16 მაისი 2024, 20:12 / სანდო წყარო

ავთანდილ ვარსიმაშვილი: როგორც თეატრის ხელმძღვანელი, ვალდებული ვარ პატივი ვცე როგორც მაყურებელს, ასევე მსახიობებს და ტექნიკურ პერსონალს, არ დავუშვა მხარეებად დაყოფა

თავისუფალი თეატრი რატომ სდუმსო. არ სდუმს. მუშაობს. ყოველდღე, უჩვენებს სპექტაკლებს გადაჭედილ დარბაზებში. ხშირად გასტროლებს ვმართავთ როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქალაქებში. ეს წინასიტყვაობა იყო, ახლა მთავარს მოგახსენებთ! ჩვენი თეატრის არც მაყურებელი და არც თეატრში მომუშავე ადამიანები არ არიან ერთსახოვანნი და ყველას სხვადასხვა შეხედულებები და პოზიცია აქვს, - წერს „თავისუფალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ვარსიმაშვილის განცხადებით, თეატრი სახელმწიფოს პატარა მოდელია და მას, როგორც ხელმძღვანელს აქვს ვალდებულება, როგორც მაყურებლების, ისე მსახიობებისა და ტექნიკური პერსონალის განსხვავებულ აზრს პატივი სცეს.

მისივე განმარტებით, ევროპა და ევროპელობა უპირველესად, ადამიანის პიროვნული არჩევანის და მისი თავისუფლების პატივისცემაა და ინდივიდუალურად ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„თავისუფალი თეატრი რატომ სდუმსო. არ სდუმს. მუშაობს. ყოველდღე, უჩვენებს სპექტაკლებს გადაჭედილ დარბაზებში. ხშირად გასტროლებს ვმართავთ როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქალაქებში. ეს წინასიტყვაობა იყო, ახლა მთავარს მოგახსენებთ! ჩვენი თეატრის არც მაყურებელი და არც თეატრში მომუშავე ადამიანები არ არიან ერთსახოვანნი და ყველას სხვადასხვა შეხედულებები და პოზიცია აქვს. თეატრი სახელმწიფოს პატარა მოდელია. ზოგი ოპოზიციას უჭერს მხარს, ზოგი ხელისუფლებას . ჩვენი მაყურებელი, ზოგი ერთ მიტინგზე დადის, ზოგი - მეორეზე. არიან ისეთებიც, რომლებსაც არც ერთი პოზიცია არ მოსწონს. სამივე მხარე ჩვენი მაყურებელია, რომელიც მიტინგების დროსაც ავსებს დარბაზს, ზოგს სურს მიტინგის გაგრძელება იხილოს, ზოგს კი პირიქით, სურს მიტინგს განერიდოს და მხოლოდ დაისვენოს.

მსახიობებს და ტექნიკურ პერსონალსაც სხვადასხვა შეხედულებები აქვს, თეატრი არაა საჯარისო ფორმირება რომ ყველას უბრძანო ერთ აზრზე იყვნენ. (იქაც კი არის მომენტი, როდესაც თუ აცნობიერებ, რომ დანაშაულებრივი ბრძანებაა, არ უნდა შეასრულო). მე როგორც თეატრის ხელმძღვანელი ვალდებული ვარ პატივი ვცე როგორც ჩვენს მაყურებელს, ასევე ჩემს მსახიობებს და ტექნიკურ პერსონალს, პატივი ვცე თითოეულის პოზიციას, თითოეულის აზრს, არ დავუშვა მხარეებად დაყოფა და დიქტატის სახით, სიტყვიერად არ მოვახვიო ვინმეს ერთი პოზიცია და არ შევუქმნა თეატრში მოსულ თუნდაც ერთ ადამიანს რაიმე დისკომფორტი.

თეატრში გაკეთებულ ნებისმიერ პოლიტიკურ დეკლარაციას აუცილებლად ჰყავს მოწინააღმდეგე როგორც მაყურებელში, ასევე თეატრის თანამშრომლებში. შენ რომ ერთ აზრს გამოაცხადებ სცენიდან, იქვე გვერდით მდგარ მსახიობს სხვა აზრი შეიძლება ჰქონდეს,ისევე როგორც დარბაზში მსხდომებს. სხვა საკითხია სპექტაკლით, მხატვრული სახეებით ნათქვამი, იქ განზოგადება და მსჯელობაა თემაზე. ევროპა და ევროპელობა უწინარეს ყოვლისა ადამიანის პიროვნული არჩევანის და მისი თავისუფლების პატივისცემაა. ინდივიდუალურად, თავისი სახელით, თავისუფალი თეატრის ყველა თანამშრომელს აქვს უფლება აკეთოს ნებისმიერი განცხადება და აკეთებენ კიდეც, მიტინგებზეც დადიან და ინტერვიუებსაც იძლევიან, მაგრამ თეატრის სახელით საჯარო განცხადებების უფლება მეც კი არ მაქვს, თუ ეს არ იქნება ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული,რადგან თავისუფალი თეატრი დემოკრატიული ინსტიტუციაა, სადაც ყველა პიროვნებაა და ყველას თავისი აზრი და პოზიცია აქვს. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი პირადი აზრი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვთქვი, როცა პირველად იხილავდნენ ამ კანონს, რომ ყველაფერი რაც ხელს უშლის ჩვენს მისწრაფებას ერთიანი ევროპული სივრცისკენ, ჩემთვის მიუღებელია და რომ რუსეთი და მისი იმპერიული ინტერესები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ამ მისწრაფებას. მხოლოდ ევროპაა ჩემი არჩევანი და ამ აზრს არასოდეს შევიცვლი. აქვე მინდა მათ გასაგონად ვთქვა, ვინც ასე დაუზარებლად აფრიალებს 2 წლის წინანდელ ვიდეო კადრების ამონარიდს სადაც მადლობას ვუხდი კულტურის მინისტრს დახმარებისათვის.

თეა წულუკიანმა მაშინ თეატრისათვის გააკეთა ის, რაც მისმა წინამორბედმა 9 მინისტრმა, 20 წლის მანძილზე არ და ვერ გააკეთა. თეა წულუკიანამდე არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ოცნების კულტურის წინა მინისტრებმა არ დააფინანსეს თავისუფალი თეატრი არც ერთი თეთრით. დიახ, გადავუხადე მადლობა და დღესაც ვუხდი ამისთვის მადლობას. უმადურობა და დაუნახაობა ცოდვაა. დაუწერელი კანონია, როცა ადამიანი სიკეთეს გიკეთებს, მას მადლობა უნდა უთხრა ამ სიკეთისათვის და ვისაც ეს არ ესმის, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს ჩემი მადლობის სიტყვები არანაირ ვალდებულებას არ გვაკისრებს, რომ კრიტიკული არ ვიყოთ სახელმწიფოსადმი, რადგან თავისუფალი თეატრი დღიდან დაარსებისა იყო, არის და იქნება სოციალურ - პოლიტიკური თეატრი, 23 წლის მანძილზე არც გვეშინოდა და არც ახლა გვეშინია ვინმესი, ვგმობდით და ყოველთვის , დავგმობთ ძალადობას, ოღონდ თეატრის სათქმელს ყოველთვის ვამბობდით მხოლოდ ჩვენი სპექტაკლებით. მათ ვისაც არ ახსოვს შევახსენებ, რომ შევარდნაძის დროს დავდგით „კომედიანტები”, “ ჯინსების თაობა”, “ პროვოკაცია” ,“ ტელემისტერია”, სააკაშვილის დროს “ ძმები”, “ იდიოტოკრატია” და გადავიღეთ “ ყველაფერი კარგად იქნება”, ხოლო ოცნების დროს „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს”, „სხვების ცხოვრება”, “ 2030”, სხვა სპექტაკლებიც შემიძლია დავასახელო, მაგრამ ესენიც საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ: თეატრის კურსი არ შეცვლილა 23 წლის მანძილზე და გარწმუნებთ არც შეიცვლება. ამიტომ, თუ ვინმეს ჩვენი პოზიცია აინტერესებს, მოვიდეს და ნახოს ჩვენი სპექტაკლები. ღრმად მწამს, რომ თეატრმა მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა გამოხატოს თავისი სპექტაკლებით და არა ქაღალდზე დაწერილი დეკლარაციებით. ჩვენ მუდამ გვახსოვს, რომ ვართ თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს!" - წერს ავთანდილ ვარსიმაშვილი.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 მაისი 2024, 09:08

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში ჩავა

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში ჩავა. ბელგიის დედაქალაქში, ქვეყნებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმება იგეგმება. იქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, მადრიდში, ესპანეთის პრემიერ მინისტრთან ერთად მოაწერა ხელი.

ჟოზეფ ბორელი

28 მაისი 2024, 09:03

მსოფლიო

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირში შეთანხმდნენ, აღადგინონ სასაზღვრო დახმარების მისია რაფაჰში

„რაფაჰში ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისიის აღდგენაზე მწვანე შუქი აგვინთეს. ამან შესაძლოა, სასარგებლო როლი შეასრულოს ღაზაში ხალხის შესვლისას ან გამოსვლისას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს პალესტინის ხელისუფლებასთან, ეგვიპტელებთან და ცხადია, ისრაელის მთავრობასთან კოორდინაციით“, - თქვა ბორელმა.

28 მაისი 2024, 08:54

მსოფლიო

პარიზში, მადრიდსა და ბარსელონაში ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა

ისრაელის მიერ რაფაჰზე​​​​​​​ განხორციელებული თავდასხმის გასაპროტესტებლად, აქციები გაიმართა ევროპაში. ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა პარიზში, მადრიდსა და ბარსელონაში.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის ხალხის შეძახილებიც. „მთელ მსოფლიოს სძულს ისრაელი“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი კახიანი

28 მაისი 2024, 08:47

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ ისე არ არის, ყველა სახელმწიფო ფიქრობდეს, კანონის მიღება ევროპის გზაზე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს

„ბატონი ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა სახელმწიფოს პოზიცია არ არის ერთგვაროვანი და ისე არ არის, რომ ყველა სახელმწიფო ერთნაირად ფიქრობდეს, რომ ამ კანონის მიღება ჩვენთვის ევროპის გზაზე რამე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს. ჩვენთვის ამ კანონის მიღება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ყველა სახელმწიფოსთვის დღეს ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს კანონი შეიძლება მისაღები იყოს სხვა სახელმწიფოებში და ჩვენთვის რატომღაც, გაუგებარი მიზეზების გამო თურმე ეს არის მიუღებელი, ბუნებრივია, ეს არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

28 მაისი 2024, 08:38

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა თანამემამულეს დიასპორის დღეს ულოცავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლიერებას გამოთქვამს, თითოეული იმ თანამემამულის მიმართ, რომელთა ძალისხმევა მიმართულია დიასპორაში და განსაკუთრებით მის მოზარდ თაობაში, ეროვნული იდენტობის, მშობლიური ენის შენარჩუნების, საზღვარგარეთ საქართველოსა და მისი კულტურის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის, საქართველოსა და დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ.

28 მაისი 2024, 08:26

საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. ასევე, მოქალაქეები, რომლებიც აპირებენ ჩინეთში 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, მედიასაშუალებაში ან სხვა სახის საქმიანობას, ვალდებული არიან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლამდე შეიტანონ განაცხადი შესაბამისი ვიზის მისაღებად.

28 მაისი 2024, 08:08

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ

დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ. საკითხის ირგვლივ უკვე იმსჯელეს იურიდიულ კომიტეტზე, სადაც ზურაბიშვილის მდივანმა ვეტოს მართებულობაზე საუბრისთვის ვერც ბოლო კანონიერი შანსი გამოიყენა და კომიტეტზე კანონის შესახებ არ ისაუბრა.

28 მაისი 2024, 08:01

მსოფლიო

რუსული საოკუპაციო ძალა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე იერიშებს განაგრძობს

რუსული საოკუპაციო ძალა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე იერიშებს განაგრძობს. ეგრეთ წოდებული ,,კორექტირებადი ბომბებით’’ დაიბომბა ქალაქი ხარკოვი, თავდასხმას, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დონებით თავდასხმები განხორციელდა ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებზეც. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, მძიმე ვითარებაა დონეცკის ოლქში, სოფელ კონსტანტონოვკასთან,

28 მაისი 2024, 02:05

პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭო: წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი საქართველოში კანონის ამოქმედების შემთხვევაში

წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

28 მაისი 2024, 01:26

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ რაფაჰზე საჰაერო იერიშის შესახებ: გასულ ღამეს ტრაგიკული შეცდომა მოხდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ტრაგიკულ შეცდომას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო იერიშს რაფაჰზე მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

28 მაისი 2024, 00:44

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა მამის გვარზე უარი თქვა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა ვივიენმა მამის გვარზე უარი თქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

პიტერ სიიარტო

28 მაისი 2024, 00:16

მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სულ უფრო გიჟური ხდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სულ უფრო გიჟური ხდება.

გიორგი კახიანი

28 მაისი 2024, 00:10

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ ისე არ არის, ყველა სახელმწიფო ფიქრობდეს, კანონის მიღება ევროპის გზაზე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს პოზიცია ერთგვაროვანი არ არის.

27 მაისი 2024, 23:54

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სოკოს ნიღაბი მორგებული

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სოკოს ნიღაბი მორგებული

27 მაისი 2024, 23:49

მსოფლიო

ფრანგული მედია: საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნას

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის სასწავლო ცენტრებში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

27 მაისი 2024, 22:51

რეგიონი

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა” და თურქულ კომპანია ATLAS İNŞAAT SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გაფორმდა.

27 მაისი 2024, 21:40

პოლიტიკა

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები შალვა პაპუაშვილს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ.

ჯორჯია მელონი

27 მაისი 2024, 21:23

მსოფლიო

იტალიის პრემიერი ეწინააღმდეგება სტოლტენბერგის მოწოდებას რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ დასავლური იარაღის გამოყენების თაობაზე

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ეწინააღმდეგება უკრაინისათვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის მიზნით გამოყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

27 მაისი 2024, 21:10

საზოგადოება

მაყურებლის ფავორიტი მეგაშოუ სიურპრიზებით ბრუნდება - „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონი დღეს იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეგაშოუს მესამე სეზონი 22:00 საათზე დაიწყება. შოუს ახალი წამყვანი რუსკა მაყაშვილია, განახლებულია დეტექტივების შემადგენლობაც.

ვოლოდიმირ ზელენსკი პედრო სანჩესი

27 მაისი 2024, 21:01

მსოფლიო

ზელენსკი: ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით

ესპანეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.