17 ივნისი 2024, 14:26 / სანდო წყარო

ლევილის მამულში ქართული კულტურისა და სპორტისადმი მიძღვნილი ფესტივალის მეოთხე კვირა წარმატებით დასრულდა

ლევილის ისტორიულმა მამულმა მეოთხე საფესტივალო კვირას საინტერესო და მრავალფეროვან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლა. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის მამულში მეორედ იმართება. ფესტივალის მხარდამჭერები ასევე არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.

ქართული ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას იმართება და დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა. 16 ივნისს ფესტივალის სტუმრებმა ლევილის მამულში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენა უილიამ შექსპირის „ოტელო" (რეჟისორები დ. ხვთისიაშვილი და გ. მარღანია) იხილეს; მსმენელის წინაშე წარდგა ანსამბლი „ქართული ხმები“. შეხვედრა გაიმართა ლიტერატურული პრემიის „მუზა“ ლაურეატ ნინო ხოფერიასთან, რომელმაც საზოგადოებასთან საინტერესო საკითხებზე, ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ასევე, ,,იუმორინას“ მსახიობმა ბესო ბერულაშვილმა მსმენელს სახალისო ისტორიები უამბო. მოსულმა სტუმრებმა იხილეს პარიზში მცხოვრები ფერმწერის, მერაბ ბულისკირიას, ოთხი ნამუშევარი: „ის და ღამე, გალაკტიონი”, „პირველი შეხვედრა ევასთან”, „დღევანდელობის ბავშვი” და „თავისუფლება”. სპორტის მიმართულებით ლევილიში საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა კვლავ შეხვედროდნენ: ნიკა ხარაზიშვილს, გიორგი ლურსმანაშვილს, გიორგი ხმალაძეს, ბაქარ ერაშვილს, მიშიკო ნოზაძეს, ნიკოლოზ გოგალაძეს, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ქართული ჭიდაობის ფალავანს, შოთა ხაბარელს, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გელა ბერუაშვილსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯემალ წულუკიძეს.

აღსანიშნავია, რომ მოჭიდავეებმა სტუმრებს ქართული ჭიდაობის ილეთები აჩვენეს, რამაც დიდი ოვაციები დაიმსახურა. გაიმართა კონცერტი ხონის, ოზურგეთისა და ამბროლაურის სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით, ხაზგასასმელია, რომ ეს მოსწავლეთა პირველი წარდგენაა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახალგაზრდა შემსრულებლებმა საზოგადოების განსაკუთრებული და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

საფესტივალო დღე თამთა ცხვიტავასა და ბენდის შესანიშნავი მუსიკალური ნომრებით დასრულდა. ფესტივალის მეოთხე კვირის ფარგლებში ლევილის ქართულ ფესტივალს ლევილის კარატეს კლუბის მოსწავლეები შეუერთდნენ, რომელთაც მამულში რამდენიმე საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართეს. თანამშრომლობის სურვილი ლევილის კარატეს კლუბს ფესტივალის მასშტაბურობამ და წარმატებამ გაუღვიძა.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლებმა - ქეთევან ბაიშვილმა და იზოლდა მელიქიშვილმა - ლევილის ქართულ-ფრანგულ მემორიალურ მუზეუმს საჩუქრად გადასცეს ქართული ხალხური საკრავები (ავთენტიკური ფანდური, ორენიანი სალამური და მსოფლიოში სახელგანთქმული საკრავის - პანის ფლეიტის - ქართული ვარიანტი; ასევე - „ტრადიციული მუსიკის სოლფეჯიო - ჰარმონიის სახელმძღვანელო“ (ავტორი მალხაზ ერქვანიძე) და ბოლო დროს გამოცემული ქართული ეთნომუსიკოლოგიური ლიტერატურა.
შეგახსენებთ: წელს 26 მაისი ლევილის ისტორიულ მამულში პირველად აღინიშნა განსაკუთრებით მასშტაბურად. წლევანდელი ფესტივალის ხანგრძლივობა და მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა - ორი თვის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობენ კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები და შემოქმედებითი ჯგუფები. წელს ფესტივალის სიახლე სპორტული მიმართულებაა, არაერთ სპორტის სახეობაში (რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება) იმართება შეჯიბრებები თუ საჩვენებელი ორთაბრძოლები.

ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. მნიშვნელოვანია, რომ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს (შვიდი სტუდენტი) ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში იყვნენ კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციის სტუმრები და მათ მიერ აქ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ დაიდებს ბინას.

ყველა სიახლე

მიხეილ დუნდუა

21 ივლისი 2024, 00:53

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: ჩვენ ვხედავთ, რომ რეიტინგები გამოხატავს რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში და ეს რეალობა, ბუნებრივია, დადებით ტენდენციას აჩვენებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, რეიტინგები ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება. აღნიშნულ საკითხზე მან „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

დავით ქართველიშვილი

20 ივლისი 2024, 23:47

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ეს სტატუსი ეძღვნება ჩემს უპირობო მხარდაჭერას დიმიტრი ხუნდაძისადმი, რომლის ირგვლივ დღეს ცდილობდნენ „ბოლივუდის შედევრი" შეექმნათ, მაგრამ მორიგი „ჩრდილო-კორეული აგიტ-პროპაგანდა" გამოუვიდათ

ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერით ცილისმწამებლურ კამპანიას იხსენებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და მაგალითად 2 წლის წინ, მის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები მოჰყავს. როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, აგრესიას, რომლითაც „TV პირველის“ („ნოდარ მელაძის შაბათი") გადამღები ჯგუფი მოქმედებდა, არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტიკასთან.

მიხეილ დუნდუა

20 ივლისი 2024, 23:33

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა რადიკალურ ოპოზიციაზე: როდესაც მეცნიერულად გამართულ კვლევას ებრძვი და ცდილობ, მის წინააღმდეგ გაილაშქრო, მარცხდები ნებისმიერ შემთხვევაში

ერთ მხარეს არის სიმართლე, მეცნიერება, კვლევა და რეალობა, მეორე მხარეს არის მცდარი პოზიცია, პოლიტიკურად მოტივირებული რიტორიკა, რომელიც აცდენილია რეალობას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების მცდელობას, რომ გარკვეულწილად დააკნინონ იმ ორგანიზაციების რეპუტაცია, რომლის კვლევებზეც არის საუბარი.

დიმიტრი ხუნდაძე

20 ივლისი 2024, 23:03

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მატყუარა ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტს, სადაც საუბარია, თითქოს სახელმწიფომ ხუნდაძეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა მიწა მცხეთის რაიონში. სინამდვილეში, ხუნდაძის განცხადებით, მას მცხეთის შემოგარენში არსებული ხსენებული მიწა სახელმწიფომ გადასცა მცხეთის ცენტრში არსებული მისი საკუთრების სანაცვლოდ, ადგილმონაცვლების პრინციპით, კანონმდებლობის სრული დაცვით.

მაია ომიაძე

20 ივლისი 2024, 22:21

ეკონომიკა

მაია ომიაძე: National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად ვმონაწილეობთ - სტენდთან მოსულმა ბევრმა სტუმარმა აღნიშნა, რომ ქართული კერძები პირველად დააგემოვნეს და ეს შეიძლება საქართველოში სტუმრობის მიზეზი გახდეს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად მონაწილეობს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ დუნდუა

20 ივლისი 2024, 21:48

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საქმიანი ურთიერთობისთვის მთავარია რეალურ კვლევაზე, რეალურ ფაქტორებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ინვესტორებიც სწორედ ასე იქცევიან

უარყოფითი ტონი, რომელიც შესაძლოა მოქმედებს ინვესტორზე არასწორი პოლიტიკური მესიჯბოქსიდან გამომდინარე, გაქარწყლდება და გაქარწყლებდა, როდესაც კვლევის შედეგების მიხედვით საქართველო და სხვადასხვა ქვეყანა აღმოჩნდება საპირისპირო მდგომარეობაში და კარგ პოზიციაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივლისი 2024, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ მოემატება

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ძალიან ფართო მცნებაა. გადაუწყვეტელ ამომრჩეველში შედის „ლელოს“ ამომრჩეველიც, გახარიას ამომრჩეველიც და იმ 12-14 პარტიის ამომრჩეველიც, ვინც ამ პატარ-პატარა პარტიებს ასაზრდოებს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ დუნდუა

20 ივლისი 2024, 21:19

პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: საამაყოა, რომ საქართველომ, ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორში, როგორიცაა „პოლიტიკური თანასწორობა“ მსოფლიოში მე-15 ადგილი დაიკავა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

მისვე თქმით, ეს პროცესი მიუთითებს, რომ საქართველოში პლურალიზმის ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, პოლიტიკური პროცესები, თავისუფლება და თანასწორობა არის მაღალ დონეზე.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივლისი 2024, 21:19

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილო ოპოზიციაზე: თუ დღეს ადამიანებს დაელაპარაკებიან იმ რიტორიკით, რითაც მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ლაპარაკობდა, იციან, რომ ამომრჩეველი დაეფანტებათ

„ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკის განვითარება, კეთილდღეობა, არ დავკარგეთ ღირსება, სუვერენიტეტი და ევროპისკენ მიმავალი გზა მყარად შევინარჩუნეთ, დღეს სპეკულაციას იწყებენ ეს ინდივიდები (ნიკა გვარამია) და ეს ყველაფერი თავისკენ შემოატრიალონ, მაგრამ არსებობს მახსოვრობა ადამიანების გონებაში და კარგად იციან, ეს ადამიანები ადრე როგორ საუბრობდნენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ილჰამ ალიევი

20 ივლისი 2024, 21:11

არჩევნები ამერიკაში

ილჰამ ალიევი: პოლიტიკური კულტურა არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხო შეკითხვას, ვისი გამარჯვება მსურს აშშ-ის არჩევნებში, თუმცა, პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟღერა მნიშვნელოვანი თეზისი, რომ მის დროს არ ყოფილა ომი

ალიევმა უპასუხა შეკითხვას, ვის გამარჯვებას ისურვებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კულტურა არ აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირ დაასახელოს სასურველი კანდიდატის ვინაობა, თუმცა, მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პრეზიდენტობისას არ ყოფილა ომები. ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა ტრამპის პოზიციებს ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებით.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივლისი 2024, 20:56

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველას გვახსოვს ტრამპთან დაკავშირებით რა მძიმე რიტორიკა ჰქონდათ. ოპოზიციის განწყობა არ შეცვლილა, იძულებული არიან, გრიმასა მოირგონ და რამენაირად ამ ახალ დამდგარ რეალობას თვალი გაუსწორონ

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის განწყობა არ შეცვლილა. განწყობა აბსოლუტურად იგივე აქვთ, მაგრამ იძულებული არიან, რომ გრიმასა მოირგონ და რამენაირად ამ ახალ დამდგარ რეალობას თვალი გაუსწორონ, შეძლებისდაგვარად რიტორიკა შეცვალონ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივლისი 2024, 20:43

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენს შემთხვევაში აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება არის წმინდა საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა - მითის გარშემო უნდათ, ვიღაცას სანქციები დაუწესონ

ჩვენს შემთხვევაში აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესება არის წმინდა საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა, მითის გარშემო უნდათ, რომ ვიღაცას სანქციები დაუწესონ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ტყემალაძე

20 ივლისი 2024, 19:51

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე: ექვსი თვის თავზე შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ამ დროისათვის 61 ქვეყანაშია ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ექსპორტირებული

ექვსი თვის თავზე შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ამ დროისათვის 61 ქვეყანაშია ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ექსპორტირებული, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან იოსელიანი

20 ივლისი 2024, 19:15

საზოგადოება

ლევან იოსელიანი: იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს მსჯავრდებულთა ინტერესების დაცვისთვის მომზადებულ რეკომენდაციებს, ეს შეავსებდა ამნისტიის აქტს, რომელიც უდავოდ ძალიან კარგია

იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს მსჯავრდებულთა სამართლიან მოთხოვნებს და მათი ინტერესების დაცვისთვის მომზადებულ რეკომენდაციებს, რადგან ეს შეავსებდა ამნისტიის აქტს, რომელიც უდავოდ ძალიან კარგია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძე

20 ივლისი 2024, 19:06

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გაიხსნა, გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია - ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია

„ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის, - წერს „ქართული ოცნების" დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

გია აბაშიძე

20 ივლისი 2024, 19:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე: როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული „ლექციები", როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი? - თავხედურ ფარისევლობაზე მითითება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს

როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული „ლექციები", როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი? - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

20 ივლისი 2024, 19:00

ეკონომიკა

საქართველო დიდ ბრიტანეთში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზეა წარდგენილი

ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს აცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მართავს.

20 ივლისი 2024, 18:59

რეგიონი

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბახმაროში ,,მთის დღეები" იმართება

,,მთის დღეები 2024-ის“ ფარგლებში სამი წარმატებული მოქალაქე დაჯილდოვდება.

რობერტ მენენდესი

20 ივლისი 2024, 18:54

მსოფლიო

სენატორი ბობ მენენდესის ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, მან მეუღლესთან ერთად, ასობით ათასი დოლარი და ოქროს ზოდები მიიღო იმის სანაცვლოდ, რომ ეგვიპტეში იარაღის გაყიდვას ხელს შეუწყობდა

სენატორი ბობ მენენდესი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, დამნაშავედ ცნეს მის ფედერალურ კორუფციულ საქმეში, სხვა საკითხებთან ერთად, ქრთამის აღების, მართლმსაჯულების ხელის შეშლისა და ეგვიპტის საგარეო აგენტის როლში მოქმედებისთვის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი სენატორი მსჯავრდებულია უცხოეთის აგენტის როლში. საადვოკატო ფირმა Wiley სენატორის საქმესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის სექტემბერში, სენატორ მენენდესს ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი წაუყენეს კორუფციის ბრალდებით, სავარაუდო ქრთამის აღებისთვის, რათა დახმარებოდა ნიუ ჯერსიში ბიზნესპარტნიორებს, რომლებიც ეგვიპტის მთავრობასთან იყვნენ დაკავშირებული. სენატორმა, მეუღლესთან, ნადინ მენენდესთან ერთად, მიიღო ასობით ათასი დოლარი და ოქროს ზოდები ნიუ ჯერსის ბიზნესმენებისგან იმის სანაცვლოდ, რომ მენენდესი ეგვიპტეში იარაღის გაყიდვას ხელს შეუწყობდა.

დავით მათიკაშვილი

20 ივლისი 2024, 18:52

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, იმ ძალიან მაღალი პროცენტით გამარჯვებას, რომელსაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“ მანდატს, სადამკვირვებლო ორგანიზაციები ობიექტურად მიიღებენ და ასახავენ საკუთარ ანგარიშებში

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ძალიან ობიექტური დაკვირვების პროცესი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.