 11:42

საზოგადოება

სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემის სრულ გამართვამდე, თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან

„,თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.

ანრი ოხანაშვილი

15 აგვისტო 2022, 11:25

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ სასამართლოს მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თითოეულ შეთავაზებაზე დეტალურად ვიმსჯელოთ

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ სასამართლოს მიმართულებითაც, სადაც იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეთავაზებები, თითოეულ წინადადებაზე დეტალურად ვიმსჯელოთ. ეს უნდა იყოს არა სიახლე და საცდელი საგანი საქართველოსთან მიმართებაში, არამედ აპრობირებული საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უკვე სხვადასხვა ქვეყანაში არის გამოცდილი და ჩვენ საცდელად არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის რეალობას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

15 აგვისტო 2022, 11:24

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერით გავრცელებულ დეზინფორმაციას №6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებით გამოეხმაურა.

კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი, 2019 წელი

15 აგვისტო 2022, 11:05

მსოფლიო

Al Jazeera: პუტინმა კიმ ჩენ ინს მისალოცი წერილი გაუგზავნა და ჩრდილოეთ კორეასთან კავშირების გაფართოების სურვილი გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „კორეის გათავისუფლების დღესთან“ დაკავშირებით, მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

15 აგვისტო 2022, 10:54

თემა

როგორ ხდება მარცვლეულის ექსპორტი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში?

აგვისტოში, შავი ზღვის გავლით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი აღდგა. თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი საომარი მოქმედებების ფონზე, Deutsche Welle-მ გაარკვია.

15 აგვისტო 2022, 10:48

მსოფლიო

CNN: ეგვიპტის ერთ-ერთ ტაძარში დაღუპული 41 ადამიანიდან 18 ბავშვია

იმბაბაში, აბუ სიფინის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 18 ბავშვია დაღუპული. ეგვიპტის კოპტური ეკლესია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ სულ 41 ადამიანია დაღუპული, 14 კი დაშავდა. დაღუპული ბავშვების ასაკი 3-დან 16 წლამდეა.

15 აგვისტო 2022, 10:46

საზოგადოება

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლების უფლებების დაცვის დეპარტამენტმა ფუნქციონირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც 1-ელ ივნისს ძალაში შევიდა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეების განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას 1-ელი ნოემბრიდან დაიწყებს.

15 აგვისტო 2022, 10:27

ეკონომიკა

ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის სტანდარტები გააცნეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბაკურიანში, სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.