15 ივნისი 2024, 12:55 / სანდო წყარო

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი: მსურს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო მამულიშვილური საქმისთვის - ისტორიას დარჩება ოფიციალური ჩანაწერი, რომ სწორედ მან გადასცა მუზეუმს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი

ნიკა ახალბედაშვილი

ნიკა ახალბედაშვილი

პირდაპირ გეტყვით, ეს იყო დაუფარავი სიხარული, როდესაც გავიგეთ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მოღვაწის, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი დააბრუნა საქართველოში, - ამის შესახებ ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მუზეუმის გაერთიანებაში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მუშაობენ. ყველაზე ხანდაზმული თანამშრომელი 90 წლის გახლავთ, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 20 წლის არის. შესაბამისად, მე, როგორც მუზეუმის დირექტორმა, ყველას სახელით მსურს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო ამ მამულიშვილური საქმისთვის და აქვე დავძინო, რომ ისტორიას დარჩება ის ოფიციალური ჩანაწერი მუზეუმის შემოსულობათა წიგნში, სადაც ჩაიწერება, რომ სწორედ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადასცა მუზეუმს ეს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი“-აღნიშნა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა.

ნიკა ახალბედაშვილის თქმით, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი მინიმუმ წლის ბოლომდე გამოფენილი იქნება საგანძურის საგამოფენო სივრცეში, რათა ყველამ შეძლოს მისი ნახვა, განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამომსვლელმა მოქალაქეებმა.

მისივე თქმით, ხელნაწერი საბოლოოდ განთავსდება იმ ადგილას, სადაც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთიდან დაბრუნებული ექსპონატები არის წარმოდგენილი.

„რაც შეეხება გეგმებს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ წმინდა ხელნაწერის ჩამობრძანებას საქართველოში. ეს სივრცე არის ყველაზე უკეთ დაცული სამუზეუმო სივრცე საქართველოში. აქ ინახება საგანძური, ოქროს ფონდი, როგორც არის ეს საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი რამდენიმე თვე და მინიმუმ წლის ბოლომდე ხელნაწერი გამოფენილი იქნება სწორედ საგანძურის საგამოფენო სივრცეში, რათა ყველამ შეძლოს მისი ნახვა, განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამომსვლელმა მოქალაქეებმა. მათ, ვინც ჩვენი მოსწავლეები უნდა ჩამოიყვანონ. ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ბავშვები და ახალგაზრდები იქნებიან ბევრი, ვინც ამ მიზნით ეწვევიან მუზეუმს.

ჩვენ ამ სივრცეში რამდენიმე იდეას განვიხილავთ, თუ კონკრეტულად რომელ ადგილას უნდა განთავსდეს ეს ხელნაწერი. შემიძლია გაგანდოთ ის ადგილი, რომელიც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს არის ადგილი, სადაც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთიდან დაბრუნებული ექსპონატები არის. ეს არის დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, ეს არის ტონდო გელათიდან მამაის გამოსახულებით, ეს არის პანაღეა, ტიხრული მინანქრით და ეს არის რა თქმა უნდა, ბედიის ბარძიმი“, - განაცხადა ახალბედაშვილმა.

აქვე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი აცხადებს, რომ იწყება მუშაობა, რათა შეიქმნას უწყებათაშორისო სამეცნიერო ჯგუფი ხელნაწერის მეცნიერულად შესწავლისთვის.

მისივე თქმით, ამის მიზანი არის ის, რომ ხელნაწერის შესწავლისას უზრუნველყოფილი იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობა სხვადასხვა სამუზეუმო კვლევითი თუ სამეცნიერო ინსტიტუტებიდან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებიან ამ დარგს და მათი ჩართულობა იქნება იმის გარანტი, რომ მაღალკვალიფიციური და სანდო შედეგი იქნება დადებული ბოლოს.

„ჩვენ გამოფენასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი სამეცნიერო ჯგუფი იმისთვის, რომ დავიწყოთ ხელნაწერის მეცნიერული კვლევა. ამისთვის ჩვენ მივმართავთ ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს, სადაც თვრამეტი ცნობილი მეცნიერი მუშაობს და ჩვენ სწორედ ამ მეცნიერებზე დაყრდნობით, მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით დავაკომპლექტებთ იმ სამუშაო ჯგუფს, რომლებსაც ეთხოვებათ ხელნაწერის შემდგომი ყოვლისმომცველი შესწავლა. აქ ვგულისხმობთ მუზეუმის სპეციალისტებს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერის ცენტრის სპეციალისტებს, ეროვნული არქივის სპეციალისტებს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ისტორიის ინსტიტუტის ჩართულობას, ასევე, მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობას. ასევე, ცალკეული მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ჩართულობას. მიზანი არის ეს, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ხელნაწერის შესწავლისას, რომლის მსგავსიც კი საქართველოში არ იარსებებს, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობა სხვადასხვა სამუზეუმო კვლევითი თუ სამეცნიერო ინსტიტუტებიდან იმ პირების, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებიან ამ დარგს და მათი ჩართულობა იქნება იმის გარანტი, რომ მაღალკვალიფიციური და სანდო შედეგი იქნება დადებული ბოლოს და მე ვფიქრობ, რომ ასეთი კოლაბორაცია და თანამშრომლობითი პროცესი ერთობ საინტერესო მოვლენა იქნება“, - განაცხადა ნიკა ახალბედაშვილმა.

ყველა სიახლე

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:57

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ქართველი ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას არ დაუშვებს. რაღაც პროცენტით მოვლენ, მაგრამ უმრავლესობა ისევ „ქართულ ოცნებას“ დარჩება

„ნაციონალურ მოძრაობას“ რისი იმედი აქვს? თუ ჰგონიათ რომ უცხოელები დასვამენ, არ დავასმევინებთ - გამარჯვებით გაიმარჯვოს ღირსეულმა“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კამალა ჰარისი

25 ივლისი 2024, 23:51

არჩევნები აშშ

NBC News: LGBTQ თემის წარმომადგენლები ღია წერილში მხარდაჭერას უცხადებენ კამალა ჰარისს და აცხადებენ, რომ ტრამპის დამარცხება გადამწყვეტია თანასწორობის მიზნებისთვის

LGBTQ თემის ათასზე მეტმა ცნობილმა სახემ, კანონმდებელმა და ლიდერმა ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც მხარდაჭერას უცხადებენ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას. ინფორმაციას ამის შერსახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:50

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: რომ ვხედავდე ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, მისი პირველი მტერი მე ვიქნებოდი

რომ ვხედავდე, რომ ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, ხელისუფლების პირველი მტერი მე ვიქნებოდი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:47

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: მთავარია ამერიკელებთან ისევ გამოვნახოთ საერთო ენა, არსებულ პრობლემაში ორივე მხარეს მიგვიძღვის წვლილი, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, ახლა კი, კომუნიკაცია უნდა შედგეს

ჩვენთვის მთავარია ამერიკელებთან გამოვნახოთ ისევ საერთო ენა, არსებულ პრობლემაში ორივე მხარეს მიგვიძღვის წვლილი, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, ახლა კი, კომუნიკაცია უნდა შედგეს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:30

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: როდესაც გადაწყვიტეს, რომ ჯარის ფულით დაეფინანსებინათ არასამთავრობოები, ამით საქართველომ გაიმარჯვა? რომელიმემ პროტესტი გამოთქვა?

პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ძალიან ცხელი ზაფხული და ასევე შემოდგომა გველოდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. თუ გავაკეთებთ ანალიზს რა ხდებოდა საქართველოში, იყო დიდი გამოსვლები, ჩვენი ახალგაზრდობა საკმაოდ აქტიურად იყო ჩაბმული სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც, ასევე სხვადასხვა თაობის ადამიანები – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემა „იმედიLIVE“- ში განაცხადა.

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:26

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: უნდა მოვისმინოთ რა უნდა ამერიკასა და ევროკავშირს, მაგრამ იმათმაც უნდა მოგვისმინონ, ასე რუსეთიც გვეუბნება, ჩვენთან თუ იქნებით ყველაფერი კარგად იქნებაო - ეს ზღაპრები უკვე მოსმენილი გვაქვს

„გვიხარია, როდესაც ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ასევე გვიხარია, ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსი გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა ან რას ნიშნავს კანდიდატობა. ჩვენ, რა თქმა უნდა უნდა მოვისმინოთ რა უნდათ მათ, მაგრამ იმათმაც უნდა მოგვისმინონ, რა გვჭირდება ჩვენ. ასე რუსეთის გვეუბნება, ჩვენთან თუ იქნებით ყველაფერი კარგად იქნებაო - ეს ზღაპრები ჩვენ მოსმენილი გვაქვს“.

დონალდ ტრამპი

25 ივლისი 2024, 23:25

არჩევნები აშშ

ტრამპი კამალა ჰარისზე: ჩვენ არ ვართ მზად მარქსისტი პრეზიდენტისთვის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მარქსისტი პრეზიდენტი იქნება.

25 ივლისი 2024, 22:30

სპორტი

ირაკლი კობახიძე პარიზში სპორტის სამიტს და ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრო საზეიმო მიღებას, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის სახელით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სტუმარი სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად, ლუვრში გაიმართა.

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკი

25 ივლისი 2024, 21:56

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი

ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენი

25 ივლისი 2024, 21:45

მსოფლიო

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

გიორგი ამილახვარი

25 ივლისი 2024, 21:13

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: არც სამინისტროში, არც საჯარო სკოლებში და არც ერთ ჩვენს დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულაში ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არ შერჩეულა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ჯგუფების წვდომის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზეა.

ზაალ ანჯაფარიძე

25 ივლისი 2024, 21:12

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რაც უფრო ინტენსიურად და კრეატიულად დაამკვიდრებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში იმ დისკურსს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უფრო გაუადვილდება შეასრულოს გაცემული დაპირება

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის” და მისი წიაღიდან აღმოცენებული პირთა გაერთიანების სახით გვყავს „ნაცმოძრაობა -1“ და „ნაცმოძრაობა-2.“ ორივეს ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავთ და რა თქმა უნდა, არჩევნებზე ერთმანეთს ხმებს წაართმევენ და სწორედ ასე მოკლავენ ერთმანეთს.

25 ივლისი 2024, 21:09

არჩევნები აშშ

ლოიდ ოსტინი: კამალა ჰარისი ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში წამყვანი მოთამაშეა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში წამყვანი მოთამაშეა.

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2024, 21:02

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ოპოზიციის საარჩევნო შტაბის თავის საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში გახსნა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთელი კონსტიტუცია საზოგადოებას თავზე გადაახია

„ლელო“ რომ ლელოს დამდები არ არის 26 ოქტომბერს, ამაზე ისიც კი მიანიშნებს, რომ ისეთი ადამიანები შეისრუტა, რომლებიც ზოგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო და ხაზარაძეს აგინებდა, მერე შეისრუტა ასევე მაგინებელი ელისაშვილი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გელა ნიკოლაიშვილი

25 ივლისი 2024, 20:46

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი: ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ ჩვენ გვაქვს პროტესტი ევროპული ღირებულებების დამახინჯების წინააღმდეგ, რომელიც ქმნის უსამართლო განწყობებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა გელა ნიკოლაიშვილმა მათი ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე დამატებით განმარტება გააკეთა. „ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ ჩვენ გვაქვს პროტესტი და წინააღმდეგობა ევროპული ღირებულებების დამახინჯების წინააღმდეგ, რომელიც ქმნის უსამართლო განწყობებს. ბევრ რაღაცაზე თვალები უნდა დავხუჭოთ, ანტი დემოკრატიას დემოკრატია უნდა ვუწოდოთ, ციხეებში წამებას შეიძლება დემოკრატიის შუქურა უწოდონ, კერძო საკუთრების ჩამორთმევას და ზოგადად იმ ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას, რომელსაც თვითონ სიტყვიერად ქადაგებენ.“– აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2024, 20:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი მეორე ფრონტის საკითხი საქართველოში

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხის აქტუალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ისევ არ არის მოხსნილი. მაჭარაშვილის თქმით, როდესაც უკრაინის ომი დასრულდება, საქართველოც მაშინ ამოისუნთქებს.

გიორგი ამილახვარი

25 ივლისი 2024, 20:14

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერზე წამსვლელები არიან

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიასთან ისაუბრა. მინისტრის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია.

რადოსლავ სიკორსკი

25 ივლისი 2024, 19:59

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის ქვეყნებში ასიათასობით პოტენციური უკრაინელი ახალწვეულია, რომლებმაც უნდა დაიცვან თავიანთი სამშობლო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია შექმნას ისეთი პირობები უკრაინელების ევროკავშირში ყოფნისთვის, რაც წაახალისებს მათ უკრაინაში დაბრუნებასა და სამშობლოს დაცვის მოვალეობის შესრულებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

კამალა ჰარისი

25 ივლისი 2024, 19:11

არჩევნები აშშ

კამალა ჰარისი: არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანა - ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ვიდეო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის, რომლის მთავარი გზავნილია „ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას“.

ეკა სეფაშვილი

25 ივლისი 2024, 19:10

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ოპოზიციაზე: ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ კი არ უნდათ, რომ ქვეყნის განვითარება სურთ, მათი სურვილია გარე ძალების დავალებას უსიტყვოდ მოაწერონ ხელი და მეორე დღესვე ჩართონ ქვეყანა ომში

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაჯგუფების პროცესს ეხმიანება. სეფაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე გადაჯგუფებები ამომრჩევლის მოტყუების მიზნით ხორციელდება.