17 სექტემბერი 2024, 20:03 / სანდო წყარო

„ღამის სერენადების“ თბილისური კონცერტები დაიწყო

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისური კონცერტებით გრძელდება. 5 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიას დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგნენ იტალიელი დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი სანდრო ნებიერიძე. შესრულდა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები - ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“.

ფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტთან სანდრო ნებიერიძესთან ერთად ბეატრიჩე ვენეციმ ააჟღერა რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი.

„ბეატრიჩე ვენეცი არის Orchestra Scarlatti Young-ის მთავარი დირიჟორი, „Milano Classica“-ს მთავარი დირიჟორი, ტოსკანას ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, „პუჩინის ფესტივალის“ მოწვეული დირიჟორი, ფონდ Taormina Arte-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველი მუსიკის დარგში. თანამშრომლობს საყოველთაოდ აღიარებულ შემსრულებლებთან და ინსტიტუციებთან. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო შემოქმედებითი მოღვაწეობისა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის. 2019-2022 წლებში ბეატრიჩე ვენეცი იყო რომის პაპის საბჭოს ქალთა საკონსულტაციო ჯგუფის წევრი კულტურის დარგში. 2017 წელს Corriere della Sera-მ დაასახელა წლის 50 ქალბატონს შორის, ხოლო 2018-ში ფორბსმა - 100 ახალგაზრდა, მომავლის ლიდერს შორის.

სანდრო ნებიერიძე ხუთი წლიდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, ხოლო ცხრა წლიდან კომპოზიციას, 2021 წლიდან სწავლობს მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში, არის არაერთი საერთაშორისო საფორტეპიანო და საკომპოზიციო კონკურსის ლაურეატი. თანამშრომლობს წამყვან ორკესტრებთან და რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში, როგორც შემსრულებელი და კომპოზიტორი.

15 სექტემბერი, თბილისი, 20:00
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი

ბეატრიჩე ვენეცი - დირიჟორი, იტალია
სანდრო ნებიერიძე - ფორტეპიანო, საქართველო

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

პროგრამა:
ჯაკომო პუჩინი - კუდიანთა შაბათობა ოპერიდან „ვილისები“
ამილკარე პონკიელი - ელეგია
საათების ცეკვა ოპერიდან „ჯოკონდა“
სერგეი რახმანინოვი - საფორტეპიანო კონცერტი №3 რე მინორი, თხზ. 30

არაჩვეულებრივი საღამო შედგა ფანტასტიური მაესტრა ბეატრიჩე ვენიცის, უნიჭიერესი სანდრო ნებიერიძისა და შესანიშნავი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობით. მაესტრამ გააოცა მსმენელი, არ წყდებოდა აპლოდისმენტები და ოვაციები. მინდა მივულოცო სანდრო ნებიერიძეს ურთულესი ნაწარმოების ფანტასტიურად შესრულება. მადლობა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის.

„ღამის სერენადების“ ფარგლებში წინ გველოდება 17, 18 და 20 სექტემბრის კონცერტები არაჩვეულებრივ შემსრულებლებთან ერთად.

დიდი მადლობა ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერებს, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ კონცერტების ჩატარება. მადლობა საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი, - განაცხადა „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკვე მეორედ ვიმყოფები ფესტივალზე „ღამის სერენადები“ და ვდირიჟორობ კონცერტს. საოცრად მიგვიღო მსმენელმა, ძალიან დიდი ემოციებით დავიტვირთე. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სანდრო ნებიერიძე და მე ვიყავით სცენაზე. არ წყდებოდა ოვაციები, ეს ხელოვანისთვის უდიდესი ბედნიერებაა. შემიყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი. დიდი მადლობა ასეთი სითბისა და სიყვარულისთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ ფესტივალთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებ“, - განაცხადა დირიჟორმა ბეატრიჩე ვენეციმ.

„საოცარი კონცერტი იყო. აღფრთოვანებული ვარ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასეთი დაუვიწყარი საღამო გვაჩუქა. ამ ფესტივალს დიდი ხნის ისტორია აქვს და იტალიის საელჩო ტრადიციულად თანამშრომლობს მასთან. ეს არის 2 ქვეყნის დიდი მეგობრობის დასტური. იტალია უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა. თქვენს წინაშე წარსდგა იტალიელი დირიჟორი, რომელიც ამ ქვეყანას და მის კულტურას ღირსეულად წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ „ღამის სერენადებს“ მხარს ვუჭერთ და ეს გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნა იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ.

ფესტივალის შესახებ ისაუბრა პიანისტმა სანდრო ნებიერიძემაც:
„უდიდესი ენერგიით აღსავსე ემოციური კონცერტი ჩატარდა. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება გამეზიარებინა სცენა უნიჭიერეს არაჩვეულებრივ მაესტრასთან ბეატრიჩე ვენეცისთან. გვერდს გვიმშვენებდნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესანიშნავი მუსიკოსები. მგონია, რომ დიდი სიამოვნება მიიღო მსმენელმა. ჩვენც მძლავრი ემოციებით დავიტვირთეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ წლებშიც შევხვდებით მე და მაესტრა ერთმანეთს და შევძლებთ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ „ღამის სერენადები“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება და არაერთ დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს მსმენელს.“

ფესტივალის დამფუძნებელია ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი - ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.

ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”.ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“". - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

11 ოქტომბერი 2024, 12:53

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციებზე და გიგი უგულავას ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად.

მიხეილ სარჯველაძე

11 ოქტომბერი 2024, 12:50

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების ოპოზიცია

„ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა,“ პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა“ და შენიღბული „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საქართველოში ხელისუფლებას აკრიტიკებს არა ალტერნატივების შეთავაზებით და გაუმჯობესებული გეგმების წარდგენით, არამედ პრაქტიკულად უპირისპირდება იმას, რაც არის საქართველოში მშვიდობიანი განვითარების მთავარი ფაქტორი. პრაქტიკულად, ისინი არიან არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების ოპოზიცია. ეს არის დასანანი და ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც სამწუხაროდ დასჩემდა დღევანდელ ოპოზიციას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

11 ოქტომბერი 2024, 12:50

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: გახარია და „ლელო“, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მავალ პოლიტიკურ დაჯგუფებებად იქცნენ

მიხეილ სარჯველაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხამურა, სადაც მდინარაძემ აღნიშნა: „სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი“.

11 ოქტომბერი 2024, 12:48

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი „ციფრული აკადემია" დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი „ციფრული აკადემია" დასრულდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ოლაფ შოლცი

11 ოქტომბერი 2024, 12:35

მსოფლიო

გერმანელების უმეტესობას სურს, რომ შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს

გერმანიაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 59% მხარს უჭერს იდეას, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გამოკითხვაში მონაწილეთა 26% ამ იდეას ეწინააღმდეგება, ხოლო 15% არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი 2021 წლის ბოლოს გამართა. გერმანულმა მედიამ 1 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოლცს პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა სურს. თუ შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება, გერმანიის კანცლერი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს აღადგენს.

გივი თარგამაძე

11 ოქტომბერი 2024, 12:18

სამართალი

სააკაშვილი არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და შოთა ჭიჭიაშვილს მისი თვალთვალი დაავალა - პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა

პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი:

11 ოქტომბერი 2024, 12:07

მსოფლიო

სპარსეთის ყურის ქვეყნები აშშ-ს სთხოვენ ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს

სპარსეთის ყურის ქვეყნები თხოვნით მიმართავენ აშშ-ს ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათი შეშფოთების მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ თუ ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტებს დაარტყამს, თეირანის საპასუხო იერიშის დროს შესაძლოა სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ნავთობის ობიექტები დაზარალდნენ. კონფლიქტში ჩარევისგან თავიდან აცილების მიზნით საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა არაბთა საამირომ და კატარმა ისრაელს ირანზე თავდასხმისთვის საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობაზე უარი განუცხადეს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ ვაშინგტონს აცნობეს.

11 ოქტომბერი 2024, 11:47

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

11 ოქტომბერი 2024, 11:45

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბანში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, Vlll ლეგიონისა და ქევხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 11:37

არჩევნები 2024

ნაძალადევის რაიონში საარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილეს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

11 ოქტომბერი 2024, 11:34

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - კონდოლის, კისისხევისა და გულგულას მოსახლეობას შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 11:31

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალმა კაზინოში წაგების შემდეგ ნაყიდი ლატარეის ბილეთით $50 ათასი მოიგო

სააგენტო UPI-ს ცნობით, ქალმა კაზინოში მხოლოდ 20 დოლარი მიიღო და სახლში დაბრუნებისას, რკინიგზის სადგურზე ამ თანხით ლატარეის ბილეთის ყიდვა გადაწყვიტა. შედეგად მან 50 ათასი დოლარი მოიგო.

11 ოქტომბერი 2024, 11:29

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ იწრიასა და ტანძიის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

11 ოქტომბერი 2024, 11:26

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 11:23

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს.

11 ოქტომბერი 2024, 11:23

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში შეხვდა მოსახლეობას.

11 ოქტომბერი 2024, 11:21

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი იქნება სივრცე, სადაც არც ერთი რუსთაველი სპორტსმენის სახელი და წარმატება არ მიეცემა დავიწყებას

რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

11 ოქტომბერი 2024, 11:13

არჩევნები 2024

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

11 ოქტომბერი 2024, 11:08

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 11:07

სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.