„ღამის სერენადებმა“ ბრაზილიური მუსიკის საღამოს უმასპინძლა
ფოტო: ღამის სერენადები
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა „ღამის სერენადები“ 17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამოს უმასპინძლა.
ფესტივალის ორგანიზატორთა ცნობით, საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ და ახალგაზრდა წარმატებულმა ქართველმა მუსიკოსებმა ლიზი რამიშვილმა, მარიამ როინიშვილმა და გიორგი ოიკაშვილმა სხვადასხვა ეპოქისა და სტილის, ბრაზილიელი კომპოზიტორების ქართველი პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებები შეასრულეს. სპეციალურად ამ საღამოსთვის ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა მთელი რიგი ნაწარმოებების საავტორო არანჟირებები სიმებიანი ორკესტრისთვის, რომელმაც გაამდიდრა სიმებიანი ორკესტრისთვის არსებული რეპერტუარი.
„წლევანდელ ფესტივალს დიდი სევდა ახლავს თან, გამოვემშვიდობეთ ლეგენდარულ ლიანა ისაკაძეს, თუმცა მან დაგვიტოვა ისეთი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა, რომელიც სულ ჩვენთან იქნება.
რაც შეეხება ფესტივალს, „ღამის სერენადების“ მომდევნო კონცერტები გაიმართება თბილისში დღეს და 20 სექტემბერს დაიხურება. საღამოებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს.
დიდი მადლობა ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერებს, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ კონცერტების ჩატარება. მადლობა საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი,“ - განაცხადა „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ.
ბრაზილიის ელჩი საქართველოში, ოსვალდო ბიატო ჟუნიორი კი აღნიშნავს, რომ ბრაზილიის საელჩო პირველად მონაწილეობს ფესტივალში.
„ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ქვეყანაში ბრაზილიური მუსიკა ძალიან პოპულარულია და მოსწონთ. „ღამის სერენადები“ საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მადლობა ორგანიზატორებს, გიორგი ისაკაძესა და ნინა ცაგარელს. კონცერტის მონაწილეებს მადლობას ვუხდი ბრაზილიური მუსიკის არაჩვეულებრივად შესრულებისთვის“, - განაცხადა ელჩმა.
„მართალია, პირადად არ ვიცნობდი ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, მაგრამ უბედნიერესი ვარ, რომ მის მიერ დაარსებულ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. საბედნიეროდ, პირველად ჩავერთე „ღამის სერენადებში“. ძალიან მიხარია, რომ წილად მხვდა ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ბრაზილიური მუსიკის კონცერტში. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს და მსმენელს ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის“, - განაცხადა მუსკოსმა ლიზი რამიშვილმა.
მომღერალი მარიამ როინიშვილი ბრაზილიური მუსიკის გამორჩეულობაზე საუბრობს:
„მიხარია, რომ ამ კონცერტის ნაწილი ვიყავი. დიდი პატივია ჩემთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა. ბრაზილიური მუსიკა ნამდვილად არის გამორჩეული, ამიტომაც მისი შესრულება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. საღამოს გამორჩეული მსმენელი ესწრებოდა. მადლობა მათ უშურველი ოვაციებისთვის. უდიდესი მადლობა „ღამის სერენადების“ ორგანიზატორებს, რომ მონაწილეებსაც და მსმენელსაც დაუვიწყარ კონცერტებს გვჩუქნის.“
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ მივიღე მონაწილეობა ფესტივალში „ღამის სერენადები“. საოცარი მსმენელი დაგვესწრო და საღამომაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. დიდი მადლობა გიორგი ისაკაძეს, ნინა ცაგარელს, ფესტივალის საბაზო ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზები“, - აღნიშნავს მუსიკოსი გიორგი ოიკაშვილი.
„თბილისი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი
17 სექტემბერი, 20:00
ბრაზილიური მუსიკის საღამო
ლიზი რამიშვილი - ჩელო, საქართველო
მარიამ როინიშვილი - სოპრანო, საქართველო
გიორგი ოიკაშვილი - კლარნეტი, საქართველო
ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო
ლელა მჭედლიძე)
მოწვეული მუსიკოსი: მარიამ მაკარაშვილი - დრამი, საქართველო
პროგრამა:
ალბერტო ნეპომუსენუ - სიმებიანი კვარტეტი №3 რე მინორი "Brasiliero"
ჰეიტორ ვილა-ლობოსი - 18-ე საუკუნის პოეტის სიმღერა,
კრისტალის სიმღერა,
სამბა კლასიკო,
მოდინია,
სენტიმენტალური მელოდია
(ტრანსკრიფცია - ნოდარ კალანდაძე)
მარლოს ნობრე - პოემა III ჩელოსა და სიმებიანი საკრავებისთვის, თხზ.94
ლუიჯი ბასი - საკონცერტო ფანტაზია რიგოლეტოს თემებზე
(ტრანსკრიფცია - ირაკლი არეშიძე)
დარიუს მიიო - ბრაზილიერა (სიუიტიდან “სკარამუში”) თხზ.165 №3
(ტრანსკრიფცია - ირაკლი არეშიძე)
შიკინია გონზაგა - Corta Jaca
ზეკინია დე აბრეუ - Tico Tico no Fubá
ანტონიო კარლოს ჟობიმი - გოგონა იპანემადან
ლიზი რამიშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკოს სკოლა ნიჭიერთა ათწლედის დასრულების შემდეგ სწავლობდა კრონბერგის აკადემიაში, ჟენევის კონსერვატორიაში და დედოფალ სოფიას მუსიკის სკოლაში. არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე.
მარიამ როინიშვილის დებიუტი ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა 2015 წელს, ჟორჟ ბიზეს „კარმენით“. მას შემდეგ ის რეგულარულად მონაწილეობს საოპერო თეატრის დადგმებში. 2014-2016 წელს გაიარა პროფესიული კლასი სანტა ჩეჩილიას აკადემიაში რენატა სკოტოს ხელმძღვანელობით და დღესაც აქტიურად აგრძელებს საოპერო კარიერას.
გიორგი ოიკაშვილი მრავალი კონცერტის, ღონისძიების, კონკურსისა და ფესტივალის მონაწილე და ლაურეატია. 2012 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო პროექტის „კამერტონის“ საქართველოს წარმომადგენლობის „კამერტონი-საქართველოს“ წევრი. ამ პროექტის ეგიდით ყოველწლიურად მონაწილეობს საქართველოსა და გერმანიის ქალაქებში გამართულ კონცერტებში. არის გერმანიის რიჰარდ ვაგნერის საზოგადოების სტიპენდიატი.
წლევანდელი ფესტივალი, საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს, ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდა მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები, ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები, რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.
„ღამის სერენადების“ შემდეგი 2 კონცერტი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. კონცერტებში მონაწილეობდნენ ცნობილი იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი.
15 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პუბლიკამ მოისმინა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები - ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“ და სერგეი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი იტალიელი დირიჟორის ბეატრიჩე ვენეცის, სანდრო ნებიერიძისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები: ბეატრიჩე ვენეცი - დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე - ფორტეპიანო, საქართველო; მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია; ელვინ ხოჯა განიევი - ვიოლინო, აზერბაიჯანი/თურქეთი; ანდრეს გაბეტა - ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტიგერი - ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; გიორგი შავერზაშვილი - ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა - ვიოლინო, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი - მეცო-სოპრანო, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „ბორჯომი“ (ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი) და სხვა.
სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას უწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი - ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე - მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.
მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.
ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.
ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”.ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“, - აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2024, 09:05
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს მეცხრე ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ არის დაღუპული.
04 ოქტომბერი 2024, 09:01
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.
04 ოქტომბერი 2024, 08:48
არჩევნები 2024
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან.
04 ოქტომბერი 2024, 08:37
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა
ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ - გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.
04 ოქტომბერი 2024, 08:28
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობა და ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა საზოგადოების შიშით კანონპროექტისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.
04 ოქტომბერი 2024, 08:20
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, ეს კანონი უპრეცედენტო მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს ამორალური ზეგავლენისგან დაიცავს.
04 ოქტომბერი 2024, 08:13
პოლიტიკა
ლევან მჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს
ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა
04 ოქტომბერი 2024, 08:06
არჩევნები 2024
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელოვანებს ახმეტა და ყვარელი უმასპინძლებს. მმართველი პარტიის პოლიტიკას საგარეჯოშიც იზიარებენ.
04 ოქტომბერი 2024, 03:09
მსოფლიო
მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა
„ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა.
04 ოქტომბერი 2024, 02:51
მსოფლიო
პენტაგონში განმარტეს, რატომ არ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება
პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 01:01
მსოფლიო
ლიბანის ეკონომიკის მინისტრი: ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს
ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა, ამინ სალამმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს.
04 ოქტომბერი 2024, 00:45
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 00:31
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი: ადამიანი, რომელიც დაჩაგრულია, ციხეშია, თავისუფლება შეზღუდულია, იქ სიბრალული და თანაგრძნობა გიჩნდება, მაგრამ საწყალი, ლიდერი და წინამძღოლი ვერასოდეს ვერ გახდება
მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჯანმრთელობის კუთხით. მომაკვდავი კაცი, რომლის ნეკნიც თვალწინ მიდგას, ასე მალე გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
04 ოქტომბერი 2024, 00:22
პოლიტიკა
ზუკა რურუა: რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი მიზანი - ხელისუფლებაში მოვიდეს და შემდეგ გარედან მართულები იყვნენ
„დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ცუდ ძალებთან, რომლებსაც უნდათ პროვოკაციის მოწყობა. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც არაფერი ადარდებს. მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იყვნენ გარედან მართულები. ჩვენი ხელისუფლება არის ეროვნული, სუვერენული, ქვეყანა კი დამოუკიდებელი“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.
04 ოქტომბერი 2024, 00:13
არჩევნები 2024
მაია ნიკოლეიშვილი: ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ეს თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში
„მაინც ვერ ვიტყოდი ასე, რომ სიმშვიდეა ქარიშხლის წინ. სიმშვიდეს ვერ ვგრძნობ, იცით რატომ? ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ამას ყველა შეჩვეულია და თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში. ჩვენც დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ. არაადეკვატური სიმშვიდე მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკოსებშია“, - აღნიშნა ექსპერტმა.
04 ოქტომბერი 2024, 00:05
არჩევნები 2024
ზუკა რურუა: ლევან კობიაშვილი რომ არ ყოფილიყო პარლამენტში და პრობლემები, რაც ფეხბურთში იყო იქამდე არ მიეტანა, ხომ არ გვექნებოდა ეს წარმატება, რაც დღეს გვაქვს - 150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება
150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება და ყველა იურიდიულ საკითხებზე ვერ იმუშავებს, - ასე უპასუხა შეკითხვას, რატომ არის საჭირო სპორტსმენი იყოს პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
04 ოქტომბერი 2024, 00:00
პოლიტიკა
ზუკა რურუა: პარლამენტში ყოფნის დროს, ჩემი მიზანი იქნება რომ ვიზრუნო ბაღის და სკოლის ასაკის ახალგაზრდებმა შეიძინონ ის სპორტული უნარები, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ
ახალგაზრდების მეტი ჩართულობა სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია - განაცხადა „ქართული ოცნების“ დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში "იმედი LIVE".
03 ოქტომბერი 2024, 23:55
პოლიტიკა
ესპანური ანალიტიკური ცენტრი COORDENADAS: „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პროცესის სტაბილურობისადმი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა გადამწყვეტი ფაქტორია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - ნათქვამია ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის სტატიაში.
03 ოქტომბერი 2024, 23:53
არჩევნები 2024
ზუკა რურუა: მიხარია, რომ დელეგატად დამასახელეს, რადგან ვდგავარ იმ გუნდის გვერდით, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მადლიერებას ვგრძნობ მოსახლეობისგან
„ვაკის რაიონში დავიბადე და გავიზარდე და ჩემს რაიონში ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას. მხარდაჭერა გამოიხატება როგორც შეხვედრებზე, ასევე პირად საუბრებში. ვსაუბრობთ ბევრ პრობლემაზეც, რაც დღეს არის ქვეყანაში. ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დგას ქვეყანა და ბევრ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემაზეც. ასევე ვსაუბრობთ იმ ბევრ საქმეზე, რაც ვაკის რაიონში გაკეთდა. მიხარია, რომ დელეგატად დამასახელეს, რადგან ვდგავარ იმ გუნდის გვერდით, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მადლიერებას ვგრძნობ მოსახლეობისგან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ , - აღნიშნა ზუკა რურუამ.
03 ოქტომბერი 2024, 23:50
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო რეალური იქნება ქვეყნის გაერთიანება, მით უფრო გაღიზიანდება ოპოზიცია
რაც უფრო რეალური იქნება ქვეყნის გაერთიანება, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრების პერსპექტივა უფრო რეალური გახდება, მით უფრო გაღიზიანდება ოპოზიცია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.