imedi /  18 ნოემბერი 2017, 22:32 / სანდო წყარო

"სუპეროჯახი 2-ის" თიზერი გამოვიდა

კომპანია Disney-მ, "სუპეროჯახი 2-ის", თიზერი გაავრცელა. 

"სუპეროჯახის" პირველი ნაწილი 2004 წელს გამოვიდა და "ოსკარის" ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის "საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმი". მიიღო BAFTA-ს პრემია და "ენის" ჯილდო, რომელიც ანიმაციურ შემოქმედებას გადაეცემა.

ახალი "სუპეროჯახი" 2018 წლის ივნისში გამოვა.

კომენტარები ()

არქივი

12 დეკემბერი 2017, 08:23

ეკონომიკა

ესპანეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია „ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, სომელიები და იმპორტიორები დაესწრნენ. „ქართულმა ღვინომ საკმაოდ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

12 დეკემბერი 2017, 08:12

საქართველო

პარლამენტის საშემოდგომო სესია კვირის ბოლოს დაიხურება

დეპუტატები საშემოდგომო სესიის ბოლო კვირას 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ. კანონმდებლები საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ პაკეტს საშემოდგომო სესიაზე პირველი მოსმენით მიიღებენ.

12 დეკემბერი 2017, 01:03

საქართველო

დღეს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება

შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების საკითხს და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას განიხილავენ. მისივე განცხადებით, საუბარი ასევე შეეხება რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებასა და დევნილთა სახლებში დაბრუნების საკითხებს.

12 დეკემბერი 2017, 00:58

საქართველო

ქუთაისი-მილანის ავიარეისი უამინდობის გამო გადაიდო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანის მიმართლებით ავიარეისი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტი facebookზე ავრცელებს. რეისი W66411 გაფრინდება 12 დეკემბერს, 09:00სთ-ზე.

12 დეკემბერი 2017, 00:55

მსოფლიო

იაცენუკი: ყირიმის ანექსიაში დამნაშავე ვიქტორ იანუკოვიჩია

უკრაინის ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეთქმულების შედეგია. სასამართლოზე იაცენუკმა ისაუბრა იანუკოვიჩის პუტინისადმი წერილობით მიმართვაზე, რომელმაც ექსპრემიერის ვარაუდით, ყირიმის ანექსიაში დიდი როლი შეასრულა.

12 დეკემბერი 2017, 00:51

საქართველო

დღეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

დღეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე კონფერენცია - „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“ გაიმართება. კონფერენციის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, UNDP-ი და შვედეთის მთავრობა.

12 დეკემბერი 2017, 00:46

საქართველო

გენერალური აუდიტორი დღეს უწყების 2018-22 წლების სტრატეგიას წარადგენს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მექვაბიშვილი დღეს 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგიას წარადგენს. დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრებიან პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, დეპუტატები და სხვ.

12 დეკემბერი 2017, 00:40

ეკონომიკა

დღეს სემეკი კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს

დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საჯარო სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადებით წარმოდგენილ, მომდევნო წლების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს.

12 დეკემბერი 2017, 00:36

ტექნოლოგიები

ტრამპი ასტრონავტებს მთვარისა და მარსის შესასწავლად აგზავნის

დონალდ ტრამპს სურს ადამიანი გაგზავნოს იქ, სადაც კაცობრიობა მანამდე არ ყოფილა - ასე ეხმიანება CNN-ი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც შტატებმა მთვარეზე მისია უნდა განაახლოს.

12 დეკემბერი 2017, 00:33

კულტურა

მსახიობ დიმიტრი ჯაიანს დღეს დაკრძალავენ

მანამდე კი საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში. მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში მძიმედ იყო ავად.

12 დეკემბერი 2017, 00:25

მსოფლიო

აშშ-ში ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო ბირთვული ომის სცენარი დაწერეს

დოკუმენტის მიხედვით, ფხენიანი თავს ესხმის იაპონიას, სამხრეთ კორეას და აშშ-ს. მსხვერპლი მილიონობით ადამიანია. ტრამპი თავს მიწისქვეშა ბუნკერს აფარებს. კიმ ჩენ ინი კი ომის წაგების გამო თავს მოიკლავს.

12 დეკემბერი 2017, 00:15

მსოფლიო

სამმა ქალმა დონალდ ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

სამანტა ჰოლვის თქმით, 2006 წელს "მის ამერიკის" კონკურსის დროს ტრამპი მონაწილეებთან გასახდელში შევიდა, სადაც ისინი ნახევრად შიშვლები იყვნენ. "ის ისე მიყურებდა, როგორც ხორცის ნაჭერს"- იხსენებს ჰოლვი. მისი თქმით, ტრამპი მონაწილეებს ისე ეპყრობოდა, როგორც მის საკუთრებას.

11 დეკემბერი 2017, 23:56

საქართველო

იანოშ ჰერმანმა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში საქართველოს წინსვლაზე ილაპარაკა

"ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ამ მიმართულებით მიაღწია. ადამიანის უფლებები არის წინაპირობა დემოკრატიის სწორად და კარგად ფუნქციონირებისთვის. ადამიანის უფლებები არის ფუნდამენტური წინაპირობა უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

11 დეკემბერი 2017, 23:51

მსოფლიო

აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ბრძანება ჯარში ტრანსგენდერების მსახურების აკრძალვაზე გააუქმა

2018 წლის 1 იანვრიდან პენტაგონი ტრანსგენდერებს ჯარში მსახურების უფლებას კვლავ მისცემს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შემდეგ ინსტანციაში აპირებს გასაჩივრებას.

11 დეკემბერი 2017, 23:46

მსოფლიო

პუტინმა და ერდოღანმა მოლაპარაკებები გამართეს

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და სირიის კრიზისზე ისაუბრეს.პუტინის თქმით, რუსეთი და თურქეთი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

11 დეკემბერი 2017, 23:39

ეკონომიკა

ჩიკაგოს ბირჟებზე ბიტკოინით დღეს პირველად ივაჭრეს

ბიტკოინით ფიუჩერსების ვაჭრობა 11 დეკემბრის ღამეს დაიწყო. ჩიკაგოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ვიზიტორთა იმდენად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, რომ სერვერებმა ვერ გაუძლო დატვირთვას და ვებგვერდზე წვდომა დროებით შეიზღუდა.

11 დეკემბერი 2017, 23:11

ტექნოლოგიები

კვლევა: გამოუძინებელ ადამიანებს ალკოჰოლზე დამოკიდებულება ემუქრებათ

უძილობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ახალგაზრდა ადამიანები სულ უფრო მეტად ეტანებიან ალკოჰოლს. კვლევისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღრმა ძილის არქონა და რეგულარულად ადრე გაღვიძება ადამიანებს ალკოჰოლზე დამოკიდებულებისკენ უბიძგებს.

11 დეკემბერი 2017, 23:02

საქართველო

ნაციონალებს სააკაშვილის გათავისუფლება უხარიათ

"ესაა თითქმის ბოლო აგურის გამოცლა პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმისთვის, რაც სააკაშვილმა დღეს გააკეთა. რა თქმა უნდა, პოროშენკოს რეჟიმი შეგვიძლია უკვე პრაქტიკულად ჩავთვალოთ დამარცხებულად.ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია სააკაშვილმა მოუგო პირწმინდად ორივე ოლიგარქს“, - განაცხადა მელიამ

11 დეკემბერი 2017, 22:45

მსოფლიო

მოლდოვის პროფკავშირები 8 მარტის და 1 მაისის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან

მოლდოვის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ 8 მარტისა და 1 მაისის ნაცვლად 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დაისვენონ დასაქმებულმა ადამიანებმა. მოლდოვის პროფკავშირები კი ამ წინადადებას ეწინააღმდეგებიან.

11 დეკემბერი 2017, 22:43

ეკონომიკა

Apple-მა Shazam-ი შეიძინა

ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა პლატროფრმა Shazam-ი შეიძენა."ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ იმის გამო, რომ Shazam-ის ნიჭიერი გუნდი შეუერთდა Apple-ს"- აცხადებენ კომპანიში. 2 კომპანიას შორის მიღწეული გარიგების ფასი 400 მილიონი დოლარია.