არქიტექტურის ვენეციის ბიენალეზე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნება

ფოტო: კულტურის სამინისტრო
არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენაზე - ვენეციის ბიენალეზე, ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, საქართველო ეროვნული პავილიონით წარდგება.
კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით,საქართველოს ეროვნულ პავილიონს ა(ა)იპ თბილისის არქიტექტურის ბიენალე წარმოაჩენს პროექტით „იანვარი, თებერვალი, მარტი“. პროექტი სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა. მისი კურატორები არიან გიგი შუკაკიძე, თინათინ გურგენიძე, ოთარ ნემსაძე.
კულტურის სამინისტროს მხრიდან, ვენეციის ბიენალეს კომისარია თანამედროვე ხელოვნების კურატორი მაგდა გურული.
მედიისა და დარგის სპეციალისტებისთვის არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენა 18-19 მაისს იხსნება, საქართველოს ეროვნული პავილიონის ოფიციალურად გახსნა კი 19 მაისს საღამოს არის დაგეგმილი.
„იანვარი, თებერვალი, მარტი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ის დუშეთის მუნიციპალიტეტში საბჭოთა დროს ხელოვნურად გარდაქმნილი დასახლების კვლევაზე დაფუძნებული ექსპოზიციაა და დროის დინებისა და ენერგიის ურთიერთმიმართებას იკვლევს. ინსტალაცია მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით მოგვითხრობს ხელოვნურად სახეცვლილ დასახლებაზე. პროექტი ყურადღებას ამახვილებს წყალსა და წყალსაცავებზე, მათ გაჩენასა და მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე თანმდევი კლიმატური ცვლილებებისა და სწრაფი გარდაქმნების ხანაში. აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეა სრულად ეხმიანება ბიენალეს კურატორის, ლესლი ლოკოს, კონცეფციასა და მთავარ თემას - „მომავლის ლაბორატორია“.
საგულისხმოა, რომ კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს ეროვნულ პავილიონში ასევე მოეწყობა სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის და ექვსი თვის განმავლობაში ადგილზე იმუშავებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის 16 ახალგაზრდა თანამშრომელი.
ვენეციაში საქართველოს ეროვნული პავილიონის მისამართია: Il Giardino Bianco Art Space Via Giuseppe Garibaldi 1814. https://artspacevenice.it.
არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენა ვენეციაში მიმდინარე წლის 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.
არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენას საფუძველი 1975 წელს ჩაეყარა და ის ორ წელიწადში ერთხელ ვენეციაში მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორებსა და მათ ნამუშევრებს მასპინძლობს. წლების განმავლობაში ვენეციის ბიენალეს კურატორები იყვნენ ცნობილი არქიტექტორები და მეცნიერები, მათ შორის: ფრანჩესკო დალ კო, რიჩარდ ბურდეტი, დევიდ ჩიპერფილდი, რემ კულჰაასი და ალეხანდრო არავენა. მათ ეს გამოფენა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფორუმად აქციეს არა მარტო ექსპერტებისთვის, არამედ არქიტექტურის მოყვარულთათვისაც.
ა(ა) იპ თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა პლატფორმად, სადაც ბევრი ქართველი და უცხოელი პროფესიონალი ერთიანდება. ორ წელიწადში ერთხელ ის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებულ გამოფენებს, სამუშაო შეხვედრებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს მართავს. 2022 წელს თბილისის არქიტექტურის ბიენალემ მესამე გამოშვებას უმასპინძლა, რომელიც დროებითობის თემას ურბანულ და სოციალურ ჭრილში განიხილავდა.
ყველა სიახლე

28 მაისი 2023, 00:43
ტექნოლოგიები
წყნარ ოკეანეში 5000-მდე სახეობის აქამდე უცნობი წყლის არსება აღმოაჩინეს. ფოტოები
მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე აპარატი ჩაუშვეს, რომელიც დისტანციურად იმართება. სწორედ ამის შედეგად აღმოაჩინეს მათ ეს ახალი სახეობები.

28 მაისი 2023, 00:19
პოლიტიკა
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა, სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა.

27 მაისი 2023, 23:44
ჯანდაცვა
თამარ გაბუნია: ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან აღინიშნება, ესეც გარკვეულწილად პანდემიის მიმდინარეობას უკავშირდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში კი ოჯახის ექიმმა უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან აღინიშნება.

27 მაისი 2023, 23:16
საზოგადოება
ილია ღუდუშაური დევნილ ოჯახებზე: ისინი, ვინც არიან ქირით ან იმყოფებიან კომპაქტურ დასახლებაში, სრულიად დაკმაყოფილდებიან შემდეგი 3 წლის განმავლობაში
ის პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ეხება იმ ოჯახებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ საცხოვრებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

27 მაისი 2023, 22:51
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგასთან საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები განიხილა
საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე-გაბრიელ ბუნდუკთან. შეხვედრა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

27 მაისი 2023, 22:16
მსოფლიო
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი გაყინულ, ხანგრძლივ კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება მიუღებელია, რადგან ამ შემთხვევაში ომი გაყინულ, ხანგრძლივ კონფლიქტად გადაიქცევა და რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

27 მაისი 2023, 21:45
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოება რაღაც ეტაპზე მიხვდება, რომ დღეს ოპოზიცია მუშაობს იმაზე, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ჩააგდონ
ჩვენ არ დაგვიწესებია, რომ მაინც და მაინც ეს ხუთი ადამიანია, ვისაც მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციამ. უნივერსალურად სამართლიანი პირობა შევთავაზეთ - დაასახელეთ კანდიდატთა გარკვეული სიმრავლე და მოგვეცით საშუალება, რომ იქიდან ავარჩიოთ. ეს არ გააკეთა ოპოზიციამ, მოტივი ერთადერთია - რომ ამ პუნქტის შესრულება ჩავარდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

27 მაისი 2023, 21:18
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

27 მაისი 2023, 21:09
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: იმ მედიასაშუალებების ან პოლიტიკოსების, რომლებსაც პუტინის ნათქვამის უაპელაციოდ სჯერათ, გასაგონად ვიტყვი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გაჩაღების, გაღრმავების ინიციატივა რა თქმა უნდა ეკუთვნის ნაცმოძრაობას
„განსხვავებით ნაცმოძრაობისგან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არასდროს არ გამოსულა ინიციატივით ამ მიმართულებით რომ გაეღრმავებინა და გაეუმჯობესებინა ურთიერთობები. ჩვენი ძალისხმევა ყოველთვის მიმართული იყო სხვა პარტნიორებისა და ახალი ეკონომიკური ბაზრების მოძიებისკენ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

27 მაისი 2023, 20:49
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ამოცანა იყო, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ზეპარტიული, თუმცა, სამწუხაროდ ამ ამოცანას ის ვერ ასრულებს - ფადი ასლის განცხადებებს რომ ემსგავსება პრეზიდენტის განცხადებები, უხერხულობა ცხადია არის
ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ პროტოკოლურ წესებთან არის დაკავშირებული პრობლემა. ვფიქრობ ადგილი აქვს სხვა განწყობების დემონსტრირებას და ეს საკითხი ამისთვის არის მომიზეზებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

27 მაისი 2023, 20:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რუსეთ - უკრაინის ომში პეკინმა „დაიბევა“ მედიატორის ფუნქცია და თავისი „სერვისის“ განახლებისთვის - „უკეთესი" მომავლის მოლოდინშია
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ლი ჰუეის ევროპული ტურნე იმის მანიშნებელია რომ პეკინი ცდილობს მედიატორის ფუნქცია შეასრულოს რუსეთ - უკრაინის ომში.

27 მაისი 2023, 19:28
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოსთან მიმართებით ჩვენი დასავლური „საპარტნიორო“ ველიდან არაოფიციალურ სანქციებს დიდი ხანია აქვს ადგილი და არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით
დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საბანკო სისტემა Barclays-ის და ბრიტანეთის დანარჩენი ბანკების მხრიდან ეს ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია online გადარიცხვების სფეროში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

27 მაისი 2023, 19:12
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს, რომელსაც ხვალ, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

27 მაისი 2023, 18:37
სამართალი
პროკურატურამ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო 3 პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ორ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო ერთ პირს დანაშაულის დაფარვის მუხლებით წარუდგინა.

27 მაისი 2023, 18:28
სამართალი
რატი ბრეგაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჰააგის კონვენციას მოაწერა ხელი
იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საკითხები ჰააგის კონფერენციის წარმომადგენლებთან განიხილა.

27 მაისი 2023, 18:27
მსოფლიო
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების გადამწყვეტი ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე ერთი დღე რჩება
გადამწყვეტ რბოლაში ერთმანეთს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციის ლიდერი ქემალ კილიჩ დაროღლუ უპირისპირდებიან.

27 მაისი 2023, 18:26
სამართალი
ქობულეთში 20 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი
მათი თქმით, მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა გამოძიების დაწყებამდე დატოვა. საქმეზე დაკავებულია სამი პირი, ერთს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

27 მაისი 2023, 18:05
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: კრემლის აგენტმა, ლიაკა ხოშტარიამ, დედა მიუგზავნა ირაკლი კობახიძეს აუზზე - ეს არის კასტა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი სისტემა
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ეს არის კასტა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი სისტემა, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ და ყველაფერზე არიან წამსვლელები.

27 მაისი 2023, 17:41
საზოგადოება
მეუფე შიო: სასიხარულოა, რომ ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ვხედავთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისეთი კავშირის გამოვლინებას, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის
დღეს გვინდა გაგაცნოთ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ვითარება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ საწყის ეტაპზე (ამ მიმართულებით) შესრულებული სამუშაოები და ასევე ჩვენი სამომავლო ხედვა და გეგმები, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სარეაბილიტაციო პროცესის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მაისი 2023, 17:36
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვეყრდნობით საუკეთესო ევროპულ მიდგომას, საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მიდგომაში ჩვენ გვაქვს მყარი და არგუმენტირებული პოზიციები
იქ, სადაც არსებობს ინტერესი, რომ საქმიანად ვიმსჯელოთ, არგუმენტები გავუზიაროთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.