imedi /  26 აგვისტო 2018, 19:18 / სანდო წყარო

გერმანული მედია: ქართველ ხელოვნებს ჩვენთან არ იცნობენ და ეს უნდა შეიცვალოს

ქართველ ვარსკვლავებს სურთ აღაფრთოვანონ „მუზეუმის სანაპიროს ფესტივალის“ სტუმრები. საქართველო იყენებს ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ მსოფლიოსთვის უცნობი ხელოვნები ფრანკფურტში ჩაიყვანოს, - წერს გერმანული Hessenschau საქართველოს მონაწილეობას „მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე“. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად სამი მილიონი ტურისტი სტუმრობს, საქართველო 24-26 აგვისტოს, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

„უკვე რამდენიმე წელია, რაც ტრადიციად იქცა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა ზაფხულში „Museumsuferfest-ს“ ანუ „მუზეუმის სანაპიროს ფესტივალს“ სტუმრობს, მაგრამ ბოლო წლებში ეს პროგრამა დაბრკოლებებით ხორციელდებოდა. ფლანდრიამ და ნიდერლანდებმა ორი წლის წინ წარმოადგინეს უინტერესო და მოძველებული პროგრამა, სადაც მხოლოდ ფლანდრია იყო გამოკვეთილად წარმოდგენილი. საფრანგეთმა როგორც საპატიო სტუმარმა ქვეყანამ თავიდანვე უარი განაცხადა ფესტივალში მონაწილეობაზე, თანაც ისე, რომ არც მიზეზი დაუსახელებია და არც არანაირად დაუსაბუთებია ეს გარემოება.

სრულიად სხვა ვითარებაა საქართველოს შემთხვევაში: კავკასიის ეს რესპუბლიკა ფესტივალის დასკვნით ნაწილში წარდგება, რომელსაც „ფოიერვერკი“ ეწოდება. აქ 24-დან 26 აგვისტომდე საქართველო წარმოაჩენს ქართული მუსიკისა და ხელოვნების ლანდშაფტის ფართო სპექტრს. კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ფლეშმობები და სპეციალური შეთავაზებები ბავშვებისათვის, როგორიცაა ბავშვთა თოჯინების ოპერა და პანტომიმის თეატრი. ამასთან, სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ქართული სამზარეულოს კერძებითა და ქართული ღვინით.

მუსიკა, თეატრი, ცეკვა - აქ ყველაფერი იქნება!

ხელოვანები და სხვადახვა ჟანრის მუსიკალური ჯგუფები - ჯაზიდან ფოლკლორის ჩათვლით, ასევე გვიან ღამის ღონისძიებები დიჯეი-სეთებით და პოპით - ყველაფერ ამაზე საქართველომ იზრუნა. სტუმრებს წინასწარ შეუძლიათ განეწყონ ეგზოტიკური ჰანგების მოსასმენად.

ის, რომ ქართველი ხელოვანები ჩვენთან თითქმის უცნობები არიან, არც თუ გასაკვირია. მაგრამ ეს გარემოება უნდა შეიცვალოს (და შეიცვლება კიდეც) წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის წყალობით, და შეიცვლება უკვე ზაფხულში, ბაზრობის დაწყებამდე ფრანკფურტის„მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე“.

იმისათვის, რომ დამსწრე საზოგადოებამ სწორი შთაბეჭდილება შეიქმნას, ფესტივალზე გამოვლენ ის ხელოვანი ადამიანების და ანსამბლები, რომლებსაც საქართველოში ვარსკვლავების წოდება აქვთ - დაწყებული ბავშვთა საცეკვაო ანსამბლით „ლაპრებით“ და დამთავრებული ავანგარდული მოძრაობის თეატრით.

გახსოვთ ეთნო-ჯაზ-ბენდი „ირაო”, რომელიც წელს საქართველოს სახელით გამოდიოდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე? მუზეუმის სანაპიროს ფესტივალის პროგრამას სწორედ ეს ჯგუფი გახსნის პარასკევს საღამოს.

„ირაოს“ გამოსვლის შემდეგ ნახავთ ორი სრულიად განსხვავებული მუსიკალური სამყაროს თანხვედრას: ქართველი ვარსკვლავი-ალტისტი გიორგი ცაგარელი და ცნობილი კომპოზიტორი ალექსანდრე კორძაია, რომელთა შესრულებაში გენიალურად იქნება შერწყმული კლასიკა და ელექტრონული მუსიკა.

კვირას „ფოიერვერკის“ პროგრამის წინ საგუნდო მუსიკის საუკეთესო ნომრები შესრულდება. დასასრულს, კვირადღეს საღამოს, გველის დიდი ფოიერვერკი როგორც ცაში, ასევე სცენაზე. ჯაზ-სექსტეტი „კვინტესენცია“ არის ქართული საგუნდო ტრადიციის მაგალითი. ჯგუფი თავის არსებობას უმადლის უჩვეულო იდეას - საბავშვო ჯაზ-გუნდისთვის გამოცხადებულ კასტინგს.

2013 წლიდან ჯგუფი მუდმივად იმყოფება ტურნეებში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში და საგუნდო კონკურსებზე უხვად იმკის ჯილდოებსა და პრიზებს.

ზაფხულის თბილი საღამოს დასაგვირგვინებლად თითქოს საგანგებოდაა შექმნილი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს მაღალრეიტინგული მუსიკოსები. „ნინო ქათამაძე & Insight“ და „Georgian Strings & Brass" საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით მისი მთავარი დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით დაასრულებენ კვირადღის საღამოს“ - წერს გერმანული მედია.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2019, 13:04

საქართველო

დიმიტრი გაბუნია: ჩემი ინფორმაციით, სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვარ და მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში მოვედი, რომ საზოგადოებას განმარტებები მივაწოდო, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პარლამენტში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დასამალი არაფერი აქვს. „როგორც კი გამოძიების მხრივ დამიძახებენ, შესაბამის განცხადებას გავაკეთებ. პრეზიდენტმა ჩემ ნაწილთან დაკავშირებით ნათლად ისაუბრა“.

საქართველოს ფოსტა

23 სექტემბერი 2019, 13:03

საქართველო

„საქართველოს ფოსტის“ სახელით ინტერნეტში ყალბი გათამაშების შესახებ ვრცელდა ცნობა

„საქართველოს ფოსტის“ განცხადებით, ინტერნეტსივრცეში მათი სახელით სხვადასხვა გათამაშების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანიც თაღლითური გზით თანხის გამოძალვა და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანაა. ისინი მოუწოდებენ საზოგადოეაბს არ გადავიდნენ უცხო პირების ბმულებზე.

მანჩესტერი აროპორტი

23 სექტემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

მანჩესტერის აეროპორტში ევაკუაცია განხორციელდა

დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის აეროპორტში საეჭვო ნივთის გამო ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, საეჭვო ნივთი აეროპორტის რკინიგზის სადგურზე აღმოაჩინეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს.

ირმა ნადირაშვილი

23 სექტემბერი 2019, 12:55

საქართველო

ნადირაშვილი: პროკურატურაში წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით

ირმა ნადირაშვილის თქმით, ის წყაროს გამხელას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ პირი რომელიც მას დაუკავშირდა, თავად იყო დაინტერესებული რომ პრეზიდენტს შეეწყალებინა მისი ახლობელი. ნადირაშვილის თქმით წყარო მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც სკანდალური შეწყალებების საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

ბორის ჯონსონი

23 სექტემბერი 2019, 12:45

მსოფლიო

საუდის არაბეთზე თავდასხმაში ირანს ბორის ჯონსონიც ადანაშაულებს

საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში ირანს აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრიც ადანაშაულებს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯონსონმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრის წინ განაცხადა.

ინდოეთი

23 სექტემბერი 2019, 12:43

მსოფლიო

ინდოეთის პრემიერს აშშ-ში ტრამპმა გულთბილი დახვედრა მოუწყო

ღონისძიება "მოდი გამარჯობა!" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი უცხოელი ლიდერის დასახვედრად გაამართლა. სანამ ინდოეთის პრემიერი და აშშ-ის პრეზიდენტი სცენაზე სიტყვით გამოვიდოდნენ, მანამდე 90-წუთიანი შოუ გაიმართა, რომელშიც 400-მდე შემსრულებელი მონაწილეობდა.

ტუტანჰამონის სარკოფაგი

23 სექტემბერი 2019, 12:37

კულტურა

ტუტანჰამონის სარკოფაგს აღმოჩენის შემდეგ პირველი რესტავრაცია ჩაუტარდება

ეგვიპტის მეფის-ტუტანჰამონის სარკოფაგს აღმოჩენის შემდეგ პირველი რესტავრაცია ჩაუტარდება. ამის ამსახველი ვიდეო Blomberg-ის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა. მისი გარე ოქროს ფასადის აღდგენა სრულად მოხდება. სარკოფაგი ეგვიპტის მუზეუმში 6 კვირის წინ გადაიტანეს.

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2019, 12:18

მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკისთან ბაიდენის შესახებ საუბრის ფაქტი დადასტურა

ტრამპმა კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 25 ივლისს ზელენსკისთან შემდგარი სატელეფონო ზარის მიზანი მისთვის გაპრეზიდენტების მილოცვა იყო, თუმცა კორუფციის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ "არ გვსურს ჩვენმა ხალხმა, როგორებიც არიან ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟი, კორუფციით უკრაინაშიც დაკავდნენ".

კენია სკოლა

23 სექტემბერი 2019, 12:16

მსოფლიო

კენიაში სკოლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 7 ბავშვი დაიღუპა კენიის დედაქალაქ ნაირობიში სკოლის ჩამონგრევის შედეგად. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა გაკვეთილების დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ათობით მოსწავლე ნანგრევებში მოყვა. მათ გადასარჩენად ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

მძევლად აყვანა

23 სექტემბერი 2019, 12:07

ძალოვნები

სასამართლომ არასრულწლოვნის მძევლად აყვანის დაგეგმვისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო, კიდევ ერთი პირი კი დამნაშავედ ცნო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

დავით გარეჯი

23 სექტემბერი 2019, 12:01

საქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო

სპეციალისტები სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილ მონაკვეთებს დაათვალიერებენ და გეოდეზიურ აზომვით სამუშაოებს ჩაატარებენ. სამუშაოების ჩატარება 27 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ქსპერტთა მუშაობის შედეგებს კომისიების მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც თბილისში გაიმართება.

ამინდი

23 სექტემბერი 2019, 11:49

საქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. კერძოდ, 26-27 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

breaking bad

23 სექტემბერი 2019, 11:44

კულტურა

ფილმ Breaking Bad-ის ახალი თიზერი Emmy-ის დაჯილდოებაზე აჩვენეს

Netflix-მა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის მორიგი თიზერი გამოაქვეყნა. ფილმი სერიალ Breaking Bad-ის მოტივების მიხედვით არის გადაღებული. ახალი თიზერის ვიდეო "ემის" ჯადილდოების ცერემონიაზე აჩვენეს. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.

თათია ახალაია და მატილდა გვარლიანი

23 სექტემბერი 2019, 11:37

კულტურა

Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა

მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენება გაიმართა, სადაც ორმა ქართველმა მოდელმა გაიარა. თათია ახალაიამ და მატილდა გვარლიანმა კვირეულზე, ბრენდის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუ კოლექცია წარადგინეს. მოდური გამოცემა Vogue-ის სტატიაში მოდელები სრულად არის განხილული.

ბენი განცი

23 სექტემბერი 2019, 11:33

მსოფლიო

არაბულმა ბლოკმა ისრაელის პრემიერის პოსტზე ოპოზიციის ლიდერის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ისრაელის პარტია „არაბთა გაერთიანებული სია“ ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერის ბენი განცის ნახვა სურს. პარტიის მთავარი მიზანია არ დაუშვან მოქმედი პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს კიდევ ერთი ვადით არჩევა.

პატიმრების შეწყალება

23 სექტემბერი 2019, 11:27

ძალოვნები

შეწყალებების საქმეზე გამოსაკითხად ირმა ნადირაშვილი გენპროკურატურაში მივიდა

მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი.

უზენაესი სასამართლო

23 სექტემბერი 2019, 11:24

საქართველო

ეკა ბესელია: მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კი თქვა, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება. ბესელიამ უკმაყოფილება გამოთქვა კანდიდატებთან ინტერვიუებისთვის განკუთვნილი დროის სიმცირის გამო.

სალომე ზურაბიშვილი

23 სექტემბერი 2019, 11:17

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეიდან, 23 სექტემბრიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. კერძოდ, 25 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდეს. ნიუ-იორკში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი

23 სექტემბერი 2019, 11:07

საქართველო

რუსეთი აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციას დააფინანსებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი.ამის შესახებ რუსული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების ხელმოწერამდე მოსკოვი და სოხუმი ამ საკითხზე დეტალურ მოლაპარაკებებს გამართავენ.

23 სექტემბერი 2019, 11:05

საქართველო

იურისტები უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების წინააღმდეგ აქციას მართავენ

პარლამენტის შენობასთან დამოუკიდებელი იურისტები აქციას მართავენ. მათ მიაჩნიათ, რომ უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების 20-კაციანი სია სუბიექტური კრიტერიუმებით შეირჩა. შესაბამისად, სიის შეცვლას მოითხოვენ. კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო.