imedi /  13 სექტემბერი 2017, 13:46 / სანდო წყარო

საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღება იწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ „გადაიღე საქართველოში“ - ფარგლებში ახალი ფილმის გადაღება იწყება.  "მამიკოს გოგო” (Daddy's Girl) - ასე ჰქვია მხატვრულ ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია “სარკე სტუდია“ მუშაობს. 

ფილმს ბრიტანელი რეჟისორი ჯულიან რიჩარდსი იღებს, რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: Pirates, Queen Sacrifice, Darklands.

გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, 1 თვეს  გაგრძელდება და 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი Costas Mandylor-ი შეასრულებს.  

ფილმის სიუჟეტი 20 წლის გზააბნეული გოგოს და 40 წლის მექანიკოსი მამაკაცის გარშემო ვითარდება. ერთი შეხედვით სასიამოვნო რომანი საზარელ ისტორიად გადაიქცევა. ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის სპეციფიკური ადგილები შეირჩა: კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები. 

„გადაიღე საქართველოში“ პროექტის ამოქმედებიდან მცირე დროში უკვე 6 ფილმია გადაღებული. მალე კიდევ 3 ფილმის გადაღება იგეგმება.

კომენტარები ()

არქივი

19 იანვარი 2018, 15:31

ძალოვნები

დაკავებულ მომღერალ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან „აღაში“ 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა. სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, რომელიც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს გადაკვალიფიცირდა და ახლა დაკავებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება ბრალად.

19 იანვარი 2018, 15:25

საქართველო

მარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

აქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

19 იანვარი 2018, 15:23

სპორტი

ავსტრალიის ღია პირველობას მეორე ქართველიც დაემშვიდობა

ქართულ ამერიკული წყვილი პირველ ნომრად განთესილ მოთამაშეებს ლატიშა ჩანსა და ანდრეა სესტინი ჰლავაცკოვას დაუპირისპორიდა და 2 სეტში ანგარიშით 6:0 7:5 დამარცხდა.

19 იანვარი 2018, 15:21

საქართველო

2017 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა 2017 წლის განმავლობაში დეფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს. მაჩვენებელი შარშანდელს დაახლოებით 11%-ით ჩამოუვარდება. საერთო ჯამში, ე.წ. საზღვრის დამრღვევებმა 827 000 რუსული რუბლი გადაიხადეს, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს.

19 იანვარი 2018, 15:19

საქართველო

ქუთაისის მერიის და საკრებულოს სახელფასო ფონდი 250 000 ლარით გაიზარდა

სახელფასო ფონდის ზრდა მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანამ გამოწვია, რომელთა ხელფასიც ამ დრომდე დაახლოებით 1 000 ლარი იყო.

19 იანვარი 2018, 15:11

საქართველო

პატრიარქმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

"დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთ წყალს სახლში, ასხურეთ ნაკურთი წყალი სახლში, თქვენს შვილებს, თქვენს კარ-მიდამოს და სულიწმინდა დაისადგურებს თქვენთან" -განაცხადა პატრიარქმა.

19 იანვარი 2018, 14:55

მსოფლიო

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პროცესი ისევ გადაიდო

სააკაშვილი დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში კიევში, 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მან წინასწარი დაკავების იზოლატორში სამი დღე გაატარა.

19 იანვარი 2018, 14:53

საქართველო

კვლევა: საქართველოში დასაქმებულების ყველაზე დიდ ნაწილს პოსტსაბჭოთა განათლება აქვს

საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულებს შორის ყველაზე დიდი წილი იმ ადამიანებზე მოდის, რომლებმაც უმაღლესი განათლება პოსტსაბჭოთა პერიოდში მიიღეს (44%). საბჭოთა უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულების წილი 38%-ს აღწევს, ხოლო ბოლონიის სისტემის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი - 18%-ს.

19 იანვარი 2018, 14:51

ვიდეო

გიორგი ჭანტურიას მამა განცხადებას გაავრცელებს

19 იანვარი 2018, 14:49

ვიდეო

ქრონიკა 14:00 საათზე - 19 იანვარი, 2018 წელი

19 იანვარი 2018, 14:48

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ყველა სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი 100%-თან ახლოსაა, თუმცა მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილის 102%-იანი შესრულების მაჩვენებელს.

19 იანვარი 2018, 14:42

ტაბლოიდი

ალბინოსი ორანგუტანისთვის ხელოვნური კუნძული შექმნეს

ორანგუტანი ბრაკონიერის ტყვეობიდან 2017 წელს გამოიხსნეს. მას ალბა დაარქვეს. ლათინურად ეს სიტყვა თეთრს ნიშნავს. ეს ერთადერთი ალბინოსი-ორაგუტანია, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან, თუამცა მათ ვარაუდით, შესაძლოა ბუნებაში იგივე სახეობის სხვა ალბინოსებიც ბინადრობდნენ.

19 იანვარი 2018, 14:34

საქართველო

გოგიჩაიშვილი: უნდა დასახელდნენ ის პირები, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს

აუდიტის სამსახურმა მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს ამ პოზიციაში. უნდა გამოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც ეს პროცესი ასე წარმართეს. თუ მართლები იყვნენ, რატომ გადათქვეს ამბავი და თუ შეცდნენ, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

19 იანვარი 2018, 14:30

ძალოვნები

გიორგი ჭანტურიას ოჯახის თქმით, მას უტყუარი ალიბი ჰქონდა

მარიამ ჭანტურიას განცხადებით, მის ძმას მოკლულ ქუთათელაძესთან ქონებრივი დავა არ ჰქონია და ჭანტურიები ე.წ სტამბოლის ბაზრის წილების დაბრუნებას არ ითხოვენ.

19 იანვარი 2018, 14:22

საქართველო

ქუთაისში 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

„ეს ის სტუდენტები არიან, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდათ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, უცხოეთში სწავლის, აკადემიური ჩამორჩენილობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ა.შ. საკმაოდ ხშირია სტატუსის შეჩერება საკუთარი განცხადებების საფუძველზეც", - აცხადებს უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

19 იანვარი 2018, 14:19

საქართველო

ანჩისხატის ასლი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დააბრძანეს

ქართველმა ემიგრანტებმა ხატთან ერთად სხვადასხვა სიწმინდეები მოილოცეს და ბოლოს ის მთავარ ტაძარში დაასვენეს. საქართველოდან ჩასულმა დეკანოზ მალხაზ ყიფიანმა პარაკლისი აღავლინა.

19 იანვარი 2018, 14:15

ვიდეო

სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული მომღერლის საქმეზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

19 იანვარი 2018, 14:10

საქართველო

გუდაური-მლეთას მონაკვეთზე საცობია

​​​​​​​ზვავსშაშიშროების გამო, გუდაურის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჯიმში მიმდინარეობს. ტრანსპორტის უსაფრთხოებას და საგზაო წესებს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

19 იანვარი 2018, 14:10

საქართველო

შრომის ინსპექცია: დაღუპულ მუშას დამცავი ღვედი არ ეკეთა

„27 წლის ახალგაზრდას, რომელიც თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა არ ეკეთა დამცავი ღვედი და არ ეცვა სპეციალური ფეხსაცმელი“,- ასეთია შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

19 იანვარი 2018, 14:08

ტაბლოიდი

რუმინელი პენსიონერი აცხადებს, რომ ჰიტლერის ნათლულია

პენსიონერის თქმით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად რუმინეთში გადავიდა. შტედლერის დაბადების მოწმობა კი, რომელზეც ჰიტლერის ხელმოწერა იყო, დედამ დაწვა.