imedi /  21 ნოემბერი 2018, 19:20 / სანდო წყარო

პიტერ გრინვეი თბილისის კინოფესტივალზე ჩამოვა

პიტერ გრინვეი

პიტერ გრინვეი

ბაფტას მფლობელი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინვეი თბილისიის კინოფესტივალზე ჩამოვა. გრინვეი პროფესიონალი და მოყვარული კინემატოგრაფისტებისთვის მასტერკლასებს გამართავს. ამის შესახებ On.ge წერს. 

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი რეჟისორი, ავტორია ისეთი ფილმებისა, როგორებიც არის - The Cook, the Thief, His Wife & Her Lover, Drowning by Numbers, Prospero's Books და ა.შ.

თბილისის რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-დან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საკონკურსო სექციების გამარჯვებული ნამუშევრები საერთაშორისო კონკურსსა და ქართულ პანორამაში გამოვლინდება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

თაფლი

15 დეკემბერი 2018, 16:31

ეკონომიკა

ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი იმართება

თბილისში, ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს. მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოფენაზე სხვადასხვა რეგიონის უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული პროდუქტია წარმოდგენილი. ღონისძიებაზე ნაწარმი 20-მდე მეფუტკრე ფერმერმა წარადგინა.

ნადია მურადი

15 დეკემბერი 2018, 16:18

მსოფლიო

ნადია მურადი ნობელის პრემიის თანხით სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალებს დაეხმარება

ნადია მურადი ნობელის პრემიის მინიჭების ფარგლებში მიღებული თანხით მშობლიურ ერაყში ქალაქში საავადმყოფოს ააშენებს. ნობელიანტი აქტივისტი ამჟამად სწორედ ქალაქ სინჯარში იმყოფება, სადაც წლების წინ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ტყვედ აიყვანეს.

პალესტინა

15 დეკემბერი 2018, 16:13

მსოფლიო

ისრაელის არმიამ ხუთ დაპატიმრებულ პალესტინელ ძმას სახლი აუფეთქა. ვიდეო

ისრაელელმა ჯარისკაცებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაში, ამარის ლტოლვითა ბანაკთან, 5 პალესტინელი ძმის სახლი დაანგრიეს. შენობის განადგურებისას 14 პალესტინელი ადამიანი დაშავდა. ძმები, რომელთა სახლის ჯარისკაცებმა გაანადგურეს, ისრაელის ციხეში არიან. მათ სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

ადამიანების რიგი

15 დეკემბერი 2018, 15:47

ეკონომიკა

vali.ge-ს მონაცემები განახლდა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

ყვითელი ჟილეტები

15 დეკემბერი 2018, 15:38

მსოფლიო

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქციას 8 ათასამდე პოლიციელი აკონტროლებს

ემანუელ მაკრონის მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების 28-ე დღეს, პარიზის ქუჩებში წესრიგის შესანარჩუნებლად 8 ათასამდე პოლიციელი გამოიყვანეს. ამასთან, ქუჩებში 14 ერთეული ჯავშანტექნიკაა მობილიზებული.

საახალწლო განათებები

15 დეკემბერი 2018, 15:23

საქართველო

ღამით რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

გამოკითხვა მომღერლებზე

15 დეკემბერი 2018, 15:17

კულტურა

ტურიზმის ადმინისტრაცია საყვარელ უცხოელ შემსრულებლებზე გამოკითხვას ატარებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და Black Sea Arena-მ ერთობლივი გამოკითხვა დაიწყეს -რომელი ვარსკვლავის კონცერტზე წახვიდოდით Black Sea Arena-ს გახსნაზე მაისში. გამოკითხვის მონაწილეებს სასურველი მომღერლის არჩევა მერაია ქერის; უილ სმიტის; Earth, Wind and Fire-ს; შადეს; კაილი მინოუგის; სტინგის; „დეფეშ მოუდის“ და „მობის“ შორის შეუძლია.

ლაშა შავდათუაშვილი

15 დეკემბერი 2018, 15:08

სპორტი

შავდათუაშვილმა გუანჯოუს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ამირან პაპინაშვილის (60 კგ.) ვერცხლისა და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ბრინჯაოს მედლების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუპოვა. მან მცირე ფინალში მონღოლი, ოდბაიარ განბაატარი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

police line

15 დეკემბერი 2018, 15:04

ძალოვნები

მარნეულში შუა ხნის ქალი მოკლეს

მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. როგორც თანასოფლელები ყვებიან, მოკლულია შუახნის ქალი, რომლის ცხედარი საკუთარ სახლში ნათესავმა ნახა. მათივე თქმით, სახლის ეზოში აღმოაჩინეს ორმოც. მეზობლები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ორმოში აპირებდა მკვლელობის ჩამდენი ცხედრის დამარხვას.

15 დეკემბერი 2018, 15:00

საქართველო

თბილისი სოლიდარობისა და ინოვაციების ფორუმს მასპინძლობს

პარლამენტში სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მართავს, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

ტექნოპარკი

15 დეკემბერი 2018, 14:44

ტექნოლოგიები

ტექნოპარკში ProductTank-ის ღონისძიებების სერია დაიწყო

ტექნოპარკში დღეიდან ProductTank-ის ღონისძიებების სერია დაიწყო, რომელიც სტარტაპბიუროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით ტარდება. ProductTank-ის შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო.

გუდაური-კობი

15 დეკემბერი 2018, 14:34

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მიხეილ ბატიაშვილი

15 დეკემბერი 2018, 14:14

საქართველო

საქართველოში მასწავლებელთა მეექვსე კონფერენცია გაიმართა

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს“.

წყალი ჭიქაში

15 დეკემბერი 2018, 14:04

ეკონომიკა

დღიურად გაქირავებული ბინების წყლის საფასური ისევ საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდება

სემეკის განმარტებით, კომისიის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება არ გულისხმობს ბინების გაქირავებისას სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დაწესებას. ის პირები, რომლებიც სხვადასხვა საიტების საშუალებით აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში გადაიხდიან საყოფაცხოვრებო ტარიფს.

ამირან პაპინაშვილი

15 დეკემბერი 2018, 13:53

სპორტი

ამირან პაპინაშვილმა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ამირან პაპინაშვილმა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. პაპინაშვილი ვაზარით დამარცხდა რობერტ მშვიდობაძესთან. შეჯიბრზე ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს.

ზურაბ ჯაფარიძე და თემურ ცამციშვილი

15 დეკემბერი 2018, 13:41

საქართველო

„გირჩი“ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე არ გავა

პოლიტიკური მოძრაობა ,,გირჩი" არ უერთდება თელავში ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილ ნაციონალური მოძრაობის აქციას, - ამის შესახებ მისმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ნიკოსეული სასახლე

15 დეკემბერი 2018, 13:35

კულტურა

ზუგდიდიში ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა

ზუგდიდში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია შენობის გახსნის თარიღი. რეკონსტრუქცია 2015 წლის აგვისტოში დაიწყო.

ადა მარშანია

15 დეკემბერი 2018, 13:32

საქართველო

ადა მარშანია პატრიოტებში ოცნების რამდენიმე წევრის გადასვლას აანონსებს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ელოდება, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გადავა. მისი თქმით, გამოირიცხა, რომ ეს იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, თუმცა ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

მეწყერი

15 დეკემბერი 2018, 13:23

საქართველო

ოქტომბერი-გოგინიძეების საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ოქტომბერი-გოგინიძეების საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩამოსულმა მიწის მასამ გზა გადაკეტა, თუმცა საავტომობილო მიმოსვლა არ შეზღუდულა, რადგან სოფლებს ალტერნატიული, შემოვლითი გზა აკავშირებს. გაწმენდით სამუშაობი დილიდან დაიწყო.

დაკავება

15 დეკემბერი 2018, 13:22

ძალოვნები

სუსმა ადვოკატი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ადვოკატი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს თითქოსდა საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.