16 ივნისი 2024, 12:24 / სანდო წყარო

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი კვლავ საზეიმოდ აღინიშნება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართული ფესტივალის მეოთხე კვირა მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით, წარმატებით გრძელდება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ფესტივალი, რომელიც ლევილის მამულში მეორედ აღინიშნება, 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას იმართება და დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

„15 ივნისის ღონისძიებების სტუმრები ლევილის მამულში შეხვდნენ ცნობილ ქართველ მოჭიდავეებს: ნიკა ხარაზიშვილს, გიორგი ლურსმანაშვილს, გიორგი ხმალაძეს, ბაქარ ერაშვილს, მიშიკო ნოზაძეს, ნიკოლოზ გოგალაძეს, ასევე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ქართული ჭიდაობის ფალავანს, შოთა ხაბარელს, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გელა ბერუაშვილსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯემალ წულუკიძეს.

მოჭიდავეებმა სტუმრებს ქართული ჭიდაობის ილეთები აჩვენეს. სტუმრებმა ასევე ნახეს საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის წევრების საჩვენებელი გამოსვლა.

ფესტივალის მასშტაბურობისა და წარმატების გამო ლევილის კარატეს კლუბმა გამოთქვა სურვილი, ეთანამშრომლა ფესტივალთან. დღეს სპორტულ ღონისძიებებს სწორედ ლევილის კარატეს კლუბის მოსწავლები შეუერთდნენ, რომელთაც მამულში რამდენიმე საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართეს.

მამულში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წარმოადგინა უილიამ შექსპირის „ოტელო" (რეჟისორები დ. ხვთისიაშვილი და გ. მარღანია); შეხვედრა გაიმართა ლიტერატურული პრემია „მუზის“ ლაურეატ ნინო ხოფერიასთან, რომელმაც საზოგადოებას თავისი შემოქმედება გააცნო; ღონისძიების სტუმრების წინაშე წარდგა ,,იუმორინას“ მსახიობი ბესო ბერულაშვილი, რომელმაც მსმენელს სახალისო ისტორიები უამბო. გაიმართა კონცერტი საქართველოს სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ხონის, ამბროლაურისა და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები პირველად იმყოფებოდნენ ფესტივალზე.

საზოგადოების წინაშე წარდგა ანსამბლი „ქართული ხმები“.

ლევილში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ პარიზში მცხოვრები ფერმწერის, მერაბ ბულისკირიას, ოთხი ნამუშევარი: ,,ის და ღამე, გალაქტიონი”, ,,პირველი შეხვედრა ევასთან”, ,,დღევანდელობის ბავშვი” და ,,თავისუფლება”.
საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლებმა ქეთევან ბაიშვილმა და იზოლდა მელიქიშვილმა ლევილის ქართულ-ფრანგულ მემორიალურ მუზეუმს საჩუქრად გადასცეს ქართული ხალხური სარკავები (ავთენტიკური ფანდური, ორენიანი სალამური და მსოფლიოშო სახელგანთქმული საკრავის - პანის ფლეიტის ქართული ვარიანტი; ასევე - ,,ტრადიციული მუსიკის სოლფეჯიო - ჰარმონიის სახელმძღვანელო“ (ავტორი მალხაზ ერქვანიძე) და ბოლო დროს გამოცემული ქართული ეთნომუსიკოლოგიური ლიტერატურა.

ყველა ღონისძიება მსმენელისა და მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებს.

მნიშვნელოვანია, რომ წელს 26 მაისი ლევილის ისტორიულ მამულში პირველად აღინიშნა განსაკუთრებით მასშტაბურად.
წლევანდელი ფესტივალის ხანგრძლივობა და მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ფესტივალში მონაწილეობისთვის ორი თვის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობენ კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები და შემოქმედებითი ჯგუფები.

წელს ფესტივალზე არაერთ სპორტის სახეობაში (რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება) იმართება შეჯიბრებები თუ საჩვენებელი ორთაბრძოლები. ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

მნიშვნელოვანია, რომ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს (შვიდი სტუდენტი) ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში იყვნენ კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციის სტუმრები და მათ მიერ აქ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ დაიდებს ბინას“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

19 ივლისი 2024, 13:03

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების - არჩილ გორდულაძის და ირაკლი კირცხალიას საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

19 ივლისი 2024, 13:02

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს კატარის სახელმწიფო მრჩეველთა საბჭოს (მაჯილის ალ შურა) დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ორგანიზების თაობაზე.

ჯო ბაიდენი

19 ივლისი 2024, 12:56

არჩევნები ამერიკაში

NYP: პრეზიდენტ ბაიდენს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა და ის მოიხსენია, როგორც „შავი კაცი“

პრეზიდენტ ბაიდენი თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელის წარმოთქმისას დაიბნა. ამის შესახებ ინფორმაციას NYPost ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

19 ივლისი 2024, 12:52

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაზე: ანგარიშებში გაჩნდა ტერმინი: „სიკვდილის ექსპორტი“. მომაკვდავი პატიმრები გაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოებში და ვეღარ ხვდებოდნენ დაღუპულთა სტატისტიკაში

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, ერთ-ერთი ძირითადი და ობიექტური კრიტერიუმი ეს არის ის თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო პატიმართა უფლებებს. როგორ და რა სტანდარტით იცავს სახელმწიფო პატიმართა უფლებებს“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „ამნისტიის შესახებ კანონპროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.

დონალდ ტრამპი

19 ივლისი 2024, 12:44

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი: ჩვენ ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, მათ კი დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს იყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დედამიწა ომში გახვია. „თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო მათ დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ. შეხედეთ ისრაელზე თავდასხმას, შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, ქალაქები უბრალოდ განადგურებულია“, - განაცხადა მან.

რატი იონათამიშვილი

19 ივლისი 2024, 12:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი პატიმრებს, ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი, რასაც ჩვენი საზოგადოება აუცილებლად მისცემს შესაბამის შეფასებას

რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი პატიმრებს. ისინი გუშინ დაემალნენ გენერალურ პროკურორს, დღეს ემალებიან პატიმრებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „ამნისტიის შესახებ კანონპროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.

გია აბაშიძე

19 ივლისი 2024, 12:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე პოლიტიკური თანასწორობის ინდექსზე: მსგავსმა საერთაშორისო რეიტინგებმა არაერთხელ გააქარწყლეს „ნაცენჯეოების“ მავნებლური გზავნილები, რომ თითქოს საქართველო „კორუფციაში იხრჩობა“, „ეკონომიკური სტაგნაციაა“, „უუფლებო საზოგადოებაა“ და ა.შ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა, 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში და ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 12:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს აღვნიშნავთ თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილეს და მინდა, პატივი მივაგოთ მას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა თამაზ ნადარეიშვილის დაბადებიდან 70 წლის იუბილესადმი გამოხმაურებით გახსნა. მან თამაზ ნადარეიშვილის საქმიანობაზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

19 ივლისი 2024, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს.

19 ივლისი 2024, 12:09

საზოგადოება

საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომლობის შესახებ ფორუმი გაიმართა

მცირე ფერმერებისთვის საექსტენციო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, VET პროგრამის ფარგლებში მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტები. კერძო და საჯარო უწყებების ექსტენციონისტებმა და სტუდენტებმა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, განიხილეს ყველაზე მოთხოვნადი აგრო-საექსტენციო სერვისების, აგრარული მიმართულებით სასწავლო პროგრამების და პროფესიული განათლების სექტორის საჭიროებათა კვლევების საკითხები და შეიმუშავეს რეკომენდაციები

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 12:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს წარმატებას უსურვებს და გამოთქვამს მზაობას თანამშრომლობისთვის.

19 ივლისი 2024, 12:07

ტექნოლოგიები

BBC: IT-სისტემების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს მასშტაბით პრობლემები შეექმნა

IT-სისტემების გლობალურმა პრობლემამ მსოფლიოში ავიაკომპანიების, მედიისა და ბანკების მუშაობა შეაფერხა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი პირდაპირ ეთერში ვერ გადის. შეფერხებაა შოტლანდიის ედინბურგის აეროპორტის მუშაობაში. ავიაკომპანია Ryanair-ი ინტერნეტ ქსელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. პრობლემები შეექმნა ასევე ავსტრალიის სატელეკომუნიკაციო კომპანიას Telstra Group-ს. ტექნიკური შეფერხებაა ბერლინის, ამსტერდამისა და სიდნეის აეროპორტებშიც. გაერთიანებულ სამეფოში პრობლემები შეექმნა რკინიგზის მუშაობას.

19 ივლისი 2024, 12:06

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით თბილისის საკრებულოს დელეგაცია ერევანში იმყოფება

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია სომხეთში ერევნის მუნიციპალიტეტის მიწვევით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრები ერევნის მერის პირველ მოადგილეს, არმენ პამბუკჩიანს და მერის მოადგილეს, ლევონ ჰოვანისიანს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა.

19 ივლისი 2024, 12:04

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

19 ივლისი 2024, 12:01

სამართალი

პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

19 ივლისი 2024, 11:54

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2 მილიონ 710 ათასი კვადრატული მეტრის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

19 ივლისი 2024, 11:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „ამნისტიის პროექტი“ ნიშნავს ადამიანების რეალურ რესოციალიზაციას. წინა ხელისუფლების პირობებში ამნისტია პირდაპირი გაგებით ნიშნავდა სიკვდილისგან თავის დაღწევას

ამნისტიის აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის პროექტის განხილვა მოეწყო. პარლამენტში განსახილველად შესული პროექტი დამტკიცების შემთხვევაში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ დაახლოებით 7 ათასამდე პირს შეეხება.

ეკა სეფაშვილი

19 ივლისი 2024, 11:49

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლონდონის სამიტზე: ეს სამიტი და მასში საქართველოს ასეთი აქტიური მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის გლობალური მნიშვნელობის როლის ზრდას

ლონდონში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება მომავალში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არაერთხელ იქნება მსგავსი სამიტის მონაწილე.

გურამ გურამიშვილი

19 ივლისი 2024, 11:49

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: შუა დერეფნის ტრენდი მზარდია და მიხარია, რომ ეს არ არის ნახტომისებური ზრდა და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგი

შუა დერეფნის ტრენდი მზარდია და მიხარია, რომ ეს არ არის ნახტომისებური ზრდა და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგი,- ამის შესახებ „იმედის დილის“ რუბრიკის - Business Insider Georgia-ს ეთერში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივლისი 2024, 11:48

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტად ომის და პუტინის „დასრულებამდე“ დარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტად დარჩება მანამ, სანამ ომი არ დასრულდება. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის გადაწყვეტს ის წასვლას პრეზიდენტის პოსტიდან, ზელენსკიმ უპასუხა: „ომის შემდეგ“. შემდეგ დაამატა, რომ მან ჯერ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა „დაასრულოს“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხალხისა და ქვეყნისთვის.