imedi /  01 მარტი 2024, 10:19 / სანდო წყარო

ნიკო ფიროსმანის გამოფენას შვეიცარიაში 85 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია

საქართველოს კულტურისა სპორტის სამინისტრომ ბეილერის ფონდისგან მიიღო ოფიციალური სამადლობელი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 19 კვირის განმავლობაში ფიროსმანის საგამოფენო სივრცეს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 85 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტორთა უმეტესობამ პირველად შეიტყო ქართველი მხატვრის შესახებ. ბეილერის ფონდმა, ასევე, მადლიერება გამოხატა გამოფენების კარგი ორგანიზებისათვის და მოხარული არიან, რომ გამოფენას ქართული დიასპორის ბევრი წარმომადგენელი ეწვია.

„ჩვენ მივიღეთ ბევრი ცნობილი საინფორმაციო საშუალების, მათ შორის - Financial Times-ის, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის, Le Monde-ისა და Neue Zürcher Zeitung-ის დადებითი შეფასებები. მარია ჯაგი თავის სტატიაში - „The hero of Georgia's avant-garde“, რომელიც Financial Times-ში გამოქვეყნდა, აღნიშნავს, რომ ფიროსმანმა ნამდვილად დაიმკვიდრა ადგილი ევროპულ მოდერნიზმში. შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა 2023 წლის 17 სექტემბერს გაიხსნა და 2024 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდა.

გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბეილერის ფონდის, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და „ინფინიტ არტის“ თანამშრომლობითა და ორგანიზებით გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპაში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოჩნდა. დანიასა, და შვეიცარიაში ფიროსმანის 48 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 47 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნახატი შეირჩა მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან.

ინფორმაციისთვის: თითქმის ერთი წლის შემდეგ ნიკო ფიროსმანის 50-ამდე ნამუშევარი საქართველოში უვნებლად დაბრუნდა და შესაბამის ფონდებში ჩაირიცხა. ევროპაში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენების მოწყობის იდეა 2022 წელს „ინფინიტ არტის“ ხელმძღვანელის საქართველოში სტუმრობისა და კულტურის მინისტრთან მისი შეხვედრის დროს განიხილეს. გასული წლის ივნისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის, ბაზელში ვიზიტისას გაიმართა მოლაპარაკებები ბეილერის ფონდის ხელმძღვანელ სამუელ კელერთან და გადაწყდა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ფიროსმანის ნამუშევრები ბეილერის ფონდში გამოიფინებოდა. შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, დანიაში ნიკა ახალბედაშვილი შეხვდა ლუიზიანას მუზეუმის დირექტორ პოლ ერიკ ტოინერს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, ბეილერის ფონდში გამოფენამდე, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებდა. უცხოელი დამთვალიერებლისთვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედების სათანადოდ გაცნობის მიზნით რამდენიმეთვიანი კომპლექსური მოსამზადებელი პროცესი წარიმართა უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით. 2023 წლის მარტში ბეილერის ფონდის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელმა მარკუს გროსმა ქართველ რესტავრატორებთან - ნანა მანაგაძესა და ნელი სოსანიძესთან ერთად დეტალურად შეამოწმა საქართველოს მუზეუმებში დაცული ფიროსმანის თითოეული ნახატი, შეაფასა მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და კოპენჰაგენში ტრანსპორტირებისთვის მოამზადა 48 ნახატი. გამოფენის გახსნამდე, უცხოელებისთვის მხატვრის შემოქმედების გაცნობის მიზნით, ლუიზიანას მუზეუმმა სპეციალური მარკეტინგული კამპანია დაიწყო: ხუთი ნამუშევრის გამოყენებით შეიქმნა ფილმი ფიროსმანის შესახებ, რამდენიმე კვირით ადრე კოპენჰაგენის ქუჩებში გამოჩნდა სარეკლამო პლაკატები, ლუიზიანას მუზეუმის კლუბის 60 000 წევრისათვის მომზადდა პუბლიკაცია და დაიბეჭდა კატალოგი სათანადო ტირაჟით. აღსანიშნავია, რომ საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად შეიფუთა, უვნებლად გაიგზავნა კოპენჰაგენში და ლუიზიანას მუზეუმში დაბინავდა.

ექსპონატები საქართველოდან დანიაში უსაფრთხოდ ჩაიტანა სატრანსპორტო კომპანია Kunsttrans-მა. ტრანსპორტირების პროცესში მონაწილეობდნენ: ბეილერის ფონდის წარმომადგენელი ირაკლი ფურცხვანიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ჭუმბაძე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უფროსი რესტავრატორი ნანა მანაგაძე და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდების კურატორი ხათუნა კიკვაძე.

საგულისხმოა, რომ ასეთი თანამშრომლობა არა მხოლოდ დიდი ქართველი ხელოვანის შემოქმედების ევროპაში წარმოჩენას, არამედ მისი ნამუშევრების კვლევასა და პრევენციულ კონსერვაციას, ქართული სამუზეუმო საქმიანობის განვითარებას, თანამშრომელთა ტრენინგებსა და მათთვის უცხოელ სპეციალისტთა გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. კონსერვაცია-რესტავრაციისთვის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება ეროვნული მუზეუმის ფონდებში ფიროსმანისა და სხვა დიდი ქართველი მხატვრების შემოქმედების სათანადოდ დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია. მუზეუმებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც, ფიროსმანის გამოფენის საორგანიზაციო საკითხების გარდა, ითვალისწინებს ქართული მხარის საჭიროებებს. ბეილერის ფონდის ინიციატივით შეიქმნება ინტერაქციული მრავალენოვანი ვებგვერდი, რომელიც მიეძღვნება ფიროსმანსა და მის შემოქმედებას და საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცემა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

22 აპრილი 2024, 01:48

სამართალი

სუს-ი: ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში ჩატარდა და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საეჭვო არაფერია აღმოჩენილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღია აღმოჩენილი, არ დასტურდება და ყალბია. როგორც „იმედინიუსს“ სუს-ში განუცხადეს, „ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას ატარებენ. ამასთან, უწყების განმარტებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საეჭვო არაფერია აღმოჩენილი.

22 აპრილი 2024, 01:34

მსოფლიო

სკოლებში ტერაქტის მომზადების შესახებ ყალბი შეტყობინებები უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთსა და რუსეთში წლის დასაწყისიდან ვრცელდება

ინფორმაცია სკოლებში ტერაქტების მომზადების შესახებ ​რუსეთსა და ყაზახეთში უკვე რამდენიმე თვეა პერიოდულად ვრცელდება. ბოლოს სკოლებში სროლის შესახებ შეტყობინებები 19 აპრილს ასტანაში გავრცელდა. ყაზახეთის პოლიციაში ამ ინფორმაციას ფეიკი უწოდეს.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 01:34

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი: მე ის თაობა ვარ, რომელმაც გამოიარა 9 აპრილი. მაშინ გამოვედით ახალგაზრდები და რუსულ ტანკებს ხელებს ვურტყამდით, ვეძახდით მკვლელებს და მე მინდა რუსეთი?!

მე ის თაობა ვარ, რომელმაც გამოიარა 9 აპრილი. მაშინ გამოვედით ახალგაზრდები და რუსულ ტანკებს ხელებს ვურტყამდით, ვეძახდით მკვლელებს და მე მინდა რუსეთი?!, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 01:20

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი: როგორ ბედავთ თქვენ, რომ „იმედის“ ეთერებში ვარდებით?! ჩვენ თქვენ არ გივარდებით. ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. თქვენ არ ხართ ევროპელები, თქვენ ხართ ბოლშევიკები

როგორ ბედავთ თქვენ, რომ „იმედის“ ეთერებში ვარდებით?! ჩვენ თქვენ არ გივარდებით. ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. თქვენ არ ხართ ევროპელები, თქვენ ხართ ბოლშევიკები! ევროპელობა არ არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“, განაცხადა.

22 აპრილი 2024, 00:47

სამართალი

სუსის განცხადებით, „ტელეგრამში“ ტერორიზმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება

„ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 00:40

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი რადიკალებზე: ასეთი მიუღებელი თუ არის რუსეთი, „რუსული კანონები“, რატომ ითმენენ მათ გვერდით ელენე ხოშტარიას, რომლის ოჯახსაც რუსული რუბლები ერიცხება

ასეთი მიუღებელი თუ არის რუსეთი, „რუსული კანონები“, რატომ ითმენენ მათ გვერდით ელენე ხოშტარიას, რომლის ოჯახსაც რუსული რუბლები ერიცხება?!, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“, განაცხადა.

ლუკა ეხვაია

22 აპრილი 2024, 00:37

პოლიტიკა

ლუკა ეხვაია: მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ საგარეო პოლიტიკური კურსი შეეცვალა სახელმწიფოს, ეს არის უბრალოდ აბსურდი

„ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპულ იდეალებზე და ამ დროს ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალობას, ძლიერი, უსაფრთხო სახელმწიფოს შენებას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თავს ასაღებენ საზოგადოების პროგრესულ ნაწილად და ამ დროს ჩვენი საზოგადოების ღირებულებების ბუნებრივი სისტემისგან სრულიად მოწყვეტილები არიან და ცდილობენ თავს მოგვახვიონ ჩვენთვის არადამახასიათებელი და არაბუნებრივი ღირებულებები“, - განაცხადა ეხვაიამ.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 00:20

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი: ერთი წუთით მაინც რომ მქონდეს განცდა, რომ გამჭვირვალობის კანონით ვინმე, თუნდაც ხელისუფლება რუსეთისკენ მიგვაქანებს, დამერწმუნეთ, პირველი მე ვიქნებოდი რუსთაველის გამზირზე

„ძალიან მომწონს, რომ ახალგაზრდებს ასე აღელვებთ ქვეყნის ბედი, არ არიან ისინი ინდიფერენტულები ქვეყნის მომავლის მიმართ და ერთი წუთით მაინც რომ მქონდეს ისეთი განცდა, რომ ვინმე, ამ კანონით, თუნდაც ხელისუფლება მიგვაქანებს რუსეთისკენ, დამერწმუნეთ, პირველი მე ვიქნებოდი რუსთაველის გამზირზე. იცით რატომ? მე ის თაობა ვარ, რომელმაც 1989 წლის 10 აპრილს გაიღვიძა სრულ ჯოჯოხეთში! წინა დღეს 9 აპრილი მოხდა - მე მაშინ 16 წლის ვიყავი. გამოვედით ახალგაზრდები და რუსულ ტანკებს ხელებს ვურტყამდით. ვეძახდით მკვლელებს და მე მინდა რუსეთი?! ეს წარმოუდგენელია!ის თაობა ვარ, რომლის თვალწინაც გაიარა ძმათა მკვლელმა, სამოქალაქო ომმა. ჩვენი მამები და ნაცნობები ერთმანეთს ხოცავდნენ - ესეც რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული. მე როგორ მენდომება რუსეთი?! ის თაობა ვარ, რომელმაც დაკარგა აფხაზეთი.

ლუკა ეხვაია

22 აპრილი 2024, 00:11

პოლიტიკა

ლუკა ეხვაია: ვხედავთ უპრეცედენტო რამეს - ჩვენს რეგიონში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ ახალი გლობალური აქტორები. ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი

„და ვხედავთ უპრეცედენტო რამეს, რომ ჩვენს რეგიონში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ ახალი გლობალური აქტორები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი. ეს საერთოდ ყველაფერს ცვლის და ართულებს უსაფრთხოების პოლიტიკას. ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი და უნდა დავინახოთ, რომ ჩვენთვის ამ მომენტში ინფორმაცია იმაზე თუ საიდან შემოდის ფინანსები, რისთვის შემოდის და როგორ იხარჯება, არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეხვაიამ.

ლევან გიგინეიშვილი

21 აპრილი 2024, 23:49

საზოგადოება

ლევან გიგინეიშვილი ლოზუნგზე „მამული, ენა, ერთობა“: ძალიან პრეტენზიული უნდა იყო, რომ ილია ჭავჭავაძის ასეთი მნიშვნელოვანი ციტატა შეცვალო

„ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, ძალიან პრეტენზიული უნდა იყო, რომ ილია ჭავჭავაძის ასეთი მნიშვნელოვანი ციტატა შეცვალო. მე თვითონ ფილოლოგი ვარ, ქართულს ვასწავლი და ამას არ გავაკეთებდი ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.

ლევან გიგინეიშვილი

21 აპრილი 2024, 23:45

პოლიტიკა

ლევან გიგინეიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: არის მცდელობა, გაუქმდეს მსჯელობის, დისკუსიის სივრცე და ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ჭეშმარიტება ასეთ თავისუფალ დისკუსიაში დგინდება

არის მცდელობა, გაუქმდეს მსჯელობის, დისკუსიის სივრცე და ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ჭეშმარიტება ასეთ თავისუფალ სივრცეში, მსჯელობაში, დისკუსიაში დგინდება, - ამის შესახებ ფილოლოგმა, პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“, - განაცხადა.

21 აპრილი 2024, 23:38

პოლიტიკა

ლევან გიგინეიშვილი: აქამდე პოლიტბიურო იყო კრემლიდან, იმისი უნდა დაგეჯერებინა - რასაც ჩამძახებ, იმას ამოგძახებ. იგივე შეხედულება არ უნდა გქონდეს ევროპელზე

„კარგია ეს ინიციატივა, რომ ილაპარაკონ ევროპელმა პარტნიორებმა, რატომ ფიქრობენ, რომ ეს კანონი არის გადახრა დემოკრატიისგან. რატომ არის „ფარა“ სხვა და ეს სხვა? რა განსხვავებია ამ კანონპროექტსა და ევროპარლამენტში არსებულ მსგავს კანონს შორის? ვილაპარაკოთ ამაზე“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.

დავით კირკიტაძე

21 აპრილი 2024, 23:11

პოლიტიკა

დავით კირკიტაძე: რუსთავში, „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია არ მონაწილეობს საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში. ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს, რატომ ატყუებს ხალხს?

„რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს რატომ ატყუებს ხალხს? ასე რომ ძველო და ახალო ქოცებო დაგიჭამიათ ერთმანეთი!!! თქვენ ორივე პოლიტიკური ჯგუფი მარტო მაგ საქმეზე ხართ მაინც მოსული“, - წერს კირკიტაძე.

გივი მიქანაძე

21 აპრილი 2024, 22:45

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ან რატომ უნდა გავაკეთოთ ის და ამაზე პასუხი არ არის, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე

როდესაც ისმება კითხვა, რატომ აკეთებთ ამას და ეს არ გააკეთოთ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე და ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ, თუკი თქვენ გაქვთ? რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც გვქონდეს?!, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძე, „იმედის კვირას“ განუცხადა.

სოზარ სუბარი

21 აპრილი 2024, 22:15

პოლიტიკა

სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ თუ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან გვეუბნებიან, ე.ი. არ უნდა მივიღოთ, ამით შესაძლოა, რაღაც დავკარგოთ. რატომღაც ასეთი უპირობო განცდაა

საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ თუ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან გვეუბნებიან, ე.ი არ უნდა მივიღოთ და ამით შესაძლოა, რაღაც დავკარგოთ. რატომღაც ასეთი უპირობო განცდაა, რომ რადგანაც მეგობარია ის ყოველთვის შენს სასარგებლოდ მოქმედებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

სოზარ სუბარი

21 აპრილი 2024, 21:59

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და გამჭვირვალობის კანონი არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი

„საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს. მერე საქართველოს სახელმწიფომ შესაძლოა სამუდამოდ შეწყვიტოს არსებობა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ეს გამჭვირვალობის კანონი (აგენტების კანონს რომ უწოდებს კელი დეგნანი აბსოლუტურად შეგნებულად), არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ქვეყანაში, რომ შემთხვევით არ დაგვიფინანსონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა საქართველოში“, - აცხადებს სუბარი.

ზაზა შათირიშვილი

21 აპრილი 2024, 21:43

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: დღეს საქართველო ნამდვილად არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი ძალა, თავისი ძალისხმევა და მიდის თავისი გზით

„ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მივიღეთ ძალიან სერიოზული საბედისწერო გამოცდილება. დღეს ეს ყველაფერი თითქოს დაგროვდა, აკუმულირდა. ძალიან იშვიათად მქონია ისეთი განცდა, რომ ვხედავ - რაც ხდება, სწორია. დღეს საქართველო ნამდვილად არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი გადაწყვეტილება, თავისი ძალა, თავისი ძალისხმევა და მიდის თავისი გზით“, - მიიჩნევს შათირიშვილი.

ვილი სანიოლი

21 აპრილი 2024, 21:41

სპორტი

ვილი სანიოლი: დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვართ. როდესაც რაღაც მომენტში მივხვდები, რომ ნაკრებისთვის შესაფერისი მწვრთნელი აღარ ვარ, თავად წავალ

მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვართ. ყველა ქვეყანაში ასეა, როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ, ზოგს უყვარხარ და ზოგს - არა. როდესაც იგებ საუკეთესო ხარ და როდესაც აგებ - ყველაზე ცუდი, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ვილი სანიოლი

21 აპრილი 2024, 21:38

სპორტი

ვილი სანიოლი: კვეკვესკირს ვუთხარი, 3 წლის წინ ნანახი მქონდა ვიდეო, სადაც ის ტიროდა. პენალტს თუ გაიტანდა, შევქმნიდით ისტორიას, იმ ვიდეოს გაგრძელება იქნებოდა - იტირებდა ბედნიერებისგან. ფეხბურთი ასეთი ისტორიებისგან შედგება

კვეკვესკირს ვესაუბრე. ვუთხარი, რომ ნანახი მქონდა 3 წლის წინ ვიდეო, სადაც ის ტიროდა. „შენ დღეს იტირებ, მაგრამ სხვა მიზეზით“ - ეს იყო ჩემი სიტყვები. მე ეს საუბარი სულ თავში მიტრიალებდა 26-ში. სიის შედგენისას კვეკვესკირს ვუთხარი, რომ მეხუთე ყოფილიყო. თუ გაიტანდა, ჩვენ შევქმნიდით ისტორიას, ეს განცდა მქონდა. იმ ვიდეოს გაგრძელება იქნებოდა - იტირებდა ბედნიერებისგან. ფეხბურთი ასეთი ისტორიებისგან შედგება, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.

ვილი სანიოლი

21 აპრილი 2024, 21:32

სპორტი

ვილი სანიოლი: ჩვენ ვართ საქართველოში, სადაც ამდენი ფეხბურთელი არ გვყავს და ამიტომ უნდა ავირჩიო მხოლოდ ის, ვინც ნაკრებს მოუტანს შედეგს, პოზიტივს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩემს არჩევანს ყოველთვის გულშემატკივარი ვერ ხსნის

ხშირად დავდივარ ფეხბურთელების თამაშებზე. როდესაც ვხედავ, რომ ფეხბურთელი უშვებს შეცდომას და ერთი და იგივე შეცდომა სხვა მატჩებზეც 2-ჯერ და 3-ჯერ მეორდება, ჩემთვის ნათელია, რომ მე მას ნაკრებში ვერ წავიყვან, რადგან შეცდომებს ვერ დავამატებ. რატომ? იმიტომ რომ ამას შინაგანად უკვე გამოცდილებიდან ვგრძნობ და შეიძლება ვერ ავხსნა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.