imedi /  03 დეკემბერი 2018, 18:31 / სანდო წყარო

წოვათის ხეობის თუშების სასაუბრო ენის გადასარჩენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

თუშეთი

თუშეთის წოვათის ხეობის თუშების სასაუბრო ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა. თუშების სათემო საბჭოს მონაცემებით, ამ ენაზე სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები რამდენიმე ათეული ადამიანიღა საუბრობს. ენის გადარჩენისა და მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე შეიქმნება. ამის შესახებ „მთის ამბები“ წერს. 

გადაწყვეტილება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მასში ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, თუშების სათემო საბჭოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ზემო ალვნის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

სამუშაო ჯგუფი დაგეგმავს, პირველ ეტაპზე რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. ასევე, შეიქმნება და გამოიცემა წოვათის თუშების სასაუბრო ენის აუდიო-ვიზუალური ლექსიკონი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება სამუშაო ჯგუფს დეკემბრის ბოლომდე წარუდგენს დოკუმენტს, როგორ შეძლებენ ზემო ალვნის საბავშვო ბაღში ენის სწავლებას.

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ზემო ალვნის საჯარო სკოლის დირექტორი ბაგრატ ქადაგიძეც ესწრებოდა. მიღწეულია შეთანხმება, რომ პირველ ეტაპზე სკოლაში ენის სწავლების წრე გაიხსნება.

გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენის გადარჩენისა და მხარდაჭერის მიზნით შეხვედრა სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მიერ გაიმართა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებაზე მუშაობს.

სამეცნიერო ლიტერატურაში ენა მოხსენიებულია როგორც წოვათუშური, თუმცა თუშების სათემო საბჭო, რომელიც წოვათის ხეობის თუშების სათემო ორგანიზაციაა, ენას თუშურს უწოდებს და ენათმეცნიერებისგანაც ითხოვს, თუშური ენის სახელით მოიხსენიონ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

დემნა გვასალია

10 დეკემბერი 2018, 15:27

კულტურა

დემნა გვასალია ახალი კოლექციის დიზაინში მავთულხლართების თემას გამოიყენებს

Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დიზაინერი დემნა გვასალია Instagram-ზე მავთულხლართების ფოტოს ავრცელებს. როგორც ირკვევა, სწორედ მავთულხლართები იქნება მის საკოლექციო ხაზის Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი თემა.

10 დეკემბერი 2018, 15:21

ეკონომიკა

ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

ლიბერთი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენცია და კონკურსები.

იგორ დოდონი

10 დეკემბერი 2018, 15:20

მსოფლიო

მოლდოვის პრეზიდენტი თანამდებობიდან მეხუთედ დროებით გადააყენეს

დოდონი მოლდოვის პარლამენტის დეპუტატების ჯგუფის მოთხოვნით დაითხოვეს. მიზეზი პარლამენტის მიღებული კანონების წინააღმდეგ წასვლა გახდა. დოდონის თქმით, საქმე ეხება ოთხ კანონს, რომელთა შორისაა 9 მაისის აღიარება ევროპის დღედ და არა - გამარჯვების.

ფეიერვერკი

10 დეკემბერი 2018, 15:16

საქართველო

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური: ცხოველებთან სიახლოვეს პიროტექნიკის გამოყენება სახიფათოა

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ახალი წლის დღეებში ცხოველების სიახლოვეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის შეიკავონ.

კახა კალაძე

10 დეკემბერი 2018, 15:09

საქართველო

კახა კალაძე განმარტავს, რაში დაიხარჯება საახალწლოდ 2 მილიონამდე ლარი

კახა კალაძის განცხადებით, ახალ წელს დაგეგმილ გალა კონცერტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. კალაძე ამბობს, რომ 2 მლნ ლარი მხოლოდ სცენაზე არ იხარჯება და ის მოიცავს, როგორც ჰონორარებს, ასევე საახალწლო ღონისძიებების ატრიბუტიკას.

10 დეკემბერი 2018, 15:07

მსოფლიო

რუს მანიაკს 82 ადამიანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში ირკუცკის სასამართლომ ყოფილ პოლიციელს მიხაილ პოპკოვს სამუდამო პატიმრობა მეორედ მიუსაჯა. პოპკოვს 60 ადამიანის მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე

10 დეკემბერი 2018, 15:04

საქართველო

მამუკა ბახტაძე: ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, გუნდში მათი ადგილი არ იქნება

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი გუნდში არ იქნება. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე თქვა.

ფული

10 დეკემბერი 2018, 15:00

საქართველო

Unicef: საქართველოში მოზარდი ბიჭების ბორდელში „ვოიაჟებს“ მამებიც აფინანსებენ

საქართველოში მიღებულია, რომ გვიანი მოზარდობის პერიოდში შესულმა ბიჭებმა პირველი სქესობრივი გამოცდილების მისაღებად ბორდელს უნდა მიმართონ. ასეთი ტიპის „ვოიაჟები“ ზოგიერთ შემთხვევაში ინიცირებულია და თავად მამებიც კი აფინანსებენ.

„აწარმოე საქართველოში“

10 დეკემბერი 2018, 14:59

ეკონომიკა

ბახტაძე: პროექტს „აწარმოე საქართველოში“ მომავალ წელს გამარტივებული პროგრამა ექნება

"მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი მნიშვნელოვნად იქნება გაძლიერებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად ისარგებლებს ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ლევან კობერიძე

10 დეკემბერი 2018, 14:59

საქართველო

ლევან კობერიძეს სურს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პაკეტზე მუშაობა განახლდეს

როგორც კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გაიმართა აქტიური განხილვები პარლამენტში, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, შეთანხმებისა და შეჯერების პროცესი კი გაიწელა. კობერიძის შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ცხოვრების ჯანსაღი წესი, პრევენცია, სიკვდილიანობის თავიდან აცილება და საჭიროა მისი დროულად მიღება.

ოფისი

10 დეკემბერი 2018, 14:55

ეკონომიკა

საერთაშორისო ორგანიზაციებზე საქართველოში სათავო ოფისის გახსნისას საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

"საერთაშორისო კომპანიები, მსხვილი ტრანსნაციონალურ ორგანიზაციები, მათ შორის 500 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები, თუ საქართველოში გახსნიან სათავო ოფისებს და საქართველოდან მოემსახურებიან რეგიონს, მათზე გავრცელდება უნიკალური საგადასახადო შეღავათები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაბიჯი, რათა საქართველო გავხადოთ რეგიონალურ ცენტრად“, - განაცხადა ბახტაძემ.

ბავშვი

10 დეკემბერი 2018, 14:48

საქართველო

Unicef: თბილისელი მამები შვილებთან კონფლიქტის მოსაგვარებლად ხშირად მღვდლებს მიმართავენ

საქართველოში მოზარდთა მშობლების უმრავლესობა მიმართავს აღზრდის ავტორიტარულ სტილს, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს; მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე.

10 დეკემბერი 2018, 14:47

საქართველო

იუსტიციის სახლი დემონსტრაციის გამო მომხმარებელს შეფერხებით ემსახურება

ემზარ კვიციანსა და ზვიად ტომარაძეს სთხოვეს აქცია იუსტიციის სახლის შესასვლელიდან 5 მეტრის მოშორებით გაემართათ, რათა მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ. გივი აზაურაშვილმა აქციის მონაწილეებს შეახსენა, რომ რომ მიწის რეგისტრაციის გარდა, იუსტიციის სახლი 400-მდე სხვა სერვისსაც გასცემს.

10 დეკემბერი 2018, 14:40

სპორტი

რონალდუ: იუვენტუსში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ

პორტუგალიელი ფორვარდის თქმით, იტალიურ კლუბში გაცილებით სასიამოვნო გარემოა. „შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საუკეთესო გუნდი, სადაც ოდესმე მითამაშია. ეს გაცილებით უფრო შეკრული გუნდია, ვიდრე რეალი. იუვენტუსში ყველა ერთ ტალღაზეა, ვართ თავმდაბლები და გვსურს მოგება.

მამუკა ბახტაძე

10 დეკემბერი 2018, 14:39

ეკონომიკა

ბახტაძე პურის ფასის ზრდაზე: მივმართავ შესაბამის ორგანოებს შეისწავლონ სიტუაცია

"მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე

10 დეკემბერი 2018, 14:34

საქართველო

მამუკა ბახტაძემ მის შესახებ რ2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ფეიკნიუსი უწოდა

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ როგორც საქართველოში ბევრ ოჯახს, მის ოჯახსაც ჰქონდა ვალი, რომელიც გაისტუმრა. რაც შეეხება სასამართლო დავას, ბახტაძე აცხადებს, რომ ხელშეკრულებაში სამართლებრივი ხარვეზი იყო, რომელიც გასწორდა სასამართლოს მიერ და "ისტორია ამით დაიხურა".

ზესტაფონი

10 დეკემბერი 2018, 14:32

საქართველო

ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

ამასთან, გოგლიჩიძის განცხადებით, მერმა არ შეასრულა ადგილობრივი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე. მისი თქმით, თუ კახა მახათაძე თანამდებობას არ დატოვებს, 200-მდე მხარდამჭერთან ერთად, მერიის შენობის პიკეტირებას დაიწყებს.

გაზის მილები

10 დეკემბერი 2018, 14:29

ეკონომიკა

ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა

კომისიის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა და 1.870 თეთრი/მ3-ზე შეადგინა, დღგ-ს გარეშე. ტარიფის მოქმედების ვადა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

კახეთის გზატკეცილი

10 დეკემბერი 2018, 14:26

ეკონომიკა

კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

პროექტით გათვალისწინებული 7,3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და გზის ორზოლიანი სავალი ნაწილის მოწყობას ითვალისწინებდა.

10 დეკემბერი 2018, 14:25

მსოფლიო

საფრანგეთის აქციებში რუსეთის მონაწილეობას კრემლი უარყოფს

საფრანგეთის აქციებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ ინფორმაცია ტყუილია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მან პროტესტებს „კონკრეტულად საფრანგეთის საქმე“ უწოდა.