18 თებერვალი 2024, 16:13 / სანდო წყარო

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან გრძელდება

„ბერლინალეზე“ ინტენსიურად მიმდინარეობს ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან. კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ, ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებთან, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად შეხვედრა გამართა „ევროპული კინოს პოპულარიზაციის“ (EFP) ხელმძღვანელთან, სონია ჰეინენთან. შეხვედრაზე განიხილეს „ევროპული კინოს პოპულარიზაციის“ სხვადასხვა პროგრამაში ქართველი რეჟისორების, პროდიუსერებისა და ქართული ფილმების მონაწილეობის საკითხი; იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც.

დელეგაცია ასევე შეხვდა ვენეციის კინოფესტივალის პროგრამერს, პაოლო ბერტოლინის. მხარეებმა განიხილეს უახლესი ქართული ფილმები, რომლებსაც აქვს ფესტივალზე მოხვედრის შესაძლებლობა. ასევე, იმსჯელეს ვენეციის კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის მიერ აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობის რომელიმე ნიმუშის ჩვენებაზე.

შეხვედრა გაიმართა ლოკარნოს კინოფესტივალის პროგრამერ სტეფან ივანჩიჩთანაც. ეროვნული კინოცენტრის გუნდმა მასაც გააცნო ის უახლესი ქართული ფილმები, რომელთა მოხვედრა შესაძლებელია ლოკარნოს კინოფესტივალის კონკურსზე.

ანესის კინოფესტივალის მარკეტის (MIFA) დირექტორ ვერონიკა ენკრენაზთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ ანიმაციურ პროექტებზე ისაუბრეს; იმსჯელეს 2024 წლის ივნისსა და ნოემბერში ანესის კინოფესტივალის მარკეტზე ქართული სტენდის წარდგენისა და თბილისში ანიმაციური პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის გამართვის შესახებ.

კიდევ ერთი შეხვედრა დელეგაციამ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას, მონაწილეობით კოტბუსის კინოფესტივალის დირექტორ ბერნ ბუდერთან გამართა. მხარეებმა შეხვედრაზე ახალი ქართული ფილმებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად Sheffield DocFest-ის ინდუსტრიული მიმართულების ხელმძღვანელ პატრიცია მანჩინისთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ფესტივალის ინდუსტრიულ ღონისძიებაზე ქართველი დოკუმენტალისტების მონაწილეობის საკითხი. ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებმა ფესტივალის წარმომადგენელს გააცნეს ქართული დოკუმენტური კინოს პროექტები.

დელეგაცია შეხვდა კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight-ის სექციის ხელმძღვანელს - კრისტოფერ ლეპარკს და კინოფესტივალ „სინემედის“ (ხმელთაშუაზღვისპირეთის კინოფესტივალი მონპელიეში) დირექტორს. კინოცენტრის წარმომადგენლებმა ქრისტოფერ ლეპარკს ახალი ქართული ფილმები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს მონპელიეს კინოფესტივალზე კინოცენტრის მიერ აღდგენილი ფილმების ჩვენებაზე.

ქართული დელეგაციის შეხვედრები კინოინდუსტრიისა და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან ფესტივალის მიმდინარეობისას აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ქ. ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის“ მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას. კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შეუძლია საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.

ევროპულ კინობაზრობაზე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. ასევე, დაიგეგმება პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სტენდზე ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ - წარმომადგენლები.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოქმედებს „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ (EFP - European Film Promotion) ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამა European Shooting Stars-ი.

კონკურსისთვის კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ 2023 წლის ათ ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილი მსახიობი სალომე დემურია, რომელიც რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი“ შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დასახელდა. მას ჯილდოს 19 თებერვალს გადასცემენ. კინოფესტივალის მსვლელობისას მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა ექნება პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს.

საგულისხმოა, რომ EFP-ი საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ქართულ და ევროპულ კინოს ათწლეულების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივების წარმოსაჩენად იმყოფება წლევანდელ „ბერლინალეზე“ საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლობითი დელეგაცია.

ყველა სიახლე

24 აპრილი 2024, 03:19

მსოფლიო

CNN: უკრაინისათვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ATACMS-ის ტიპის რაკეტებს შეიძლება მოიცავდეს

უკრაინისათვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც სავარაუდოდ მილიარდ დოლარს შეადგენს, შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს შეიძლება მოიცავდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

24 აპრილი 2024, 02:18

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო არ გეგმავს ბირთვული იარაღის განთავსებას სხვა ქვეყნებში

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ამჟამად არ აქვს გეგმავს ბირთვული იარაღის განთავსებას სხვა ქვეყნებში.

ტიმურ ივანოვი

24 აპრილი 2024, 02:02

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ივანოვი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

24 აპრილი 2024, 01:55

მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყებამ შეაჩერა საკონსულო მომსახურება გასაწვევი ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეაჩერა საკონსულო მომსახურება გასაწვევი ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 აპრილი 2024, 00:54

მსოფლიო

ზელენსკი: მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა მშვიდობის გლობალურ სამიტში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობის გლობალურ სამიტს შეუძლია და უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს, როგორ უნდა იცხოვროს მსოფლიომ.

24 აპრილი 2024, 00:29

სპორტი

ლევან კობიაშვილი უეფას ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

ლევან კობიაშვილი უეფას ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. კომიტეტის სხდომა უეფას სათავო ოფისში, ნიონში გაიმართა.

23 აპრილი 2024, 23:56

ტექნოლოგიები

NASA-მ „ვოიაჯერ 1“-თან კავშირი აღადგინა

„ვოიაჯერი 1“ ერთ-ერთია იმ ორი იდენტური ხომალდიდან, რომლებიც NASA-მ 46 წლის წინ გაუშვა. ეს, ადამიანის მიერ შექმნილი, დედამიწისგან ყველაზე შორს მდებარე ობიექტია. 2012 წლის აგვისტოს მან ჰელიოპაუზა (მზის სისტემის გარე საზღვარი) გადაკვეთა და ახლა ვარსკვლავთაშორის სივრცეს იკვლევს. ის საათში 61 200 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება. „ვოიაჯერ 1“-დან გადმოცემული სიგნალი დედამიწამდე 22,5 საათში მოდის.

ჟოზეფ ბორელი

23 აპრილი 2024, 23:15

მსოფლიო

ბორელი: ევროპა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დაეხმაროს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დაეხმაროს.

დავით კაჭარავა

23 აპრილი 2024, 23:07

პოლიტიკა

„გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა დავით კაჭარავას გზა გადაუკეტეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა, „ხალხის ძალის“ წევრს, დეპუტატ დავით კაჭარავას ავტომობილს მელიქიშვილის გამზირზე გზა გადაუკეტეს, სადაც შეურაცხმყოფელი შეძახილებით უყვიროდნენ.

23 აპრილი 2024, 22:59

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი: ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რას აკეთებს პოლიტიკური კლასი, მესამე ქვეყნები და ორგანიზაციები, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეტალებშია ეშმაკი

ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რას აკეთებს პოლიტიკური კლასი, მესამე ქვეყნები და ორგანიზაციები, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეტალებშია ეშმაკი, - აცხადებს ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი „ქრონიკასთან” საუბარში.

დავით კაჭარავა

23 აპრილი 2024, 22:48

პოლიტიკა

დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს მიმართა: ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის - ამ გზაზე ვივლით და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით

ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია, ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას, - ასე მიმართა „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ.

23 აპრილი 2024, 22:33

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი კლერ დეილი: ოდესმე შევწყვეტთ ჩარევას და ქართველებს მივცემთ საშუალებას, თავად აშენონ საკუთარი მომავალი?

საქართველოს არასამთავრობო კლასი არის აბსოლუტურად მაქსიმალისტური, როდესაც საქმე ლიბერალურ რეფორმებს ეხება, მაგრამ ისევე როგორც ევროკავშირი, მინიმალისტურია, როდესაც საქმე ეხება ღირსეული ცხოვრების შენებას, დასაქმებულთა უფლებებს, მინიმალურ ხელფასებს და სოციალურ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კლერ დეილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

მიკ უოლესი

23 აპრილი 2024, 21:58

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მიკ უოლესი: ევროკავშირი, ამერიკა იყენებენ ჩვენს სიმდიდრეს, რათა არაწევრ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, გაავრცელონ პროპაგანდა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით პროტესტი გააღვივონ

„ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დემოკრატიის დასაცავად სანქციების დაწესება მოითხოვა. მათ საქართველოს დემოკრატია კი არა, ფული ადარდებთ, რომელსაც უხდიან ამ ჩარევაში. არასამთავრობო ორგანიზაციებით, ევროკავშირი და ამერიკა იყენებენ ჩვენს სიმდიდრეს, რათა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, პარალელური საზოგადოებები შექმნან. ამ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ წვდომა ბრიუსელსა და ვაშინგტონში არსებულ რესურსებსა და პოლიტიკოსებზე, რათა გავლენა მოახდინონ ინსტიტუტებზე, ეფექტურად გაავრცელონ პროპაგანდა და გააღვივონ პროტესტი, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, რათა უცხოელი დამფინანსებლების სტრატეგიული მიზნები წინ წაწიონ. უცხოური აგენტების შესახებ კანონს აქვს ხარვეზები, მაგრამ ის თუ ამოქმედდება, ეს იქნება ანტიდემოკრატიული, ევროკავშირისა და აშშ-ის საქართველოში ჩარევის შედეგი. თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უბიძგებდით ამისკენ“, - განაცხადა უოლესმა.

23 აპრილი 2024, 21:36

პოლიტიკა

29 აპრილის აქციით შეშფოთებულები - მმართველი პარტიის მხარდამჭერთა შევიწროების კამპანია დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

29 აპრილის შეკრება გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეებს, როგორც ჩანს, სერიოზულად აშფოთებთ. ამით თუ აიხსნება ის კამპანია, რომელშიც ოპოზიცია და მესამე სექტორი მხარდამჭერებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ.

შალვა პაპუაშვილი

23 აპრილი 2024, 21:35

პოლიტიკა

დეზინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ - რატომ დააბრალეს შალვა პაპუაშვილს სახელმწიფო მიწის მისაკუთრება? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ დააბრალეს პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო მიწის მისაკუთრება? საუბარია „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოსდა შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ ალაზნის სანაპიროზე, 1 ლარად 20 ჰექტარი ტყე გადასცა.

23 აპრილი 2024, 21:31

სპორტი

თბილისში 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი, თანამედროვე, 70 000-იანი სტადიონი, რომელიც თბილისში უნდა აშენდეს, უპირველეს ყოვლისა, თავად სპორტსმენებისთვის იქნება დიდი მოტივაცია. გარდა ამისა, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იქნება რეგიონში, რომელიც მთავარ საერთაშორისო საფეხბურთო თუ სარაგბო თამაშებს უმასპინძლებს.

იენს სტოლტენბერგი

23 აპრილი 2024, 21:30

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო ამზადებს გადაწყვეტილებებს უკრაინის უფრო ძლიერი მხარდაჭერისთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს სურს შექმნას ისეთი მიდგომები, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას უფრო მტკიცე და პროგნოზირებადს გახდის.

23 აპრილი 2024, 21:08

პოლიტიკა

29 აპრილი, 18:00 საათი - „ქართული ოცნება“ საყოველთაო-სახალხო შეკრებისთვის ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

29 აპრილი, 18 საათი, პარლამენტის წინ - „ქართული ოცნება“ საყოველთაო-სახალხო შეკრებისთვის ემზადება. ამავე დღეს საკანონმდებლო ორგანო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.

რატი ბრეგაძე

23 აპრილი 2024, 20:57

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მივდივარ, რადგან მინდა ერთიანი საქართველო, მშვიდობა, სუვერენიტეტი, მინდა, ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში

„მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს დიდი გამარჯვების უნარი; მჯერა, რომ ჭეშმარიტებას შობს ცოდნა და ურთიერთპატივისცემა; მჯერა, რომ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელიც ჰუმანურობითაა განმსჭვალული, სამარადჟამოდ იქნება აღიარებული და დაფასებული“, - წერს იუსტიციის მინისტრი.

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2024, 20:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა დეოკუპაციის, განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე - გელოდებით ყველას 29 აპრილს

„ფეიკებით”, კონტექსტის დამახინჯებით, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას, რომელმაც ჩემზე იმოქმედოს, ეს კი შეუძლებელია, მაგრამ დეზინფორმაციის მთელი სისტემა რომ მუშაობს, ხომ ფაქტია?!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.