მუზეუმელთა ალიანსის ყოველწლიური ყრილობა შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა და წარმატებით ჩატარდა
თეა წულუკიანი
ფოტო: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმელთა ალიანსმა მესამე ყრილობაზე, რომელიც შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა, ტრადიციულად საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ.
ასამბლეაში, რომელსაც გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს 200 მუზეუმის 500-ამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მესამე ასამბლეაზე თანამშრომლები გახლდნენ როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან.
ღონისძიებაზე საზეიმოდ გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. ვერცხლის სამკერდე ნიშანთან ერთად საუკეთესო მუზეუმელებს გადაეცათ ფულადი ჯილდოც. 2024 წლის საუკეთესო მუზეუმელები არიან:
● თინათინ სოსანიძე - სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიული ეთნოგრაფიული მუზეუმის ძვირფასეულის სექტორის კურატორი, მრჩეველ-კონსულტანტი;
● როლანდ ისაკაძე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი;
● ჯუმბერ კოპალიანი - დმანისის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი.
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ასამბლეაზე შეკრებილებს მიმართა, შეაჯამა სამუზეუმო წელი, ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში შალვა ამირანაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ფილმის და ეთნოგრაფიული მუზეუმში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისა და ღონისძიებების ამსახველი ჩვენება გაიმართა. ცერემონია საზეიმოდ ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლების - „დიდგორისა“ და სამეფო ნაციონალურ ბალეტ „ფოცხიშვილების“ - კონცერტით დაიხურა.
კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო - „საუკეთესო მუზეუმელი“ თეა წულუკიანმა 2022 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დააფუძნა. ინიციატივა სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკა ახალბედაშვილს, სსიპ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორ ნინო ჭიპაშვილს ეკუთვნით.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ნოემბრიდან საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით „მუზეუმელთა ალიანსის“ ბარათის ყველა მფლობელს შესაძლებლობა აქვს უფასოდ ესტუმროს კულტურის სამინისტროს სისტემის ყველა მუზეუმს.
ინფორმაციისთვის, თინათინ სოსანიძე - ოთხ ათეულ წელზე მეტია მოღვაწეობს სამუზეუმო სფეროში. 2000 წლიდან 2002 წლის ივნისამდე იყო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი. ამასთან ერთად, 2018 წლიდან 2022 წლის ივნისამდე გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მუზეუმების განყოფილების უფროსი. მისი უშუალო ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელდა მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და მართვისა და პრეზენტაციის თანამედროვე სტანდარტზე გადასვლა. 2019 წელს მას მიენიჭა გორის საპატიო მოქალაქის წოდება, რომელსაც ღირსეულად ატარებს.
როლანდ ისაკაძე - 2014-2016 წწ - ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი, არქეოლოგიის მიმართულება. 2006 წლიდან ისტორიის აკადემიური დოქტორი. 2012-2016 წწ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. 2009 წ. - მოწამეთის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტის ავტორი. 2013-2014 წლებში მონაწილეობდა გეგუთის სასახლის არქეოლოგიური კვლევის ექსპედიციებში.
ჯუმბერ კოპალიანი - არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 50-ამდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ხუთი წიგნის, ავტორი. აღსანიშნავია, მის მიერ მომზადებული და მისი რედაქტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო კრებულის „დმანისის“ ხუთი ტომი, რომელშიც წარმოდგენილია მთელი ქვემო ქართლის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკული ძეგლები. 1981-1992 წლებში მუშაობდა დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილედ, ხოლო 1993-2006 წლებში ამავე ექსპედიციის ხელმძღვანელად. ამასთან ერთად, 1996-2006 წლებში იყო არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. 2007-2011 წლებში იყო დმანისის კულტურის ცენტრის დირექტორი. იგი ამჟამად მუშაობის მისი ინიციატივით შექმნილი არქეოლოგიური ექსპოზიციის ხელმძღვანელად და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად. იგი არის ღირსების ორდენის კავალერი და ექვთიმე თაყაიშვილის პრემიის ლაურეატი.
ყველა სიახლე
05 ოქტომბერი 2024, 22:50
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა
ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საკითხს შეეხო.
05 ოქტომბერი 2024, 21:14
საზოგადოება
ზურაბ ყიფშიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა
მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
05 ოქტომბერი 2024, 21:00
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა - „სენტ ეტიენმა“ ზურიკოს გოლებით „ოსერი“დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ოსერი“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და ქართველის შესანიშნავი თამაშით მეტოქე 3:1 დაამარცხა.
05 ოქტომბერი 2024, 20:34
საზოგადოება
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოვების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
05 ოქტომბერი 2024, 20:28
საზოგადოება
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
05 ოქტომბერი 2024, 20:26
საზოგადოება
კახა კალაძე: მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში
მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე.
05 ოქტომბერი 2024, 20:18
საზოგადოება
კახა კალაძე: კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს
„სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. და როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ- ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად“.
05 ოქტომბერი 2024, 20:04
საზოგადოება
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებიან დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.
05 ოქტომბერი 2024, 19:40
საზოგადოება
დავით ფაცაცია: ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად უნდა შევქმნათ ერთიანი, ძლიერი საქართველო, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი გმირები
ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი „ხიდი“ გაიმართა. ხუთდღიანი პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა 15-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 ოქტომბერი 2024, 19:18
არჩევნები 2024
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება
ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ვართ სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა კითხვას, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი ამომრჩეველმა და დაანონსებული არეულობის მცდელობის ფონზე, პრევენციის რა საშუალებები არსებობს ამ მხრივ.
05 ოქტომბერი 2024, 19:09
საზოგადოება
ნინუცა ბუცხრიკიძე: გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ტიპის აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეულია თავისი მასშტაბიდან გამომდინარე
„წლევანდელ გასტროზონებს დაემატა ისეთი სივრცეები როგორიც არის „ისპანახობა“, „ყველიერი“. კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის შეიქმნა ორბელიანის ნუგბარის ანალოგი, რომელიც ასე ძალიან უყვარდათ ჩვენს წინაპრებს და წარმოდგენილია ორბელიანის მოედანზე“, - აღნიშნა ნინუცა ბუცხრიკიძემ.
05 ოქტომბერი 2024, 18:54
საზოგადოება
ლაშა ქარდავა დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 ოქტომბერი 2024, 18:53
არჩევნები 2024
დავით ჩიხელიძე: გილაური სისხლიანი რეჟიმის მთავრობის მეთაური იყო და განწირულია ყოველგვარი საცირკო წარმოდგენა, რომლის მიზანი ამ კაცის გარეცხვა და აპარტიულ ადამიანად წარმოჩინებაა
ჯერ ვითომ ნიკა გილაურმა რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას, რასაც ყველა დაეთანხმება და ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
05 ოქტომბერი 2024, 18:35
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი, თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას
ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი იმის თაობაზე, რომ თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც ჩვენ, ზედმიწევნით ვიცავდით კანონმდებლობას, ვიცავთ კიდეც და გავაგრძელებთ მის დაცვას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
05 ოქტომბერი 2024, 18:20
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი:ამ ადამიანების გარკვეულ დაჯგუფებას - ვგულისხმობ უცხოელებს, ნამდვილად არ სურთ, რომ აქ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ქართველმა ხალხმა გამოხატოს ნება
„სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ხელისუფლება შეცვლილიყო და ყოფილიყო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათთვის მონა-მორჩილი იქნებოდა. მათ ეს ხელისუფლება ბევრი მიზეზიდან გამომდინარე არ მოსწონთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოს ომში ჩართვა ვერ მოხერხდა და მეორე ის, რომ ჩვენ ავირჩიეთ ოჯახური ღირებულებების დაცვა, ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა და ა.შ. მათთვის ეს გახდა ერთგვარი სერიოზული მიზეზი, რომ ეს ხელისუფლება არ მოსწონთ“.
05 ოქტომბერი 2024, 18:17
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და ეს მხარდაჭერა რომ მზარდია, სწორედ ამას გადაჰყავს ჭკუიდან პოლიტიკური პარტიები
„ყველანაირი ღვარძლისა და სიძულვილის ენაა ის, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“ და მასში შემავალი პარტიები) წარმომადგენლებისგან ვრცელდება. მაგრამ, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ერთად იზეიმებს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
05 ოქტომბერი 2024, 18:06
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე: ეს სხვა არაფერია, თუ არა წინასწარ ცოდნა, რომ არეულობების მცდელობები იქნება და ამ არეულობებისგან პრევენციას ახდენენ თავიანთი მოქალაქეების. სხვა უბრალოდ, ლოგიკა არ არსებობს
საოცარია და ძალიან გასაკვირია, როდესაც საფუძველი არაფერი არსებობს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის მოქალაქეებს ასეთ გზავნილს უგზავნის, რომ თავი აარიდონ 26 ოქტომბერს და შემდგომ დღეებში მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მოსალოდნელია დემონსტრაციები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.
05 ოქტომბერი 2024, 18:03
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი არა ქართველი ხალხის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი გახდა - ადამიანი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, დღეში რამდენჯერმე არღვევს კონსტიტუციას
„ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, დღეში რამდენჯერმე არღვევს კონსტიტუციას. რაც შეეხება მას, როგორც პრემიერობის კანდიდატს, ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ პრემიერობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს პოლიტიკურ პარტიას. რომ დავუშვათ 1%-იანი შანსი, რომ ოპოზიციამ მოახერხა წარმატების მიღწევა, რომელმა პარტიამ უნდა დაასახელოს ის?!“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
05 ოქტომბერი 2024, 18:02
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის კიდევ უფრო მეტად განვითარება არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამ მიმართულებით ჩვენს გუნდს ახალი სტრატეგია და გეგმები აქვს
რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების“ ფორუმი გამართა. ფორუმში რუსთავის ბინათმესაკუთრეთა 778-მა ამხანაგობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
05 ოქტომბერი 2024, 18:00
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ევროკავშირის წარმომადგენლობის, აშშ-ის ელჩისა და საელჩოს განცხადებები მცდელობაა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კლასტერში გაერთიანებულ პარტიებსაც ჰქონდეთ სიცოცხლისუნარიანობის მცირე შანსი და მათაც გადალახონ ბარიერი
გულდასაწყვეტი ის არის, რომ ქარდებისა და Facebook-პოსტებში ინფორმაცია, 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება და სამწუხაროდ, არის მცდელობა, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ მიუახლოვდეს საარჩევნო ბარიერს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.