imedi /  25 იანვარი 2019, 08:14 / სანდო წყარო

კატრინ დენევის კაბა 42 500 ევროდ გაიყიდა

კატრინ დენევი

კატრინ დენევი

პარიზში, კრისტის აუქციონზე ფრანგი მსახიობის, კატრინ დენევის კაბების პირადი კოლექციის ნაწილი გაიტანეს. მსახიობისთვის დიზაინერ ივ სენ ლორანის მიერ შექმნილი სამოსი მილიონ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სრული კოლექცია 300 ზე მეტ ლოტს მოიცავს. მათ შორისაა საღამოს კაბები და ყოველდღიური სამოსი. ყველაზე ძვირადღირებული ლოტი კი ვარდისფერი კაბა გახდა, რომელიც ფრანგ ვარსკვლავს რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკის გაცნობის დღეს ეცვა.

კაბა ახალმა მფლობელმა 42 ათას 500 ევროდ შეიძინა. თანხამ ლოტის საწყის ღორებულებას ათჯერ გადააჭარბა.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2020, 00:22

COVID19

კახეთის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ 10 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს კლინიკაში პაციენტები მკურნალობას ისევ აგრძელებენ. ზოგიერთ მათგანს პნევმონია აღენიშნება, რის გამოც ყველა საეჭვო მოქალაქის ნიმუში გუშინ დილით ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნეს. რეგიონის მასშტაბით 4 ე.წ. „ცხელების ცენტრი“ ფუნქციონირებს. საავადმყოფოებმა საეჭვო სიმპტომების მქონდე მოქალაქეების მიღება უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად დაიწყეს.

ეკატერინე ტიკარაძე

09 აპრილი 2020, 00:21

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: აპლიკაცია საშუალებას მოგვეცემს დროში უფრო ეფექტურები ვიყოთ

აპლიკაციის დემოვერსია უკვე ჩამოტვირთული აქვს ჩვენს რამდენიმე თანამშრომელს და მისი ტესტურ რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თითქოს, ეს პროცესი დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ მათი მიზანია საზოგადოებას სრულფასოვანი პროდუქტი შესთავაზონ.

ეკატერინე ტიკარაძე

09 აპრილი 2020, 00:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ტესტირების ახალი ალგორითმი ეყრდნობა საუკეთესო გამოცდილებებს

ჰოსპიტალური და ამბულატორიული პაციენტების შემთხვევაში, რომელებიც ქოვიდის დამახასიათებელი რესპირაციული სიმპტომებით მიმართავენ ექიმს, პირველ რიგში გაივლიან ცხვირ-ხახის პისიარ ტესტებს და მათი დადებითობის შემთხვევაში ისინი მოთავსდებიან სტაციონარში. თუ ეს პასუხი იქნება ნეგატიური 3დან 7 დღეში მოხდება მათი ხელმეორედ გასინჯვა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მინისტრმა თანმიმდევრულად განმარტა ახლად შემუშავებული ალგორითმის პრინციპი და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებებს ეყრდნობა

ეკატერინე ტიკარაძე

09 აპრილი 2020, 00:10

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ უკვე გვაქვს 12 000 ტესტი, 18 000 PCR-ტესტი კი - გზაშია

ამ ეტაპისთვის ჩვენ ქვეყანაში გვაქვს 12 000 ტესტი, რომელიც დაურიგდება ყველა იმ ლაბორატორიასა და კლინიკას, რომელსაც აქვს ამის საშუალება და ამის შესახებ ჩვენ ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას იმ მოცულობების გათვალსწინებით, თუ რა მოცულობების დაფარვა შეუძლია, როგორც ლაბორატორიებს, ასევე რა საჭიროებები არის იმ რეგიონის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ჩვენ ამ ტესტებს დავაგზავნით-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

09 აპრილი 2020, 00:00

COVID19

„ვიშეგრადის ოთხეული“ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები 250 000 ევროს დახმარებას მიიღებენ კორონავირუსთან საბრძოლველად

„ვიშეგრადის ოთხეულისა“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე ვიდეოკონფერენცია ჩატარდა. ვიდეოკონფერენციის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს ეხებოდა ივნისში დაგეგმილი სამიტის წინ, რომელზეც სავარაუდოდ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ახალი ხედვა დამტკიცდება.

08 აპრილი 2020, 23:57

COVID19

დავით ზალკალიანი: არსებობს სპეციალური ფონდი და თუ ვინმეს დახმარების სურვილი აქვს, თანხა ჩარიცხოს ამ ფონდში

ძალიან ბევრი სპეკულაციაა, მათ შორის ოპონენტების მხრიდან და უსამართლო. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მრავალი მცდელობა გვაქვს და ამას ყოველდღიურად ვაწყდებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა. დავით ზალკალიანმა, ერთ კონკრეტულ მაგალითზე ისაუბრა, თბილი-ათენი-თბისის მიმართულებით მიმართულებით შესრულებულ ავიარეისზე მომხდარი ფაქტი გაიხსენა.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 23:54

COVID19

დავით ზალკალიანი: პოლონურმა ავიაკომპანია „ლოტმა“ შეთანხმებულ დროზე ადრე გაყიდა 37 ბილეთი

პოლონეთთან დაკავშირებით იყო პრეტენზიები, რომ სწრაფად გაიყიდა ბილეთები. ეს ავიარეისი შეასრულა „ლოტმა“, პოლონურმა ავიახაზებმა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პოლონურმა ავიაკომპანიამ შეთანხმებულ დროზე ადრე დაიწყო ბილეთების გაყიდვა. დავით ზალკალიანი ასევე საზოგადოებას ამშვიდებს და მბობ, რომ საკონსულოები მუდმივად მუშაობენ იმ ადამიანების აღრიცხვაზე ვისაც სამშობლოში დაბრუნება უნდათ. მინისტრის თქმით საჭიროების შემთხვევაში სპცრეისები არ შეჩერდება

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 23:48

COVID19

დავით ზალკალიანი: არის ოპონენტების მხრიდან პროვოკაციული და დაგეგმილი ზარები იმისთვის, რომ ჩვენი დიპლომატები მდგომარეობიდან გამოიყვანონ

უამრავი ადამიანი მწერს ჩემს ფეისბუქ-გვერდზე და არ მომატყუებინებენ ალბათ, რომ ყველა მათ შემოსულ კითხვას ვპასუხობ შეძლებისდაგვარად და ვცდილობ ყველას შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინო. ნურავის ნუ ჰგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებსაც გულთან ახლოს არ მიაქვთ მათი პრობლემები- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 23:46

COVID19

დავით ზალკალიანი: აბსოლუტურად წარმოუდგენელი, აბსურდული და მე ვიტყოდი მავნებლური ბრალდებაა, თითქოს ბილეთები შავ ბაზარზე იყიდება

ყველა ბილეთი არის სახელობითი, და ყველას ვისაც ერთხელ მაინც უმგზავრია გაეცინება იმაზე, თითქოს არსებობს შავი ბაზარი - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „შეუძლებელია რომ სხვისი სახელით ვინმემ შეიძინოს ბილეთი. შეიძინოს და შემდეგ გადაყიდოს სხვა მგზავრზე. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი, აბსურდული და მე ვიტყოდი მავნებლური ბრალდებაა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მე მინდა გთხოვოთ თქვენ და მედიას, დაბრუნებული მგზავრებიდან თუნდაც მოძებნოთ ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ 200 ევროზე მეტი გადაიხადა ბილეთში. მე მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემს სიტყვებზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ემანუელ მაკრონი

08 აპრილი 2020, 23:34

COVID19

საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმი 15 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება

საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმი 15 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დაუზუსტებიათ, თუ სანამდე გასტანს იზოლაციის რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მოქალაქეებს მიმართავს და დეტალურად ისაუბრებს ახალ ზომებზე.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 23:32

COVID19

დავით ზალკალიანი: ​ჩვენ ვმოქმედებთ იმ რესურსის ფარგლებში, რა რესურსიც გააჩნია ხელისუფლებასა და ჩვენს საელჩოებს

ჩვენ ვმოქმედებთ იმ რესურსის ფარგლებში, რა რესურსიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საელჩოებსა და ასევე იმ შეზღუდვების პირობებში, რა შეზღუდვებიც დაწესებულია- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, საგარეო უწყება ასევე ემორჩილება მსოფლიო ჯანდაცვის მიერ გაწერილ პროცედურებსა და პროტოკოლს და კოორდინირებულად მოქმედებს საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებასთან.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 23:10

მსოფლიო

CNBC-ის გამოკითხვა: პირველად სამი წლის განმავლობაში უფრო მეტი ამერიკელია ტრამპით კმაყოფილი, ვიდრე უკმაყოფილო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი 6%-ით გაიზარდა და 46% შეადგენს, ხოლო პრეზიდენტით უკმაყოფილთა რიცხვი კი 43%-მდე შემცირდა. აღნიშნულს ცხადყოფს ტელეკომპანია CNBC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

ალექსანდრე გოგინავა

08 აპრილი 2020, 23:03

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: დიდი ალბათობით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა

დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კვლევები მიმდინარეობს და ძალიან დამაიმედებელი პროგნოზებია.

08 აპრილი 2020, 23:01

COVID19

ილინოისში კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო მერის ცოლი დააპატიმრეს

ილინოისში კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო ქალაქის მერის ცოლი დააპატიმრეს. ამის შესახებ CNN იტყობინება. შემთხვევა ქალაქ ალტონში მოხდა. მერმა ბრენტ უოლკერმა პოლიციას განკარგულება მისცა, ადგილობრივი ბარები ინტენსიურად შეემოწმებინათ და კარანტინის რეჟიმის დამრღვევები გამოევლინათ. კანონის ერთ-ერთი დამრღვევი კი მერის ცოლი აღმოჩნდა, რომელიც სამართალდამცველებმა ბარში ქალაქის რამდენიმე მცხოვრებთან ერთად დააპატიმრეს. კარანტინის რეჟიმის დარღვევა 2500 დოლარის ოდენობით ჯარიმას ან 346-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ილინოისში ნებისმიერი შეკრება აკრძალეს.

08 აპრილი 2020, 23:00

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლუგარის ლაბორატორიიდან სამ საეჭვო პაციენტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში იმ ათ მედიკოსს ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება, რომლებსაც დაინფიცირებულ ინფექციონისტთან ჰქონდათ უშუალო კონტაქტი. საკონტროლო ტესტი ჩაუტარდება კოვიდ-19 ის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთს. თუ ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მეოთხე გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.

აჰმედ ზაკაევი

08 აპრილი 2020, 22:50

COVID19

აჰმედ ზაკაევი კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბრიტანეთში მცხოვრები ჩეჩენი ემისარი აჰმედ ზაკაევი კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ პროექტი „კავკაზ რეალიი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის ზაკაევი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. აჰმედ ზაკაევმა პოლიტიკური თავშესაფარი გაერთიანებულ სამეფოში 2003 წელს მიიღო. რუსეთის ხელისუფლება მას ტერორისტულ საქმიანობაში სდებს ბრალს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 22:47

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბერნის მხარდამჭერები „რესპუბლიკურ პარტიას“ უნდა შემოუერთდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატორ ბერნი სანდერსის მხარდამჭერებს მოუწოდებს, „რესპუბლიკურ პარტიას“ შეუერთდნენ. დონალდ ტრამპის თქმით, რომ არა სენატორი ელიზაბეტ უორენი, სენატორი ბერნი სანდერსი „სუპერ სამშაბათზე“ საკმარის ხმებს აიღებდა.

08 აპრილი 2020, 22:43

COVID19

აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტების მოძიება გრძელდება

აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტების მოძიება გრძელდება. 70 პირს უკვე აუღეს ანალიზი. პასუხებზეა დამოკიდებული გამკაცრდება თუ არა ქობულეთში ზომები. გამოსაკვლევთა შორის არიან ქობულეთის სამედიცინო ცენტრის მედიკოსებიც, სადაც ვირუსის დადგენამდე იმყოფებოდა ბათუმში დაინფიცირებული 60 წლამდე ქალის მამა. 80 წლის მამაკაცსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სამედიცინო ცენტრი და სოფელ გვარას ამბულატორია მეორე დღეა დაკეტილია. ადგილზე ეპიდემიოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

არჩილ თალაკვაძე

08 აპრილი 2020, 22:39

COVID19

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ძალისხმევა ორი ძირითადი ამოცანისკენ არის მიმართული - საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლების მთავარ ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, საქართველო ეფექტურად უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს - ჯანდაცვის სისტემა, ასევე, სხვა მოკავშირე სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 22:37

COVID19

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება, მაგრამ დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება

იმედი მაქვს, რომ ორ თვეში, მაქსიმუმ სამ თვეში ეს ყველაფერი დამთავრდება და ზაფხული გვექნება კარგი, მაგრამ მერე გველის ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონი იწყება - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის თქმით, ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, არც წამალი იქნება ამ ექვს თვეში და ვირუსს ხელახლა შევხვდებით.