26 მაისი 2024, 15:33 / სანდო წყარო

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით მიმდინარეობს

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის მეორე დღემ, რომელიც მრავალფეროვან კულტურულ აქტივობებთან ერთად სპორტულ ღონისძიებებსაც მოიცავდა, სრული ანშლაგით ჩაიარა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფესტივალი 24 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება საქართველოდან ემიგრირებული მთავრობის მიერ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეძენილ მამულში, რომელიც საქართველოს საკუთრებად 2016 წელს გადმოეცა. საფესტივალო ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. ფესტივალზე დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

ქართული ფესტივალის მეორე დღეს სტუმრების წინაშე წარდგნენ ცნობილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი; ხის ოსტატებმა - ნინო კოპელაშვილმა (თბილისი) და რესან ჟოჟაძემ (აჭარა) - მასტერკლასები გამართეს; ჩატარდა ევროპის ჩემპიონის, კესარია მგელაძის მასტერკლასი ჭადრაკში - ოთხ დაფაზე; გაიმართა პრემიის „ანა” ლაურეატის, პოეტ ირმა ბერიძის შეხვედრა მკითხველთან; ქართველმა მორაგბეებმა გიორგი ნემსაძემ, გიორგი მელიქიძემ, სერგი აბრამიშვილმა, ვასილ კაკოვინმა, გიორგი ცუცქირიძემ, გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი ხარაიშვილმა ფესტივალის სტუმრებისთვის რაგბის მასტერკლასი ჩაატარეს; მეორე საფესტივალო დღე ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა.

ფესტივალის სტუმრებისთვის კომპანია ,,ფაფანაკმა“ წარმოადგინა ტრადიციული ქართული სამოსი - საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი მრავალფეროვანი მორთულობითა და ატრიბუტიკით.

ფესტივალის პირველ კვირაში ასევე გაიმართება ევროპის ჩემპიონის, კესარია მგელაძის, მასტერკლასი ჭადრაკში. ფესტივალის სტუმრები ასევე შეხვდებიან ქართველ მორაგბეებს - გიორგი ნემსაძეს, გიორგი მელიქიძეს, სერგი აბრამიშვილს, ვასილ კაკოვინს, გიორგი ცუცქირიძეს, გურამ გოგიჩაშვილსა და გიორგი ხარაიშვილს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი ბოლო ათეული წლის მანძილზე პირველად აღინიშნება ასე მასშტაბურად ლევილის მამულში.

წელს, გასულ წელთან შედარებით, ლევილის ფესტივალის მასშტაბი, ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია. ფესტივალში მონაწილეობენ შემოქმედებითი ჯგუფები, კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები საქართველოდან. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით ფესტივალში ასევე მონაწილეობენ მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან. ორი თვის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება და იქ ქართველი და უცხოელი მაყურებლისათვის წარმოდგენებს გამართავს.

სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების სტუდენტები კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციის პირველი სტუმრები არიან. ლევილის შემოქმედებითი რეზიდენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციაა. მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის შვიდი სტუდენტი უკვე ლევილის ქართველთა მამულში იმყოფება. ისინი ადგილზე მუშაობენ საკუთარი ნამუშევრების შესაქმნელად, რომლებიც მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, პროექტის ფარგლებში - „ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი“, ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციის პროექტის მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები კონკურსის წესით გამოავლინა.

წლევანდელი პროგრამის სიახლე სწორედ სპორტული აქტივობები და კულტურის სფეროს წარმომადგენლების სიმრავლეა. სტუმრებს დახვდებათ სპორტული აქტივობები: რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება (ხრიდოლი). აღსანიშნავია, რომ პირველად პროგრამაში მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. საფრანგეთში ქართულ დიასპორასა და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ თანამედროვე ქართულ თეატრალურ წარმოდგენებს, ქართული ესტრადის, ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტებს, ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, სამეცნიერო დისკუსიებს; მოეწყობა შეხვედრები მწერლებსა და ხელოვანებთან. ასევე, გაიმართება სპორტული ღონისძიებები და მასტერკლასები, რომლებშიც მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობის ლეგენდარული წარმომადგენლები მიიღებენ.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის, ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა.

მამულის საქართველოსთვის დაბრუნების შემდეგ აქტიურად დაიწყო ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახლახან დასრულდა გუშაგის სახლისა და შატოს სახურავის რეაბილიტაცია, სახელოვნებო საცხოვრებლების კეთილმოწყობა, აქტიურად მიმდინარეობს ფასადის რესტავრაცია. ჩატარდა აზბესტისგან გაწმენდის სამუშაოები, დასრულდა მამულში ქართული ოდის განსათავსებელი ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა; მიმდინარეობს 4 ჰა ტერიტორიის გალავნის ავთენტიკური სახის აღდგენა; დასუფთავდა ე. წ. ორანჟერეის შენობის ბოლო ნაწილი და მალე დაიწყება რეაბილიტაცია. 2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე - ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები.

2023 წლის ლევილის ქართულ ფესტივალს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა არაერთ ფრანგულენოვან მედიაში. მათ შორის, განსაკუთრებით, აღსანიშნავია, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გამოცემა „Le Parisien“, რომელმაც ვრცელი სტატია მიუძღვნა ფესტივალს. ლევილის ქართულ ფესტივალს აქტიურად ესწრებოდნენ ასევე საფრანგეთის სახელოვნებო სფეროს დარგის წარმომადგენლები, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ლევილში წარმოდგენილი ქართული კულტურული პროგრამის მიმართ. ამ ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ უნიკალური ქართული კულტურის, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფების ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:59

მსოფლიო

სტოლტენბერგი: შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:24

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.

17 ივნისი 2024, 22:01

სპორტი

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ანალენა ბერბოკი

17 ივნისი 2024, 21:21

მსოფლიო

ბერბოკი: თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინის ჯარი პოლონეთის საზღვართან შეიძლება აღმოჩნდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპისთვის სერიოზული შედეგების შესახებ ისაუბრა, თუ უკრაინა არ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად.

17 ივნისი 2024, 20:27

საზოგადოება

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება - ეს განათლების მინისტრის დაპირებაა. გადაწყვეტილება ანაზღაურების ზრდის შესახებ ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა და ჯამში 52 ათას ადამიანს შეეხება.

17 ივნისი 2024, 20:21

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე თავის გზას იწყებს - პირველ სადებიუტო მატჩამდე 24 საათი რჩება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი გერმანიიდან

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები უკვე დორტმუნდშია. ფეხბურთელები საბრძოლო განწყობაზე არიან და ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან. მეტიც, უნდათ „ევრო 2024“ - ზე ქართული კვალი დატოვონ.

17 ივნისი 2024, 20:11

მსოფლიო

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

17 ივნისი 2024, 20:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გახარიას „ლელოსთან” თანამშრომლობის სურვილზე: ათასი სისაძაგლე მიიზილა გახარიამ პოლიტიკური ჯგუფისგან, ვისაც ახლა უვაზელინოდ ეტენება, შეიძლება სულ არ სიამოვნებს, მაგრამ ასე უთხრეს „დიდმა ძმებმა” და რა ქნას, ასეთია მონის ბედი!

ამ კაცზე მეტად უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი, მეორე არ ჰყავს ოპოზიციას, - ასე აფასებს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი „ლელოა”.

ნათია სონღულაშვილი

17 ივნისი 2024, 20:05

საზოგადოება

ნათია სონღულაშვილი: „იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად

„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად, - ასე ეხმიანება „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „ტელეიმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თამარ შარიქაძის განცხადებას.

17 ივნისი 2024, 19:56

საზოგადოება

„ჯივიპი“ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და დაზიანებული ქსელის ლოკალურად შეკეთება. სამუშაოების პროცესის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას კომპანია ხვალ, 18 ივნისს, დატერასების სამუშაოების დაწყების შემდეგ შეძლებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

17 ივნისი 2024, 19:55

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?!

მართლაც ხელოვნებაა პოლიტიკა, მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?! ამ ყველაფერს ერთი დიდი პრობლემა აქვს, ისევ სცდება ის გადამთიელი, ისევ არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ხასიათს, ცოდნას, გამოცდილებას და ღირსებას, ამიტომაც ეს ბოროტი ავანტიურა აუცილებელი მარცხისთვისაა განწირული, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

17 ივნისი 2024, 19:54

საზოგადოება

უახლოეს საათებში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

17 ივნისი 2024, 19:19

პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი“.

იოავ გალანტი

17 ივნისი 2024, 19:16

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ.

ირაკლი ჩიქოვანი

17 ივნისი 2024, 18:49

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ თავდაცვის უწყებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თავდაცვის ძალების უკეთ გაცნობა, რის საშუალებასაც იძლევა „ჯარის ბანაკი“.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:43

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას

ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:42

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: მასწავლებლების 70%-ს ხელფასი 500-დან 800-ლარამდე ეზრდება - საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასი არ მოემატება

„მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ჩვენს ღირსეულ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს ხელფასი გაეზრდება. დღეს საჯარო სკოლებში 52 ათასი სტატუსიანი მასწავლებლები გვყავს და აქედან, 37 ათასს ადამიანს ხელფასი ეზრდება 500-დან 800-ლარამდე“.

17 ივნისი 2024, 18:33

მსოფლიო

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მიხეილ ყაველაშვილი

17 ივნისი 2024, 18:27

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მგონი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დააჯილდოვა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მხოლოდ ნაწილი და ეს პასუხია - „იმიტომ“

ფეხბურთის ფედერაციამ მიაწოდა პრეზიდენტს სია, თუ ვის ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დამსახურებების მიხედვით და ვნახეთ შედეგიც, რომ ამ სიიდან მხოლოდ ნაწილს გადასცა სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია და რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, არ ვიცი, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

17 ივნისი 2024, 18:25

რეგიონი

18-21 ივნისს, ღამის საათებში, სამუშაოების წარმოების გამო, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება ერთ ზოლზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთლიან ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობა, რის გამოც 18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე (E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთი) სავალი ნაწილის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე შევიწროება (ხევი-უბისას და უბისა-ხევის მიმართულებებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სავალი ნაწილი ჩაიკეტოს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.