imedi /  06 დეკემბერი 2017, 21:43 / სანდო წყარო

ცხრა ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

ე. ნინოშვილის სახლმუზეუმი

ე. ნინოშვილის სახლმუზეუმი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რამდენიმე ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ჩამონათვალს დაემატა შემდეგი ობიექტები:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოხნარში მდებარე XI – XII საუკუნეების აძიკვის წმ. გიორგის ეკლესია და სამაროვანი; ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში; ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია;
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნავდარაანთკარი – გვიანი შუა საუკუნეების ნავდარაანთკარის ნასოფლარი; ქ. ბორჯომი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, XX საუკუნის 70-იანი წლები – პავილიონი/ავტობუსის გაჩერება; გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყვიში, 1848 წელი, XIX საუკუნის მეორე ნახევარი; ნებოძირის კოშკი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ნებოძირი, XVII-XVIII საუკუნეები; ონიანის კოშკი და მაჩუბი – ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩუკული, უბანი „ნაკიშერი“,გვიანი შუა საუკუნეები; დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლის გერგეტის უბნის დაწყებითი სკოლა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდა, გერგეტის უბანი, 1887 წელი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება დღეს, 6 დეკემბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

არქივი

21 სექტემბერი 2018, 09:34

კულტურა

პირველი ქალი Doctor Who-ს ტრეილერი გამოქვეყნდა

გასული წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ პირველად არსებობის ისტორიაში, BBC-ს საკულტო სერიალის, Doctor Who-ში, მთავარ როლს ქალი მსახიობი, ჯოდი ვაიტეკერი შეასრულებდა. ერთი წლის შემდეგ კი სერიალის ტრეილერი გამოქვეყნდა.

ვიეტნამის პრეზიდენტი

21 სექტემბერი 2018, 09:17

მსოფლიო

ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი გარდაიცვალა

62 წლის ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს. ის ადგილობრივი დროით 10:05 საათზე გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

21 სექტემბერი 2018, 09:08

მსოფლიო

აშშ-მა ჩინეთს რუსული სამხედრო თვითმფრინავების შეძენისთვის სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ახლახანს რუსეთისან Су-35-ის C-400 სისტემები იყიდა, რის გამოც აშშ-მა სანქციები დააწესა ჩინეთის ჯარების მომზადების დეპარტამენტსა და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოზე და მის ხელმძღვანელზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 სექტემბერი 2018, 08:58

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა მეორე წრეში ფრანგი უგო ჰუმბერტი მძიმე ბრძოლაში 6:7, 7:6 , 6:3 დაამარცხა. დაძაბული ბრძოლა 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, სადაც ერთადერთი ბრეიკი ბასილაშვილმა შეასრულა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

21 სექტემბერი 2018, 08:49

მსოფლიო

სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

1990 წლის 21 სექტემბერს, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობის 94-მა პროცენტმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

21 სექტემბერი 2018, 08:45

საქართველო

ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად სინჯებს სპეციალური მოწყობილობით აიღებენ

ამჯერად თბილისში, სინჯებს სპეციალური მოწყობილობით - ასპირატორის საშუალებით აიღებენ, აღებული სინჯები შედგომი ანალიზისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნება. მიღებული შედეგები კი, ყოველკვირეულად , სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ხორავას ქუჩა

21 სექტემბერი 2018, 08:30

საქართველო

ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე სხდომას პარლამენტი დღეს განაახლებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მსჯელობას პარლამენტი დღეს, პლენარულ სხდომაზე განაახლებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა თქმით, დასკვნას აკლია არგუმენტები.

პოლიცია

21 სექტემბერი 2018, 08:20

ძალოვნები

ფალიაშვილის ქუჩაზე 25 წლამდე ახალგაზრდები დაჭრეს

ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილთა ასაკი 25 წლამდეა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

21 სექტემბერი 2018, 08:15

საქართველო

საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვია

დღეს საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანი საქართველოს პრეზიდენტს, ვიცეპრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდება.

21 სექტემბერი 2018, 08:05

საქართველო

მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს შეხვდა

„ჩემთვის სასიამოვნო იყო მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა. მე მას მივულოცე საქართველოს კარგი პროგრესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილ რეფორმებში და მისი ერთგულება, განაგრძოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობა და განათლების განვითარება, ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად“, – წერს კრისტინ ლაგარდი.

მაიკ პომპეო და 
მამუკა ბახტაძე

21 სექტემბერი 2018, 01:09

საქართველო

მამუკა ბახტაძისა და მაიკ პომპეოს შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება

მამუკა ბახტაძესა და მაიკ პომპეოს შორის გამართულ შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა გააკეთა.

დიდუბის ღვთისმშობლის შობის
სახელობის ტაძარი

21 სექტემბერი 2018, 00:53

საქართველო

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. საქართველოს პატრიარქი ილია მეორე დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ლიტურგია 10.00 საათზე დაიწყებს.

ღამის ავტობუსი

21 სექტემბერი 2018, 00:37

საქართველო

დღეიდან თბილისში ღამის ავტობუსი იმოძრავებს

დღეიდან ყოველ პარასკევს და შაბათ ღამეს, ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

კალათბურთი

21 სექტემბერი 2018, 00:22

სპორტი

ფიბამ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული საქართველო-საბერძნეთის მატჩი გამოარჩია

ფიბა წერს, რომ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის თბილისური მატჩი დასწრების მხრივ მეორე იყო. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ საქართველო-საბერძნეთის მატჩს 9,100 მაყურებელი დაესწრო, რაც კონტინენტზე გასულ კვირაში ჩატარებული მატჩებიდან მხოლოდ თურქეთისა და მონტენეგროს შეხვედრამ (9,500 მაყურებელი) დაჯაბნა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2018, 00:02

მსოფლიო

მაიკ პომპეომ „შავ სიაში“ რუსეთის კიდევ 27 მოქალაქე და 6 კომპანია შეიყვანა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „შავ სიაში“ რუსეთის კიდევ 27 მოქალაქე და 6 კომპანია შეიყვანა, რომლებიც თავდაცვის და დაზვერვის სფეროებთან არიან კავშირში. ამჟამად სიაში სულ რუსეთის 27 მოქალაქე და კომპანიაა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

პოლიცია

20 სექტემბერი 2018, 23:31

მსოფლიო

მერილენდში, სასაწყობე სადისტრიბუციო ცენტრზე თავდამსხმელი დაიღუპა

თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება განგებ მიიყენა, რის გამოც მოგვიანებით დაიღუპა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არის თავდამსხმელი. დაშავებულია 7 ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

Vespa Velutina

20 სექტემბერი 2018, 23:11

მსოფლიო

ტროპიკული კრაზანების ევროპაში შეღწევას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის ნორმანდიაში ტროპიკული კრაზანების Vespa Velutina Nigrithorax-ების თავდასხმის შედეგად 57 წლის კაცი გარდაიცვალა. ის აგრესიული მწერებისგან დაკბენისთანავე ადგილზე გარდაიცვალა.

მაიკ პომპეო და მამუკა ბახტაძე

20 სექტემბერი 2018, 22:52

საქართველო

მამუკა ბახტაძე მაიკ პომპეოს შეხვდა

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

მამუკა ბახტაძე

20 სექტემბერი 2018, 22:40

საქართველო

პრემიერმინისტრმა თავისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე კომენტარი გააკეთა

პრემიერმინისტრი ოპოზიციის მიერ მისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ის ოპოზიციის ქმედებას უმსგავსობას და უპასუხისმგებლობას უწოდებს.

ნავი

20 სექტემბერი 2018, 22:24

მსოფლიო

ტანზანიაში ნავის ამობრუნებას მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა. 102 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება. დანარჩენები აცხადებენ, რომ ნავი გადატვირთული იყო, რადგან მას 400-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა. ნავი კუნძულ უკორასა და ბუგოლორას შორის, სანაპიროსთან ამობრუნდა.