imedi /  13 სექტემბერი 2017, 13:37 / სანდო წყარო

თურქეთში პარხალის მონასტრის რეაბილიტაციაში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება

გიორგი კვირიკაშვილი

"16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის -  პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პირველად, ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

იმ ინფორმაციით, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ჩამოიტანა, რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები - სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები ჩაერთვებიან.

„ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ძეგლის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს. მივესალმებით ამ ფაქტს და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები ()