12 აგვისტო 2024, 12:22 / სანდო წყარო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: შატილის ციხე-კოშკების რეაბილიტაცია წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხორციელდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შატილის ციხე-კოშკების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შატილის ციხე-კოშკების რეაბილიტაცია წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხორციელდება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შატილის კოშკები ზიანდება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყურადღების მიღმა ტოვებს მათ სავალალო მდგომარეობას.

საზოგადოებას გვინდა, მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022-2024 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე შატილის ციხე-კოშკების რეაბილიტაციის შესახებ. ამასთან აღვნიშნავთ, რომ 2022-2023 წლებში ციხე-კოშკების გადასარჩენად არაერთი ფიზიკური სამუშაო ჩატარდა, რისთვისაც სააგენტომ 463,932.00 ლარი გამოყო. კერძოდ:

2022 წელს აღდგა N12-13 და N14 კოშკებს შორის გადასასვლელი ორი ბანი; ციხე-სახლის ბანის საყრდენი კედლის აღდგენა მოხდა ახალი სიპი ქვით (განსაკუთრებულად რთული წყობით); გადახურვის კოჭები აღდგა ხის მორებით და მოეწყო გადახურვის ხის ნახევარკავები, კავებზე კი განთავსდა ფიცრის ფენილი; გაკეთდა ხის მასალის ანტისეპტირება და ცეცხლდაცვა, ასევე - ბანის ჰიდროიზოლაცია; ციხე-სახლის ბანის პერიმეტრზე ფიქლის ქვით მოეწყო საპირე კარნიზი და თავად ბანზე კი დატკეპნეს თიხის ფენა.

2022-2023 წლებში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელ შატილის, №4, 5, 20, 23, 24, 25, 26 და N52 ციხე-სახლებს გადახურვების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც გულისხმობდა სახურავების წმენდას მცენარეული საფრისა და გრუნტისგან; მოიხსნა დაზიანებული თიხატკეპნილი და ამორტიზებული აივანი, ასევე - რულონური გადახურვა; ახალი მასალის გამოყენებით გადაეწყო ფიქლის ქვის ლავგარდანი და სხვა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში გახლდათ N20 ციხე-სახლი, რომლის საყრდენი კლდოვანი ქანი მოწყვეტილი იყო და კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე კი მორღვეული. არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით ხარაჩოს მოსაწყობად დროებითი საძირკველი მომზადდა მონოლითური ბეტონის ფილისგან, არასტანდარტული ინვენტარული ხარაჩო დამონტაჟდა ლითონის მილებისგან. ამის შემდეგ კოშკის კედლები გაძლიერდა მჭიმებით და ლითონის ელემენტები დაიფერა.

2024 წელს სააგენტოს დაკვეთით კვლავ დაგეგმილია სოფელ შატილის ოთხი კოშკის საფუძვლიანი რეაბილიტაცია და ამჟამადაც მიმდინარეობს შესაბამისი სატენდერო პროცედურები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ შატილის ციხე-კოშკების რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით ახორციელებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

ჟოზეფ ბორელი

13 სექტემბერი 2024, 22:34

მსოფლიო

ბორელი: ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემას

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემას.

გია აბაშიძე

13 სექტემბერი 2024, 22:34

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი

ჩემპიონობის გარდა, ეს საამაყო ახალგაზრდა, ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ფიქრობს, რომ საქართველოს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.

გიორგი გამსახურდია

13 სექტემბერი 2024, 22:20

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება

გიორგი გამსახურდია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოების განხორციელების ფაქტს ეხება.

13 სექტემბერი 2024, 22:08

საზოგადოება

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, პრემიის ფინალისტ პედაგოგებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

13 სექტემბერი 2024, 21:58

სამართალი

საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს ასაჯაროებს

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ელთ ბილდინგის“ მშენებარე კომპლექს „მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან“.

გიგი უგულავა

13 სექტემბერი 2024, 21:47

არჩევნები 2024

გიგი უგულავა: ყველა არჩევნებში „ქართული ოცნების“ პირველი ამოცანაა, გავიდეს პირველ ადგილზე და ამას ახერხებს

იმის გამო, რომ აქეთ ლიდერები ვერ ლაგდებიან, იქით ლიდერები გაბუტულები არიან ერთმანეთთან, გამოდის ოთხი [ოპოზიციური ფლანგი]. რაც არ უნდა სოციოლოგიური ზღაპრები მოგვიყვნენ, სინამდვილეში, ამ ოთხის პრობლემაა, რომ შეიძლება მათგან ერთ-ერთმა ვერ გადალახოს [ბარიერი] და სამის ჯამი აღარ გყოფნიდეს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ, ტელეკომპანია „ფორმულას ეთერში.

გენო პეტრიაშვილი

13 სექტემბერი 2024, 21:39

არჩევნები 2024

გენო პეტრიაშვილი: არ არის სასიამოვნო ნეგატიური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს, ვპატიობთ ამ ყველაფერს

„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაინც თანაქალაქელები ვართ, მეგობრები ვართ და ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს. უბრალოდ, არ არის სასიამოვნო ნეგატიური მესიჯები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, არ არის ლამაზი, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე

13 სექტემბერი 2024, 21:27

არჩევნები 2024

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე: ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა

ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა, - განაცხადა ვანში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილე მომღერალმა, აჩიკო ნიჟარაძემ.

ლაშა ტალახაძე

13 სექტემბერი 2024, 21:22

არჩევნები 2024

ლაშა ტალახაძე: მე ვჭირდები მმართველ გუნდს და თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის წინ მიიწევდეს

ჩვენ, სპორტსმენებმა რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.

დათუნა სირბილაძე

13 სექტემბერი 2024, 21:09

არჩევნები 2024

დათუნა სირბილაძე: ძალიან მიხარია, რომ დღეს ვანში ვართ, ვაერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობს მშვიდობას, დიდი სიყვარულითა და განწყობით სვლას ევროპისკენ

ვანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც მომღერალი დათუნა სირბილაძე მონაწილეობს.

სოფო ბედია

13 სექტემბერი 2024, 21:08

არჩევნები 2024

სოფო ბედია: ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე

მომღერალი, სოფო ბედია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველამ სწორი არჩევანი უნდა დააფიქსიროს და არჩევნებზე მივიდეს. „ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა მომღერალმა.

13 სექტემბერი 2024, 21:06

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში - მმართველი პარტიის გზავნილების გარშემო ვანსა და სენაკში ერთიანდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ! - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს ვანსა და სენაკში იმართება.

ლაშა ბექაური

13 სექტემბერი 2024, 21:03

პოლიტიკა

ლაშა ბექაური: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი

მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი, - განაცხადა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების შემდეგ მედიასთან.

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკი

13 სექტემბერი 2024, 20:59

მსოფლიო

ზელენსკი: ჯო ბაიდენს გამარჯვების გეგმას წარვუდგენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში მის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდება.

13 სექტემბერი 2024, 20:56

საზოგადოება

მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა

„მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ დაანაგვიანებენ მსგავს რეკრეაციულ სივრცეებს, ნუ დატოვებენ სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯს ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. სამწუხაროდ, ჩუღურეთის რაიონში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სამშენებლო ნარჩენისა და ძველი ნივთების კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ნაციონალური მოძრაობა

13 სექტემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მახეში გაება - ვერ აკონკრეტებენ, რომელი ფონდი, ორგანიზაცია გაიღებს 14 მილიარდს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტიის ვერც ერთი ლიდერი და წევრი ვერ აკონკრეტებს, რომელი ფონდი, ორგანიზაცია თუ ვინ გაიღებს სოლიდურ თანხას, რისთვის და როგორ? ნათქვამი მორიგ აბსურდულ დაპირებად და კიდევ ერთ ხანმოკლე საარჩევნო ტყუილად დარჩა.

13 სექტემბერი 2024, 20:39

სამართალი

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან“.

13 სექტემბერი 2024, 20:33

ეკონომიკა

სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს - როგორ აფასებენ მევენახეები მთავრობის გადაწყვეტილებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყურძნის რეკორდული მოსავლის პროგნოზი და მთავრობის მორიგი შეღავათი მევენახეებისთვის - სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს. ამას გარდა, იმ სხვაობის კომპენსაციასაც უზრუნველყოფს, რაც იმ მეწარმეებს სჭირდებათ, ვინც პროდუქცია უკვე და დაბალ ფასად ჩააბარა.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 20:29

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა გაგრძელდება

ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძე

13 სექტემბერი 2024, 20:28

სპორტი

კახა კალაძე „ლეგენდების მატზე”: ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერან ფეხბურთელებთან - ლევან კობიაშვილთან, შოთა არველაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, სოციალურ ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვაში გააცნო.