18 ივნისი 2024, 10:48 / სანდო წყარო

იენ მაკკელენი ლონდონის თეატრში სცენიდან გადავარდა

იენ მაკკელენი

იენ მაკკელენი

მსახიობი იენ მაკკელენი ლონდონის თეატრში სცენიდან გადავარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 85 წლის მსახიობი ნოელ კაუარდის თეატრში პიესაში „მოთამაშე მეფე“ თამაშობდა. ერთ-ერთი საბრძოლო ეპიზოდისას მას ფეხი დაუცდა და სცენიდან სწორედ ამ დროს გადავარდა.

ის კლინიკაში გადაიყვანეს. დადგმის პროდიუსერები აცხადებენ, რომ მსახიობს ტრავმა არ მიუღია და ის მალე გამოჯანმრთელდება.

ყველა სიახლე

19 ივლისი 2024, 11:02

მსოფლიო

კალიფორნიაში კანონი, რომელიც სკოლებს მოსწავლეების მშობლებისთვის მათი შვილების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გაცემას უკრძალავს, სასამართლოში გაასაჩივრეს

სამხრეთ კალიფორნიის სკოლების გაერთიანება კალიფორნიის გუბერნატორს გევინ ნიუსომს სასამართლოში უჩივის იმის გამო, რომ მან ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატის სკოლების ადმინისტრაციას უკრძალავს მოსწავლეების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას მესამე პირისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CBS News-ი ავრცელებს. სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი მშობლების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს, და აგრეთვე ეწინააღმდეგება აღმსარებლობის თავისუფლების ცნებას.

19 ივლისი 2024, 11:02

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, უნგრეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, უნგრეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან, გამართავს შეხვედრას როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მინისტრები ხელს მოაწერენ საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შეთანხმებას ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ.

გურამ გურამიშვილი

19 ივლისი 2024, 10:39

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ევროპისა და აზიის დაკავშირების კომპონენტში და ქვეყანამ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განახორციელოს

ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ევროპისა და აზიის დაკავშირების კომპონენტში და ქვეყანამ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განახორციელოს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა „იმედის დილის“ რუბრიკის - Business Insider Georgia-ს ეთერში.

ეკა სეფაშვილი

19 ივლისი 2024, 10:32

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების შედეგად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წარსულს ჩაბარდება

„ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების" ერთიანი სიით მონაწილეობის შესახებ მედიასთან საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ორ ძალას შორის ღირებულებითი სხვადასხვაობა არ არის და არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობა სრულიად ლოგიკურია.

19 ივლისი 2024, 10:29

რეგიონი

მაშველებმა განმუხურში, მდინარე ენგურში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა განმუხურში, მდინარე ენგურში მოზარდის ცხედარი იპოვეს. 15 წლის მოზარდი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

19 ივლისი 2024, 10:25

მსოფლიო

The Times of Israel: თელ-ავივში დრონის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელ-ავივში დრონის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული ონლაინ-გაზეთი The Times of Israel ავრცელებს. დრონი თელ-ავივის თავზე გამთენიისას გამოჩნდა. გამოცემის თანახმად, ის ზღვიდან შემოფრინდა. ისრაელის თავდაცვის არმია კი მიიჩნევს, რომ დრონი იემენიდან იყო გაშვებული.

დავით ქართველიშვილი

19 ივლისი 2024, 10:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლონელმა ევროდეპუტატმა ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკმა დაადანაშაულა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოშლაში

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავომისიის პრეზიდენტად არჩევას და სრულად იზიარებს ამ დანიშვნაზე პოლონელი დეპუტატის ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკის შეფასებას. როგორც ქართველიშვილი წერს, სწორედ ამ პოლონელმა ევროდეპუტატმა უწოდა უმძიმესი შეცდომა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ლაიენის ჯერ კიდევ პირველ შემთხვევაში არჩევას.

გურამ გურამიშვილი

19 ივლისი 2024, 10:20

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმაზე: უსაფრთხოების მოთხოვნა იზრდება. მანქანა უნდა იყოს ტექნიკურად გამართული. მძღოლი უნდა იყოს ჯანმრთელი

ეკომონიკის განვითარების სამინისტრო საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმას განაგრძობს. ამის შესახებ „იმედის დილის“ რუბრიკის - Business Insider Georgia-ს ეთერში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები მოაწესრიგებს მგზავრთა და გადამზიდთა უსაფრთხო გადაადგილებას. გურამ გურამიშვილის განცხადებით, გადამზიდები ვალდებულები იქნებიან, აიღონ შესაბამისი ნებართვები, რომლისთვისაც გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

19 ივლისი 2024, 10:16

ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 25000 მ2 ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მთლიანად იცვლება ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი ბეტონის საფარით. ასევე იცვლება შიდა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე და წყალარინების სისტემა, ისე ელექტრო სისტემები.

19 ივლისი 2024, 10:09

რეგიონი

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული. საამქროს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი უკანონოდ მოპოვებული, ჯამში 15 კუბური მეტრი წიფელის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. სახერხი საამქრო დალუქულია და, უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან ერთად, გადატანილია ზემო ხოდაშენის საქმიან ეზოში.

ალექსანდერ ჩეფერინი

19 ივლისი 2024, 09:48

საზოგადოება

UEFA-ს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს: თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს გილოცავთ ყველაზე წარმატებულ დებიუტს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ

თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს გილოცავთ ყველაზე წარმატებულ დებიუტს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ, - ამის შესახებ UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილში წერს.

19 ივლისი 2024, 09:44

პოლიტიკა

პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა, 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4 ბალიანი სისტემით 3,9 ქულა დაიმსახურა.

დონალდ ტრამპი

19 ივლისი 2024, 09:34

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი: ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს, ვაპირებ ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი

ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს. ვაპირებ ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

19 ივლისი 2024, 09:23

რეგიონი

ბოლნისში შიდა საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ ბოლნისში შიდა საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ილია ჭავჭავაძისა და იოანე ბოლნელის ქუჩებზე გზა მოასფალტდა. პროექტის ფარგლებში ასევე, ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა და გარე განათების ქსელი მოეწყობა.

ლევან მაჭავარიანი

19 ივლისი 2024, 09:15

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ამნისტიის კანონპროექტი ძალიან ფრთხილად შემუშავდა, კონსულტაციებში ბევრი უწყება იყო ჩართული

ძალიან ფრთხილად მოხდა ამ კანონპროექტის შემუშავება და ბევრი უწყება იყო ჩართული კონსულტაციისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ამნისტიის შესახებ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამით ამით, საქართველო კიდევ ერთი კომპონენტით დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

ოლაფ შოლცი

19 ივლისი 2024, 09:03

მსოფლიო

ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის ლიდერის თხოვნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოიხსნას

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ, ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე, კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის ლიდერის თხოვნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოიხსნას.

არჩილ გორდულაძე

19 ივლისი 2024, 08:53

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ამნისტიის პროექტი მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა რაოდენობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას

წარმოდგენილია ამნისტიის, პროექტი, რომელიც დაბალანსებულია და მიზნად ისახავს, რომ ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს მსჯავრდებულთა რაოდენობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართულ ოცნების" თავმჯომარის მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

19 ივლისი 2024, 08:41

საზოგადოება

სპეციალისტების მიერ თავდაპირველი დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენის გადახურვის სტრუქტურა სრულად შესაცვლელია

არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების მეთვალყურეობით ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე სტიქიის შედეგად დაზიანებული კრამიტის საბურველის მოხსნა მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 08:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დრო დაანახებს ყველას, რომ საქართველომ იმოქმედა ზუსტად იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას პასუხობს

კარგია თუ ნელ-ნელა ეს მიდგომები ფართოდ აისახება სხვადასხვა დეკლარაციაში. საქართველომ მხარი დაუჭირა ამ დეკლარაციის შინაარს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციაზე საუბრისას, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადებაც აისახა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ.

19 ივლისი 2024, 08:20

პოლიტიკა

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციაში აისახა საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება, რომელიც უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნას გულისხმობს

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს, სხვადასხვა საკითხებთან ერთად ასევე აისახა საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ.