15 აპრილი 2024, 00:45 / სანდო წყარო

გიორგი კალანდია: ვარ ევროპელი, მინდა ევროპაში - ამის მიღწევა მხოლოდ ლოზუნგებით შეუძლებელია. ამას სჭირდება საქმე და ამ საქმეს აკეთებენ ის ინტელექტუალები, რომლებიც ხშირად ეკრანს მიღმა არიან დარჩენილი

გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია

ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“, პოლონეთიდან ჩართვისას, 17 აპრილს კრაკოვში დაგეგმილი გამოფენის - „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ შესახებ ისაუბრა.

კალანდიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ქართული კულტურის შესახებ „თემების გადაფარვა ხდება“, როგორიც არის თუნდაც, აღნიშნული გამოფენა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახლად დაფუძნებული „საზოგადოება ქართული“, რომლის საინიციატივო ჯგუფის წევრი თავადაც არის, ხელს შეუწყობს ქართული კულტურის საკითხების წინ წამოწევას.

„დაახლოებით, 10 ქართულ მუზეუმთან ერთად გამოფენაში მონაწილეობს ევროპის ყველაზე დიდი მუზეუმები, ეს არის ლუვრი და ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი. ამ გამოფენის ლაიტმოტივია, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის აკვანი.

აი, როდესაც ასეთი თემების გადაფარვა ხდება და ამის სათანადოდ მიტანა ვერ ხდება საზოგადოებასთან, სწორედ ამიტომ მგონია, რომ შეიქმნა „საზოგადოება ქართული“ და მიზანიც ეს არის. ვარ ევროპელი, მინდა ევროპაში - ამის მიღწევა მხოლოდ ლოზუნგებით შეუძლებელია. ამას სჭირდება საქმე და ამ საქმეს აკეთებენ ის ინტელექტუალები, რომლებიც ხშირად ეკრანს მიღმა არიან დარჩენილი. თუმცა, თავისი დაუზოგავი, დაუღალავი შრომით სამშობლოს საკეთილდღეოდ იღვწიან“, - განაცხადა კალანდიამ.

მისი თქმით, მიუხედავად ანგაჟირებული სიტუაციისა, ადამიანებმა უნდა იპოვონ ადგილი დიალოგისთვის.

„დღეს პრეზენტაციაზე დავინახე ის სახეები, რომლებიც ჩემი მასწავლებლები იყვნენ და რომლებმაც ქართული ისტორიოგრაფია შექმნეს, ან ქართულ ლიტერატურაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამ ადამიანების წინა პლანზე გამოყვანა აუცილებელია. მართალი გითხრათ, ცოტა დაგვიანებული მგონია. თითქოს, ეს ადამიანები დავიწყებას მიეცნენ „დაბუსტული“ გმირებისა და ფსევდოავტორიტეტების გამო და მგონია, დავაგვიანეთ. ამიტომ აუცილებელია, მათი ავტორიტეტული სიტყვის წარმოჩენა. მათი ავტორიტეტული სიტყვა ეფუძნება არა ზედაპირულ რეკლამას, არამედ მათ მიერ წლების განმავლობაში გაწეულ დიდ შრომას. ვფიქრობ, ამ ადამიანების სიტყვა დიდ შედეგს გამოიღებს“, - აღნიშნა კალანდიამ.

ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 04:51

მსოფლიო

ირანელი მაღალჩინოსანი: ირანი სამიზნედ ამოიღებს ნებისმიერი ქვეყნის რეგიონულ ბაზას, რომელიც დაიცავს ისრაელს

ირანელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ირანი გააძლიერებს ისრაელზე თავდასხმებს და სამიზნედ ამოიღებს ნებისმიერი ქვეყნის რეგიონულ ბაზებს, რომელიც ისრაელის დაცვას შეეცდება.

14 ივნისი 2025, 03:54

მსოფლიო

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანის მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში საწვავისა და საბრძოლო მასალების საწყობზე, ასევე რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავზე მიიტანეს იერიში.

დენი დანონი

14 ივნისი 2025, 03:11

მსოფლიო

გაეროში ისრაელის ელჩი: ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისრაელისთვის გადარჩენის საკითხი იყო

გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ პარასკევს დილით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისრაელისთვის გადარჩენის საკითხი იყო.

14 ივნისი 2025, 02:55

მსოფლიო

ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილი ისრაელელი ქალი გარდაიცვალა

ისრაელელი ქალი, რომელიც ცენტრალურ ისრაელში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად მძიმედ დაიჭრა, პარასკევს ღამით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

14 ივნისი 2025, 02:38

მსოფლიო

თელ-ავივსა და იერუსალიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

ირანული რაკეტების თავდასხმის ფონზე თელ-ავივსა და იერუსალიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 02:20

მსოფლიო

„ცაჰალი“: განგაშის ხმა ისრაელის მთელ ტერიტორიაზე ისმის

კიდევ ერთხელ, მილიონობით ისრაელელი ამჟამად თავშესაფრებისკენ გარბის, რადგან ირანიდან განხორციელებული მორიგი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განგაშის ხმა ისრაელის მთელ ტერიტორიაზე ისმის, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

14 ივნისი 2025, 02:16

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების მესამე ტალღა გაუშვა

ცოტა ხნის წინ, ისრაელის რამდენიმე რაიონში განგაშის ხმა გაისმა, მას შემდეგ, რაც ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაფიქსირდა, - განაცხადეს ისრაელის თავდაცვით ძალებში.

14 ივნისი 2025, 02:10

მსოფლიო

მედია: თეირანში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

Agence France-Presse-ის კორესპონდენტის ცნობით, თეირანში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.

14 ივნისი 2025, 02:01

მსოფლიო

ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის ორ საჰაერო ბაზას დაარტყა

ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ირანის საჰაერო ძალების ორ ბაზაზე - „ჰამადანსა“ და „თავრიზზე“ მიიტანა იერიში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

14 ივნისი 2025, 01:56

მსოფლიო

ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა განიხილეს.

14 ივნისი 2025, 01:48

მსოფლიო

ირანმა საჰაერო სივრცე 14 ივნისის 14:00 საათამდე დახურა

ირანმა განაცხადა, რომ მისი საჰაერო სივრცე ფრენებისთვის 14 ივნისის 14:00 საათამდე დაიხურება.

14 ივნისი 2025, 01:44

მსოფლიო

გაეროში ირანის ელჩი: ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ თავდასხმებს 78 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები, ხოლო 320-ზე მეტი - დაშავდა

გაეროში ირანის ელჩმა, ამირ ირავანიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ თავდასხმებს 78 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები, ხოლო 320-ზე მეტი - დაშავდა.

რაფაელ გროსი

14 ივნისი 2025, 01:30

მსოფლიო

რაფაელ გროსი: ისრაელმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე საწვავის გამდიდრების მიწისზედა დანადგარი გაანადგურა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ისრაელმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე საწვავის გამდიდრების მიწისზედა დანადგარი გაანადგურა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 ივნისი 2025, 01:00

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: დადგა დრო, რომ ირანელი ხალხი გაერთიანდეს თავისი დროშისა და ისტორიული მემკვიდრეობის გარშემო, რათა დაიცვას თავისი თავისუფლება ბოროტი და მჩაგვრელი რეჟიმისგან

ისრაელის ოპერაციის მიზანი ისლამური რეჟიმის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის თავიდან აცილებაა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში.

14 ივნისი 2025, 00:47

მსოფლიო

ისრაელის სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა

ისრაელის სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა.

14 ივნისი 2025, 00:01

მსოფლიო

CNN: აშშ ისრაელს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა

ისრაელური წყაროების ცნობით, აშშ ისრაელს პარასკევს საღამოს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა.

13 ივნისი 2025, 23:55

მსოფლიო

CNN: ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები

ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები. ამის შესახებ CNN-ს ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

13 ივნისი 2025, 23:50

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს: რეჟიმმა არ იცის, რა დაატყდა თავს, ან რა დაატყდება - ის არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი

ირანელი ხალხისადმი მიმართავდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას, „ადგნენ და გააგონონ თავიანთი ხმა“ და განაცხადა, რომ ისრაელის ბრძოლა არა მათ წინააღმდეგ, არამედ ირანის მთავრობის წინააღმდეგ არის.

ემანუელ მაკრონი

13 ივნისი 2025, 23:38

მსოფლიო

მაკრონი: ირანს მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრება ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ირანს მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრება ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის.

ისრაელ კაცი

13 ივნისი 2025, 23:27

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლას რეჟიმმა ძალიან მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი საზარელი ქმედებებისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა მას შემდეგ, რაც გაბედა რაკეტების გაშვება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის თავშეყრის ადგილების მიმართულებით“.