21 მაისი 2024, 14:22 / სანდო წყარო

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში კურტ ელინგისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალზე გაიმართა ჯაზ მომღერლის, „გრემის“ ორგზის მფლობელის, კურტ ელინგისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.

საღამოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კურტ ელინგმა მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ მომღერლებს შორის დაიმკვიდრა ადგილი და 25-წლიანი საშემსრულებლო კარიერის განმავლობაში მოიპოვა სამი „ვოკალური ჯაზის პრიზი“ საფრანგეთში, ორი „ექოს პრიზი“ გერმანიაში, ორი „ედისონის პრემია“ ნიდერლანდებში და 16-ჯერ იყო წარდგენილი „გრემის“ მოსაპოვებლად. 14 წლის განმავლობაში ის იყო კრიტიკოსთა და მსმენელთა გამოკითხვების ლიდერი და 12-ჯერ მოიგო ჯაზის ჟურნალისტთა პრემია ნომინაციაში „წლის საუკეთესო ვოკალისტი“.
ელინგი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორიც არიან ბრენფორდ მარსალისი, დანილო პერესი, სტეფონ ჰარისი, ფრედ ჰერში, ჯეიმს მორისონი და ჩარლი ჰანტერი. ასევე ინტენსიურად გამოდიოდა ისეთ ანსამბლებთან, როგორიც არის კლეიტონ-ჰამილტონის ორკესტრი, ნაციონალური ახალგაზრდული ორკესტრი, ბობ მინცერის ბიგბენდი, ბი-ბი-სის სიმფონიური ორკესტრი, მეტროპოლის ორკესტრი (ჰოლანდია), ირლანდიური რადიოსა და ტელევიზიის ორკესტრი, შოტლანდიის ნაციონალური ჯაზორკესტრი და დასავლეთ გერმანიის რადიომაუწყებლობის ორკესტრი.

ელინგი ყოველთვის ახლებურად ამუშავებს ცნობილი კომპოზიტორების - ჯონ კოლტრეინის, კიტ ჯარეტის, პეტ მეთენის, ჯაკო პასტორიუსის, უეინ შორტერისა და ჯო ზავინულის კომპოზიციებს. გარდა ამისა, იგი მონაწილეობდა ჩიკაგოს თეატრის ინტერდისციპლინური სპექტაკლების დადგმაში.
ელინგი გასტროლებს მართავს მთელ მსოფლიოში: სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი), მელბურნში (ავსტრალია) და ვაშინგტონში (აშშ), მონაწილეობს ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ კონცერტებში ჰავანაში (კუბა).

ჯანსუღ კახიძის მე-9 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12 მაისს „გრემისა“ და „ლათინური გრემის“ 16 ჯილდოს მფლობელის, კუბელი კლარნეტისტისა და საქსოფონისტის, პაკიტო დ’რივერასა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნა, 25 მაისს კი მსოფლიოს ვარსკვლავის, აფრიკელი მომღერლის, „გრემის“ ხუთგზის მფლობელის, ანჟელიკ კიჯოსა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურება. კონცერტებს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობს.

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2015 წელს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა და ყოველწლიურად იმართება. პირველი ფესტივალი ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ფესტივალის პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზე.

სხვადასხვა წელს ფესტივალში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ: The Manhattan Transfer-ი, New York Voices-ი, TAKE 6, The Real Group-ი, Dee Dee Bridgewater-ი, Janoska Ensemble-ი, ივან ლინსი, ბობ ჯეიმსი, პატი ოსტინი, პაულა მორელნბაუმი.

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის და მსმენელს საინტერესო პროექტებს სთავაზობს, წარმატებით ეწევა ქართული მუსიკის პოპულარიზაციასაც.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:24

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.

17 ივნისი 2024, 22:01

სპორტი

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ანალენა ბერბოკი

17 ივნისი 2024, 21:21

მსოფლიო

ბერბოკი: თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინის ჯარი პოლონეთის საზღვართან შეიძლება აღმოჩნდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპისთვის სერიოზული შედეგების შესახებ ისაუბრა, თუ უკრაინა არ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად.

17 ივნისი 2024, 20:27

საზოგადოება

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება - ეს განათლების მინისტრის დაპირებაა. გადაწყვეტილება ანაზღაურების ზრდის შესახებ ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა და ჯამში 52 ათას ადამიანს შეეხება.

17 ივნისი 2024, 20:21

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე თავის გზას იწყებს - პირველ სადებიუტო მატჩამდე 24 საათი რჩება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი გერმანიიდან

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები უკვე დორტმუნდშია. ფეხბურთელები საბრძოლო განწყობაზე არიან და ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან. მეტიც, უნდათ „ევრო 2024“ - ზე ქართული კვალი დატოვონ.

17 ივნისი 2024, 20:11

მსოფლიო

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

17 ივნისი 2024, 20:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გახარიას „ლელოსთან” თანამშრომლობის სურვილზე: ათასი სისაძაგლე მიიზილა გახარიამ პოლიტიკური ჯგუფისგან, ვისაც ახლა უვაზელინოდ ეტენება, შეიძლება სულ არ სიამოვნებს, მაგრამ ასე უთხრეს „დიდმა ძმებმა” და რა ქნას, ასეთია მონის ბედი!

ამ კაცზე მეტად უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი, მეორე არ ჰყავს ოპოზიციას, - ასე აფასებს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი „ლელოა”.

ნათია სონღულაშვილი

17 ივნისი 2024, 20:05

საზოგადოება

ნათია სონღულაშვილი: „იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად

„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად, - ასე ეხმიანება „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „ტელეიმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თამარ შარიქაძის განცხადებას.

17 ივნისი 2024, 19:56

საზოგადოება

„ჯივიპი“ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და დაზიანებული ქსელის ლოკალურად შეკეთება. სამუშაოების პროცესის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას კომპანია ხვალ, 18 ივნისს, დატერასების სამუშაოების დაწყების შემდეგ შეძლებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

17 ივნისი 2024, 19:55

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?!

მართლაც ხელოვნებაა პოლიტიკა, მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?! ამ ყველაფერს ერთი დიდი პრობლემა აქვს, ისევ სცდება ის გადამთიელი, ისევ არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ხასიათს, ცოდნას, გამოცდილებას და ღირსებას, ამიტომაც ეს ბოროტი ავანტიურა აუცილებელი მარცხისთვისაა განწირული, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

17 ივნისი 2024, 19:54

საზოგადოება

უახლოეს საათებში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

17 ივნისი 2024, 19:19

პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი“.

იოავ გალანტი

17 ივნისი 2024, 19:16

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ.

ირაკლი ჩიქოვანი

17 ივნისი 2024, 18:49

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ თავდაცვის უწყებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თავდაცვის ძალების უკეთ გაცნობა, რის საშუალებასაც იძლევა „ჯარის ბანაკი“.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:43

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას

ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:42

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: მასწავლებლების 70%-ს ხელფასი 500-დან 800-ლარამდე ეზრდება - საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასი არ მოემატება

„მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ჩვენს ღირსეულ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს ხელფასი გაეზრდება. დღეს საჯარო სკოლებში 52 ათასი სტატუსიანი მასწავლებლები გვყავს და აქედან, 37 ათასს ადამიანს ხელფასი ეზრდება 500-დან 800-ლარამდე“.

17 ივნისი 2024, 18:33

მსოფლიო

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მიხეილ ყაველაშვილი

17 ივნისი 2024, 18:27

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მგონი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დააჯილდოვა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მხოლოდ ნაწილი და ეს პასუხია - „იმიტომ“

ფეხბურთის ფედერაციამ მიაწოდა პრეზიდენტს სია, თუ ვის ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დამსახურებების მიხედვით და ვნახეთ შედეგიც, რომ ამ სიიდან მხოლოდ ნაწილს გადასცა სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია და რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, არ ვიცი, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

17 ივნისი 2024, 18:25

რეგიონი

18-21 ივნისს, ღამის საათებში, სამუშაოების წარმოების გამო, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება ერთ ზოლზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთლიან ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობა, რის გამოც 18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე (E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთი) სავალი ნაწილის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე შევიწროება (ხევი-უბისას და უბისა-ხევის მიმართულებებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სავალი ნაწილი ჩაიკეტოს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

მიხეილ ყაველაშვილი

17 ივნისი 2024, 18:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დასავლელ პარტნიორებზე: ისინი ცდილობენ იმოქმედონ საზოგადოების ნაწილზე, რომ დააზარალონ ხელისუფლება და როგორმე მოხდეს ძალადობრივი ქმედებები. ახლა ალბათ დაელოდებიან არჩევნებს - იქნებ მაშინ გამოვიდეს ეს ამბავი

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და ქმედებებს აფასებს. დეპუტატის თქმით, „ხალხის ძალის“ წევრები იყვნენ პირველები, ვინც აშშ-ის მაშინდელ ელჩს დასავლეთის ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით მიმართა.