03 აგვისტო 2024, 14:23 / სანდო წყარო

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანსამბლ ,,დიდგორისა“ და სამეფო ნაციონალურ ბალეტ „ფოცხიშვილების“ პირველი ერთობლივი კონცერტი გაიმართება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის - „ამღერებული მუზეუმის“ - ფარგლებში, 4 აგვისტოს, 19:00 საათზე, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში ანსამბლ „დიდგორისა“ და სამეფო ნაციონალური ბალეტის, „ფოცხიშვილების“, პირველი ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

სამინისტროს ინფორმაციით, ანსამბლები მაყურებლის წინაშე ქართულ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას წარადგენენ.

„ანსამბლებმა ერთობლივი რეპეტიცია გაიარეს და მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან.

ამიერიდან პროექტ „ამღერებულ მუზეუმს“ ხალხური სიმღერის კონცერტებსა და გაკვეთილებთან ერთად კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით ქართული ცეკვის პროგრამაც დაემატება, რაც ღია ცის ქვეშ მუზეუმს ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. „ამღერებული მუზეუმი“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანსამბლ „დიდგორის“ ინიციატივით 2023 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ხალხური სიმღერის გაკვეთილები და ფოლკლორული კონცერტები მუზეუმში ყოველთვიურად იმართება.

60-ზე მეტი წლის ისტორიის მქონე ანსამბლ „ფოცხიშვილების“ ქორეოგრაფიული დინასტიის ფუძემდებელი გელოდი ფოცხიშვილი გახლდათ. 1963 წლიდან მოყოლებული, მისი ხელმძღვანელობის პერიოდშიც და დღესაც, ანსამბლი მთელ მსოფლიოში მართავს კონცერტებს, ავითარებს ქართულ ქორეოგრაფიას და ემსახურება ქართულ კულტურას. „ფოცხიშვილები“ აერთიანებს სასწავლებლებს - „ფოცხიშვილების ცეკვის აკადემიასა“ და ცეკვის სტუდია „პატარა ვარსკვლავებს“; სასწავლებლებში ასევე დიდი წარმატებით საქმიანობენ და მომავალ თაობას ცეკვის ხელოვნებას ასწავლიან. 2008 წელს გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის იდეის საფუძველზე ჩამოყალიბდა „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი“, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი პროდიუსერია გელა ფოცხიშვილი, ხოლო ანსამბლის მთავარი ბალეტმაისტერია მაია კიკნაძე. აღსანიშნავია, რომ „სამეფო ნაციონალური ბალეტი“ წარმატებით მონაწილეობდა 2023 და 2024 წელს ლევილის ქართულ ფესტივალში.

როგორც ცნობილია, 2024 წლის 19 მაისს საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით თვითმოქმედ ანსამბლ „დიდგორს“ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლის სტატუსი მიენიჭა. „დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა და მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. ანსამბლი აქტიურად საქმიანობს საქართველოსა და უცხოეთში. 2015 წელს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, ნომინაციაში „ახალი თაობა“, ანსამბლს გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო და სიგელი. საგულისხმოა, რომ ანსამბლი მონაწილეობდა 2024 წელს ლევილის ქართულ ფესტივალში, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიესალმება ანსამბლების ერთობლივ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მაყურებლისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამის შეთავაზებას“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

რადოსლავ სიკორსკი

21 სექტემბერი 2024, 02:44

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ეჭვქვეშ არ აყენებს ყირიმის უკრაინულ კუთვნილებას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ეჭვქვეშ არ აყენებს ყირიმის უკრაინულ კუთვნილებას.

21 სექტემბერი 2024, 02:25

მსოფლიო

CNN: აშშ მომავალ კვირას უკრაინისათვის შეიარაღების მნიშვნელოვანი პაკეტის გამოყოფას გამოაცხადებს, თუმცა მიწოდება, სავარაუდოდ, გადაიდება მარაგების დეფიციტის გამო

აშშ მომავალ კვირას უკრაინისათვის შეიარაღების მნიშვნელოვანი პაკეტის გამოყოფას გამოაცხადებს, თუმცა მიწოდება, სავარაუდოდ, გადაიდება მარაგების დეფიციტის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 სექტემბერი 2024, 02:02

მსოფლიო

The Times: უკრაინამ უახლოეს კვირებში რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა ფარულად შეიძლება მიიღოს

უკრაინამ უახლოეს კვირებში რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა ფარულად შეიძლება მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

ანტონიო გუტერეში

21 სექტემბერი 2024, 00:14

მსოფლიო

გაერო აცხადებს, რომ ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო

გაერო აცხადებს, რომ ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო.

თავისუფალი გზა

20 სექტემბერი 2024, 23:15

საზოგადოება

მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„ევროპული მობილობის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 21 და 22 სექტემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე - პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნანა კაკაბაძე

20 სექტემბერი 2024, 22:53

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა სტანდარტს ცინიკური ფორმით არღვევენ. სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად

საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამ სტანდარტს უხეში და ცინიკური ფორმით არღვევენ. სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად, მტრობას - პარტნიორობად და ღალატს ერთგულებად. იმედი გვაქვს, ამის ნათელი დასტური იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებით დამდგარი შედეგი, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

20 სექტემბერი 2024, 22:51

პოლიტიკა

მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში: აშშ-ისა და ევროკავშირის სააგენტოებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის შეუსრულებლობაში

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა „საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტი ავრცელებს.

20 სექტემბერი 2024, 22:33

კულტურა

თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი „პირველი მერცხლით“ დაიხურა

„ფესტივალს სტუმრობდნენ: მალტის ეროვნული არქივის ხელმძღვანელი ჩარლზ ფარუჯა, ჩეხეთის ეროვნული არქივის დირექტორი მიხალ ბრეგანტი, პორტუგალიის კინოთეკის წარმომადგენელი რუი მაჩადო, აშშ-ის ეროვნული არქივის წარმომადგენელი ჰეიდი ჰოლმსტრომი, ბულგარეთის ეროვნული კინოარქივის წარმომადგენელი გალია ჟეკოვა და მოლდოვის ეროვნული საარქივო სააგენტოს წარმომადგენელი აურელია ფელია“.

20 სექტემბერი 2024, 22:22

პოლიტიკა

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა „საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტი ავრცელებს.

20 სექტემბერი 2024, 21:53

სამართალი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 სექტემბერი 2024, 21:26

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინის გამარჯვების გეგმა პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, დამოკიდებულია სწრაფ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უნდა მიიღონ პარტნიორებმა.

20 სექტემბერი 2024, 21:15

სპორტი

კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფეხბურთელებს თბილისის აეროპორტში დახვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა. „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ თბილისში ხვალ დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება.

მაია ჯაბუა

20 სექტემბერი 2024, 21:07

არჩევნები 2024

მაია ჯაბუა: ევროკავშირში შესვლა უმნიშვნელოვანესია - რა თქმა უნდა, ღირსებით, ქვეყნის ერთგულებითა და სიყვარულით

მარტვილში გამართულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მომღერალი მაია ჯაბუა მონაწილეობდა.

ჰერცი ჰალევი

20 სექტემბერი 2024, 21:06

მსოფლიო

„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც ემუქრება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც ემუქრება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას.

აჩიკო ნიჟარაძე

20 სექტემბერი 2024, 21:04

არჩევნები 2024

აჩიკო ნიჟარაძე: ვირჩევ ძალას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესზე წინ საქართველოს ინტერესს აყენებს

ვირჩევ ძალას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესზე წინ აყენებს საქართველოს ინტერესს, - აცხადებს „ქრონიკასთან“ მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე. „ხმას ვაძლევ ძალას, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს“, - აცხადებს მომღერალი.

პანჩო

20 სექტემბერი 2024, 20:52

არჩევნები 2024

პანჩო: მინდა, ევროპისკენ გზა მშვიდობიანად და ღირსებით გავიაროთ

მომღერალი, პანჩო „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ მისი სურვილია ევროპისკენ გასავლელი და საქართველომ მშვიდობიანად და ღირსებით გაიაროს. „საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ გზა, რომელიც გასავლელია ევროპისკენ, ჩვენთვის უფრო რთულია.მინდა რომ ეს გზა მშვიდობიანად და ღირსებით გავიაროთ“, - აცხადებს მომღერალი.

გუფი

20 სექტემბერი 2024, 20:40

არჩევნები 2024

გუფი: მშვიდობა თუ არ არის, აზრი ეკარგება ყველაფერს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. დღეს მუსიკოსებს მარტვილსა და სამტრედიაში უმასპინძლეს.

20 სექტემბერი 2024, 20:38

არჩევნები 2024

მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპისკენ - „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები სამტრედიასა და მარტვილში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით- ევროპისკენ! „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები სამტრედიასა და მარტვილში.

20 სექტემბერი 2024, 20:36

არჩევნები 2024

ევროკავშირი აპირებს იმ ორგანიზაციების შეფასებით იხელმძღვანელოს, რომლებიც საარჩევნო პროცესს მხოლოდ ერთ ჭრილში განიხილავენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ისფედში იმყოფებოდა. „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების წინასწარი დათვლის შედეგების გაყალბებაშია მხილებული.

ბიძინა ივანიშვილი

20 სექტემბერი 2024, 20:19

პოლიტიკა

ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, შერიგება და ურთიერთშენდობა - ბიძინა ივანიშვილის გზავნილი და რადიკალების თვითლუსტრაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ცდილობს შერიგებისა და ურთიერთპატივისცემის იდეა სათავისოდ დაამახინჯოს. ქვეყნის საწინააღმდეგო არაერთ მოქმედებაში მხილებული პარტია მმართველ გუნდს გამოგონილი მიზეზებით ადანაშაულებს.