imedi /  10 იანვარი 2019, 10:20 / სანდო წყარო

„სამეფო კარის თამაშების“ პრეისტორიაზე სერიალს გადაიღებენ

ახალ შოუში, რომელსაც არაოფიციალურად ჰქვია The Long Night (გრძელი ღამე), თეთრი მოსიარულეების წარმოშობას შეეხება - ე.წ. გმირების ეპოქიდან „ბნელ ღამეში“ გადასვლის პერიოდი, სანამ ვესტეროსის შვიდი სამეფო შეიქმნებოდა. 

სავარაუდოდ, სერიალი შეეხება „ალიონისთვის ბრძოლას“, რომლის დროსაც ადამიანები ტყის შვილებთან ერთად გაერთიანდნენ, რათა თეთრი მოსიარულეები შეეჩერებინათ (მოგვიანებით, ამისათვის აშენდა კედელი და შეიქმნა ღამის გუშაგი). ამ მოვლენას „გრძელ ღამეს“ უწოდებენ - ლეგენდის თანახმად, ზამთარი მთელი თაობის მანძილზე გაგრძელდა. 

პრიკველში შეიძლება გამოჩდნენ ბრანდონ მშენებელი, სტარკების სახლის დამფუძნებელი (იმ კედლის მშენებელი) და ლან ჭკვიანი, რომელთა შთამომავლები არიან ლანისტერები. ორივე პერსონაჟი გმირების ეპოქაში ცხოვრობდა. 

შოუს გადაღებები 2019 წლის იანვრიდან იწყება. მისი პრემიერა კი 2020 წელს შედგება. ცნობილია ასევე ზოგიერთი მსახიობის სახელი, რომელიც პრიკველში ითამაშებს, თუმცა რომელ როლებზე არიან შერჩეულნი, ჯერჯერობით უცნობია. 

ჯერემი კემბპელ ბაუერი

ტობი რეგბო

ნაომი ეკი

ნაომი უოტსი

ჯორჯი ჰენლი

ჯოშ უაითჰაუს

ყველა სიახლე

18 ივნისი 2019, 13:24

მსოფლიო

გაერო: 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9,7 მილიარდს მიაღწევს

უახლოესი 3 ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტად 10 ქვეყანაში გაიზრდება. ესენია: ინდოეთი, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, ტანზანია, ინდონეზია, ეგვიპტე და აშშ. გაეროს ექსპერტების მონაცემებით, 2027 წელს ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გაასწრებს და პირველ ადგილს დაიკავებს.

პოლ პოგბა

18 ივნისი 2019, 13:20

საქართველო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოგბას ხელფასს უზრდის

ინგლისის საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ პოლ პოგბას ახალი კონტრაქტით გაზრდილ ხელფასს სთავაზობს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ანაზღაურება კვირაში £500 ათასს შეადგენს. ასე ცდილობს გუნდის მენეჯმენტის ფრანგი ფეხბურთელის გუნდში დაკავებას.

ირაკლი კობახიძე ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტი

18 ივნისი 2019, 13:14

საქართველო

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მოსალოცი ადგილების სიაში შეიტანს

განცხადება ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. აუდიენციისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პატრიარქმა ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ამინდი

18 ივნისი 2019, 12:53

საქართველო

სინოპტიკოსები წყალმოვარდნებსა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებენ

18-19 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

18 ივნისი 2019, 12:43

საქართველო

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ აქტივისტებს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს

13 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში 14 და 16 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ლგბტ+-ის გამოხატვის თავისუფლება უხეშად შეიზღუდა ძალადობრივი ჯგუფების მიერ.

აშშ-საქართველო

18 ივნისი 2019, 12:40

საქართველო

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, საქართველო ვაშინგტონის მოკავშირე და პარტნიორია

ასევე ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით სენატის მტკიცე პოზიციას, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ალიანსისთვის.

მიშელ პლატინი

18 ივნისი 2019, 12:28

სპორტი

მიშელ პლატინი დააკავეს

კორუფციის საქმეზე უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს. კერძოდ, პლატინის დაკავება 2020 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად კატარის არჩევას უკავშირდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სუნდარ პიჩაი

18 ივნისი 2019, 12:25

ტექნოლოგიები

Google-ის აღმასრულებელი დირექტორი: YouTube-ი საზიანო შინაარსის ვიდეოების სრულად გაფილტვრას ვერ შეძლებს

YouTube-ს ბოლო პერიოდში სიძულვილის ენისა და კონსპირაციის თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებენ. CNN-თან ინტერვიუში, პიჩაიმ საზიანო შინაარსის მასალებთან ბრძოლის ხერხებზეც ილაპარაკა და თქვა, რომ კონცერნი პლატფორმიდან მსგავს მასალებს ადამიანებისა და რობოტების კომბინაციით წაშლის.

18 ივნისი 2019, 12:13

ეკონომიკა

თბილისი „ტურიზმის და მასპინძლობის“ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

„ტურიზმის და მასპინძლობის“ შესახებ თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ოფიციალურად გახსნა. რიგით მე-4 კონფერენციაში ბაზრის ოპერატორები და ექსპერტები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ნეიმარი

18 ივნისი 2019, 11:49

სპორტი

ნეიმარს უძრავი ქონება დაუყადაღეს

გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიის მთავრობა ფეხბურთელისგან 15.6 მილიონ ევროს ითხოვს. ნეიმარის ადვოკატები თანხის შემცირებას ცდილობენ. 2013 წელს „ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებული ფინანსური დარღვევების გამო ნეიმარს 42.5 მილიონი ევრო აქვს გადახდილი. დაყადაღებულ ობიექტებს შორის სან-პაულუში მდებარე ორი სახლიც არის.

დავით სერგეენკო

18 ივნისი 2019, 11:34

საქართველო

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა დაადასტურა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, თანამდებობა დატოვა. დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრი 2012 წლიდან იყო, მანამდე კი ის „საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

18 ივნისი 2019, 11:23

ეკონომიკა

Boeing-ი ლე-ბურჟეს ავიასალონზე შეკვეთების გარეშე დარჩა

ამერიკული ავიამწარმოებელი კომპანია Boeing-ი საფრანგეთში ლე-ბურჟეს ავიასალონზე შეკვეთის გარეშე დარჩა. CNBC-ის ცნობით, Boeing-ის ავიალაინერების ორი ავიაკატასტროფის შემდეგ, ეს მოსალოდნელი იყო.

ქუთაისი ხანძარი

18 ივნისი 2019, 11:08

საქართველო

ქუთაისში ხანძრის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქებისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტუკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული. დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის 75-დან 30%-იანი დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

18 ივნისი 2019, 11:05

ტექნოლოგიები

კასპერსკის ლაბორატორია: საქართველოში ყოველი მე-6 მომხმარებელი ინტერნეტთავდასხმას დაექვემდებარა

„2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თითქმის ყოველი მე-6 მომხმარებელი დაექვემდებარა ინტერნეტთავდასხმას,“ - ინფორმაციას „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობა ავრცელებს. 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მომხმარებელთა 16% დაექვემდებარა ინტერნეტთავდასხმას,სომხეთში 16,13 %-ი, ხოლო აზერბაიჯანში 18,28%-ი.

მათე გოქაძე

18 ივნისი 2019, 11:03

სპორტი

მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მათე გოქაძე (110 კგ) ფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი ფინალში ოქროს მედლისთვის რუსეთის წარმომადგენელ საიდ მუსაევს შეხვდება. იტალიის ქალაქ ფაენზაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლისთვის იბრძვიან დიმიტრი ხაჩიძე (55) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (65).

ბულინგი

18 ივნისი 2019, 10:56

საქართველო

ილიას სამართლის ინსტიტუტმა სკოლებში ჩაგვრასთან დაკავშირებით 13-პუნქტიანი რეკომენდაცია შეიმუშავა

ორგანიზაციამ, მულტიდისციპლინური ჯგუფის დახმარებით, 13-პუნქტიანი რეკომენდაცია შეიმუშავა. მათ შორის არის: ძალადობის პირველადი რეაგირების წესების შემოღება, ძალადობის შეტყობინებისა და რეაგირების სისტემის შექმნა, ბულინგთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

გურჯაანი სტიქია

18 ივნისი 2019, 10:38

საქართველო

ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. უამინდობამ სოფელ კალაურში საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. შაშიანში კი სკოლის და საბანკეტო დარბაზის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარიშხალს ძლიერი წვიმაც მოჰყვა.

 ბერნი მაკგი

18 ივნისი 2019, 10:29

კულტურა

რეალითი-შოუ Seeking Sister Wife-ის ვარსკვლავი ბერნი მაკგი გარდაიცვალა

მსოფლიოში ცნობილი რეალითი-შოუ Seeking Sister Wife-ის ვარსკვლავი ბერნი მაკგი გარდაიცვალა. გამოცემა Deadline-ის ცნობით, 41 წლის მსახიობის სიკვდილის მიზეზი მზის დარტყმა გახდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალში მოათავსეს. თუმცა შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.

18 ივნისი 2019, 10:23

მსოფლიო

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის პატრიკ შანაჰანის განცხადებით, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 სამხედროს გაგზავნის. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ირანთან ურთიერთობის გამწვავება, კერძოდ კი, ომანის ყურეში, ტანკერზე მომხდარი თავდასხმაა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჯარისკაცების გაგზავნა თავდაცვის მიზნით გადაწყდა.

ელტონ ჯონი
ტერონ ეჯერტონი

18 ივნისი 2019, 10:00

კულტურა

ელტონ ჯონმა და ტერონ ეჯერტონმა ერთობლივი კლიპი გამოუშვეს. ვიდეო

ელტონ ჯონმა მსახიობ ტერონ ეჯერტონთან ერთად ახალი სიმღერის კლიპი გამოუშვა. სინგლი სახელად Love Me Again ბრიტანელმა მომღერალმა ძველ თანაავტორთან, ბერნი ტუპინთან ერთად დაწერა. ეს სიმღერა ელტონ ჯონის ბიოგრაფიული ფილმის Rocketman-ის საუნდტრეკი იქნება, რომელშიც ლეგენდარულ მუსიკოსს სწორედ ეჯერტონი ასრულებს.