30 დეკემბერი 2024, 15:39 / სანდო წყარო

გელა ფოცხიშვილი: ჩემი დასის წევრები მუხლებ და ცერებ გადაგლეჯილი იცავენ საქართველოს კულტურას, ეს არის ჩემი ცხოვრების პოზიცია რომელიც დაბადების დღიდან დღემდე მომდევს და დღეს მე პოზიცია არ შემეცვლება ჩემი ქვეყნის სიყვარულში

„საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი“, გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

ხელმძღვანელი გელა ფოცხიშვილი გმობს ძალადობას, მათ შორის, ეს იქნება ბულინგი სოციალურ სივრცეში, გარეთ, სახლში ან ნებისმიერ სივრცეში.

მისი თქმით, ისიც ძალადობაა, როდესაც მას წერდნენ შეეწყვიტა გასტროლები და აიძულებდნენ ამის გაკეთებას.

ასევე, ფოცხიშვილი ოპოზიციასაც და მთავრობასაც მოუწოდებს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავითვალისწინოთ ის, რომ ორივე მხარეს დიდი არტისტები დგანან და არ არის კარგი როდესაც კოლეგას, კოლეგა უპირისპირდება.

„ვირფასო ჩემო საყვარელო ქართველებო! ბევრი მწერს ჩემი აზრი გამოვთქვა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, იმასაც მწერდნენ, რომ შემეწყვიტა ევროპული ტურნე...

მინდა ვუთხრა ყველას, მე ჩემი აზრი, შეგრძნება, შეგნებული ცხოვრება, და ყველა წამით ვემსახურები ქართველ ერს! მე დღეს არ გამოვთქვამ ჩემს აზრს და ქმედებებს ჩემი ქვეყნის სიყვარულში, მე და ჩემი ოჯახი მთელი სიცოცხლე ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ამას ვაკეთებთ ჩუმად სიტყვების და ყვირილის გარეშე! თუ ვინმეს განუცდია რეპრესიები თავის სფეროში ბოლო 60 წელია ეს ჩვენი ოჯახია, მაგრამ არასდროს არ დაგვიყრია ფარ-ხმალი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში, ეს იქნებოდა ევროპული ღირებულებები თუ სხვა ღირებულებები რაც ჩვენს სამშობლოს მოუტანდა კეთილდღეობას ჩვენი მცირე შესაძლებლობების შედეგად! დღეს ჩემი დასის წევრები მსახიობები - მოცეკვავეები მუხლებ და ცერებ გადაგლეჯილი იცავენ საქართველოს კულტურას და აცნობენ კიდევ ერთხელ საქართველოს მთელს მსოფლიოს! მადლობა მათ ამისთვის!

ეს არის ჩემი ცხოვრების პოზიცია რომელიც დაბადების დღიდან დღემდე მომდევს და დღეს მე პოზიცია არ შემეცვლება ჩემი ქვეყნის სიყვარულში! რასაკვირველია ყველა ძალადობა, ეს იქნება ბულინგი სოციალურ სივრცეში, გარეთ, სახლში ან ნებისმიერ სივრცეში, ორივე და ნებისმიერი მხრიდან, არის დასაგმობი და მე ვთვლი, რომ ისიც ძალადობაა როდესაც მწერდით შემეწყვიტა გასტროლები და მაიძულებდით ამის გაკეთებას....! არ განვავრცობ ამ თემას იმიტომ რომ საქართველოში მხარე არ უნდა არსებობდეს, ჩვენ ვართ ერთნი და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი! გთხოვთ ყველას, ოპოზიციასაც და მთავრობასაც გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავითვალისწინოთ ის, რომ ორივე მხარეს ჩვენი სისხლი და ხორცი დგას! ორივე მხარეს დიდი არტისტები დგანან და არ არის კარგი როდესაც კოლეგას, კოლეგა უპირისპირდება...!

გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს! მიყვარხართ თქვენი გელა ფოცხიშვილი“, - წერს გელა ფოცხიშვილი.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2025, 16:57

რეგიონი

ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

18 იანვარი 2025, 16:46

მსოფლიო

Bild: გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა. ანალენა ბერბოკმა უარი თქვა ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა სხდომა დატოვა

Bild: გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა. ანალენა ბერბოკმა უარი თქვა ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა სხდომა დატოვა.

18 იანვარი 2025, 15:52

ტაბლოიდი

კამერონ დიასი დიდ ეკრანზე ბრუნდება: ეს იყო ათი საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში

კამერონ დიასი დიდ ეკრანზე ბრუნდება: ეს იყო ათი საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში.

დავით ქართველიშვილი

18 იანვარი 2025, 15:30

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში აქამდეც გამოირჩეოდა არატრადიციული მიდგომებით, რამაც გამოიწვია უამრავი რეალური და ჰიპოთეზური პროგნოზი

„როდესაც ვაანალიზებთ დონალდ ტრამპის ყველაზე ამბიციურ სლოგანს − Make America Greath Again (MAGA), რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია ასევე უმძიმეს მემკვიდრეობასთანაა, რომელიც მას ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხვდა წილად“, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის გარდა, 2026 წელს ამერიკის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წელი სრულდება და ტრამპის ეს სლოგანი ამ ფაქტსაც ემსახურება.

18 იანვარი 2025, 15:26

სპორტი

84 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა

84 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა.

თორნიკე შენგელია

18 იანვარი 2025, 15:22

სპორტი

თორნიკე შენგელიამ ტრავმის შემდეგ ევროლიგაზე მეორე მატჩი გამართა და მოედანზე საუკეთესო იყო

„ბაიერნთან“ სტუმრად, იგი თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა. თორნიკე შენგელია სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით მოედანზე საუკეთესო იყო. მან 28 წუთში, 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება დააგროვა.

თამარ ჩიბურდანიძე

18 იანვარი 2025, 15:10

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: სი ძინ პინისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, ამყარებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები ამერიკა-ჩინეთის სახით

თუკი ვინმეს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ტრამპი და სი ძინ პინი ვერ შეძლებდნენ თანამშრომლობას და მათ შორის დაძაბული პოლიტიკის ფონზე, საქართველოში ოპოზიცია ხელს მოითბობდა, ეს იმედიც საბოლოოდ დაემსხვრათ, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში. იგი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპმა ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას უკვე მიაღწია - ჩინეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების და დაბალანსებული ვაჭრობის დეკლარირება და ისრაელი-ღაზას შორის შეთანხმება.

18 იანვარი 2025, 15:03

მსოფლიო

ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს უმასპინძლა

ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს უმასპინძლა.

18 იანვარი 2025, 15:00

სპორტი

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა

ის კლუბში 2027 წლამდე დარჩება. საქართველოს ნაკრების ნახევარ-მცველი „შტურმში“ „დინამო თბილისიდან“ 2018 წელს გადავიდა. აღნიშნულ პერიოდში 28 წლის ფეხბურთელმა კლუბის შემადგენლობაში 208 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა მიითვალა.

18 იანვარი 2025, 14:46

სპორტი

თბილისი რაპირით მოფარიკავე იუნიორებს შორის მსოფლიო თასს მასპინძლობს

თბილისი რაპირით მოფარიკავე იუნიორებს შორის მსოფლიო თასს მასპინძლობს. ტურნირი დღეს, ახალ სპორტის სასახლეში ინდივიდუალური ასპარეზობებით დაიწყო.

18 იანვარი 2025, 14:43

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს.

პაატა სალია

18 იანვარი 2025, 14:31

პოლიტიკა

პაატა სალია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ჩვენ გვეცოდინება, რა იყო ის დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი მოქმედებები

ჩვენ გვეცოდინება რა იყო ის დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, რათა მომავალში თავიდან იქნეს არიდებული მსგავსი მოქმედებები.

ნანა კაკაბაძე

18 იანვარი 2025, 14:27

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას

ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ პროკურატურაში მათი ორგანიზაციის სახელით განცხადების შეტანის შემდეგ.

ლევან ნიკოლეიშვილი

18 იანვარი 2025, 14:22

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურაში შეტანილ სარჩელზე: ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ ქვეყანაში ჯაშუშური ქსელის მოქმედებას და ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის სტაბილურობას

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა მოძრაობის მიერ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვატო შაქარიშვილი

18 იანვარი 2025, 14:13

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სარჩელზე: აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში

აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“

18 იანვარი 2025, 14:00

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: პროკურატურაში წარდგენილ დოკუმენტში მივუთითეთ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებების არაერთი მაგალითი, რაც შეიცავს სს კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიგვაჩნია პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გაწმენდა.

18 იანვარი 2025, 13:58

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 იანვარი 2025, 13:50

რეგიონი

ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ116-კმ137 (ვარდისუბანი-ლარსი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

18 იანვარი 2025, 13:23

მსოფლიო

სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს

სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს.

ირაკლი კობახიძე

18 იანვარი 2025, 13:18

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას სოციალურ ქსელში ულოცავს.