imedi /  19 მარტი 2017, 08:31 / სანდო წყარო

მუსიკოსი ჩაკ ბერი გარდაიცვალა

ჩაკ ბერი

ამერიკელი მუსიკოსი ჩაკ ბერი, რომელიც როკ-ენ-როლის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, 90 წლისა გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სენტ-ჩარლის ოლქის პოლიციამ დაწერა

 

 

 

ჩაკ ბერის კარიერა 60 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. მის მიერ დაწერილ ჰიტებს შორისაა "Rock and Roll Music", "Maybellene", "Roll Over Beethoven", "Sweet Little Sixteen" და "Johnny B. Goode". ჩაკ ბერის სტილმა, რომელიც რიტმ-ენდ-ბლუზის და ქანთრის ელემენტებსაც აერთიანებდა და მისი სიმღერების ტექსტებმა უამრავი მიმდევარი გაიჩინა. მუსიკის ექსპერტების აზრით, ის იყო ერთ-ერთი, ვისი წყალობითაც როკ-ენ-როლი ცალკე მუსიკალური მიმართულება გახდა.

ჩაკ ბერი 1926 წლის 18 ოქტომბერს, სენტ-ლუისში, საშუალო შეძლების აფროამერიკულ ოჯახში დაიბადა. მუსიკამ ის ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გაიტაცა. პროფესიული კარიერა 1953 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი პირველი სინგლი "Maybellene"-ი ჩაწერა. 1984 წელს მუსიკალური პრემია Grammy მიიღო. 2004 წელს ჟურნალ Rolling Stone-ის ვერსიით, 78 წლის ბერიმ ყველა დროის 50-თ საუკეთესო შემსრულებელს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

გასულ წელს მუსიკოსმა ახალი ალბომის ჩაწერა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან 90 წლის იუბილეზე განაცხადა. ალბომს, რომელსაც „ჩაკი“ ქვია და  ბერის მშობლიურ სენტ-ლუისში ჩაიწერა, წელს უნდა გამოვიდეს. 

კომენტარები ()

არქივი

22 ოქტომბერი 2017, 21:25

საქართველო

კალაძე: საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება

თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია, "მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კალაძე ამბობს, რომ ეს აუცილებლად იქნება.

22 ოქტომბერი 2017, 21:03

არჩევნები 2017

წინასწარი მონაცემებით, მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ამ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49.76% მიიღო, მეორე ადგილზე კი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა, რომელსაც 35.81% აქვს.

22 ოქტომბერი 2017, 20:59

მსოფლიო

ბერლინში რასიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე, რომელიც 24 დეკემბერს გაიმართება, დემონსტრანტებმა პოლიტიკოსებს გზავნილები გაუგზავნეს. მათი თქმით, ისინი ბუნდესტაგში რასისტულ ლოზუნგებს არ დაუშვებენ.

22 ოქტომბერი 2017, 20:48

კულტურა

კომიკოსი ბენი ჰილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

1980-იანი წლების პანკ-ვარსკვლავი, მომღერალი და მსახიობი ჰეიზელ ო'კონორი კომიკოს ბენი ჰილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ო'კონორი ამბობს, რომ სანამ პოპულარული გახდებოდა, ბენი ჰილმა სამსახურის სანაცვლოდ "სექსუალური მომსახურება" შესთავაზა.

22 ოქტომბერი 2017, 20:36

არჩევნები 2017

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში წინასწარი მონაცემები შეაჯამეს

ამ დროის მონაცემებით ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა ლიდერობს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია, რომელმაც ხმების 48.67 % მოიპოვა. მეორე ადგილს 27.04 %-ით ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იკავებს.

22 ოქტომბერი 2017, 20:21

მსოფლიო

ტოკიოს ტაიფუნი უახლოვდება

იაპონიის სამხრეთ სანაპიროს ტაიფუნი "ლან"-ი დაატყდა თავს. არიან დაშავებულებიც. ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებაც, თუმცა ჯერ დაუდასტურებელია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.

22 ოქტომბერი 2017, 20:19

არჩევნები 2017

ფოთში ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 31-ე უბნის თავმჯდომარეს საარჩევნო ყუთში 100-მდე ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ, რასაც ადრესატი აბსურდულს უწოდებს. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები.

22 ოქტომბერი 2017, 20:08

მსოფლიო

ავღანეთში "თალიბანის" 9 საველე მეთაური მოკლეს

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნანგარჰარის პროვინიაში ამერიკული გამანადგურებლის მიერ განხორციელებულ იერიშს 40-ზე მეტი რადიკალი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიადარტყმის სამიზნე ექსტრემალების საწვრთნელი ბაზა იყო.

22 ოქტომბერი 2017, 20:00

არჩევნები 2017

აბაშაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია ლიდერობს

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ბოლო ოფიციალური მონაცემებით, აბაშაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ლევან მაკალათა ლიდერობს. მან ხმათა 65.02% მიიღო.

22 ოქტომბერი 2017, 19:53

არჩევნები 2017

ცესკო: ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლით მეჭიაურს 49.97%, ოცნების კანდიდატს 50.03% აქვს

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, თიანეთში ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, რის შედეგადაც თამაზ მეჭაურს ხმათა 49.97%, ხოლო ქართული ოცნების მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 50.03% აქვს.

22 ოქტომბერი 2017, 19:34

ვიდეო

ბარსელონაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გრძელდება

22 ოქტომბერი 2017, 19:34

ძალოვნები

ყვარელში გარდაცვლილი გოგოს მაზლმა თვითმკვლელობა სცადა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, რამდენიმე დღის წინ სუიციდით გარდაცვლილი 24 წლის გოგოს მაზლმა თვითმკვლელობა სცადა. 40 წლის კაცი მეზობელმა მაშინ გადაარჩინა, როცა ის უკვე უგონო მდგომარეობაში იყო.

22 ოქტომბერი 2017, 19:24

მსოფლიო

ინგლისში შეირაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ინგლისში, უორკშირის საგრაფოში მდებარე ქალაქ ნანიტონში შეიერაღებულმა პირმა ბოულინგ-ცენტრში მძევლები აიყვნა. მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი დანით არის შეიარაღებული. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

22 ოქტომბერი 2017, 19:17

ვიდეო

როგორ შეაფასეს არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა?

22 ოქტომბერი 2017, 19:15

ვიდეო

დავით უსუფაშვილი: გუშუნდელმა დღემ დაგვარწმუნა, რომ შენების დროა

22 ოქტომბერი 2017, 19:11

არჩევნები 2017

ჯოზეფ სმიტი ქუჩებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავებს

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, რომელმაც არჩევნებში (ამ დროის მონაცემებით) 14.04% დააგროვა, თავისი საარჩევნო პლაკატებისგან საბურთალოს ქუჩებს ასუფთავებს. ის მოუწოდებს ყველას, დროულად მოხსნან თავიანთი საარჩევნო პოსტერები.

22 ოქტომბერი 2017, 19:10

ვიდეო

კახა კალაძე: ჩვენი მუშაობის შედეგს მალე შეიგრძნობს თითოეული თბილისელი

22 ოქტომბერი 2017, 18:56

საქართველო

პატრიოტთა ალიანსი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს

თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა, პატრიოტთა ალიანსი კი ახალ საპროტესტო აქციებს აანონსებს. პარტიის წევრის გოჩა თევდორაძის განცხადებით, "პატრიოტები" 29 ოქტომბერს ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ და შიმშილობასაც გააგრძელებენ.

22 ოქტომბერი 2017, 18:53

კულტურა

ტიტანიკის ერთ-ერთი მგზავრის წერილი აუქციონზე გაიყიდა

ლოტი 166 ათასს ამერიკულ დოლარად გაიყიდა. უცნობია, თუ ვინ გახდა წერილის ახალი მფლობელი. წერილი 1912 წლის 13 აპრილით, ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, თარიღდება და მისი ავტორი პირველი კლასის მგზავრი ალექსანდრე ოსკარ ჰოლვერსონია.

22 ოქტომბერი 2017, 18:46

არჩევნები 2017

ცესკომ ამ დროისთვის არსებული მონაცემები გამოაქვეყნა

ცესკოს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.