17 მაისი 2024, 12:25 / სანდო წყარო

კანის კინოფესტივალზე ქართული დელეგაცია შეხვედრებს აგრძელებს

კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარეობისას ქართული დელეგაციის წევრებმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას, ხელმძღვანელობით კინოს სფეროს არაერთ წარმომადგენელთან წარმატებული შეხვედრა გამართეს.

შედგა შეხვედრა საერთაშორისო მედია კონსულტანტ კარლოს ჰერტელთან საქართველოში განათლების პროგრამების შესაძლო დანერგვასთან, უცხოურ მედიაში ქართული კინოს ხილვადობის გაზრდასთან და დისტრიბუციის სტრატეგიებთან დაკავშირებით.

კანის კინოფესტივალის სელექტორთან, ჟოელ შოპრონთან განხილული იქნა შემდეგი წლისთვის ფესტივალზე მეტი ქართული პროექტის წარდგენის შესაძლებლობები.
ინგლისელ პროდიუსერ დევიდ გრუმისთან განიხილეს საქართველოში უცხოური პროექტების გადაღებების შესაძლებლობები.

თესალონიკის კინოფესტივალის წარმომადგენელ დიმიტრი კერკინოსთან შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე, ფესტივალზე უახლესი ქართული ფილმების წარდგენაზე, იმსჯელეს საბერძნეთის სინემატეკასთან კლასიკური და თანამედროვე ქართული ფილმების რეტროსპექტივის დაგეგმვის თაობაზე.

საქართველოში მხატვრული ფილმის შესაძლო გადაღებების შესახებ იმსჯელეს თურქეთში საფრანგეთის საელჩოს რეგიონულ ატაშესთან (აუდიოვიზუალური მიმართულებით) - ფლორენს სინიფრედისთან.
სტუდია ZARASTARS-ის კომერციულ დირექტორ აშვანი კუმართან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მხატვრული ფილმების გადაღების უპირატესობებზე.

ფესტივალ „კოტბუსიის“ წარმომადგენელთან, პროგრამის დირექტორ ბერნდ ბუდერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამ ფესტივალზე ქართული ფილმების წარდგენას.

Custom productions-ის წარმომადგენელთან, პროდიუსერ გურამ გაბუნიასთან მხარეებმა ქართული ფილმების განვითარებისა და საქართველოში კომპანიის ფილიალის გახსნის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში პროდიუსერებისათვის ვორქშოპების ჩატარებისათვის მზადყოფნაც გამოხატეს.
კინოფესტივალის მიმდინარეობისას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია კინოსფეროს კიდევ არაერთ წარმომადგენელს შეხვდება.

როგორც ცნობილია, 14-25 მაისს ქ. კანი მასპინძლობს 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელშიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი პავილიონით მონაწილეობს. კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგენილი საქართველოს პავილიონი წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით კინოცენტრის დელეგაციაში არაერთი ქართველი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქვეყნის კინოწარმოების განსავითარებლად. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.

კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამ მიზნით საქართველოს პავილიონში ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ - წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის მარტში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინო ბაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც კინოფესტივალის ბაზრობაზე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის, ,,მოქალაქე წმინდანის“, ჩვენება გაიმართება. ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და არის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.

ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის კინოკომპანიებთან, პროდიუსერებთან, საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამების შემდგენლებთან და არაერთი ერთობლივი პროექტი დაგეგმეს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2024, 00:20

კულტურა

თეიმურაზ ლეჟავა იაპონიაში საქართველოს დღეებზე: ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან დიდი მეგობრობა გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, უფრო დიდ ტრადიციად იქცევა

ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან დიდი მეგობრობა გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, უფრო დიდ ტრადიციად იქცევა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ ტოკიოში მიმდინარე საქართველოს დღეების შესახებ.

ირაკლი ბენდელიანი

15 ივნისი 2024, 23:58

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მომდევნო კვირიდან უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩებს ორის დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობას ვიწყებთ - ეს ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია

„ამ გვირაბის სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2-3 წუთში, შესაძლებელი იქნება ქავთარაძის ქუჩაზე და შემდგომ ვაჟა-ფშაველაზე გადაადგილება. ეს იქნება დაახლოებით 8-თვიანი პროექტი. იანვრის თვეში გვირაბის სამუშაოები დასრულებული გვექნება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი კირცხალია

15 ივნისი 2024, 22:49

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: საზოგადოება მათ საბოლოო განაჩენს გამოუტანს და ბიულეტენთან შეაფასებს - მოემზადონ 26 ოქტომბრისთვის

ოპოზიციამ ქარტიაზე ხელის მოწერით ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ამის შემდეგ საერთო სიას გააკეთებენ, ერთი ცენტრი იქნება, ორი თუ სამი, ამაზე ერთი პასუხია - შესაკრებთა განადაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისინი მაინც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არიან, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ „ქრონიკაში“ ოპოზიციის საერთო სიებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

15 ივნისი 2024, 22:40

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე კომპანიებს ვუწევთ 24 საათიან მონიტორინგს

ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე კომპანიებს ვუწევთ 24 საათიან მონიტორინგს, - განაცხადა „ქრონიკაში“ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

კახა ჭუმბურიძე

15 ივნისი 2024, 22:14

სპორტი

კახა ჭუმბურიძე: ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ გუნდი მოემზადოს, ბიჭებიც კარგ განწყობაზე არიან - ველოდებით გულშემატკივარს

გერმანელებს დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი ტურნირების მოწყობის, არაჩვეულებრივი მასპინძლები არიან, როგორც კი ჩამოვედით, ეს იმ წუთშივე იგრძნობოდა, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

15 ივნისი 2024, 22:07

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: 9 აპრილის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა „ქრონიკაში“ 9 აპრილის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ორივე პროექტზე სამუშოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს.

დიმიტრი ხუნდაძე

15 ივნისი 2024, 21:47

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალებმა ვერ შექმნეს ვერანაირი წინაპირობა იმისა, რომ არჩევნებში მათთვის სასურველი შედეგი დააყენონ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ირჩევენ დესტრუქციას

ოპოზიციის მხრიდან წარმოებული დესტრუქციული კამპანიის უკან, რაც საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების ბულინგში გამოიხატება, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერასა და წახალისებას ხედავს „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციას სხვა რესურსი, გარდა დესტრუქციის, არ აქვს.

ირაკლი კირცხალია

15 ივნისი 2024, 21:19

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩინეთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია თითქმის ყველასთან და ვისთანაც არ არის, ყველა ცდილობს დაარეგულიროს და ააწყოს მასთან სტრატეგიული სავაჭრო ურთიერთობები - ჩვენ ეს გავაკეთეთ

ჩინეთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია თითქმის ყველასთან და ვისთანაც არ არის, ყველა ცდილობს მასთან დაარეგულიროს და ააწყოს სტრატეგიული სავაჭრო ურთიერთობები და ჩვენ ეს გავაკეთეთ, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კირცხალია

15 ივნისი 2024, 20:57

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ვხედავთ, რა ხდება ევროპის შუაგულში, ახლო აღმოსავლეთში, რა ხდებოდა ჩვენს სამეზობლოში ერთი წლის, ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ინარჩუნებს მშვიდობას

ვხედავთ, რა ხდება ევროპის შუაგულში, ახლო აღმოსავლეთში, რა ხდებოდა ჩვენს სამეზობლოში ერთი წლის, ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ინარჩუნებს მშვიდობას, - განაცხადა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

დიმიტრი ხუნდაძე

15 ივნისი 2024, 20:53

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა სცადა, რომ ფეხბურთელების დაჯილდოების საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ექცია და პოლარიზაციის ინსტრუმენტად გამოეყენებინა იმიტომ, რომ დღეს ფეხბურთი აქტუალური თემაა

„მორიგი უღირსი საქციელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე წარმომადგენლისთვის ღირსების ორდენები არ მიეკუთვნებინა.

ირაკლი კირცხალია

15 ივნისი 2024, 20:37

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაევროპული და გამჭვირვალობის შესახებ კანონი ჩაითვალოს ევროპული კურსიდან გადახვევად

„გასაოცარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობის კანონი იყოს რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. კანონი, რომელიც მათ ქვეყნებში მოქმედებს, რომელიც მათთან სუვერენიტეტის გამყარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას აძლიერებს როგორ შეიძლება იგივე, ბევრად რბილი კანონი ჩვენთან დემოკრატიას ძირს უთხრიდეს?!“

ირაკლი კირცხალია

15 ივნისი 2024, 20:30

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე: წარდგენილი სია სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა, ასეთ სასიხარულო, აპოლიტიკურ, ეროვნულ თემაზე რომ ასეთ დაყოფას შემოიტან, ეს პოლიტიკური ინტერესია

წარდგენილი სია სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა, ასეთ სასიხარულო, აპოლიტიკურ, ეროვნულ თემაზე რომ ასეთ დაყოფას შემოიტან, ეს პოლიტიკური ინტერესია, - განაცხადა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებზე, რომელმაც ღირსების ორდენით დაჯილდოებისთვის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია დააკორექტირა და ღირსების ორდენი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს არ გადასცა.

მიშო ჯავახიშვილი

15 ივნისი 2024, 19:28

კულტურა

მიშო ჯავახიშვილი: ხვალ ღონისძიება გაიმართება ტოკიოს ერთ-ერთ ულამაზეს ბაღში, მონაწილეობენ აქ მცხოვრები ქართველები, ასევე იაპონელები, რომლებიც ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერას და ცეკვას

ხვალ ღონისძიება გაიმართება ტოკიოს ერთ-ერთ ულამაზეს ბაღში, მონაწილეობენ აქ მცხოვრები ქართველები, ასევე იაპონელები, რომლებიც ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერას და ცეკვას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა იაპონიაში მიმდინარე საქართველოს დღეებთან დაკავშირებით.

15 ივნისი 2024, 19:00

კულტურა

მიშო ჯავახიშვილი: იაპონიაში კარგად იცნობენ საქართველოს, ქართულ კულტურას, ქართულ სიმღერას - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ტიპის ფესტივალები ტარდება

იაპონიაში კარგად იცნობენ საქართველოს, ქართულ კულტურას, ქართულ სიმღერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ტიპის ფესტივალები ტარდება, - ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

რევაზ სოხაძე

15 ივნისი 2024, 18:58

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ხშირად, ჩვენი ოპონენტებისგან მაღლივი ნაგებობების დემონიზირება ხდება - დილეტანტურად ჟღერს, როდესაც ცათამბჯენს სალანძღავ სიტყვად იყენებენ

„მთელ მსოფლიოში მაღლივი კორპუსი მიიჩნევა, რომ არის მიწის რესურსის ეფექტური გამოყენების საშუალება. იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არის, მაღლივი კორპუსები პირიქით, უფრო მისასალმებელია, უფრო კარგია მათ შორის ქალაქისთვის და ამაში ცუდი არაფერია. რატომ ახდენენ ჩვენი ოპონენტები ამ თვალსაზრისით აპელირებას, ჩემთვის გაუგებარია“.

დიმიტრი ხუნდაძე

15 ივნისი 2024, 18:30

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ

ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

რევაზ სოხაძე

15 ივნისი 2024, 18:29

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ცენტრალური პარკი შენდება. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და უკვე მოწყობილი ტერიტორია საჩუქრად გადაეცემა თბილისს - ათეულობით წელია ასეთი პროექტი არ განხორციელებულა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, „დღის ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ იპოდრომზე, დაახლოებით 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს.

დიმიტრი ხუნდაძე

15 ივნისი 2024, 17:57

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სანქციებით, მმართველ გუნდზე სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ცდილობენ სული ჩაუბერონ გონებამიხდილ ოპოზიციას, რომ როგორმე მათი რეანიმაცია მოახდინონ და არჩევნებზე რაღაც მაჩვენებელი დაადებინონ

„ნაციონალური მოძრაობა“ დაყოფილი თუ გაერთიანებული, ერთი და იგივეა. ესენი არიან ძველი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, რომელთა მძიმე წარსული საზოგადოებას ახსოვს. ამიტომ, ფერისცვალებით ახლებურად ვერ წარდგებიან საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ანგარიშის მოსმენისას „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

15 ივნისი 2024, 17:55

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რაიმე პოლიტიკური მდგენელის შემოტანა უბრალოდ მიუღებელია და ეს არის პრეზიდენტის მხრიდან უმსგავსობა. მწვრთნელი არც „ქოცია“ და არც „ნაცი“, თორემ ალბათ, იმასაც იკისრებდა, ნაკრები თავად დაეკომპლექტებინა

პრეზიდენტის მხრიდან ეს არის პოლარიზაციის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა. ერთობა ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალ მნიშვნელობას იძენს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს სახელმწიფო ჯილდო არ გადასცა.

15 ივნისი 2024, 17:23

საზოგადოება

თბილისში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის ყრილობა გაიმართა

შეხვედრაზე განიხილეს და დაამტკიცეს ოფიცერთა ეთიკის კოდექსი და ასოციაციის კომისიების, სამუშაო ჯგუფების დებულებები.