19 ივნისი 2024, 16:26 / სანდო წყარო

შანხაის 26-ე კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კინო-ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი საქართველოს სტენდით წარსდგა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სტენდი, რომლითაც ბაზრობაზე კინოცენტრი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარდგა, წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, თანამედროვე ქართულ ფილმებს და პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის მნიშვნელოვან ქვეყანას.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შანხაიში 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი (SIFF) 14-23 ივნისს იმართება და აზიაში ამ უმნიშვნელოვანესი კინო-მოვლენის ფარგლებში კინო-ბაზრობა 16-18 ივნისს ჩატარდა. ცენტრის ცნობით, კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრებმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს.

„კინოფესტივალის მიმდინარეობისას საქართველოს სტენდს ეწვია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე. საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრისას, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, ელჩმა აღნიშნა შანხაის კინო-ბაზრობისა და, საზოგადოდ, სწრაფად მზარდი ჩინური ბაზრის მნიშვნელობა ქართული პროდუქციისათვის.

ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციისთვის საქართველოს დელეგაციის წევრი რეჟისორები და პროდიუსერები მონაწილეობენ არაერთ შეხვედრაში, ეცნობიან სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებს და მართავენ მოლაპარაკებებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქართული კინოწარმოების განვითარების მიზნით.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა Beijing Goobird Technology-ს დამაარსებელსა და გენერალურ დირექტორ სან ბინგთან სტრიმინგ-პლატფორმა Hi-Video-ზე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების განთავსებისა და სრულმეტრაჟიანი ფილმების შესყიდვის საკითხი განიხილეს. საუბარი, აგრეთვე, შეეხო კომპანიის კინოფესტივალზე ქართული ფილმების წარდგენასაც.

ქართველ რეჟისორებსა და კინოცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა Lianray pictures-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი რენ ტიან იუ, რომელმაც ქართული ფილმების ჩინეთში დისტრიბუციისა და სრულმეტრაჟიანი ფილმების შესყიდვის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრა გაიმართა სამხრეთკორეული კონტენტ და კრეატივკომპანია Moo am-ის ასისტენტ-პროდიუსერ ნა ბეიონგჯუნთან, რომელმაც გამოთქვა კოპროდუქციისა და კორეული სცენარების ქართული ადაპტაციების შექმნის, ასევე - კორეული „რეალითი შოუების“ საქართველოში დანერგვის სურვილი.

საქართველოს სტენდთან გაიმართა საინტერესო შეხვედრა ჰაილენდის იურიდიული ფირმის პარტნიორებთან - მიშელ ლიუსა და ვეი ჰისთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ფილმების გადაღებით, ერთობლივი პროდუქციის შექმნით და თანამედროვე ქართული ფილმების შესყიდვით.

სიამენის კინოფესტივალის პროგრამერმა ბრაის ჩენმა სამუშაო შეხვედრისას საქართველოს კინოცენტრს ფესტივალში მონაწილეობა და თანამშრომლობა შესთავაზა.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ყირგიზეთის სახელმწიფო კინოცენტრის, „ყირგიზტასმასის”, დირექტორ ტალანტბეკ ტოლობეკოვთან შეხვედრისას ყირგიზეთში თანამედროვე ქართული ფილმების წარდგენის საკითხი განიხილეს. ამასთანავე, ყირგიზეთის კინოცენტრის დირექტორმა გამოხატა ერთობლივი პროდუქციის შექმნის სურვილი.

ინდური კომპანია Mountain river Films-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჩანდრა ჯამ ქართველ კოლეგებთან ინდოეთში ქართული ფილმების იმპორტზე, ინდოეთის კინოფონდიდან ქართული პროექტების დაფინანსებასა და ინდურ ფესტივალებზე ქართული ფილმების წარდგენაზე ისაუბრა.

შეხვედრა გაიმართა იაპონელ პროდიუსერ კიოკო დანთან, რომელთან საუბარი შეეხო კინოინდუსტრიაში ქართულ-იაპონურ ურთიერთობებს, ქართული ფილმების დისტრიბუციასა და იაპონიაში ქართული ფილმების ფესტივალის ჩატარებას.
ინდონეზიის სახელმწიფო კინოცენტრი მათ ქვეყანაში ქართული ფილმების საფესტივალო და კომერციული ჩვენებით დაინტერესდა და მათ წარმომადგენელთან, ჭანგ ჭენ ლინგთან, გაიმართა საუბარი ერთობლივი პროდუქციის შექმნის შესაძლებლობების შესახებ.

საინტერესო შეხვედრა გაიმართა Shangha Film Group-ის წარმომადგენელ ანიუ ვანგთან, რომელთან საუბარი შეეხო ქართულ-ჩინური ანიმაციების შექმნას.

უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებისა და მათი მიმდინარე თუ მომავალი პროექტების წარმატებისათვის. ეს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შემოქმედებითა თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს აზიური ბაზარი, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს და ამგვარად ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი (SIFF) არის უდიდესი კინოფესტივალი აზიაში. იგი დაარსდა 1993 წლის ოქტომბერში და არის ერთადერთი ჩინური ფესტივალი, რომელიც აკრედიტებულია კინოპროდიუსერების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ. FIAPF-ი პასუხისმგებელია საერთაშორისო კინოფესტივალების, მათ შორის - მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალების წარმართვაზე.

ინფორმაციისთვის: შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე წელს წარმოდგენილი იყო 64 ქვეყნის კინო-ასოციაციები და კომპანიები. 2023 წლისგან განსხვავებით, გაიზარდა დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის - სამხრეთ ამერიკის კონტინენტის წარმომადგენლობა“, - აღნიშნულია კონოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

22 ივლისი 2024, 15:48

მსოფლიო

ხორვატიაში მოხუცთა თავშესაფარში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

კაცმა შემთხვევის ადგილის დატოვება შეძლო, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა ის დააკავეს. მისი მოტივების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

კამალა ჰარისი

22 ივლისი 2024, 15:44

არჩევნები ამერიკაში

რესპუბლიკელები კამალა ჰარისს ჯო ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების დამალვაში ადანაშაულებენ

სენატორი ჯეი დი ვენსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ჯო ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების დამალვაში ადანაშაულებს. რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ჰარისი თითქმის ოთხი წელი უმალავდა ამერიკელ ხალხს, რომ ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი მართავს, რომელსაც საქმის კეთება არ შეუძლია.

22 ივლისი 2024, 15:33

საზოგადოება

National Geographic Traveller-ის კომერციული დირექტორი მეთ მიდვორსი: საქართველოსთვის National Geographic-ის ფესტივალში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ვიზიტორების მოსაზიდად

The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს გამოცემის კომერციული დირექტორი. მეთ მივდვორსის განცხადებით, საქართველომ ფესტივალში მონაწილეობით დიდი წარმატებას მიაღწია.

22 ივლისი 2024, 15:18

საზოგადოება

გლდანში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა

გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა. სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.

ირაკლი ზარქუა

22 ივლისი 2024, 15:16

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ვაშაძეს: სხვის პარტიას ხარ შეკედლებული, ვის უნდა მოუწოდო გაერთიანებისკენ. ომბუჯგუმ გაჯობა თავის დროზე

ზემოდან აქვთ დაკვეთა მათი პატრონებისგან, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინმეს, რომელიმე ჯგუფს, რომელიმე მიმართულებას, პარტიას ჰყავს სამზე მეტი მხარდამჭერი გაერთიანდნენ და ის სამი ხმაც არ დაკარგონ - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძის ოპოზიციური პარტიების გაერთიანებისკენ მოწოდებას გამოეხმაურა.

ალექსანდრ ვუჩიჩი

22 ივლისი 2024, 15:12

მსოფლიო

ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, დასავლეთი რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სურთ რუსეთთან ომი დისტანციურად აწარმოონ, რადგან მოსკოვთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის მზად არ არიან, თუმცა დაჩქარებული ტემპით ემზადებიან.

დმიტრო კულება

22 ივლისი 2024, 15:10

პოლიტიკა

დმიტრო კულება ომის დაწყების შემდეგ ჩინეთს პირველად ეწვევა

ეს მისი პირველი მოგზაურობა იქნება პეკინში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. კულებას ვიზიტი მისი ჩინელი კოლეგის, ვანგ იის მიწვევით ხორციელდება, იტყობინება ჩინური სახელმწიფო მედია. შეხვედრა უკრაინამაც დაადასტურა.

რატი ბრეგაძე

22 ივლისი 2024, 15:05

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ტრაგედიაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე, კარგად ვიცით, როგორ ეპყრობოდნენ ისინი პატიმრებს

ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ყველამ იხილა, რა დამოკიდებულება ჰქონა „ნაცმოძრაობას“ პატიმრების მიმა

კიმ ჩიტლი

22 ივლისი 2024, 15:02

მსოფლიო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში დაიბარეს

როგორც ABC News-ი წერს, ჩიტლი აღიარებს, რომ სააგენტომ ტრამპი სათანადოდ ვერ დაიცვა და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს. ამასთან, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩიტლი თანამდებობას დატოვეს.

რატი ბრეგაძე

22 ივლისი 2024, 14:58

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დამტკიცებულიყო სიმართლე, სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა დავა მოვიგეთ

2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დამტკიცებულიყო სიმართლე და სტრასბურგში აბსოლუტურად ყველა დავა მოვიგეთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯო ბაიდენი

22 ივლისი 2024, 14:49

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა

„ომისა და გაურკვევლობის დროს მნიშვნელოვანია, ისრაელის მტრებმა იცოდნენ, რომ ამერიკა და ისრაელი ერთად დგანან - დღეს, ხვალ და ყოველთვის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

22 ივლისი 2024, 14:43

არჩევნები ამერიკაში

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ყოველთვის გავაანალიზებთ სიტუაციებს, განურჩევლად იმისა თუ რა ადმინისტრაცია ეყოლება ამერიკას და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს

„ვფიქრობ, ცვლილება არ იქნება. ევროპა დაიცავს საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ყოველთვის გავაანალიზებთ სიტუაციებს, განურჩევლად იმისა თუ რა ადმინისტრაცია ეყოლება ამერიკას და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. ეს არა მხოლოდ ევროპელების, არამედ გლობალური სტაბილურობის ინტერესებშიც შედის“, - აღნიშნა სტეფან სეჟურნემ.

ირაკლი ზარქუა

22 ივლისი 2024, 14:42

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: „ბოკუს“ ეტყობა, ესირცხვილება, რომ კეზერაშვილთან ჩავიდა - თან ფული უნდათ „მისტერ ოფშორისგან“, ისევე, როგორც „ნაცებს“ მიშას პარტია უნდათ, მაგრამ სახელი ესირცხვილებათ. მიშა, ღირსი ხარ, რასაც გიკეთებენ

„ბოკუს“ ეტყობა, ესირცხვილება, რომ კეზერაშვილთან ჩავიდა - თან ფული უნდათ „მისტერ ოფშორისგან“ და თან მალავენ, ისევე, როგორც „ნაცებს“ მიშას პარტია უნდათ, მაგრამ სახელი ესირცხვილებათ. მიშა, ღირსი ხარ, რასაც გიკეთებენ

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:41

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება მშვიდობის უზრუნველყოფა, ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას კი მშვიდობის განსაკუთრებით ეშინია და აქედან არის განპირობებული მათი დაბნეული და პანიკური ქმედებები

თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება მშვიდობის უზრუნველყოფა, მშვიდობა კი არის ის, რისიც განსაკუთრებით ეშინია ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას და აქედან არის განპირობებული მათი დაბნეული და პანიკური ქმედებები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

22 ივლისი 2024, 14:39

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: შტატების წარმავალმა ადმინისტრაციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ახალ ადმინისტრაციას უნდა მივახვედროთ, რომ ჩვენ პატრონებს კი არა პარტნიორებს ვეძებთ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შტატების ახალი ადმინისტრაცია მეტად ვერ გააფუჭებს დამოკიდებულებებს საქართველოსთან და ტრამპი და ამერიკა კი არ ცვლის სიტუაციას, არამედ ქვეყანამ თვითონ უნდა დაიწყოს პრაგმატული მოქმედებები, რათა სრულად გაანეიტრალოს უცხო გავლენები ქართულ პოლიტიკაზე.

22 ივლისი 2024, 14:37

საზოგადოება

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჟოზეფ ბორელი

22 ივლისი 2024, 14:35

არჩევნები ამერიკაში

ჟოზეფ ბორელი: დარწმუნებული ვარ, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი განსხვავების მომტანი იქნება ის, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში, თუმცა ეს ამერიკელი მოქალაქეების არჩევანია

„ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში. დარწმუნებული ვარ, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი განსხვავების მომტანი იქნება ის, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში, თუმცა ეს ამერიკელი მოქალაქეების არჩევანია და არ მსურს ამაში ჩავერიო. ვფიქრობ, ჩემი როლი არ არის, ამერიკელ ხალხს ვუთხრა რა გააკეთონ ან ჩემი პრეფერენციები დავაფიქსირო“, - განაცხადა ბორელმა.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის სარჩელზე: ეს ადამიანები არაფერს პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანაში და კონსტიტუციის დარღვევაც არაფრად არ მიაჩნიათ. მათ მოუწიათ და კიდევ მოუწევთ აღიარება, რომ კონსტიტუციას ზურგს აქცევენ

ეს ადამიანები არაფერს პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანაში და კონსტიტუციის დარღვევაც არაფრად არ მიაჩნიათ. მათ მოუწიათ და კიდევ მოუწევთ აღიარება, რომ არიან ისინი ვინც კონსტიტუციას ზურგს აქცევენ, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს.

ჯო ბაიდენი

22 ივლისი 2024, 14:30

არჩევნები ამერიკაში

Politico: თეთრი სახლის პერსონალმა და საარჩევნო შტაბმა ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ მის გასაჯაროებამდე ერთი წუთით ადრე შეიტყვეს

Politico-ს ცნობით, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადადგა ბაიდენმა საბოლოო ნაბიჯი და გადაწყვეტილების შესახებ კვირას, 21 ივლისს ჯერ მხოლოდ უახლეს გარემოცვას აცნობა, თეთრი სახლის პერსონალმა და საარჩევნო შტაბმა კი ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ მის გასაჯაროებამდე ერთი წუთით ადრე შეიტყვეს.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ლელოს“ და NGO-ების გასვლით შეხვედრაზე: ეს ე.წ. პოლიტიკური „ენჯეოები“ არათუ დანამატები არიან პოლიტიკური პარტიების, არამედ, ხშირ შემთხვევაში მათი დავალებების მიმცემები და ხელმძღვანელი რგოლებიც კი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ბათუმში, პარტია „ლელოს“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გასვლით შეხვედრას ეხმაურება. რატი იონათამიშვილის განცხადებით საერთაშორისო სახსრებით დაფინანსებული შეხვედრები, რომელიც საარჩევნო კამპანიის ნაწილია, პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის პრინციპს.