06 იანვარი 2023, 10:49 / სანდო წყარო

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ლევილის მამულის კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლევილის მამულის მმართველმა კულტურის სამინისტრომ უკვე უპასუხა, ლევილიდან სოცმედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით. ვინაიდან პირადად მეც დიდი ხანი მომიწია ლევილის საკითხებზე მუშაობა- მამულის საქართველოსთვის დაბრუნების სრული პროცესის მონაწილე და დაბრუნების შემდეგ 2021 წლის ჩათვლით მმართველი საბჭოს წევრიც გახლდით, თავს მოვალედ ვთვლი, რომ გამოვეხმაურო ამ ძალიან ემოციურ სიუჟეტს, - ამის შესახებ Facebook-ზე საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი წერს.

„არავის კრიტიკა არ არის ჩემი მიზანი და იმ ადამიანებისაც კარგად მესმის, ვინც მიწოდებული ფოტოებით შექმნილი შთაბეჭდილებით გულწრფელი წუხილი და აღშფოთება გამოხატა. უფრო მეტიც, ყველა გულწრფელად შეწუხებული ადამიანის მადლიერიც კი ვარ. უბრალოდ, ჩემი წილი ობიექტურობითა და სამართლიანობით მოგაწვდით ინფორმაციას ლევილში არსებული მდგომარეობის შესახებ.

დავიწყოთ იქიდან, რომ არავინ დავობს იმაზე, რომ ლევილის შატო (მე-17 და მე 18 საუკუნეში აშენებული შენობა) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამას აცნობიერებს მთავრობაცა და ყველა, ვისაც მამულთან აქვს ან წარსულიდან ან დღეს შეხება. როცა საქართველოს 2016 წლის სექტემბრის ბოლოს, მოლაპარაკებების რთული და ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მამული და ეს უკვე ავარიული შენობა გადმოეცა, არ არსებობდა არავითარი ტექნიკური დოკუმენტაცია. მოგეხსენებათ ნებისმიერი რეაბილიტაციისათვის რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი (აზომვითი ნახაზების ანუ გეომეტრიული, ნიადაგის სიმკვრივის-გეოლოგიური, ფიტოსანიტარული-3 ჰექტარზე მეტი მოცულობის პარკისთვის, აზბესტის, ტყვიის შემადგენლობის და აშ). ამ ყველაფრის გაკეთება, დაკვეთა რეალიზება და შემდეგ დოსიეების შედგენა მოუწია საქართველოს საკუთარი ხარჯებით. ალბათ წარმოგიდგენიათ ფრანგული ბიუროკრატიული ადმინისტრაციული პროცედურები და ვადები. მხოლოდ ლევილის გენ. გეგმაში ცვლილებების შეტანას დაჭირდა თითქმის 2 წელი. რადგან ლევილის მუნიციპალიტეტს მთლიანად აკრძალულ ზონად ჰქონდა გამოცხადებული მამულის მთელი ტერიტორია და ვერანაირ რეაბილიტაციას ვერ დავიწყებდით ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გარეშე. ახლა, როცა ლევილის რეაბილიტაციის საქმეში დინამიკა გაჩნდა და რეალურად იწყება მამულისა და შატოს რეაბილიტაცია, მხოლოდ არეული სხვენის ჩვენება მთლიან ობიექტურ სურათს ამახინჯებს. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ მოყვრის გულის გასახეთქად ხომ არ გარჯილან ეს პატიოსანი ახალგაზრდები. იქვე არის ბევრი რამ, რაც გაკეთებულსაც მოწმობს და ცოტა რამ ამ ამბავზეც მოეთხროთ.

შედგა რეაბილიტაციისათვის საერთო, გლობალური პროექტი და სწორედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ სავალალო მდგომარეობაში მყოფ შენობაში არ დაზიანებულიყო, მნიშვნელოვანი წიგნები და არქივი, ამასთან მუდმივი სტატუსით მცხოვრები პირები გამოგვეყვანა შატოს შენობიდან (რეაბილიტაციისათვის) გლობალურ პროექტს მაშინვე გამოეყო პრიორიტეტულად ორანჟერიის პროექტი და მოეწყო ბიბლიოთეკა შატოს უკანა მხარეს. სწორედ იქაა ბიბლიოთეკა მოწყობილი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხანგრძლივი შრომით, ნორმალურ პირობებში, კატალოგიზაციით, თემატურად, ენებისა და ავტორების მიხედვითაა დახარისხებული და სპეციალურად შეძენილ თაროებზეა დალაგებული. ეროვნული ბიბლიოთეკის გუნდმა ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ლევილისა და პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიიდან გააციფრულა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

რაც კადრებში ჩანს, შემაძრწუნებლად მტვრიანი და მიუხედავი გახლავთ შატოს შენობის სხვენი, სადაც, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ არ არის დარჩენილი არც ერთი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის დედანი. იმდენმა ისტორიკოსმა, მკვლევარმა, დოქტორანტმა თუ სტუდენტმა, იმდენმა ბიბლიოთეკარმა იმუშავა ამ სხვენში, იმდენი წიგნი ჩამოვიტანეთ ბიბლიოთეკაში, იმდენი გამოვაგზავნეთ (პარტიებად) თბილისში, გარწმუნებთ არაფერია იქ განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტი დარჩენილი. ლევან თაქთაქიშვილი რომ არაფერ ღირებულს დატოვებდა იმ სხვენში, ვინც მას იცნობს დამეთანხმება.

მესმის, რომ ჩემგან ამ დოკუმენტების „ღირებულების“ განსაზღვრა უხერხულია, ამიტომ უფრო დეტალურად მოგახსენებთ: ეს სხვენი, შატოს საქართველოსთვის გადმოცემამდე უფრო და მერეც იქცა ერთგვარ საწყობად, სადაც ამოჰქონდათ ოჯახებს პირადი ნივთები და წიგნები, ან ვინმე თუ გარდაიცვლებოდა, მის ბინას დაცლიდნენ და ნივთებს სხვენში უწესრიგოდ ტოვებდნენ. ამანაც განაპირობა ის მდგომარეობა რაც იქ იხილეთ.

რა საკვირველია, ღირებულია კარლო ინასარიძის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მომზადებული გადაცემების სცენარების ასლები, კალისტრატე სალიას წერილის ასლიც მისი დოკუმენტების ყუთში იდო. არ არის არც ერთი დედანი. კალისტრატე სალიას ლევილში არ უცხოვრია და კალისტრატე და ნინო სალიებმა სიცოცხლეშივე გადასცეს საქართველოს პირადი არქივი. რადიო გადაცემისთვის სცენარშიც უწერია კარლო ინასარიძეს, რომ იმ დღეს მის წერილზე ისაუბრებდა.

ცხონებულმა კარლო ინასარიძემაც თავის სიცოცხლეშივე მოაწყო პატარა ბიბლიოთეკა შატოს უკანა შენობაში, სადაც ყველაფერი ღირებული, მათ შორის მისი გადაცემების ფირებისა და სცენარების დედნებია შენახული. სხვენში დარჩენილია საბჭოთა პერიოდიკა, მნათობის, ცისკარის, დიდ შეკვრებად გაზეთები და ემიგრაციაში გამოცემული გაზეთების დარჩენილი ეგზემპლარები. ცნობილია, რომ ისინი 3000 ეგზემპლარად ბეჭდავდნენ, 1000 მდე ავრცელებდნენ და 2000 რჩებოდა. ფოტოებზე რაც ჩანს იმ წიგნებისა და ჟურნალების მრავალი ეგზემპლარია უკვე საქართველოს ეროვნულ არქივშიც, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც. ასევე შენახულია ლევილის ბიბლიოთეკაში და სხვენში დარჩა ზედმეტი ეგზემპლარები. სხვენში დიაპოზიტივები რაც არის დარჩენილი, ძირითადად საბავშვო თემატიკისაა და მამია ბერიშვილის სარდაფი რომ დავცალეთ, ვაითუ რამე ღირებული იყოს მეთქი, გადასაყრელად დამენანა და მე ავიტანე სხვენში. მერე აღმოჩნდა, რომ ტიერი ბერიშვილის ბავშვობისდროინდელი დიაპოზიტივები ყოფილა. იქვეა საბჭოთა საქართველოს დროინდელი თბილისისა და ჭიათურის დიაპოზიტივები, რომელიც როგორც ჩანს საბჭოთა პერიოდში საქართველოდან ჩაჰქონდათ მონატრებული ემიგრანტებისთვის.

ვიცი ზოგი მისაყვედურებს ზედმეტი რას ჰქვიაო. რას ჰქვია და ათასობით ეგზემპლარი რომ გაქვს, ყველგან რომ შეინახავთ და მაინც კიდევ ბლომად დაგირჩებათ, თქვენც ალბათ სადმე სივრცეში მოათავსებთ. პირობები დღეს არ არის კარგი. რაც გაფუჭებული ნახეთ ის ამ ბოლო წლებში არ გაფუჭებულა. საბჭოთა პერიოდის გამოცემების გადარჩენა არც არავის უცდია, საქართველოშიც საკმარისზე მეტია. ემიგრაციაში დაბეჭდილი მასალა იყო ჩვენთვის პრიორიტეტი და ასობით ეგზემპლარი, როგორც მოგახსენეთ გადანახულია ყველა გამოცემისა და ყველა ნომრის.

ძალიან გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია, ამის აღნიშვნა და შეხსენებაც კარგია, მაგრამ ფოკუსის მხოლოდ მტვრიან და მოუწესრიგებელზე მიტანა და დანარჩენზე, რაც გაკეთდა ან კეთდება ამისი არ ხსენება არ არის კარგი. ბიბლიოთეკა ნახეთ რა დღეშიაო- ეს არ არის სწორი, როცა სხვენი არც ბიბლიოთეკაა და არც სხვენიდან რემონტის დაწყება იქნებოდა გამართლებული. პრიორიტეტები სწორედ ამ მიზნით დაისახა, რომ გადაგვერჩინა, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა. კოვიდის პანდემიას სრულად რომ არ გაეჩერებინა პროცესი წელიწადნახევარი, ახლა, მერწმუნეთ სხვა სურათი დაგხვდებოდათ. არაფერს ვიტყოდი, რომ არ ვიცოდე როგორი გულით ეკიდება ამ საქმეს, მამულის ამჟამინდელი მმართველი კულტურის სამინისტრო. მარტივი როდია დისტანციურად მართო და მოაწესრიგო ყველა საკითხი და დეტალი, საქმე კი ბევრი კეთდება, რაც ვერც კადრში მოხვდა და არც სიტყვა თქმულა. 5,6 მილიონი ევრო გამოყო ქვეყანამ, რომელსაც შიგნითაც ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და ნელ ნელა პროექტი წინ მიდის.

გასაკეთებელი, მისახედი და მოსავლელია მამული, არავინ დავობს. ბევრი საქმე გვაქვს წინ, ძალიან ბევრი. ამდენი გულანთებული ადამიანის ენერგია მხოლოდ შეეშველება საქმეს.

მეტი სიცხადისთვის რამდენიმე ფოტოს გაახლებთ, რომ დარწმუნდეთ ლევილის შატოში ყველგან სხვენის მდგომარეობა არ არის. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ჯუნგლებად ქცეული, სრულიად გაუვალი პარკი, გაისხლა, გამოიხშირა ექსპერტების მიერ დასახული გეგმის მიხედვით, და ალეებად მოწესრიგდა, ლამაზად, გასეირნება გესიამოვნებათ.

ერთი ქალბატონის კომენტარი შემორჩება ჩემს მეხსიერებას, რამდენი საქმე ყოფილა, მოდით ლანძღვის მაგივრად ხელები დავიკაპიწოთ და დავეხმაროთ ვისაც რითი შეგვიძლია, რომ პრობლემა მოვაგვაროთო. მთელი თვე ვიმუშავებ და დავახარისხებ ამ წიგნებსო. ამ ქალბატონს მჯერა, რომ გულწრფელად ეტკინა გული ნანახით და ასევე გულწრფელად სურს უკეთესობა იხილოს ლევილის მამულში.

ხანდახან ვინმეზე გაბრაზებულები ვესვრით ისარს და ქვეყანას ვარტყამთ. ერთმანეთს ვეჩხუბებით და მტერი ამით ხარობს“, - აცხადებს საქართველოს ელჩი.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 20:55

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

07 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნონა წოწორიაზე: ეს ადამიანები ილუზიებით და აღქმებით ცხოვრობენ და დღემდე სჯერათ, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook-სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს ბრბო უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

07 თებერვალი 2023, 20:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: ასეთი შეფასება ჩვენი სამართლებრივი სისტემისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია

უკრაინის საგარეო სამინისტროს მხრიდან ასეთი შეფასება რა თქმა უნდა არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელი. შესაბამისად, არც მეგობრულ და მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ჯდება, - ასე გამოეხმაურა არლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

გივი მიქანაძე

07 თებერვალი 2023, 20:31

პოლიტიკა

გივი მიქანაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: კანონმდებლობით სააკაშვილისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 20:18

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს ელჩი: როგორც ჩვენ ვიცით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.

თამარ ჩიბურდანიძე

07 თებერვალი 2023, 19:50

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: განაჩენის გამოცხადებისთანავე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა

გუშინ, როგორც კი სასამართლო განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სასამართლო პროცესის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.

ოლექსი დანილოვი

07 თებერვალი 2023, 19:48

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს.

07 თებერვალი 2023, 19:40

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს 2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

07 თებერვალი 2023, 19:23

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 20 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 20 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

07 თებერვალი 2023, 19:23

კულტურა

კულტურის სამინისტროს პროექტის „თეატრალური საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა

კინოთეატრ „კავეაში“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის, „თეატრალური საგანძურის“, პრეზენტაცია გაიმართა. სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიება დიდი ქართველი რეჟისორის, თეატრის მკვლევრის, პედაგოგის, კინომსახიობთა თეატრის დამაარსებლის, მიხეილ თუმანიშვილის, დაბადების დღეზე ჩატარდა და მას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისისა და რეგიონების სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ნიკოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: არათუ მხარდამჭერები, პარტიის წევრებიც კი აღარ დადიან ცირკის კლოუნების ყალბ აქციებზე

არათუ მხარდამჭერები, პარტიის წევრებიც კი აღარ დადიან ცირკის კლოუნების ყალბ აქციებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გამართულ აქციას.

ლინკოლნ მიტჩელი

07 თებერვალი 2023, 18:48

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: ის, რაც ყოველდღიურად ხდება აშშ-ის საპატიმრო სისტემაში, ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რისი ატანაც სააკაშვილს უწევს

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გიორგი კალანდარიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:44

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: უპრეცედენტოა, რომ წელიწად-ნახევრით ადრე ცნობილია ყველა ძირითადი წესი რომელიც უკავშირდება უბნებს, უკავშირდება ამომრჩეველთა გადანაწილებას და ა.შ.

როდესაც ორგანულმა კანონმა დაადგინა, რომ ამომრჩეველთა არანაკლებ 70%-მა უნდა მიიღოს ტექნოლოგიური საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მნიშვნელოვნად აამაღლა და აწია თამასა. არა თუ 70%, არამედ ამომრჩეველთა თითქმის 90% მიიღებს ტექნოლოგიური საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობას, - ამის შესახებ , - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 18:37

მსოფლიო

ჯანმოს პროგნოზით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს. ასეთი პროგნოზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) კეთდება.

გიორგი კალანდარიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:33

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის, 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ განაცხადა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს ცალსახად შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ადამიანური შეცდომები

ოლექსი დანილოვი

07 თებერვალი 2023, 18:27

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწევენ, ამიტომ უკვე მოლაპარაკებებს იხვეწებიან

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწევენ, ამიტომ უკვე მოლაპარაკებებს იხვეწებიან.

გიორგი ვოლსკი

07 თებერვალი 2023, 18:19

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ქვეყნის სამსახური, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე

ოპოზიციური ფლანგი ვერ შედგა, რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ქვეყნის სამსახური, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე,- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

07 თებერვალი 2023, 18:16

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: მე არ მახსოვს ოდესმე მათ გამოეჩინათ სახელმწიფო ინტერესების მიმართ ლოიალობა და შემოეთავაზებინოთ მუშაობის ნორმალური რეჟიმი

თუკი რაციონალურია წინადადება, რასაკვირველია, უნდა დათმო, მაგრამ, როცა კამათი მიდის კამათისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ თუკი მას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს“ და შინაარსისგან დაცლილი შეტევა თუ ხდება, რასაკვირველია, ეს რთულია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპოზიციასთან ერთად მუშაობაზე საუბრისას.

07 თებერვალი 2023, 18:13

სამართალი

ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორებს და გამომძიებლებს რანგში დაწინაურება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიებას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილი და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

07 თებერვალი 2023, 18:02

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის დღის მსოფლიო ინიციატივას შეუერთდა

7 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა, რომელსაც, კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად უერთდება. ინიციატივა მიზნად ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენების მხარდაჭერას ისახავს.